;

22 May 2012      ANGEL     Views 11669    
Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge



დავით ქაცარავა ფართო აუდიტორიამ ჯერ სპორტსმენის სახით გაიცნო, როგორც ჯომარდობის ანუ რაფტინგის ფედერაციის პრეზიდენტი, შემდგომ იმედზე სპორტული რუბრიკის წამყვანად მოგვევლინა, ახლა კი მსახიობის ამპლუით ვიცნობთ. ალბათ სწორედ ამაშია მისი ხიბლი, რომ ის არც პროფესიონალი ჟურნალისტია და არც მსახიობი და გასაოცარია, რომ ასე შესანიშნავად ართმევს თავს თითოეულ როლს.

დათო ნამდვილად არის IT boy, პიროვნება რომელიც მუდამ ექცევა ყურადღების ცენტრი რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს, მისი ცხოვრება სავსეა სიახლეებით და თავისი საქციელით მისაბაძი მაგალითია. ამიტომ ჩვენს პროექტში IT boy ვთხოვეთ დათოს გადაგვეღო მისთვის ჩვეულ გარემოში და გვენახა თუ რითია ის დაკავებული ყოველდღიურობაში.

► ამისათვის კი არენას სპორტ კომპლექსში დაგვიბარა, სადაც შვილთან - მიშოსთან ერთად ჯერ მის ოფისში მიგვიღო და მცირე ინტერვიუს შემდეგ სპორტ დარბაზს მიაშურა თავი, შემდგომ კი აუზს. ჩვენ ეს ყოველივე გადავიღეთ და გთავაზობთ ფოტო მასალას და მცირე ინტერვიუს, თუ რითია ის ამჯერად დაკავებული და როგორ ატარებს თავისუფალ დროს!



განათლებით იურისტია, თუმცა თავდაპირველად კონსერვატორიაში ჩააბარა, სადაც საოპერო ვოკალს ეუფლებოდა, თუმცა დათომ გადაწყვეტილება რამოდენიმე წელიწადში შეიცვალა და იურისტობაზე გადაერთო. მალე იურისპრუდენციას საბანკო სექტორი არჩია, სადაც მრავალ წელს იმუშავა და მნიშნველოვან წარმატებებს მიაღწია.

სპორტი კი მუდამ ერთგულად იკავებდა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს. დათო ბიზნესმენობას შესანიშნავად უთავსებდა სპორტსმენობას, ახლა კი ძირითადად მსახიობობითაა დაკავებული და ამ ასპარეზით საქართველოს ფარგლებს რა ხანია გაცდა. თუმცა კი სულ რამოდენიმე ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა და მსახიობობა შესწავლილი არ აქვს ჩანს მისი ხიბლი სწორედ იმაშია, როგორიც ბუნებრივად არის  - სერიოზული, სპორტული, მრავალმხრივი პიროვნება.



● დღეს დათო მსახიობობას უთავსებს სპორტ კომპლექს არენას დირექტორობას, სადაც ის ზრუნავს ამ სპორტკომპლექსის განვითარებასა და ახალგაზრდებში სპორტის მიმართ დაინტერესების ზრდაში.

facebook.com/ Arena sport complex
2, University street, 0186 Tbilisi, Georgia



● მისი პირველი გულშემატკივარი კი უფროსი ვაჟი მიშოა, რომელიც უკვე მამასავით მოწადინებულია სპორტში, დარბაზში თითოეულ ტრენაჟორს იცნობს და ცურვის გაკვეთილებამდე ვარჯიშობს! (თუნდაც დატვირთვების გარეშე:) ხოლო თავისი უმცროსი და-ძმა ქეთი და ალექსანდრე ჯერ მამიკოს მხოლოდ ტელევიზორიდან თუ ადევნებენ თვალს. დათოს ამჟამად იღებენ ტელეკომპანია ПИК -ის დეტექტიურ სერიალში "პიკადორი", სადაც მის პატარაობას მისი შვილი - მიშო განასახიერებს, ასევე იღებენ ტელეკომპანია იმედისთვის სერიალში "ქალები უკეთ იტყუებიან". ხოლო ფილმ "ნაწილები"-ს პრემიერა შემოდგომაზე შედგება.



● სამსახიობო კარიერა: ❝ჩემი სამსახიობო კარიერა ძალიან შემთხვევით დაიწყო. პრაქტიკულად ქუჩაში...და ეს იყო კითხვა - ჩემს ფილმში, სპამში, მთავარ როლს შეასრულებ?:) ❞


ფოტოგრაფი: ელენე გოგელია / www.angel.ge -სთვის


❝ამ ეტაპზე ჩემ ცხოვრებაში 2 ძირითადი მიმართულებაა - სპორტი და კინო. ეხლა მიღებენ ახალ დეტექტიურ სერიალში "პიკადორი", რომელიც გავა "პიკ"ზე და ასევე კიდევ ერთ სერიალში - "ქალები უკეთ იტყუებიან" - იმედი. მთავრდება კინოფილმ "ნაწილები"ს გადაღება, პრემიერა სავარაუდოდ სექტემბერშია. სპორტს რაც შეეხება, იწყება ჯომარდის ახალი სეზონი, რომელიც წელს ძალიან აქტიურად უნდა ჩავატაროთ. ❞




● დღის რეჟიმი:საგიჟეთი:)

● თავისუფალი დრო: ❝თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მრჩება...ესეთია კვირა დღე და იმასაც სტრაიკბოლის თამაშში ვატარებ:) ❞

შეკითხვაზე არის თუ არა ეს ის ყოფა, რომელსაც გეგმავდა და რომლისკენაც ისწრაფოდა დათომ გვიპასუხა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი დაუგეგმავად გადათამაშდა, თუმცა:
❝არ მეგონა თუ ასე ვიცხოვრებდი, მაგრამ ბედნიერი ვარ:) ❞
❝ჩემს წინა კარიერასთან შედარებით (ბანკი) ბევრად საინტერესოდ ვცხოვრობ ამჟამად ❞





● რჩევა ახალგაზრდებს: ❝ნაკლები სმა, ნაკლები სიარული კლუბებში, მეტი დრო გაატარეთ აქტიურ ცხოვრებაში (ცხოვრების ჯანსაღ წესს ვგულისხმობ) ივარჯიშეთ, ეზიარეთ ბუნებას და აუცილებლად იოცნებეთ. ოცნებები ხდება!:)❞





Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top