9 May 2012      ANGEL     Views 4 134    
Category: Georgians



ვეტერანები ვაკის პარკში 2012 - ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლისთავი!

ყოველ 9 მაისს მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან, სადაც ჩვენი თაობა მადლობას აღუვლენს მათ ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილი წვილილისთვის, თავად კი სიამაყით იხსენებენ თავიანთ დამსახურებებს, მედლებით მკერდდამშვენებულები იწონებენ თავს და გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას მიაგენებ პატივს!

წელს, 2012 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლისთავი აღინიშნა და თითქოს როგორ არც თუ ისე შორეულ წარსულში მომხდარა ეს ყველაფერი. ჩვენს მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს საზარელი ომი, ეს მამაცი ხალხი და ეს გამარჯვება! რათა აღარასოდეს გამეორდეს ისტორიაში ამგვარი შეცდომა, რადგან ამ გამარჯვებას უსაზღვრო დანაკარგი მოყვა. ფოტოგრაფი ელენე რუხაძე გვიზიარებს ფოტომასალას.




მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით. ამან ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.





მეორე მსოფლიო ომის მცირე ისტორია
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში "საარსებო გარემოს" მოპოვების მიზნით. ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე. წ. "ებრაულ მსოფლიო შეთქმულების" წინააღმდეგ; ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში "საარსებო გარემოს" მოპოვებისთვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება.

გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. "გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება", _ წერდა ჰიტლერი თავის წიგნში "ჩემი ბრძოლა"("Mein Kampf").





დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადასხვა ოლქად რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და ბალტიისპირეთის ხალხები "საარსებოდ ვარგისად", ხოლო რუსები "დაბალ რასად" იქნენ შეფასებულნი. დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით, ე. წ. "შეიარაღებული გლეხებით". ნაცისტური ელიტის განზრახვით, აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ, უნდა დარჩენილიყვნენ "გაუნათლებლები, მორჩილნი და გამრჯე" და ემუშავათ გერმანიისთვის.

1933 წლამდე ეს იდეები სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა ჰიტლერის პოლიტიკა სხვა არაფერი იყო, თუ არა ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. 1936 წლის აგვისტოში მიღებული "ოთხწლიანი გეგმა" ითვალისწინებდა გერმანიის არმიის და ეკონომიკის საბრძოლო ვითარებისთვის მომზადებას ორი განსხვავებული ვარიანტისთვის: 1) 1941-1942 წ.წ. - გერმანიისთვის პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არახელსაყრელი ვარიანტი; 2) 1944-1945 წ.წ. - შედარებით ხელსაყრელი ვარიანტი. 1937 წლის 5 ნოემბერს ჰიტლერმა თავისი გეგმები დაწვრილებით და დაზუსტებით წარუდგინა ვერმახტის გენერალიტეტს "(იხ. "ჰოსბახის პროტოკოლი").

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით.
თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი "სს"-ის წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა. ომის პირველი გასროლა მოახდინა გერმანულმა სასწავლო გემმა "შლეზვიგ-ჰოლშტაინმა".




1941 წლის 22 ივნისის დილას კი ვერმახტის 149 დივიზიამ გადალახა სსრკ-ის საზღვრები. მიუხედავად ოპერატიული ინფორმაციისა, წითელი არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა. უამრავი საბჭოთა მებრძოლი სსრკ-ის საზღვრის გასწვრივ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა მარშით მიმავალ ვერმახტის ჯარებს. ამის ერთადერთი ახსნა “პრევენციული დარტყმის თეზით” თუ შეიძლება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ისტორიკოსთა გარკვეული წრის მიერ გაზიარებული იქნა და რომელიც ჯერ კიდევ მესამე რაიხის იდეოლოგების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი თვითონ ემზადებოდა გერმანიაზე თავდასახმელად. ის ფაქტი, მართლა აპირებდა თუ არა სსრკ გერმანიაზე თავდასხმას და მართლა მზად იყო თუ არა წითელი არმია ასეთი ომისთვის, არ ამსუბუქებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულს ამ თავდასხმაში. სსრკ-ის წინააღმდეგ დაწყებული დაპყრობითი და გამანადგურებელი ხასიათის ომი იყო ჯერ კიდევ წლების წინ ჰიტლერის მიერ ფორმულირებული “აღმოსავლეთში საარსებო სფეროს” მოპოვების გეგმის დამასრულებელი ეტაპი.









მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო, დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ - 27 მლნ., გერმანია - 5,25 მლნ., პოლონეთი - 4,5-6 მლნ., იუგოსლავია - 1,7 მლნ., იაპონია- 1,8 მლნ., აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.










Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
« 1 2 3 »
Back to Top