;

11 May 2012      ANGEL     Views 48935    
Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge



წარმატება მოულოდნელად ეწვია და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ - პირველივე ეპიზოდის შემდედ მთელი საქართველო აალაპარაკა. სალომე ჭაჭუა სწორედ „ის„ გოგოა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ინტერესის საგნად იქცა.
ენჯელ. ჯი კი სალომეს უკეთ გაგაცნობთ ახალი პროექტით IT GIRL

ცდილობს ინდივიდუალური იყოს და არავის მიბაძოს. ერთი ჩვეულებრივი გოგონა გადატვირთული დღის განრიგით და საქმით, რომელიც უყვარს. გართობის გამორჩეული საშუალებაც არ აქვს და მის წინაშე გადაშლილი უსაზღვრო ასპარეზის მიუხედავად დიდი გეგმები არ აქვს.

სალომე საკმაოდ კარგი რესპოდენტი აღმოჩნდა და სხვადასხვა თემებზე ძალზედ გულახდილად გვესაუბრა. პროექტის ფარგლებში ამ რუბრიკის სტუმრებს მათთვის ჩვეულ ადგილას გადავიღებთ, თუმცა სალომეს შემთხვევაში ერეკლეს ქუჩაზე მდებარაზე კაფე Re-Life შევარჩიეთ, რადგან სტუდიასა და სცენაზე უკვე ყველამ ვიცით თუ როგორია სალომე. აქ კი ვიხილოთ თუ როგორ გამოიყურება ერთი მზიანი დღის შუა დღეს.

● როგორ ატარებს თავისუფალ დროს ●

სალომე როგორ ერთობი თავისუფალ დროს? გაქვს რაიმე გამორჩეული ხერხი?
გამორჩეული არაფერია. იმდენ დროს მოიცავს ჩემი საქმიანობა, რომ გართობისთვის თითქმის ვერ ვიცლი. ცალკე მეცადიონეობები, ცალკე ვარჯიში ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხანს გრძელდება. ვერთობი მეგობრებთან ერთად სახლში, კლუბებში ან კი ქალაქგარეთ.❞

გაქვს თუ არა რაიმე კონრეტული ადგილი გართობისთვის?
❝ არა კონრეტული ადგილი არ მაქვს, უფრო ბუნებაში მიყვარს პიკნიკი.❞

შეიცვალა თუ არა რაიმე პროექტამდე და პროექტის შემდეგ პერიოდში?
❝ გართობის მხრივ კი შეიცვალა. ახლა უფრო ბევრ ადგილას მპატიჟებენ. ასე, რომ კი შეიცვალა :)



● სილამაზის საიდუმლო ●

მუდმივად ხარ კარგ ფორმაში. განსაკუთრებით შენი გარუჯული სხეული და
ბრაზილიური ცეკვა დაგვამახსოვრდა. სად ირუჯები?


❝ ვირუჯები სოლარიუმში. ვიცი, რომ ცუდი არის და ყველას მოვუწოდებ არ გააკეთონ ეს, მაგრამ პროექტი მოითხოვდა, რომ მუდმივად კარგ ფორმაში და კარგ ფერზე ვყოფილიყავი, სანამ პროექტი დაიწყებოდა ეს ასე არ იყო. ❞




რა აზრის ხარ აეროგრაფიული ანუ სპრეი მეთოდით გარუჯვაზე?
მივესალმები, ძალიან კომფორტულია და ძალიან სწრაფი.❞

გაგიგია თუ არა " მულატო "-ს სერვის შესახებ?
❝ რასაკვირველია გამიგია და გავრუჯულვარ კიდეც მათი დახმარებით. კარგი კომპანია.❞



პროექტის სპონსორის შესახებ: სტუდია Mulatto აეროგრაფიული, ანუ "სპრეი" გარუჯვის ერთადერთი მობილური სტუდიაა საქართველოში. უნიკალური აპარატურის და გამოცდილების საშუალებით, სტუდია Mulatto გაგიზიარებთ ჰოლივუდის სილამაზის საიდუმლოს ჯანმრთელი რუჯის მოყვარულებს და გაიყვანს კოსმეტიკური პროცედურების ახალ ტექნოლოგიებს თბილისის სილამაზის ბაზარზე.
facebook.com/Mulatto Tan / 558 55 76 33



● პროფესიონალიზმი ●

რომელი უცხოელი მოცეკვავე იწვევს შენში აღფრთოვანებას?
❝ ანა მელნიკოვა. მომწონს მისი სტილი, როგორც ცეკვავს, ოღონდ იმას არ ვაკეთებ, რომ მივბაძო.
არა პირიქით ვცდილობ, რომ მასზე უკეთ გავაკეთო.❞

პროექტში მონაწილეობის დროს არასდროს არავისთვის მიგიბაძავს?
❝ არა, არავითარ შემთხვევაში. თუ გსურს, რომ კარგი მოცეკვავე იყო აუცილებლად უნდა გამონახო შენი სტილი.❞

❝ სანამ ამ პროექტში მოვხვდებოდი ვცეკვავდი და ვასწავლიდი. ვარ სტუდია „თელას“ ქორეოგრაფ ასისტენტი. მყავს როგორც წყვილები, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფები.❞

როგორი ურთიერთობა გაქვს მოსწავლეებთან?
❝ ძალიან კარგი. ისინი თითქმის ჩემი ტოლები არიან და კარგი ურთიერთობა ჩამოგვყალიბდა. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქ, არაჩვეულბრივი ბავშვები არიან და ჩვენ დიდი ოჯახი ვართ. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი მსურველია და ახალი ჯგუფები გავაკეთეთ.
სტუდია „თელაში“ 6-7 წლიდან შეუძლიათ ცეკვის შესწავლა. ყველაზე ხანდაზმული 84 წლის მოხუცებული გვყავს.❞

❝ ყველას ვურჩევ რომ საკუთარი მიზნების განხორციელება შეეცადონ.
დაიმახსოვრეთ თუკი რაიმე გულით გინდათ აუცილებლად გამოგივათ ❞





● ცეკვავენ ვარსკვლავები ●

რას იტყვი პროექტზე „ ცეკვავენ ვარსკვლავები“. რა მოგცა ამ პროექტმა შენ
და მიიღებდი თუ არა მონაწილეობას მეორე სეზონში?


❝ ძალიან მაგარი პროექტია და მოცეკვავეებს დიდი ხანია გვინდოდა ეს პროექტი. ძალიან დიდი მადლობა ტელეკომპანია იმედს და იმ ადამიანებს, რომელთაც ეს პროექტი გააკეთეს. თავად პროექტმა პირადად მე ძალიან ბევრი რამ მომცა. პროექტამდე არავინ მიცნობდა ახლა კი მთელმა საქართველომ გამიცნო. სხვათაშორის ძალიან დადებითი აურა წამოვიდა ხალხისგან და დიდ მადლობას ვუხდი მათ. ძალიან ბევრი შემოთავაზებები მაქვს და მეორე სეზონშიც მივიღებდი მონაწილეობას.❞

IT girl: სალომე ჭაჭუა


რას იტყვი შენს მეწყვილეზე? ლევან როსტოშვილზე (როსტო)

❝ ის ძალიან დადებითი პიროვნებაა და ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება უარყოფითს მას ძალიან უყვარს დაგვიანება. ძალიან მამწარებდა. არ მიყვარს დაგვიანება და იგივეს მოვითხოვდი მისგან. შეიძლება ნახევარი საატი მოითმინო, მაგრამ 2 საათი...სხვა მეტი არაფერი. ცდილობდა მაქსიმალური გაეკეთებინა და ვფიქრობ გააკეთა. სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით მას არ ჰქონდა გამოცდილება ამიტომ მივიჩნევ, რომ ბევრი გააკეთა.

❝ მე ვთვლი და ვფიქრობ, როსტოც ასე თვლის, რომ ძალიან სწორ დროს დავტოვეთ პროექტი.
ჩემი აზრით არ იქნებოდა სამართლიანი ჩვენი ფინალში გასვლა

● სალომე და გიგი ●

შენ გიწევდა ყოფილიყავი შენი შეყვარებულის კონკურენტი. არ გიჭირდა?
არა, არანაირად. საერთოდ არ გვქონდა კონკურენციის მომენტი. ერთმანეთს ვეხმარებოდით.

თუ გრძნობდი მისგან მხარდაჭერას.
❝ კი. როდესაც პირველ ტურში გამოცხადდა ესემესების მიღება პირველი მესიჯი მე გამომიგზავნა.
მე კი ისეთი „ ნაგლი „ ვარ არავის ვუგზავნიდი :)


● მომავალი გეგმების შესახებ ●

მართალია, რომ ევროვიზიაზე მიდიხარ?
❝ კი მართალია და ძალიან მიხარია. მივდივარ 17 მაისს და შევასრულებ სოლო ნომერს, რომელიც 25 წამს გასტანს.

გაქვს თუ არა რაიმე გეგმები?
❝ ჯერჯერობით გეგმაში მხოლოდ ევროვიზია შედის. ასევე კეთდება ძალიან მაგარი სპექტაკლი „ვერის უბნის მელოდიები“ ისეთივე როგორიც ქეთო და კოტე იყო და შეიძლება მანდაც მივიღო მონაწილეობა, მეტი გეგმა ჯერჯერობით არ არის. ❞

აპირებ თუ არა ახლო მომავალში ოჯახის შექმნას.
❝ არა ჯერჯერობით არ ვგეგმავ.❞



www.angel.ge
ჟურნალისტი: საბა ვაჩიბერიძე
ფოტოგრაფი: მარუსა პერტია

[email protected]
პროექტის სპონსორი: Mulatto Airbrush Tanning
მადლობა საქველმოქმედო კაფეს Re Life, ერეკლე II ქ. 19


Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 6 7 8 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top