;
16 მაი 2012      ANGEL     16 კომენტარი     ნანახია 4699-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, Tbilisi Fashion Week

თბილისის მოდის კვირეული (6) იწყება! fw12


თბილისის მოდის კვირეული
კომპანია ჯეოფეშენის და მისი პარტნიორების ორგანიზებით 17-20 მაისს რიგით მე- 6 -დ ჩატარდება
(და ის ამ სეზონზე საქართველოში არსებული ერთადერთი მოდის კვირეული იქნება - Georgian Fashion Week არ გაიმართება)

17 მაისს მოდის კვირეული თამუნა ინგოროყვას და „მავის“ აქსესუარებით შექმნილი ფოტო გამოფენით გაიხსნება,
საღამოს კი აკა ნანიტაშვილის კოლექციის ჩვენება გაიმართება. თბილისის მოდის კვირეულის ჩვებებებს და აქსესუარების გამოფენას ამ სეზონზე ბუდა ბარის მშენებარე კომპლექსი უმასპინძლებს. აქსესუარების გამოფენაზე დასწრება თავისუფალია! (ანუ მოსაწვევების გარეშე)

თბილისის მოდის კვირეული (6) იწყება! fw12


TFW -ზე ამ ჯერზე სულ 8 ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას: თამუნა ინგოროყვა,
ეკა ბალანჩივაძე, ლელა ელოშვილი, ატელიე 10ა, გიორგი შაღაშვილი (დანია), ქეთი ჩხიკვაძე,
ბიბი ბახტაძე (გერმანიიდან), დათუნა სულიკაშვილი.


და 20-მდე დამწყები დიზაინერი, რომელთა კოლექციებსაც კვირეულის მეორე დღეს
18 მაისს დილიდან ვიხილავთ, საღამოს კი ჩვენებას ეკა ბალანჩივაძე და ლელა ელოშვილი გამართავენ.
19 მაისს ვიხილავთ ატელიე „10ა“ და გიორგი შაღაშვილის კოლექციებს.
20 მაისს მოდის კვირეულის ბოლო დღეს კი ქეთი ჩხიკვაძის და ბიბი ბახტაძის კოლექციებს ვიხილავთ და ტრადიციულად თბილისის მოდის კვირეულს დათუნა სულიკაშვილის ჩვენება დახურავს, რომელიც ამჯერადაც ალტერნატიულ სივრცეში გაიმართება - საზოგადოებრივი მაუწყებლის III პავილიონში.

ენჯელ.ჯი კვლავ განიხილავს თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციებს
და სტუმრების ჩაცმულობას (ფოტო-მასალა) / angel.ge / არქივი / tfw


Tbilisi Fashion Week
17-20 May / fall-winter 2012-13

17 მაისი
· თამუნა ინგოროყვა & Queen Jewelry – 20:00
· აკა ნანიტაშვილი – 21:00
· After Party @ BUDHA-BAR

18 მაისი
· დამწყებ დიზაინერთა კონკურსი – 13:00
· ეკა ბალანჩივაძე - 20:00
· ლელა ელოშვილი – 21:00
· After Party @ LAN

19 მაისი
· ატელიე „10ა“ – 20:00
· გიორგი შაღაშვილი - 21:00
· After Party @ BUDHA-BAR

20 მაისი
· ქეთი ჩხიკვაძე - 19:00
· ბიბი ბახტაძე – 20:00
· დათუნა სულიკაშვილი – 22:00
· After Party @ UNIQUE

კატეგორია: ქართველები, Tbilisi Fashion Week
Tags:

16


  • ANGEL თქვა:
    18 მაი 2012 19:32 - ID: 16,
    Magda Jawaad Malik,
    დაუსრულებელი:))
    კარკასული შენობაა ჯერ მხოლოდ.

  • miss crazy თქვა:
    18 მაი 2012 18:45 - ID: 15,
    ruuus,
    თაკო ჩხეიძე??? რა აქვს მაგარი მაგ თაკოს belay იმას ვერ იტანს მოდელები ფოტოსესიის დროს რატო იცვლიან თვალის ფერს ან ფერად ლინზებს რატო იყენებენ ეს ხომ არაბუნებრივიაო და თვითონ მშვენივრად იპრანჭება თავისი არაბუნებრივი ნაოპერაციები ცხვირით am

  • Magda Jawaad Malik თქვა:
    18 მაი 2012 07:02 - ID: 14,
    გოგა ნიქაბაძე არაააა? XX

    Mari__Angel,
    მარი 'ბუდა' ბარი როგორია? XX

  • miranda.. თქვა:
    18 მაი 2012 00:36 - ID: 13,
    რათქმაუნდა, საქართველოს გარდა სხვა რომელ ქვეყანაში იქნება ყოველ შაბათ-კვირას ,,fashion week,,..

  • barjakuzu თქვა:
    17 მაი 2012 10:21 - ID: 12,
    სრული ბოდვა იქნება ალბათ

  • tusia თქვა:
    17 მაი 2012 08:29 - ID: 11,
    Mari__Angel,
    thnx

  • aNn_♥_memi თქვა:
    16 მაი 2012 22:16 - ID: 10,
    აუ დაიწყება ახლა სულ მოდისკვირეული არ გამიგია მე ამოვიდა ყელში ზოგი ისეთი უხარისხო დიზაინერებით sad

  • ANGEL თქვა:
    16 მაი 2012 21:38 - ID: 9,
    tusia,
    არა, მხოლოდ იმ ჩვენებაზე შეგიშვენებ, რომელიც მითითებულია თქვენს მოსაწვევზე.
    და აქსესუარების გამოფენაზე ყველასთვის იქნება შესვლა შესაძლებელი ყოველგვარი მოსაწვევების გარეშე, ისიც ბუდა ბარის ტერიტორიაზე გაიმართება როგორც ვიცი.

  • tusia თქვა:
    16 მაი 2012 18:18 - ID: 8,
    დამწყებებზე მივდივარ, დაქალს გააქვს მლიტარიზმი ასე ქვია და რა მაინტერესებს ამ მოსაწვევით საგამოსაც შემეძლება მისვლა და დასწრება ??

  • Kapa თქვა:
    16 მაი 2012 17:55 - ID: 7,
    fellow

  • ruuus თქვა:
    16 მაი 2012 17:27 - ID: 6,
    თაკო ჩხეიძე მაგარია

  • Fashionista♥♥♥ თქვა:
    16 მაი 2012 16:25 - ID: 5,
    LisbethSalander,
    აბაა )) ვერსად ვეღარ ეტევიან

  • marikuna_giuna თქვა:
    16 მაი 2012 15:07 - ID: 4,
    აკაა!! როგორ მომწონს

  • LisbethSalander თქვა:
    16 მაი 2012 14:44 - ID: 3,
    რა ჯანდაბათ გვინდა ამდენი მოდისკვირეული პროსტა ვერ ვიგებ, რომელი ყვავის ჩვენი მოდის სამყარო რა

  • Ms.Casillas თქვა:
    16 მაი 2012 14:43 - ID: 2,
    დამწყებ დიზაინერთა კონკურსი მაინტერესებს

  • elga თქვა:
    16 მაი 2012 12:52 - ID: 1,
    არ გაიშVას ამათი ფაშიონ ვიკები არსად wink

    მარტო გიორგი შაღაშვილის კოლექცია მაინტერესებს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top