;
23 მაი 2012      FAME     76 კომენტარი     ნანახია 8501-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

საქართველო: ანრი ჯოხაძე ევროვიზია 2012-ზე


მთელი ქვეყანა მოიცვა იმ ამბავმა, რომ ევროვიზიის, ყოველწლიურ კონკურსზე საქართველოს
ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი და მემგონი ერთადერთი აქტიური სახე ანრი ჯოხაძე წარადგენს.

ევროვიზია საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში არ დაუკარგავს არ რეიტინგი და არც აქტუალობა. ყოველწლიურად იგი მილიარდობით ადამიანს აჯაჭვებს ტელეეკრანთან და სამართლიანად იწოდება, ოლიმპიადის შემდეგ, პლანეტის მეორე ყველაზე ყურებად მოვლენად. კონკურსის ასეთი პოპულარობის მიზეზი მარტო ევროპელი ხალხების მუსიკისადმი სიყვარული არაა, ევროვიზია მიეკუთნება იმ კონკურსების რიცხვს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნები ყველაზე უკეთ ახერხებენ თვითრეკლამიერებას. ამას გარდა ამ კონკურსზე გამარჯვება უდიდესი პატივი და ძალიან პრესტიჟულია, სწორედ გამარჯვების სურვილით გულანთებული დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნები აგზავნიან თავიანთ წარმომადგენელს კონკურსზე. საქართვეოს რჩეული კი წელს ანრი ჯოხაძე ა.
შიდა შესარჩევ ტურში იგი ნამდვილად გამოირჩეოდა ყველა სხვა კონკურენტისგან. მისი ძლიერი ხმა და სცენიურობა აღარავისთვისაა სიახლე. იმედი ვიქონიოთ რომ იგი ამ ყველაფერს ბაქოშიც გამოიყენებს და რაც მთავარია საუკეთესო გზით წარმოაჩენს. აზერბაიჯანის დედაქალაქი არის ადგილი, რომელიც ევროპის უდიდეს მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს.
საქართველო: ანრი ჯოხაძე ევროვიზია 2012-ზე

სიმღერის სახელწოდება, რომელიც ანრიმ უნდა წარადგინოს ,,cristal hall''_ ში არის I'm jocker , რაც ითარგმნება, როგორც მე ვარ ჯოკერი. სიმღერა ენერგიულია და შეიცავს ეროვნულ ელემენტეს, როგორც წესი ასეთმა პროდუქტმა უნდა გაამართლოს. უამრავი დადებითი შეფასების გარდა ასევე ბლომადაა უარყოფითი აზრებიც, როგორც სიმღერასთან ასევე თუნდაც ანრის ახალ იმიჯთან დაკავშირებითაც. ქერა ანრი მაყურებლისთვის უცხო აღმოჩნდა. სიმღერის ვიდეო კლიპი თავად ანრის სცენარით იქნა გადაღებული და უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა.





კიპის მიმართაც უამრავი პრეტენზია და უარყოფითი აზრები გამოითქვა. ბევრი უცხოელი კი საქართველოს წლევანდელ საევროვიზიო სიმღერას ,,დიდ ჩავარდნას '' უწოდებს. სიმღერა დაიწუნა ბევრმა ქართველმა ვარსკვლავმა, რომელთა მისამართითაც ანრიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ყველამ თავის წარმატებულ კარიერას მიხედოს!

ევროვიზია წარმოუდგენელია შოუს გარეშე. ანრის კი სანახაობრივი შოუს გაკეთებაში ქართველი სცენის მშვენებები _ ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი და მაგდა ჯოხაძე(ანრის და) დაეხმარებიან, რომლებიც ბექ-ვოკლაში იდგებიან. ყველაფერს ქორეოგრაფიულად გააფორმებს ცეკვავენ ვარსკვლავების ყევლაზე დასამახსოვრებლი სახე _ სალომე ჭაჭუა . ამ ყველაფერს კი ერთ მთლიანობად შეკრავს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანი . ანრი სცენაზე რამდენჯერმე დამოიცვლის. იგი გვპირდება, რომ გაამართლებს წლევანდელი ევროვიზიის ლოზუნგს ,, light your fire '' _ და კრისტალ ჰოლში ნამდვილ ცეცხლს დაანთებს.

საქართველოს მეორე ნახევარ ფინალში მოუწევს გამოსვლა, რომელიც 22 მაისს გაიმართება. მასთან ერთად კი გამოვლენ სხვა ქვეყნებიც კერძოდ _ სერბეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, მაკედონია, ბელარუსი, მალტა, უკრაინა, ბულგარეთი, შვედეთი, სლოვენია, ესტონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ნორვეგია, ლიტვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა.
საქართველო: ანრი ჯოხაძე ევროვიზია 2012-ზე



საქართველოს კონკურსზე მონაწილეობის არც ისე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა გაგზავნილი კონკურსანტებით ნამდვილად შეუძლია იამაყოს. მოდით ერთად გადავხედოთ საქართველოს, როგორც ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის ისტორიას.

2007 წელი სოფო ხალვაში. 12 ადგილი.



2008 წელი დიანა ღურცკაია, სიმრერით მშვიდობაზე.
9 ადგილი.
(სადაც ანრი ჯოხაძე სცენაზე იდგა ბექ-ვოკალისტის სახით)




2009 წელი სტეფანე და 3G. სკანდალური და საბოლოოდ მაინც დაბლოკილი სიმღერით,
რომელშიც პოლიტიკური ხასიათის მესიჯები ამოიკითხეს.




2010 წელი სოფო ნიჟარაძე. 7 ადგილი. დოლჩე და გაბანას ეროვნულ ფერში
დაგაწყვეტილ კაბაში სოფო სცენაზე ნამდვილად ანათებდა.





2011 წელი. ისევ 7 ადგილი და ელ-დრაინის შესანიშნავი გამოსვლა
სოფო ტოროშელიძის ძლიერი ვოკალის თანხლებით.



კატეგორია: ქართველები
Tags:

76


  • el en ika თქვა:
    30 მაი 2012 18:22 - ID: 76,
    miss crazy,
    ყველაზე მეტს გემოვნებაზეე დაობენ ისე ცნობისთვის;)

  • el en ika თქვა:
    25 მაი 2012 20:34 - ID: 75,
    უმაგრესი გამოსვლა ჰქონდაა და უმაგრესად იმღერაა და ამას არა მარტო მე-მრავალი იქდამსწრე ქართველიც და არაქართველიც აღიარეებდაა ბევრზე უკეთესი იყო,ვინც ათეულში მოხვდა!სირცხვილი ევროპაას და სირცხვილი პირადად ქართველეებს წინასწარ რომ დავუთარსეთ გზა

  • FAME თქვა:
    25 მაი 2012 01:02 - ID: 74,
    პირველად კონკურსში მონაწილეობის ისტორიაში საქართველო ვერ მოხვდა ევროვიზიის ფინალში.

  • takun_i თქვა:
    24 მაი 2012 22:35 - ID: 73,
    უძლიერესი ხმის პატორნიაა და იცი რას გეტყვიით რომ ლანძღავთ სხვა თუ არაფერი ჩვენია და უნდა ვუგულშემატკივროთ ანრისს ... რეპერტუარი მეც არ მომოწნსს მაგრამ, მთელი სულით და გულით ვუსურვებ წარმატებასს,,, მე მაინც მგონიაა რომ წარმტებას მიაღწევს ეს ისეთია რომ შეძლებსს რაღაცას მაინც :X: DD მიდი ანრიიიიიი

  • pisunia თქვა:
    24 მაი 2012 20:03 - ID: 72,
    ანრი წარმატებებს გისურვებ გულწრფელად.ძალიან მიყვარხარ მე ვამაყობ შენით და მჯერაა,რომ გაიმარჯვებ love

  • daqa თქვა:
    24 მაი 2012 16:08 - ID: 71,
    შავი თმა უფრო უხდებოდა მაგრამ მე ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ :) აბა შენ იცი ანრი

  • QeeeTaa ...)) თქვა:
    24 მაი 2012 09:48 - ID: 70,
    Ggvantsa,
    აბა ანრის ჰკითხეე :D )) დღეს ვუუყურეე დაა ფინალში გასვლის იმედიი აქვსს... ნეტაა მართლაა გავიდეთ :D ძლიერი ხმა აქვს მაგრამ ამმმ სიმღერაში ვერ გამოხატავსს :|

  • Ggvantsa თქვა:
    24 მაი 2012 03:09 - ID: 69,
    ნიჟარაძე მართლაც რომ საუკეთესო იყო სიმღერა, შესრულება, გაფორმება ყევლაფერი და ელდრაინსაც საკმაოდ კარგი სიმღEრა ქონდა აი ანრის რომ ვუსმენ ვხვდები ბოლო ადგილი გარანტირებული გვაქვს sad სამწუხაროდ ერთი სალომე ჭაჭუას ხათრით ღირს ყურება

  • miss crazy თქვა:
    24 მაი 2012 00:51 - ID: 68,
    el en ika,
    აბააა რაააა........... ზუსტადაც რო ევროვიზიაზე, აბა მაგას გრემიზე ვინ გაუშვებს lol


    ყველაზე მაგრად კი ის ტეხავს რო "თავისი მაგარი ხმით" ევროვიზიასაც ვერ მოიგებს lol არ მომწონს და გემოვნებაზე არ დაობენ და ნუ მეკამათები tongue

  • ninikoo თქვა:
    23 მაი 2012 23:21 - ID: 67,
    ვაიმე გაიტანეთ ეს კაცი არ მიყვარს

  • el en ika თქვა:
    23 მაი 2012 22:47 - ID: 66,
    ანრიიიი უმაგრესიაა პროსტა რაა ამის ხმაზე როგორ უნდა თქვას კაცმა არ მომწონსოოmiss crazy,
    ხოდაა მაგრად რო ასრულებს ამ ყველაფერს იმიტომაც გადის ევროვიზიაზეეე!!! წარმატებები ანრის და საქართველოს

  • miss crazy თქვა:
    23 მაი 2012 22:22 - ID: 65,
    chreli,
    სოფო ნიჟარაძეს მართლა 12 მილიონი დაახარჯეეეს? wassat და მაინც არ მომწონდა am მაგრამ
    ანრის დედამისის დაწერილი მუსიკა, ბიბის ტესტი და ბექ ვოკალში თავის და გაყავს და წააგებს აბა რას იზავს lol 12 მილიონით ანრი რო დაეფინანსებინათ კარგი სიმღერა მაინც ექნებოდა, უფრო კარგად "შეფუთავდნენ" და სავარაუდოდ მეტი მოგების შანსი

    სალომეს ხათრით მაინც უნდა ვუყურო ვგიჟდები რა მაგარად ცეკვავს love

  • -Diana- თქვა:
    23 მაი 2012 21:09 - ID: 64,
    - უძლიერესი ხმაა აქ

  • madusi თქვა:
    23 მაი 2012 19:17 - ID: 63,
    მამაკაცებში განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს და მგონი ამით მოხიბლავს ჟიურის ))))) კაი გაქექილიაა შეიძლებაა წარმატებას მიაღწიოს wink

  • FAME თქვა:
    23 მაი 2012 18:27 - ID: 62,
    რეპეტიცია ვნახე ანრის, სალომეს და გოგოების და მინდა მწუხარებით ავღნიშნო, რომ საშინლად არ მომეწონა. იმედია ეს იმიტომ რომ რეპეტიცია იყო და შოუზე კარგად გამოვლენ. ისე არც ანრის და არც ელდრაინს არ ჰქონია დიდი დაფინანსება. რომ სხვადასხვა ქვეყნებში გაემართათ კონცერტები და მოეზიდათ პუბლიკა. ამის ფონზე მაინც კარგია რასაც მიაღწიეს და მიაღწევენ. სოფო ნიჟარაძეს კიდე 12 მილიონი დოლარი დაახარჯეს და მეშვიდე ადგილი. არადა ელდრაინზე მწყდება გული არაფრით მიაღწიეს ამდენ, იმიტომ რომ ხარისხიანები და ნიჭიერები იყვნენ. რაც შეეხება ანრის მაინც ჩვენია და სულ რო იდიოტი იყოს მაინც უნდა ვუგულშემატკივროთ...

  • aNn_♥_memi თქვა:
    23 მაი 2012 18:01 - ID: 61,
    behind,
    ხო სულ პოლიტიკური დატვირთვა აქ ევროვიზიას მითუმეტეს დიდედბის ევროვიზის მთავარია კარგჰად იმგეროს და არ შეგვარცხვინოს ისე მემგონი კარგად გამოუა ამის ხხმის პატრონს უნდა გამოუვიდეს წესით feel

  • MariAnNa თქვა:
    23 მაი 2012 17:49 - ID: 60,
    ანრი მართლაც უძლიერესი მომღერალია..მაგრამ ეს სიმღერა შორს ვერ წაგვიყვანს ესე მგონია belay

  • Queen Q თქვა:
    23 მაი 2012 17:12 - ID: 59,
    ვერ ვიტან ვერ ამ ანრის და საერთოდ ქართულ "ესტრადას" დავაფსი wink tongue



    Follow me on ♥ Tumblr.

  • Anna-Frank თქვა:
    23 მაი 2012 17:03 - ID: 58,
    ვგულშემატკივრობ მე და მომწონს , უძლიერესი ხმა აქვს ...სიმღერა არც იმდენად wink წარმატებებს ვუსურვებ.

  • im888 თქვა:
    23 მაი 2012 16:42 - ID: 57,
    ეხლა ვნახე, 24-ში არის მეორე ნახევრის ასარჩევი ტური სადაც გამოვა ანრი მე-12-ე ნომრად, ხოლო ფინალი იქნება 26-ში

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top