;
1 ივნისი 2012      ANGEL     21 კომენტარი     ნანახია 5264-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge

IT boy: ლევან მდინარაძე (DJ rembo)
ენჯელ.ჯის ახალი პროექტის IT boy ფარგლებში დავუკავშირდით და ვთხოვეთ გადაგვეღო DJ რემბოს ანუ ლევან მდინარაძეს1 ჩვეულებრივი დღე - თუ რითია დაკავებული ის დღის განმავლობაში

სად შეგვიძლია საქართველოში ერთერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი DJ რემბოს ხილვა
თუ არა საღამოს პრესტიჟულ წვეულებებზე?


ლევანი დაგვთანხმდა და ის გადავიღეთ, როდესაც მისი მორიგი ვიზიტი შედგა გლდანის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში, რომელსაც მოხალისეებთან ერთად ეწვია და თავის პატარა მეგობრებთან ერთად მორიგი 1 ჩვეულებრივი დღე გაატარა.

ლევანი მოხალისე-აქტივისტია, ის მოუწოდებს ხალხს, ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს და ბავშვებთან უშუალო კონტაქტშია, გლდანის უნარშეზღუდული ბავშვთა სახლში მისულს სიხარულით შეეგებნენ ბავშვები. ერთად დახატეს, გაუშვეს საპნის ბუშტები, შეასრულეს რამდენიმე სეტი და იცეკვეს! შემდეგ კი ლევანისგან ინტერვიუც ავიღეთ, რომელსაც ამ ფოტოებთან ერთად შემოგთავაზებთ.



ძნელია საქართველოში წარმატებასთან ერთად ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვო, მაგრამ ამ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ადამიანმა ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ჩვენი გულის მოგება. ლევან მდინარაძე უდაოდ „ის ბიჭია“, რომლის უკეთ გაცნობაც თითოეულ თქვენგანს უნდა. რა ხდება მის ცხოვრებაში, როგორ ერთობა და როგორია მისი ცხოვრების ახალი ეტაპი, ამ ყველაფერზედ ის თავად გიპასუხებთ

მისთვის გართობა იმაზე მეტად არის ცნობილი, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბური ცხოვრებით ცხოვრობდა და საკუთარ განწყობაზე ზრუნვასთან ერთად იმ ხალხზეც ახდენდა გავლენას, რომლებიც სპეციალურად მის ნაშრომებზე საცეკვაოდ მიდიოდნენ კლუბში.

„გართობა ჩემთვის უკვე მოსაბეზრებელია. როდესაც ამდენი წელი დიჯეიდ მუშაობ და მუდმივად გიწევს კლუბებში ყოფნა ეს ყველაფერი გბეზრდება. ახლა მეგობრების წრეში მიყვარს გართობა, ერთად ვიკრიბებით სახლში. ეს ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების სტილია „



უამრავი საქმის მიუხედავად ის მაინც ახერხებს და ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება. როგორც თვითონ ამბობს გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ურთიერთობა მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა..

„ ჩემთვის მათთან ურთიერთობა ძალიან დიდი სიამოვნებაა. ძალიან მიყვარს ეს ბავშვები, როდესაც მათთან მივდივარ ძალიან დიდ სიხარულს და ბედნიერებას ვგრძნობ. მათი ღიმილი, მათი გამოხედვა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის“ “



ამ ტიპის აქტივობებს ნამდვილად ხშირად ატარებს და მოუწოდებს ხალხს ჩაერთონ მოხალისის პროგრამაში პატარების დასახმარებლად მათი საზოგადოებაში ადაპტირების მიზნით. 1 ივნისს ბავშვთა დღეს მორიგი შეკრება იგეგმება და მოხარული იქნებიან თუ თქვენც შეუერთდებით!

ფოტო-ანონსი ლევანის ფეისბუქიდან facebook.com/lmdinaradze
IT boy: ლევან მდინარაძე (DJ rembo)
გლდანის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლს დღის 1 სთ.სთვის ვეწვიეთ (ჩვენ) და პატარებმა უმალ თავიანთ სახატავ ოთახში აგვიყვანეს და წერილები დაგვაწერინეს დედებისთვის! :( პატარები ძალიან თბილად შეგვხვდნენ და ცდილობდნენ უაღრესად კულტურულად მოქცეულიყვნენ და სტუმრებთან ახლო და თბილი კონტაქტი დაემყარებინათ. სწორედ ეს არის ამგვარი შეკრებების მიზანი, ვაგრძნობინოთ რომ ერთი საზოგადოება ვართ და ისინი ღირსეული წევრები არიან. ამ ბავშვებმა უსაზღვრო ყურადღებით და სითბოთი დაგვაჯილდოვეს აქით!



ლევანიც მალე მოვიდა მეგობრებთან ერთად. დაცალეს საკვები პროდუქტით დატვირთული მანქანა და ეზოს ბუშტებით მოწყობას შეუდგნენ მოხალისეებთან ერთად, ბავშვებით მალე აივსო ეზო და მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც ნახეს, რომ მათ უფროსი მეგობრები ესტუმრნენ და ერთად უნდა ეთამაშათ!

www.angel.ge - IT boy
ფოტოგრაფი: ელენე რუხაძე / BoomBool Photography



ინტერვიუ
ინტერვიუერი: საბა ვაჩიბერიძე

2009 წელს ჰობი პროფესიად აქცია და საყვარელ საქმეს მოჰკიდა ხელი. მისი მისწრაფება მომავალში შემოსავლის მთავარი წყარო გახდა, სწორედ ამის შემდეგ კი ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. „ჩემი ჰობი ბიზნესად ვაქციე, თანაც ძალიან სასიამოვნოდ „ – გვიმხელს ლევანი.

„პაპსას“ შეჩვეულ ახალგაზრდობას ლევანიმ ყველაფრის ნაზავი შესთავაზა და ხალხის დიდი მოწონებაც დაიმსახურა:
„დღევანდელობაში „პაპსა“ მოდაშია. ახალგაზრდობა ყველაფერს ამ მიმდინარეობასთან აიგივებდა, მე კი რაღაც ახალი გავაკეთე და მეშ–აფების წყალობით ბევრის გული მოვიგე. მიუხედავად იმისა, რომ მაკრიტიკებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მე უფრო შოუმენი ვიყავი ვიდრე დიჯეი, ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებდა.“




მუსიკოსობა მისთვის ერთადერთი პროფესია სულაც არაა. წლების წინ მან ერთ ერთ ყველაზე რთულ პროფესიას მოჰკიდა ხელი და მარკეტინგზე სწავლა დაიწყო:

„3 წლის განმავლობაში ვსწვალობდი მარკეტინგზე. თავიდან ეს არ იყო სერიოზული მისწრაფება, მაგრამ მომავალში, როდესაც ბევრ ადამიანს დავეხმარე გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა ეს საქმე. დღესდღეისობით ჯორჯიან დრიმ სტუდიაში ვარ პაირ მენეჯერი. მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი საქმე კარგად და ხარისხიანად გავაკეთო.“

„ჯორჯიან დრიმ სტუდიო მუდმივად ცდილობს ნიჭიერი ახალგაზრდა ბავშვები იპოვოს და მათ განვითარების საშუალება მისცეს. დღეს სტუდიაში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახლაგაზრდა სწავლობს, მათ სიმღერას და ცეკვას ვასწვალით, ამისთვის სპეციალურად ამერიკიდან ქორეოგრაფი მოვიწვიეთ.“










ალბათ ძალიან ბევრი ლევან მდინარაძის იგივე DJ Rembo–ს სახელის ხსენებაზე მისი ცხოვრების „ბნელ“ პერიოდს იხსენებს, როდესაც იგი დაიჭირეს. მაშინ მთელი საქართველო, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უდანაშულოდ დაჭერილი მუსიკოსის გათავისფლებას ითხოვდა. ხალხის სიტყვა აღსრულდა და საბოლოო ჯამში ლევანი დაუბრუნდა ხალხს და საყვარელ საქმეს.

„იმ დღეს იმ საქმეს ვაკეთებდი, რასაც ყოველთვის. მანამდე ბათუმშიც ვარიგებდი მაისურებს, თუმცა ეს აგიტაციად ჩათვალეს. მე საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და შორს ვარ პოლიტიკიდან, ქართული ოცნების სტუდია კი პოლიტიკას თავს არიდებს. “

„ სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ცხდდება სხვადასხვა კასტინგები: წამყვანებზე, სცენარისტებზე,მსახიობებზე. ჩვენ ნიჭს განვითარების საშუალებას ვაძლევთ. უახლოეს პერიოდში ყველაფერი ცნობილი გახდება ფართო მასისთვის და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება. “

www.angel.ge - IT boy
ფოტოგრაფი: ელენე რუხაძე / BoomBool Photography
ინტერიუერი: საბა ვაჩიბერიძე








შეგახსენებთ შეგიძლიათ 1 ივნისს - ბავშვთა საერთაშორისო დღეს გლდანის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში შეუერთდეთ მოხალისეებს. (გლდანში პოლიციის აკადემიასთან, გლდანულასკენ) მეტი ინფორმაცია და საკონტაქტო იხილეთ >> აქ <<

კატეგორია: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge
Tags:

21


  • nukato თქვა:
    2 ივნისი 2012 20:03 - ID: 21,
    საყვარელი love

  • Smiley :) თქვა:
    1 ივნისი 2012 21:18 - ID: 20,
    კარგი ტიპი ჩანს winked

  • Tiko :P თქვა:
    1 ივნისი 2012 19:32 - ID: 19,
    tongue

  • Nina√ თქვა:
    1 ივნისი 2012 16:07 - ID: 18,
    love

  • demz-ninz თქვა:
    1 ივნისი 2012 15:35 - ID: 17,
    კარგი ბიჭიაა:)

  • zangoo თქვა:
    1 ივნისი 2012 14:23 - ID: 15,
    ვაიმე ამან აკვა პარკში ამბავი აწიააა! იმენ გადააბრუნა ყველაფერი ჩუსტები დავკარგეოოოო გადაირია სასტავი ისეთი ამბავი ატეხა lol

  • ta-ta თქვა:
    1 ივნისი 2012 14:00 - ID: 14,
    გეენაცვალეეეე :**********

  • aNn_♥_memi თქვა:
    1 ივნისი 2012 10:41 - ID: 13,
    კაი ბიჩი ჩანს love

  • elga თქვა:
    1 ივნისი 2012 09:28 - ID: 12,
    რა კარგი ადამიანი ყოფილა მე არ მომწონდა ადრე და ეხლა წარმოდგენა შემეცვალა

  • Perfection❣ თქვა:
    1 ივნისი 2012 09:03 - ID: 11,
    ძალიან დადებითი პიროვნება ყოფილა;))
    გამეხარდა, რომ ბავშვებს ერთი დღე გაულამაზა love

  • miss crazy თქვა:
    1 ივნისი 2012 02:27 - ID: 10,
    DJ REMBO "ივენთი" გვინდააააააააააააააააააა..........................

    love tongue

    Mari__Angel,
    იმედია ბოლომდე წაიკითხავს ყველა, კარგი "ნიუსია" ნუ პრინციპში ისედაც ვიცოდი wink

  • amanda თქვა:
    31 მაი 2012 23:32 - ID: 9,
    ძალიან საინტერესო პროექტია და ლევანი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანი love

  • Sofia ϟ ♥ თქვა:
    31 მაი 2012 23:00 - ID: 8,
    საინტერესო იყო მე მომეწონა ! :)

  • SaLiSa თქვა:
    31 მაი 2012 22:46 - ID: 6,
    GDS love

  • meducha თქვა:
    31 მაი 2012 22:39 - ID: 5,
    ლევანნ love

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 22:30 - ID: 4,
    Mari__Angel,
    გააჩნია რაზეა ხოლმე. მართლა კარგი იყო

  • μαριαμι თქვა:
    31 მაი 2012 22:26 - ID: 3,
    რა კაი ხარ ბიჭო :D love
    ნიუსი ძალიან მომეწონაა

  • ANGEL თქვა:
    31 მაი 2012 21:42 - ID: 2,
    kristi_,
    ხოო? ძალიან კარგი ინტერვიუა, მაგრამ დიდი მასალაა და ვშიშობდი წაკითხვა არ დაეზაროთ თქო:)

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top