;

1 June 2012      ta_mo     Views 10887    
Category: Georgians

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე

ქართველი ბლოგერის, ნატუკა ქარქაშაძის სტილის შეგრძნებით, აღფრთოვანებულნი
არიან დასავლელი ფოტოგრაფები. ნატუკას მოდის კვირეულებზე გამოჩენის შემდეგ, მისი ფოტოებით
ჭრელდება მოდური საიტები და ბლოგები.

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე


კორესპონდენტმა დაშა შაპოვალოვამ ნატუკას არაერთი სახის კითხვა დაუსვა, რათა გაეგო თუ
რაში მდგომარეობს გოგონას სტილის საიდუმლო. პირველი დასმული კითხვა ბლოგერის მიმართ ფერებს შეეხო,
ქარქაშაძის თქმით მიმდინარე სეზონზე მისთვის ყველაზე სასურველი ფერი ხაკისფერია. ასევე ისიც გაირკვა, რომ
იგი მხოლოდ ცნობილი დიზაინერების სამოსით არ ამდიდრებს გარდერობს, ნატუკა თავადვე ხატავს ესკიზებს და
ხაკისფერი საღამურის დიზაინი თავად ეკუთვნის, ისევე როგორც მის გარდერობში წარმოდგენილი სამოსის უმეტესი
ნაწილის. ნატუკას თქმით ხშირად უბრალოდ შეუძლებელია მისთვის სასურველი ტანისსამოსის მოძიება მაღაზიებში,
ამიტომ გადაწყვიტა თავად ეზრუნა დიზაინზე, მითუმეტეს თვლის, რომ საკმაო ფანტაზიები და გემოვნება აქვს,
ამიტომ თავად ქმინს მისთვის სასურველ აქსესუარს თუ სამოსს. ამის გამო კი ხშირად დიზაინერი გონიათ იგი.

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძექართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე
^ ნატუკას დიზაინით შექმნილი საღამურის ტიპის კოსტიუმი

და აი რას ამბობს ბლოგერი აქსესუარებზე: აქსესუარები ჩემი გარდერობის განუყოფელი ნაწილია.
სამკაულების მეშვეობით შესაძებელია საყვარელი ლუქის ხასიათის შეცვლა და სრულიად განახლება. ეს კონკრეტული
ყელსაბამი ჩემმა დედამთილმა იაპონიიდან ჩამომიტანა, როდესაც აქსესუარს ვიძენ არასდროს ვაქცევ ყურადღებას
თუ რა ბრენდისაა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემს ყელს შანელის ყელსაბამი ამშვენებს თუ უბრალოდ ვინტაჟის
მაღაზიაში შეძენილი იაფფასიანი სამკაული.

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე


ამ ეტაპზე უპირატესობას ვანიჭებ ღია ფერის, ეფექტურ ფეხსაცმელს. მიყვარს პითონის პრინტით
შემკული ფეხსაცმლის შეხამება, ამავე სახის პრინტით გაფორმებულ სამოსთან.

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე
^ ქუსლიანი ფეხსაცმელი მიუ მიუს უკანასკნელი კოლექციიდან

ეს კონკრეტული კოსტიუმი asos-ის ვებგვერდზე შევიძინე, რადგან თბილისში არც ისე ბევრი მოდური მაღაზიაა,
ამიტომ მე და ჩემი მეგობარი ხშირად სამოსს ინტერნეტის მეშვეობით ვიძენთ. კოსტიუმში ყველაზე მეტად მსხვილი
ფერადი კოპლები მიზიდავს, ლუქს კი მილანის ბაზარში შეძენილი ყელსაბამი დავურთე.

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე
ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე

House of Holland-ის ნაქსოვი ბლუზი დის ნაჩუქარია, ჯინსის ქურთუკი კი ჩემს ლუქს ცოტა
ძველმოდურს, მაგრამ ორიგინალურს ხდის, გაცვეთილი ჯინსები კი ყველა მოდური გოგონას გარდერობში
უნდა იყოს, მათი შეხამება აბსოლიტურად ყველა სახის სამოსთანაა შესაძლებელი.

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე


ნატუკამ ქართველი დიზაინერების შესახებაც ისაუბრა: საქართველოში მოდა ჯერ კიდევ არ არის
სრულყოფილად განვითარებული, მაგრამ მე მჯერა რომ ქართველ დიზაინერებს აქვთ საკმარისი ნიჭირ იმისთვის,
რომ შექმნან საინტერესო სამოსი, რომელიც შემდეგ ევროპაში გაიყიდება. მიუხედავად ყველაფრისა მახარებს
ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს Tbilisi Fashion Week, კვირეულის მეშვეობით დიზაინერები მსოფლიო მოდის
რიტმებს უწყობენ ფეხს. ხშირად ვიძენ Avtandil-ის სამოსს, სწორედ ავთოს ეკუთვნის ჩემი საქორწინო
კაბის დიზაინი, ყოველდღიურად კი ხშირად ვატარებ Atelier 10a-ს ნივთებს.

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე


გთავაზობთ ნატუკას ლუქებს, რომლებში გამოწყობილსაც აფიქსირებდნენ მოდის კვირეულბზე.

ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე
ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე
ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე
ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე
ქართველი ბლოგერი ნატუკა ქარქაშაძე


Category: Georgians
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top