;
5 ივნისი 2012      ANGEL     23 კომენტარი     ნანახია 6676-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge



სასტუმრო Radisson-ში თბილისის სამხატვრო აკადემიის 24 -მა დიზაინერმა
(სტუდენტებმა და კურსდამთავრებულმა) თავიანთი კოლექციები წარმოადგინეს.

ახალგაზრდა დიზაინერების უმეტესობა იმავე კოლექციით წარსდგა Tbilisi Fashion Week-ის newcomers-ების და BENEXT-ის კონკურსზე.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით რადისონში გამართულ ჩვენებას მრავალი ადამიანი დაესწრო და ჩვენების დასასრულს ახალგაზრდა დიზაინერებმა პრიზებიც მიიღეს. საერთაშორისო კომპანია MAXIMUM -მა გამოყო მონაწილეები გვანცა მაჭარაშვილი, მარიამ ხარშილაძე, ფიქრია ბასილაშვილი, მაკა კაკაშვილი, ნენე დავლიანიძე და მათ მოლდოვეთის მოდის კვირეულზე მონაწილეობა შესთავაზა! ხოლო მაღაზია A Paris -მა პარიზის ერთთვიანი საგზური გადასკა "სმაკს" და მაკა კაკაშვილს.







The Fashion Show of Newcomer Designers - from Tbilisi State Academy of Art
შემოგთავაზებთ ფოტო მასალას. ფოტოგრაფი: ზვიად როსტიაშვილი / ZO STUDIO

სალომე გომელაური, ნინო გორგაძე, თამუნა ქისიშვილი, მარიამ ხარშილაძე, ანა ბიჩინაშვილი, მარიკა ბოჭორიშვილი,
ნენე დავლიანიძე, ეკა ელიაძე, ნათია მახათაძე, ნათია ძარია, ეკა ბოკუჩავა, მაკა კაკაშვილი, სმაკი, ნინო იოსავა,
სალომე ცხელიშვილი, თიკო ჭიღლაძე, ნუცა ხიზანიშვილი, ნინო ქორიძე, ანი თორაძე, ნინი გვიჩიანი,
ლელა ღვინიფაძე, თამუნა ჯუღელი, ფიქრია ბასილაშვილი, გვანცა მაჭარაშვილი.

იხილეთ მეტი ფოტომასალა: ZO STUDIO - Untitled Album

- 1 -



თამუნა ქისიშვილი


- 3 -


მარიამ ხარშილაძე



- 5 -


მარიკა ბოჭორიშვილი



- ეკა ბოკუჩავა -



- 8 -


- 9 -



-10 -





სალომე ცხელიშვილი - მებრძოლი ქართველი ქალი

"ჩემი კოლექციის თემა იყო ქართველი ქალი, როგორც მებრძოლის სახე. საბრძოლო სტილი, ფერებიც შესაბამისია. ხაკისფერი და ყავისფერის გრადაცია. ამ კოლექციით მინდოდა მეჩვენებინა ქართველი ქალის ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე და ამაყაი სული, რაც ყოველთვის გააჩნდა ქართველ ქალს. სხვადასხვა კუთხის ნაციონალური ელემენტებია შეტანილი (თავსაბურავი, სვანური ქუდი, დეკორით) კოსტუმებში ასევე კაბებშიც მაქვს გამოყენებული ჩოხის დეტალები (საქილეები) ეს ყველაფერი არის გათანამედროვებული, ფორმაშეცვლილი. ასევე მაკიაჟიც სპეციფიურია, წარბი დაგრძელებულია რაც მეტად მტკიცე იერს ქმნის (ვაჩნაძისეული). სიძლიერე და ქართული ხასიათი დაცულია, ამასთანავე ქალურობა, რაც ჯამში ქართველ მებრძოლ ქალს ქმნის."






- 12 -



სმაკი





ნინო იოსავა - cocoRo

"ამ კოლექციის შექმნის დროს არ ამიღია არანაირი თემა, რადგან ეს ჩემი პირველი კოლექცია იყო და გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემს სტილში, ანუ cocoRo -ს სტილში. შევქმენი საღამოს კაბები, რომელთა შთაგონების წყარო ძირითადად იყო ჩემს მიერ შექმნილი ქალის ტიპაჟი. ჩემი კოლექციისთვის დამახასიათებელი ქალის სტერეოტიპი წარმოადგენს ქალურ, მაგრამ ამავდროულად ძლიერ პიროვნებას და ჩემი აზრით ეს ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო თვისება საკმაოდ ჰარმონიულად არის შერწყმული მისი ჩაცმის სტილში."






ანი თორაძე



თიკო ჭიღლაძე







ნუცა ხიზანიშვილი





- 18 -




- 19 -





ლელა ღვინიფაძე - "ფრიდა"




ფიქრია ბასილაშვილი





- 22 -


გვანცა მაჭარაშვილი (MACH & MACH) -"კოლაბორაცია - XVIII XXI"

გვანცა: კოლექციის ინსპირაციის წყაროა როკოკოსეული სტილის ინტერიერი – ბროლის ძვირფასი ჭაღები, ხელით მოხატული ჭერი, ოქროსფერი ჩუქურთმებით მოპირკეთებული ავეჯი – სავარძლები და ჩარჩოები; ასევე როკოკოს მოგვიანებითი ხანის რუსული დიდგვაროვანი ქალების ჩაცმულობა, ხელნაკეთი ტანისამოსი და თავსაბურავები, ე.წ. "კოკოშნიკები", – მარგალიტებით, სირმის ნაქარგობით, მძივებითა და ძვირფასი თვლებით გაწყობილი. შთაგონების ერთ–ერთი წყაროა ასევე მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი ხელოვანის მან რეის რამოდენიმე ფოტო კადრი.

კოლექციაში კოსტუმების შესაქმნელად ძირითადად გამოყენებულია ნატურალური ტყავი და აბრეშუმი, რომელთა ზედაპირიც დამუშავებულია ჭაღის ორნამენტისებური ფორმის ბროლით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის მარგალიტებით, ოქროსფერი მეტალის აქსესუარებითა და ინდივიდუალურად დამუშავებული ტყავის მომცრო, სხვადასხვაგვარი ფორმებით.

კოლექცია შექმნილია XXI საუკუნის თვითრიალიზებული, წარმატებული, თავდაჯერებული და გემოვნებიანი ახალგაზრდა ქალისათვის, რომელიც რაციონალურად იყენებს საკუთარ დროს, გონებრივ შესაძლებლობებსა და გარეგნულ მომხიბვლელობას. იგი ყოველთვის მიმზიდველია და გამორჩეული, თამამი მოდური ტენდენციების გათვალისწინების წყალობით.

სახელწოდება "კოლაბორაცია - XVIII XXI" მიუთითებს როკოკოს პერიოდის ანუ მე–18 საუკუნისა და დღევანდელი 21–ე საუკუნის თანამშრომლობას,ეკლექტიზმს; რადგან მასში გამოყენებულია როკოკოს პერიოდის ელემენტები და იგი ამავდროულად შექმნილია სრულიად თანამედროვე კონსტრუქციებითა და ნოვატორული მასალათა კომბინაციებით..





ფოტოგრაფი: ზვიად როსტიაშვილი / [url=https://www.facebook.com/studiozo] ZO STUDIO

იხილეთ მეტი ფოტოები: ZO STUDIO - Untitled Album

თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი newcomers კოლექციებს იხილავთ აქ >>
facebook: www.angel.ge (Albums) Tbilisi Fashion Week Newcomers

კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

23


  • yelling თქვა:
    7 ივნისი 2012 13:15 - ID: 23,
    გამომიხვედით რა დიდი კრიტიკოსები,დავიწყდებათ დამწყებები რო არიან ამათ ადგილას რას გააკეთებდით ძალიან მაინტერესებს.შურიანები ხართ მეტი არაფერი ადამიანს შანს არ აძლევთ

  • nini.mcqueen თქვა:
    6 ივნისი 2012 21:34 - ID: 22,
    როცა ეს საქმე არ მესმის და არ ვეხები კომენტარის დატოვებისგან თავს შევიკავებდიიი საერთოდ:))ისეთებს წერთ გეტყობათ რო "მაგრად გესმით ეს საქმე" ! თქვენნაირების გამო გვიიჭიირს:|

  • Fashion Designer თქვა:
    6 ივნისი 2012 13:24 - ID: 21,
    მოდის კრიტიკოსები შეკრებილხართ :D ამათ კი არა თქვენ რა გეშველებათ :D ისე საუბრობთ გეგონებათ გემოვნების ჩანჩქერში იხრჩობოდეთ :D პროფესიონალი რომ არცერთი არ ხართ იმიტომაც საუბრობთ ეგრეე;);)))

  • SaaL--SanzOna თქვა:
    5 ივნისი 2012 17:44 - ID: 20,
    what

  • eleniko(: თქვა:
    5 ივნისი 2012 16:07 - ID: 19,
    ვაიმე ხალხო სირცხვილია ეს ,რა საშინელებაა ეს როგორ უნდა აჩვენო საერთოდ.. ვინც საქმე ვერ იპოვა ყველა დიზაინერი გახდა რაა ,, ძალიან დაბალი დონეა !!!

  • tusia თქვა:
    5 ივნისი 2012 16:05 - ID: 18,
    ვიყავი აქ, აFთერ პართის ველოდებოდი ყველაზე ძაან და ისიც დებილობა იყო : )) ყველაზე კაი ბასილაშვილისაა ჩემი აზრით, ტყავზეა ნამუშევარი და არაა ადვილი ერთი ხელის მოსმით უხარისხოდ შესრულებული

  • len... თქვა:
    5 ივნისი 2012 15:01 - ID: 17,
    უი კარგია

  • anano-anano თქვა:
    5 ივნისი 2012 14:46 - ID: 16,
    ფრიდას თემატიკა მომეწონა ძალიაან,დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდიი მსგავს სამოსს love ტრიკოტაჟული არაფერი არ მომეწონა :)) რამდენიმეში დავინახე კრეატიულობა,მაგრამ ზოგი კოლექცია განსაკუთრებით დასაწყისში ძალიან ''მძიმეა'' . ზოგადად კმაყოფილი ვარ.რაც მთავარია,ყველას თავისი სტილი აქვს ,რასაც დროთა განმავლობაში დახვეწავენ ))

  • MaRihanna თქვა:
    5 ივნისი 2012 14:36 - ID: 15,
    ისე რაა

  • me თქვა:
    5 ივნისი 2012 14:04 - ID: 14,
    მოდელები გვყავს ნუუუ შოკიი რაა wink wink
    ისე ბოლო მაჭარაშვილის კაბებს არაუშავდა, რა თქმა უნდა მოდელების გარეშე wink wink

  • ninikoo თქვა:
    5 ივნისი 2012 13:55 - ID: 13,
    ქართული მოდაც ცოცხალ მკვდარია როგორც ესტრადა

  • niniiiiiii თქვა:
    5 ივნისი 2012 13:30 - ID: 12,
    ზოგი დეივიდ კომას ბაძავს, ზოგი ტანსაცმელს არ გავს, ზოგი კიდევ საერთოდ კოშმარია crying მაჭარაშვილის რამოდენიმე კაბა მომეწონა და ღვინიფაძის ფრიდა

  • ANGEL თქვა:
    5 ივნისი 2012 12:47 - ID: 11,
    კოლექციის უმეტესობა მომეწონა! თანაც ძალიან, მხოლოდ ნაქსოვები არანაირად :|| და არც ის ფერადი კოლექცია - სმაკის და რატომ გაიმარჯვა ნეტავ, რას ვერ ვხედავ "ისეთს"

    მიხარია ასეთი ნიჭიერი თაობა რომ მოდის და ნიუქამერების წოდებით კი არა სრულყოფილ კოლექციებს იმედია მალე ვიხილავთ.
    განსაკუთრებით მაჭარაშვილის და იოსავას კოლექციებიდან მომეწონა რამდენიმე კაბა და ხარშილაძე და ღვინიფაძეს კოსტუმები სტილისტურად, #1 დიზაინერს რა კოხტა ნამუშევრები აქვს და პირველი მოდელის ფეხებიიი! არა მართლაც უმეტესობა მომეწონა.

  • Ancho. თქვა:
    5 ივნისი 2012 12:11 - ID: 10,
    მე მომეწონა winked
    ახალი სისხლი..

  • tami-tami8990 თქვა:
    5 ივნისი 2012 11:29 - ID: 9,
    დამცყებისებისთვის კრგია არაუსჰავს ყველზე მეტად იოსავა მომეწონა..theona1991, და ვინ თქვ რო უნდა ჩაიცვა ხელოვნების ერთი დარგია და არ კმნი იმიტომ რომ სხვას ცჰააცვა კმნი იმიტომ რომ გამოხატო შენი ნიჭი და ვისაც მოეწონა მოეწონ ვისაც არა და სულ არ გგკიდია :P

  • wild child თქვა:
    5 ივნისი 2012 11:05 - ID: 8,
    ზოგს არაუშავს

  • Ann_J თქვა:
    5 ივნისი 2012 11:03 - ID: 7,
    1-2 ისე რა მომეწონა.. კატასტროფაააააააააააა ...... საშინელება აღარ ქვია ამას....

  • theona1991 თქვა:
    5 ივნისი 2012 10:45 - ID: 6,
    რა უნიჭობაა ღმერთო, სასოწარკვეთილი ვარ !! ფუფ ესენი უნდა ჩააცვა ამათ შემქმნელებს და მთელი ცხოვრება ამ ძონძებში ატარო !! გაუბერეს ამათმა !!! არაადამიანური სილუეტები, ჯერ რა მოდელები,ვინ არიან ........ ოხხხხ საბრალო საქართველო!

  • natianatia თქვა:
    5 ივნისი 2012 10:21 - ID: 5,
    შეაგროვო უნდა ეხა ეს ყველაფერი და დაწვა

  • kristi_ თქვა:
    5 ივნისი 2012 09:35 - ID: 4,
    არცერთი არ მომეწონა არცერთი. გავგიჟდი ამდენში ერთი წესიერი ვერ ავარჩიე. მოდელები საერთოდ გადასაყრელები არიან.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top