;
17 ივნისი 2012      ANGEL     28 კომენტარი     ნანახია 4161-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge



ენჯელ.ჯის პროექტის "ვარსკვლავური ცხოვრება" - ის მეექვსე გამოშვების სტუმარი
ქართველი პიანისტი გიგი ვანდერია

წლების წინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქართული შოუბიზნესის წამომადგენელი გახდებოდა. მუსიკა ბავშობიდან მოყოლებული მისი ცხოვრებაა და დღემდე ამ მიმდინარეობით ცხოვრობს. ის საქმე რასაც აკეთებს ძალიან უყვარს და ალბათ სწორედ ამაშია ახალგაზრდა პიანისტის წარმატების საიდუმლო.


GIGI WONDER Fly Me To The Moon by GIGI WONDER

ვარსკვლავური ცხოვრება : გიგი ვანდერი
პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI
თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია

პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]


თუკი ახალგაზრდა ხარ და თანაც ნიჭიერი, მაშინ შეუძლებელი არაფერია. ის ერთ პატარა ოჯახში ცხოვრობდა, 4 წლისა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და ოჯახში ერთადერთი მამაკაცი გახდა. ხელმოკლედ ცხოვრობდა, თუმცა იმედს არ კარგავდა. მისმა მიზანდასახულობამ და შრომამ კი შედეგი გამოიღო და ახლა უკვე წარმატებული მუსიკოსია. გიგი ჭიპაშვილი იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებენ. წარმატეტებასაც თავისით მიაღწია და არავინ დახმარებია. მისი ნამდვილი გვარი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, ახლო მეგობრებმა და გიგის თავგადაკრულმა ფანებმა გარდა გვარისა კიდევ ძალიან ბევრი უცნობი ფაქტი იცის ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ ამ ყველაფერზე კი ჩვენი საიტი დღეს გიამბობთ.


ამერიკული ვოიაჟი - განვლილი ტრენინგები და პროფესიონალ მუსიკოსად დაბრუნებული ქართველი

რამდენიმე წლის წინ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა სასწავლებლად. მუდმივმა სწავლამ და დაუღალოავმა მუშაობამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და გიგი ვანდერი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. საქართველოში დაბრუნებულმა კი არაერთი კარგი საქმე გააკეთა.

ვარსკვლავური ცხოვრება : გიგი ვანდერი
- გიგი უპირველეს ყოვლისა გვიამბე როგორ მოხვდი ამერიკაში?
- 2007 წელს გავაგზავნე ჩანაწერი ბოსტონის კონსერვატორიაში და მომივიდა მოწვევა გამოცდაზე ცოცხლას წასვლის, ჩავედი და დავუკარი. ამის შემდეგ მომცეს სტიპენდია და 1 წლით წავედი. ამერიკაში ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრს ვშრომობდი. ბევრს ჰგონია, რომ იქ წარმატების მიღწევა ადვილია, მაგრამ სულაც არა. აქ თუ ძნელია იქ ათასჯერ რთულია.

- რა არის წარმატების მთავარი მიზეზი?
- ყველაზე მთავარია იყო შენი საქმის ნამდვილი გიჟი და არა უბრალოდ მოყვარული რადგან თუ ერთს ვერასდროს ვერ იქნება სრულყოფილი და მაღალ ხარისხიანი. უნდა იყო თავგადაკრული საქმეზე , ყველაზე დიდი რამ რაც მუსიკოს სჭირდება დიდი ნიჭის გარდა არის იღბალი და ბევრი ადამიანის გაცნობა.

დედასთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ის არის გიგის ერთგული მრჩეველი და მისი საქმის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და ოჯახში ერთადერთი მამაკაცი გახდა. მიზანდასახულმა ახალგაზრდამ მოახერხა და საკუთარი შრომის საფუძველზე თავისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ოჯახის შესახებ: მე და დედა ერთად ვცხოვრობთ. ჯერ-ჯერობით თავისუფალი ადამიანი ვარ და ეს ყველაფერი ალბათ ჩემი საქმის გამო ხდება. ცხოვრების ამ ეტაპზე დრო მთლიანად საქმეზე უნდა გადანაწილდეს, პირად ცხოვრებას მერეც მოვასწრებ!!

2006 წელს მან საბოლოოდ დაასკვნა, რომ მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პედაგოგის რჩევით მომზადება დაიწყო და სპეციალური პროგრამა ერთ თვეში შეასრულა. დეიდის რჩევითა და მასწვალებლების დაჟინებული თხოვნით გიგიმ საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა. ამერიკაში ყოფნის დროს მას მასტერკლასებს მსოფლიოს მეგა ვარსკვლავები უტარებდნენ. მათთან ურთიერთობამ გიგის ძალიან ბევრი რამ ასწავლა. პირველად არეტა ფრანკლინს შეხვდა, ლეგენდად ქცეულმა მუსიკოსმა კი გიგიზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სტიუ ვანდერი 8 წლის ასაკიდან მოწონს. პირველად მისი დისკი დედამ აჩუქა და გიგიმაც ნამდვილი მუსიკის გემო იგრძნო. ამერიკაში ყოფნის პერიოდში კი გიგი ერთხელ დარწმუნდა, რომ ვარსკვლავი უდავოდ პატივსაცემი პიროვნებაა. მის მენეჯერებთან დღემდე კონტაქტობს.

მასტერკლასის დროს სტივ ვანდერმა ექვსი სტუდენტი, მათ შორის გიგი, თავის კონცერტზე და მიღებაზე დაპატიჟა. კონცერტისას ექვსივე სცენაზე მიიწვია და ექვსი სიმღერა მათთან ერთად შეასრულა. ერთ-ერთი უცხოური გაზეთის სტატიაში გიგის „ქართველი თეთრკანიანი სტივი ვანდერი“ უწოდეს. სწორედ ამის შემდეგ ყველგან, თუ რაიმე კონცერტი იყო, აცხადებდნენ - „გიგი ვანდერი“ და ეს სახელი მას დღემდე შემორჩა.




ხმის ჩამწერი სტუდიის ,,ბრავო რექორდსის” პირველი მუსიკალური ალბომის გამოშვება სწორედ გიგი ვანდერს უკავშირდება. ალბომის სახელწოდება ,,Late Night Piano Conversation” ზუსტად ასახავს კომპოზიციებს რომანტიულ და გულწრფელ განწყობას. ალბომში შესული ყველა კომპოზიცია მხოლოდ ფორტეპიანოზეა შესრულებული და იამაჰას ექსკლუზიური როიალზე ჩაწერილი, რომლის მსგავსი საქართველოში მხოლოდ ბრავო რექორდსში არსებობს. ჩანაწერი ახალი მეთოდით, რამოდენიმე მიკროფონის გამოყენებით გაკეთდა და მისი ჟღერადობა აღფრთოვანებას იწვევს მსმენელში.
ვარსკვლავური ცხოვრება : გიგი ვანდერი
LATE NIGHT PIANO CONVERSATION
(2011) bravorecords.ge >>

Spring Colors
Tbilisi Vibes Of Love
When Summer Comes
‘Cause I Love You So
Truly Inspirational Wonder
Baby Please...
Feelings
If Someone Is Thinking Of You
Love Affair
Me, Blue Notes and My Baby Grand


დღეს ის ბევრი ადამიანისთვის საკუთარი შრომის საფუძველზე მისაბაძი ადამიანია. ხალხის თხოვნით ის გადაცემა FACE კონტროლში მიიწვიეს, მოკლე პერიოდში კი გიგი წამყვანის სტატუსით მოგვევლინა. დღესრეისობით ის ქართულ შოუბიზნესში პატივსაცემი და დაფასებული პიროვნებაა.

GIGI WONDER LOVE AFFAIR by GIGI WONDER

ვარსკვლავური ცხოვრება : გიგი ვანდერი
რჩევა: იმუშავეთ 24 საათის განმავლობაში. ისწავლეთ და მიიღეთ განათლება საკუთარ თავს უსმინეთ და ყველაფერი გააკეთეთ მიზნის მიღწევისთვის. პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ეს შრომა არ დაიკარგება და ერთ დღეს ამოტივტივდება!


საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის / ფოტოგრაფი: ანი ჟვანია

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6


სიმღერა "Memories" მიშა სულუხიას და სალომე ქათამაძის შესრულებით
Music and lyrics GIGI WONDER


კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, გიგი ვანდერი

28


  • A.Ch თქვა:
    22 ივნისი 2012 14:46 - ID: 28,
    ვაიმე love

  • niniko თქვა:
    18 ივნისი 2012 00:49 - ID: 27,
    საინტერესოა love

  • bebee თქვა:
    17 ივნისი 2012 00:44 - ID: 26,
    <3<3<3<3 სუპერ!!!!

  • Laaaa თქვა:
    16 ივნისი 2012 23:00 - ID: 25,
    კარაგდ უკრავს მომწონს :)

  • anano-anano თქვა:
    16 ივნისი 2012 20:59 - ID: 24,
    კარგი ბიჭია ეს .. და საკმაოდ ნიჭიერიცც love

  • amanda თქვა:
    16 ივნისი 2012 20:56 - ID: 23,
    მე ძალიან მომწონს ეს ბიჭი და დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ :) მომწონს მისი შესრულება და კიდევ მისი ღიმილი და საუბრის მანერა love ვაიმე გიგი შემიყვარდიი :)

  • aNn_♥_memi თქვა:
    16 ივნისი 2012 17:28 - ID: 22,
    შოუბიზნესის წარმომადგენელია?

  • ta-ta თქვა:
    16 ივნისი 2012 16:45 - ID: 21,
    კარგი ადამიანია. შრომა ყველას უფასდება

  • ankusha თქვა:
    16 ივნისი 2012 15:46 - ID: 20,
    ეს ბიჭი როდიდან არის ვარსკვლავი და მე არ ვიცოდი ეს ამბავი ???? ოჰჰჰჰჰჰოოოოჰჰჰჰ ფეისკონტროლში მახსოვს გოჭივით შებრაწული რო იჯდა ხოლმე .... lol lol ვარსკვლავი lol lol

  • Tiko :P თქვა:
    16 ივნისი 2012 14:29 - ID: 19,
    კარგი ბიჭია love

  • AMADEUS თქვა:
    16 ივნისი 2012 12:59 - ID: 18,
    bebee,
    ნიჭიერი არის, მაგრამ ყველაზე ნიჭიერი ნამდვილად ძალიან ხმამაღალი ნათქვამია winked

  • Britain თქვა:
    16 ივნისი 2012 12:37 - ID: 17,
    რა იცით ეს კრიტიკა ქართველების :D კარგი ბიჭია, და ვფიქრობ პერსპექტიულიც.

  • ANGEL თქვა:
    16 ივნისი 2012 12:25 - ID: 16,
    მომწონს და ვისურვებდი მის საღამოზე მოხვედრას, ლაივში, კარგი რეპერტუარი აქვს
    და თვითონაც დადებითი პიროვნებაა.


    გვარზე გადამრიეთ:))) რა კომენტარებია, ან ტვ-ს არ უყურებთ ან ამ სტატიის წაკითხვა ასე დაგეზარათ? ნუ ჩემსავით თუ ჯერ არ მოხვედრილხართ მის "დაკრულებზე" არაუშავს:))) მაგრამ ასე გაკვირვება რაა იყო:D

    ვფიქრობ კარგად შეარჩია ფსევდონიმი, ეს გვარი მისი მოღვაწეობის სფეროს უსვამს ხაზს, ასოცირდება და ხალხმაც ადვილად დაიმახსოვრა.

  • kristi_ თქვა:
    16 ივნისი 2012 12:24 - ID: 15,
    LizyNavy,
    ააა უი wink მადლობა

  • Trouble_Maker თქვა:
    16 ივნისი 2012 12:22 - ID: 14,
    ქართველი თეთრკანიანი სტივი ვანდერი-პერსპექტიულად ჟღერს

  • Nina√ თქვა:
    16 ივნისი 2012 12:11 - ID: 13,
    სერთოდ არ ვიცი ვინაა და ჩემი აზრით არ ეკუთვნოდა ამას ეს რუბრიკა(ოღონდ იმიტომ არა რომ მე არ ვიცი ვინ არის )

  • Perfection❣ თქვა:
    16 ივნისი 2012 12:09 - ID: 12,
    kristi_,
    ეს იცი ვინაა აი ფეისკონტროლში, რომ ბიჭი უკრავდა პიანინოზე;)))

  • kristi_ თქვა:
    16 ივნისი 2012 12:06 - ID: 11,
    აზრზე არ ვარ ვინაა :) პირველად მესმის მის შესახებ თუმცა მომეწონა მისი შემოქმედება

  • bebee თქვა:
    16 ივნისი 2012 11:42 - ID: 10,
    ყველაზე ნიჭიერი ქართველი მუსიკოსია!!!!!!!!!

  • megan ewing თქვა:
    16 ივნისი 2012 11:19 - ID: 9,
    ვანდერის არავინ არ არის :D ძალიან უყვარს და მაგიტომ მაგრამ მე არ მომწონ ასეთი პლაგიატრური სისულელეები დაკვრის სტლითაც ბაძავს ნიჭიერი თუ არის მიხარია მაგრამ თავისი უნდა აჩვენოს ვარსკვლავური ცხოვრების რა მოგახსენოთ ხმამაღალი ნათქვამია ძალიან .

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top