;
6 ივლისი 2012      ANGEL     50 კომენტარი     ნანახია 10130-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge



ენჯელ.ჯის პროექტის "ვარსკვლავური ცხოვრება" - ის მომდევნო რუბრიკისთვის ინტერვიუ ჩავწერეთ
თეატრისა და კინო მსახიობ, ახალგაზრდა, ნიჭიერ და მომხიბვლელ ნანკა კალატოზიშვილთან

ვარსკვლავური ცხოვრება : ნანკა კალატოზიშვილი


წლების წინ მისი სახელი არავინ იცოდა, უკვე დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია საქართველოში. ხალხის დიდი სიყვარული, დაუღალავი შრომის საფუძველზე მოიპოვა. დიდებისკენ მიმავალ გზაზე კი ამ ახალგაზრდა ქალბატონმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. თეატრში დაწყებული კარიერა ტელევიზიაში განაგრძო და მოკლე პერიოდში მთელი საქართველოს ყოველკვირეული სტუმარი გახდა, ცისფერი ეკრანების საშუალებით



კარიერის დასაწყისი

- კარიერა დავიწყე თეატრალურ სარდაფში, როდესაც ჩემი პედაგოგი ოთარ ედაძე აკეთებდა სპექტაკლს. ოფიციალურად ჩემი სამსახიობო მოღვაწეობა ასე დაიწყო, თუმცა მანამდე მქონდა ნიკუშა შველიძის სპექტაკლში მონაწილეობა მიღებული. შემდეგ იყო ვაკის სარდაფი, შემდეგ მარჯანიშვილი, გრიბოედოვი და მუსიკისა და დრამის თეატრი, სადაც დღემდე ვარ.

ძალიან ბევრ თეატრში მოგიწია ყოფნა, რომელია შენთვის ყველაზე ახლო ?
- აბსოლიტურად ყველგან ძალიან კარგად ვიყავი. არსად არ ვიყავი შტატში, უბრალოდ ახლა დავით დოიაშვილმა ჩამსვა შტატში. სხვათაშორის ძალიან მომწონდა თავისუფალი მსახიობის ამპლუა , მაგრამ დოის შემთხვევაში ეს ძალიან ადვილია, რადგან გაძლევს საშუალოებას სხვა თეატრშიც ითამაშო.

რეალურად შენ ხარ თეატრის მსახიობი, თუმცა ფართო მასამ ტელევიზიით გაგიცნო. მოდი დეტალურად მოგვიყევი, როგორ გამოჩნდი ტელეეკრანებზე ?
„პოპულარული“ - რასაც ჰქვია გამხადა აჩიკო მეფარიძის კლიპმა „ მშვიდობით „

როგორ მოხვდი ამ კლიპში?
- ვიყავი კახუჩელას კლიპის კასტინგზე და იქვე გვერდზე ტარდებოდა აჩიკოს კლიპის კასტინგი. დამიძახეს და მეც შევედი. საბოლოოდ აჩიკოს მოვეწონე და კლიპშიც გამოვჩნდი.





პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI
თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]






„სიმართლის დრო“ და „ინტუიცია - ნანკა კალატოზიშვილთან ერთად.“

„სიმართლის დრო“ დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი. ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო ცნობადი სახეების სიმართლის დრომ. რომ არა ნანკა ალბათ გადაცემა არ იქნებოდა ისეთი საინტერესო და ყურებადი, როგორიც იყო. ახალგაზრდა გოგონამ სრულიად განსხვავებული იმიჯის ფონზე მოახერხა და ძალიან მოკლე პერიოდში მოხიბლა საზოგადოება.წარმატებული ახალგაზრდის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გადაცემა იყო. მან ძალიან ბევრი ადამიანის საიდუმლოს ახადა ფარდა, სეზონის ფინალში კი თავად მოუწია გულახტილ კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა გადაცემა „ ინტუიცია“ , სადაც ნანკას სიმართლის დროისგან გასნსხვავებით უკეთესი იმიჯი ჰქონდა.

მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი რესპოდენტი იყო, რომელმა მათგანმა დაგამახსოვრა ყველაზე მეტად თავი?
თითოეული მათგანი ძალიან საინტერესო ადამიანია. მათთან ერთად მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე.

გადაცემაში სრულიად განსხვავებული იმიჯის მორგება მოგიწია. არ გაგიჭირდა?
დიახ „სწერვა“ გოგო ვიყავი, თუმცა არ გამჭირვებია, რადგან მივუდექი, როგორც როლს .



„მუსიკალური ლიგა“ და „face-კონტროლი“


მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაცემა „ მუსიკალური ლიგა „ იყო, სადაც ნანკას თამაში არ უხდებოდა
„ მუსიკალურ ლიგაში“ - ვიყავი ის რაც რეალურ ცხოვრებაში ვარ. ლაღი და ენერგიული...



ნინი ბადურაშვილისა და ნანკა კალატოზიშვილის ტანდემმა უდაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და გადაცემაც მოკლე პერიოდში ყველაზე ნახვადი გახდა. ნანკა ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ გადაცემა ყურებადი იყო.“ თუმცა ის ფაქტი, რომ ღამის 2 საათზე მაყურებელი გწერს, დასაფასებელია“ - ამბობს ნანკა.



„ყველაზე დასამახსოვრებელი ბათუმის გადაღებები იყო, რადგან ულამაზესი გარემო იყო,
ძალიან მიხარია, რომ ჩემი სამორის სახლი სწორედ მაგნოლიაში იქნება “


„დეკემბრის ბოლოს უკანასკნელი გადაცემები ჩავწერეთ, ძალიან დამწყდა გული,
რადგან ორივე გადაცემა ერთდროულად დაიხურა. “




პირადი ცხოვრება

დღეს მისი ცხოვრების თანამგზავრი ირაკლი კეიდია,რომელთნაც უკვე წლებია ცხოვრობს. ირაკლისა და ნანკას არაჩულებრივი ურთიერთობა აქვთ, ნანკა უარყოფს ჭორებს მისი და ირაკლის დაშორების შესახებ .
ვარსკვლავური ცხოვრება : ნანკა კალატოზიშვილი
ირაკლის ნახევარ წელიწადში ერთხელ მაშორებენ. ერთხელ ტაქსით მივდიოდი და ფილარმონიასთან სარეკლამო ბანერზე წავიკითხე, ნანკა წავიდა ირაკლი კედიასგანო. ერთ–ერთი გაზეთის პირველი გვერდის რეკლამა იყო. ძალიან დამაინტერესა, სად წავედი. შევედი "ფეისბუქზე" და დავწერე, სად წავედი, იქნებ ვინმემ მითხრათ–მეთქი. სტატია რომ წავიკითხე, ისეთი აბსურდები ეწერა, რომ გამიკვირდა, ნუთუ ჟურნალისტს იმ სისულელეების წერა არ დაეზარა?!

არის პერიოდები, როცა მე და ირაკლი ერთად დავდივართ გასართობად, არის პერიოდი, როცა ვერ მივდივართ, რადგან რეპეტიციები მაქვს და სპექტაკლებზე მუშაობის დროს ღამეების თენება მიწევს. რატომ არ შეიძლება, რომ კედო მარტო გაერთოს სადმე, როცა მე არ მცალია? შეიძლება ამით განისაზღვროს ჩვენი ერთად ყოფნა–არყოფნის საკითხი?! მარტო დაინახეს ერთ–ერთ კლუბში და ფოტოც გადაუღეს – მარტო იჯდა და სვამდა. გამეცინა. სტატია ბოლომდე წავიკითხე, ირაკლის დავურეკე და ვუთხარი, ასეთი უბედურები თუ ვართ, დავიშალოთ–მეთქი. ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. რამე ისეთი რომ ხდებოდეს, არ ვარ ის ადამიანი, რომ დავმალო. მირჩევნია, სანამ ვიღაც რაღაცას მოიგონებს და უაზრობას იტყვის, სიმართლე მე ვთქვა. ერთად ვართ და თავს კარგად ვგრძნობთ. იმედია, თვალი არ გვეცემა. არ ვიტყუები, ჯობია, მე მკითხონ, ვიდრე ტყუილები მოიგონონ.

ნანკას რჩევა : გიყვარდეთ საკუთრი საქმე და აკეთეთ ის რაც მთელი გულით გსურთ,
არავის მისცეთ უფლება საკუთარი ოცნებები დაგინგრიოთ ..



პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI
თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]



კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, ნანკა კალატოზიშვილი

50


  • koko :)) თქვა:
    9 ივლისი 2012 12:01 - ID: 50,
    ძალიან მიყვარს ნანკა love ძან თავისუფალია love wink

  • leluchia თქვა:
    8 ივლისი 2012 17:36 - ID: 49,
    ისე ჭკვიანიც იყო და ლამაზიც ცოტა ძნელია...
    ყველა ნაკვთი ლამაზი აქვს თან ტანითაც მაგარია. love
    საქციელები ზოგჯერ ძაან გამაQიზიანებელი აქვს ხოლმე აშკარად თავში აუვარდა რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ეგეც

  • marso თქვა:
    8 ივლისი 2012 15:41 - ID: 48,
    ჭკვიანი გოგოა,მიზანდასახული.

  • katokato თქვა:
    8 ივლისი 2012 14:50 - ID: 47,
    მომწონეს ეს გოგო და რა ვქნა პირდაპირია სხვებისგან განსხვავებით არ უყვარს თავის ქება და თავში არ ააქვს არაფერი ავარდნილი ,რავი მესე ესე მგონია

  • Tofi თქვა:
    7 ივლისი 2012 16:57 - ID: 46,
    love u love

  • Panda... თქვა:
    7 ივლისი 2012 14:16 - ID: 45,
    ძალიან ჭკვიანი გოგოა love love

  • hollynii თქვა:
    6 ივლისი 2012 23:22 - ID: 44,
    ძალიან მომწონს ეს გოგო, ჩემი აზრით, საქართველოში ცნობილ ადამიანებში ყველაზე ლამაზია love winked

  • Kapa თქვა:
    6 ივლისი 2012 23:15 - ID: 43,
    aaNoo_BaaNoo

    shentvis iyos nichieri da tu ginda silamazis dedopali..:DD me ar momwons... klipshic kargad chans... zalian yalbi tiriliaa , rogorc wamyvani normaluriaa.. garegnuladac normaluria..:)yvelas ertnairi azri ar aqvs.. shen shen xar ,me me ! :)

  • tako_takunebi თქვა:
    6 ივლისი 2012 22:21 - ID: 42,
    ცოტა თავხედია მარა მაგარი გოგოა love

  • lizi777 თქვა:
    6 ივლისი 2012 22:03 - ID: 41,
    ვარსკვლავი არა ჩემი ფეხი :D :D


    და სილამაზეს რაც შეეხება ოპერაცია აკ ცხვირის გაკეთებული LOL :D

    მაგარი სწერვაა

  • PEPINSI თქვა:
    6 ივლისი 2012 21:18 - ID: 40,
    მომწონს ნანკა love

  • Just Me)) თქვა:
    6 ივლისი 2012 21:09 - ID: 39,
    მომენატრა რაგაც ნანაკა ტელეეკრნებზე აგარ ჩანს ამ ბოლო დროსს ))

  • megan ewing თქვა:
    6 ივლისი 2012 21:00 - ID: 38,
    როგორც უნდა ისე ცხოვრობს და ძალიან კარგია არ ადარდებს მეზობლები , ნათესავები და სხვა მრავალი . მომწონს მისი შავი თმა love

  • miss crazy თქვა:
    6 ივლისი 2012 19:27 - ID: 37,
    ადრე უფრო მომწონდა, ისე როცა ცნობადი სახე ხარ კარგი იქნება ხანდახან იმიჯი შეიცვალო თორე ცოტა მოსაბეზრებელია

    უკვე დავიღალე სულ ერთნაირია მაგრამ მაინც მაგარია love და ზოგიერთი ჟურნალისტისგან განსხვავებით უფრო კარგად მეტყველებს და განათლებულიც ჩანს..........

  • ninikoo თქვა:
    6 ივლისი 2012 19:05 - ID: 36,
    მიყვარს იმას აკეთებს რაც უნდა და არ აინტერესებს ხალხის აზრი love ლამაზია

  • Ninikoo_18 თქვა:
    6 ივლისი 2012 18:46 - ID: 35,
    ყველასგან განსხვავებულია !

  • Kristen თქვა:
    6 ივლისი 2012 18:05 - ID: 34,
    მიყვარს ეს პირდაპირი და თავისუფლების მოყვარული ადამიანი )))) ვგიჟდები ნანკაზე )) არის ისეთი როგორიც არის .. აი ესაა მთავარი )) ჩემი გიჟიიი :**

  • Nina√ თქვა:
    6 ივლისი 2012 18:02 - ID: 33,
    ოოო ეს უკვე სხვაა :D
    გამიხარდა ნანაკას დანახვა ამ პროექტში ძალიან
    ძალიან მომწონს ნანკა ულამაზესიააა love სულაც არ ჰგავს 30 წლის ქალს 20 წლის გეგონება. მიყვარს მისნაირი ადამიანები. თავისუფალი ადამაინია და საერთოდ კიდია რას იტყვის ხალხი(ცუდს)
    ერთი სიტყვით მაგარი გოგოა რა wink love

  • salYyY თქვა:
    6 ივლისი 2012 17:46 - ID: 32,
    ეგ ის არის ყველა და ყველაფერი კიდია .. ;დ ჩემნაიირრ ;დ

  • amanda თქვა:
    6 ივლისი 2012 17:46 - ID: 31,
    სულ თავიდან რო გამოჩნდა,ძაან მომწონდა,აი ძაან,თან ახალი სახე იყო და ეხლა საერთოდ აღარ მომწონს

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top