;
30 ივნისი 2012      ANGEL     109 კომენტარი     ნანახია 12902-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge



ენჯელ.ჯის პროექტის "ვარსკვლავური ცხოვრება" - ის მომდევნო რუბრიკისთვის მოვიწვიეთ
პროექტის სპონსორის DAVID JONES -ის სახე ქართველი წარმატებული მოდელი ელენე შიუკაშვილი

ელენე შიუკაშვილის - სახემ ეკრანებზე გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება, შემდეგ კი ძალიან მოკლე დროში გაიგო საზოგადოებამ მისი სახელიც. ეს ახალგაზრდა და მიზანდასახული გოგო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მოდელი გახდებოდა. დაქალის დის თხოვნით ის სამოდელო ბიზნესში აქტიურად ჩაება და ეგზოტიკური გარეგნობის წყალობით უმალ მიიპყრო ქართველი და არამარტო ქართველი ხალხის ყურადღება.

თვლის, რომ პოპულარობამ მის ცხოვრებაში დიდი როლი არ ითამაშა. პირიქით დღემდე ისეთია, როგორიც ადრე იყო, მიიჩნევს, რომ არ არის ისეთი პოპულარული, რომ ეს ყველაფერი აწუხებდეს. „ პოპულარობამ ჩემ ცხოვრებაში არაფერი შეცვალა. ვფიქრობ, რომ არ ვარ ისეთი პოპულარული, ეს ყველაფერი, რომ მაწუხებდეს, უბრალოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ მიცნობდნენ, მცნობენ „

დღეს ელენე სამოდელო სააგენტო „ ლუქ-მოდელსის“ მოდელია და DAVID JONES თბილისის სახე.
ყაზბეგის რეკლამა მისთვის სადებიუტო იყო. ხალხმა სწორედ ამ რეკლამით გაიცნო და შეიყვარა.
მისი გარეგნობის წყალობით ძალიან მალე გზა სხვა გადაღებებისაკენ გაეხსნა.



პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI
თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]



- როგორ შეგარჩიეს ამ რეკლამისთვის?
მივედი კასტინგზე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რისი კასტინგი იყო. იქ ჩემ გარდა სხვა მოდელებიც იყვნენ, მაგრამ მე ამირჩიეს, რამაც ძალიან გამახარა. გადაღებები საინტერესო იყო, მაგრამ კინაღამ გავიყინე, დილის ექვსი საათიდან იღებდნენ, იმ პერიოდში მაგრად ციოდა, ყველა ქურთუკებსა და თბილსამოსში იყო შეფუთნული, მე კი სიფრიფანა კაბა მეცვა, საბედნიეროდ, ბევრი დუბლი არ დაგვჭირდა და მალე დავამთავრეთ გადაღება, თორემ ალბათ მოვკვდებოდი.

ყაზბეგი / Kazbegi:
facebook.com/video/video.php?v=1962350090996&oid=158983674157696&comments




- აქამდე კამერებთან თუ გქონია კონტაქტი, ხომ არ გაგიჭირდა?
ფოტოების გადაღებადა პოზირება ძალიან მიყვარს, მაგრამ კამერებთან აქამდე არ მიმუშავია, მიუხედავად ამისა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ნამუშევრით კმაყოფილი ვარ

ძალიან მალე ის david jones თბილისის სახე გახდა და რეკლამირება ბუტიკის ჩანთებს გაუწია.
„ ნინო ცქიტიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ჭირდებოდა გოგო გადაღებისთვის. შემდეგ გავიცანი სოსო (დევიდ ჯონსის დამფუძნებელი) ასევე სხვა შემოქმედებითი ჯგუფი და მონაწილეობა რამდენიმე გადაღებაში მივიღე , ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა მათთან მუშაობა და თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს „

- რომელი გადაღება იყო შენთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი?
ბაკურიანის. დევიდ ჯონსმა დაუვიწყარი დღე გვაჩუქა მოდელებს და გადამღებ ჯგუფს. მართლაც, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ამ გარემოში მუშაობა. ვსრიალებდით, ვერთობოდით და ამავდროულად ვაკეთებდით საყვარელ საქმეს.






ძალიან უშუალო, კარგი და მხიარული პიროვნებაა, მის შემხედვარე სიცოცხლის სურვილი გაგიჩნდებათ.
საყვარელი მოდელი - ადრიანა ლიმა.


- ოჯახის გამო, რაიმე პროექტზე უარს იტყვი?
კი რა საკვირველია. ოჯახი ჩემთვის მთავარია. ძალიან დიდ პატივს ვცემ და თუკი რაიმე მათთვის მიუღებელია მე არ გავაკეთებ.

ელენეს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავიათ მის მეგობრებს.
ელენეს მეგობარი: ძალიან, მაგარი ადამიანია, ძალიან პოპულარული. როდესაც იციან, რომ მისი მეგობარი ვარ ნომერს მთხოვენ. ფეისბუქზე უამრავი ელენე შიუკაშვილია და ესეც მეტყველებს მის პოპულარობაზე. ძალიან თავმდაბალი ადამიანია, ძალიან კარგია, მაგრამ ის ზომაზე მეტად თავმდაბალია. დაქალების აზრს ითვალისწინებს.







მუდამ მომღიმარი გოგო ხშირად ტირის. ამის მიზეზი კი ქართული რეალობაა. ელენეს ყველაზე მეტად იმ ადამაინების ბედი აინტერსებს, რომელებიც მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში დადიან. მათ შემხედვარე ახალგაზრდა გოგო ცრემლსაც ვერ იკავებს.

ყველაზე მეტად ჩემთვის მტკივნეულია მოხუცისმიმართ უპატივცემლობა - "არ მიყვარს, როდესაც დახმარების მოლოდინში მყოფ ადამიანებს შეურაწყოფას აყენებენ. ამ ყველაფრის შემხედვარე მინდა ძალიან ბევრი ფული მქონდეს, რათა ყველას ვინც ჩემ გვერდით არის და არ არის დავეხმარო"
მისი ჩაცმის სტილი მუდმივად გამორჩეულია. მიიჩნევს, რომ ადამიანის ჩაცმულობა მის სახეს განსაზღვრავს. ყოველთვის ისე იცმევს, როგორც მოწონს და უხარია.

ჩაცმის სტილი ადამიანის პიროვნებაზე მეტყველებს - "მე თავისუფალი სამოსი მომწონს - ახალგაზრდული, ლამაზი და კომფორტული. ცნობილი ბრენდები ხარისხზე არიან ორიენტირებულნი, მაგრამ უცნობი მარკის ხარისხიანი სამოსიც ხშირად შემხვედრია. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მარკა და ხარისხი ყოველთვის პირდაპირ არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან."


- ცდილობთ, მასისგან გამორჩეულად გეცვათ?

- მაცვია ის, რაც მიხდება და მომწონს. არ ვცდილობ გამორჩეულად შევიმოსო. მაქვს ისეთი სამოსიც, რომელიც ყველგან იყიდება და ექსკლუზიურად ჩემთვის შეკერილი ტანსაცმელიც.

რჩევა: აუცილებელია ყველას გქონდეს საკუთარი თავის რწმენა. იბრძოლეთ თქვენი ოცნებების ასრულებისთვის, იყოლიეთ საყვარელი ადამიანი და დაიმახსოვრეთ ოცნებები ხდება !













პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI
თბილისი, პეკინის 6

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, ელენე შიუკაშვილი

109


  • marikuna11 თქვა:
    30 ივლისი 2012 12:45 - ID: 109,
    არ მოწმონს დიდად მარა მთლიანობაში კარგი გოგოა

  • kiksi თქვა:
    5 ივლისი 2012 14:41 - ID: 108,
    ეს მაგარი დამუღამებული გაქვტ თუ ვიღაც არ მოგვცონს გშურთ და იბოღმებითო ლოგიკა დამანახეთ :D არ მომწონს საერთოდ მე ესეტი დაყენებული როჯები მაგრა არ მევასება,

  • lovelygirl თქვა:
    4 ივლისი 2012 00:47 - ID: 107,
    lovejohnnydepp,
    love tongue

  • maisa თქვა:
    3 ივლისი 2012 20:31 - ID: 106,
    კარგი გოგოა love მაგრამ რაღაც აკლია ცივია smile

  • lovejohnnydepp თქვა:
    3 ივლისი 2012 14:02 - ID: 105,
    lovelygirl,
    kai daikide raaa fellow ar xar davldebuli vinmes rame umtkico love rac mtavaria shen xom ici rom egre ar aris love

  • lovelygirl თქვა:
    2 ივლისი 2012 15:16 - ID: 104,
    lovejohnnydepp,
    ყველას უნდა უმტკიცო რა belay

  • lovejohnnydepp თქვა:
    2 ივლისი 2012 14:53 - ID: 103,
    lovelygirl,
    abaaaaaaaaaa wink

  • Daisy თქვა:
    2 ივლისი 2012 11:34 - ID: 102,
    კომენტარები იმისთვის არსებობს, რომ ყველამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს (ოღონდ კორექტულად რაღა თქმა უნდა). არ მომწონს ეს გოგო, როგორც მოდელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშურს და დაბოღმილი ვარ. მესამე ვიდეოში ფეხებს რომ შევხედე ვიფიქრე ეს მოდელი რატომ უნდა იყოს-თქო, სახე მართლა ლამაზი აქვს, თვალები, ტუჩები, მაგრამ როგოვრ თვითონ აღნნიშნა საყვარელი და მისაბაძი მოდელი ადრიანაა, ცდილობს მისავით ვულგარული და სექსუალური გამოჩნდეს, მაგრამ მასეთ პატარა გოგოს არ უხდება და თან უნიჭოდ ბაძავს,ტუჩების ვითომ ვნებიანად პრუწვა და ა.შ. მოკლედ არის კარგი გარეგნობის ჩვეულებრივი გოგო, მაგრამ არა კარგი მოდელი.

  • lovelygirl თქვა:
    2 ივლისი 2012 01:31 - ID: 101,
    lovejohnnydepp,
    liia,
    ბოღმიანი ვარ და შურიანიი ეეჰ რა ვუყოოთ ასეთები ვართ ეს მახინჯი გოგოები wink

    Bossy Chick,
    შენი აზრით მე შურიანი ვარ ? ამაზე ლამაზი გოგოები დადიან თქო საქართველოში და საერთოდ რა ეხლა თქვენ გიმტკიცოთ რა ვარ და რა არა :)) რატო სხაზე არ ვავობ ასე იმიტომ რომ არაფერი დიდი არააა კაით რა ხალხნო კარგით რა სულ ბოღმა ბოღმა რატომ გაკერით პირზე ცხოვრებზე გაბოროტებული ვინაა ეტყობა winked მაშინ მეც დავდიოდი სამოდელო სააგენტოშ იმდენი საშუალება არ იყო რომ ამდენი რამისტვის მიმეღწია არც მე მყავს მამიკო და ა.შ მაგრამ არ ვარ ესე გაქაჩული იმდენი ლამაზი გოგოა ასე დარჩენილი რომ რავიციი და ამის მერე კიდევ ამბობ რომ ესენი თავიანთი შრომით აღწევენ ყველაფერს ? ეს საქართველოაძირფასო თვალი გაახილე და დაინახავ ყველაფერს ასე მე ცხოვრებაზე დაბრმილი არა ვარ არანაირად პირიქით უფრო გასახარია ამდენი წარმატება რომ აქვს საქართველოს და არა ისეთი ფულით ნაშოვნი წარმატება :)უბრალოდ შენ რომ მიცნობე ბორმიანს და შურიანს არ მიწოდებდი აუცილებელია ჩემი ცხოვრება ჩამოვწერო კომენტარებში რომ გაიგოთ როოგორი ვარ ? კარგად წაიკთხე რაც დავწერე დაგაანალიზე :) აი არ ვიცი რა sad

  • amanda თქვა:
    2 ივლისი 2012 01:19 - ID: 100,
    Bossy Chick,

    რატო არ ვიცით ერთმანეთის გატანა და არდაფასება,ვინც არ მოგვწონს ვამბობთ,შენ ნანახი გაქვს თინა დალაქიშვილზე ნიუსები?აი ის კომენტარები წაიკითხე და მერე ილაპარაკე

    ვინც ლამაზი და დასაფასებელია ვაფასებთ

  • ninikoo თქვა:
    2 ივლისი 2012 00:41 - ID: 99,
    მაგრამ რაღაც აკლია რა,სულით მოდელი არაა fellow

  • ninikoo თქვა:
    1 ივლისი 2012 23:49 - ID: 98,
    კაი გოგოა

  • el en ika თქვა:
    1 ივლისი 2012 23:17 - ID: 97,
    amanda,
    :D:Dკაი ისე მაგარი როჟა ხარ რაა

  • Bossy Chick თქვა:
    1 ივლისი 2012 22:59 - ID: 96,
    თავის თავს მიხედოს ყველამ რაა..

    lovelygirl,
    რა ცხოვრებაზე გამოროტებული გოგოსავით ლაპარაკობ რა იყო? შენ გგონია ბრმები ვართ თუ ვინ ვართ? ძალიან ლამაზი გოგოა, უსაძღვროთ და ოდნოკლასსნიკი ან სხვა რომელიმე სოციალური ქსელი არაფერ შუაში არა აქ.. უბრალოდ შეფარდებითია ყველაფერი.. მაშინ ვიტყვი მე რო ყველაზე მაგარი ფეხები მაქვსთქო და გამოხტება ვიღაცა ჩემზე უკეთესი.. კაით რაა ერთმანეთის გატანა არ ვიცით თორე.. მდიდარი მამიკო კიდევ არ ახსენო.. გარდაცვლილი ყავს მამა და არაფერ შუაშია აქ მდიდარი მამიკოს სტატუსი ტფუიიიი

  • lovejohnnydepp თქვა:
    1 ივლისი 2012 21:21 - ID: 95,
    lovelygirl,
    yvelafershi getanxmebi she bogmiano da shuriano gogo wink love

  • liia თქვა:
    1 ივლისი 2012 21:13 - ID: 94,
    lovelygirl,
    კაი ნუ ლაპარაკობ და ნუ ამბობ შენ აზრს, თორე მერე შურიანი და ბოღმა გამოხვალ ხო იცი wink ისე კი ყველაფერში გეთანხმები :)) გამართლებაზეა ამ ცხოვრებაში ყველაფერი და გავლენიან ახლობლებზე)) შემჭამეთ ეხლა ბოღმიანი და შურიანი გოგო ვარ
    :D

  • Anna-Frank თქვა:
    1 ივლისი 2012 20:57 - ID: 93,
    ასეთი სტილის გოგოები არ მომწონს, ვულგარული მეჩვენება. ძალით გამომწვევი გამოხედვა აქვს, .. თუმცა ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ , ვერ ვიტყვი რომ ცუდი გარეგნობა აქვს, ლამაზია , (ტუჩების დემოსტრირებას რომ არ ახდენდეს და სადა იმიჯი მოირგოს უკეთესი იქნება)

  • lovelygirl თქვა:
    1 ივლისი 2012 19:00 - ID: 92,
    Candice ეხლა ეს და ეს ტუჩებ გამოპრუწული ერთნაირები არიან ? ერთნაირი ვარსკვლავები ? wink კაით რა ნუმაცინებთ:))

    "დნოკლასნიკებიდან" ვარსკვავობამდე თუ ერთი ნაბიჯი იყო არ ვიცოდი :| ააი ქაუჩაშI გაიარეთ ამაზე ლამაზი გოგოები დადიან ეს რას წარმოადგენს ამდენს გამარკვიეთ ხალხნოო :X ამაზე ლამაზი თვალები ჩემს დაქალს ააქვს და ამაზე მაგარი ტუჩები კიდე არიქა ვარსკვალია ? საქართველოს არაფერი არ ეშველება არიქა მდიდარი მამიკოს შვილი იპოვეს :)) კარგით რაა ვისაც შესაძლებლობა არ აქვს ასე რჩება და ეს ტუჩებ დაბერილები კიდე ერთი და იგივე სახეებით პოზიორობენ კამერის წინ არც ტანი აქვს გადასარევი და არც სახე:) ამ გოგოს დაქალის ნალაპარარაკევზე ძალიან ბევრი ვიცინე :) რადგან ბევრი ეელენე შიულაშვილია ფბ ზე იმიტომ ყოფილა პოპულარული წავედი მე სურათები უნდა გადავიღო სარკეში გამოვშვირო ტუჩები და მერე ჩემი პროფილიც ბევრი იქნება ფბ ზე :) არ მლანძღოთ ეხლაა რა:|

  • liia თქვა:
    1 ივლისი 2012 18:18 - ID: 91,
    ციტატა: Funny Girl

    აუუ ნუ გაატრაკეთ რა მართლა ამ შურით და ბოღმით საქმე, არ მომწონს და ასი წელი ამისნაირების არ შემშურდება და შენ რაც გინდა ის იფიქრე რა smile შეიყეს რა მართლა

  • kristi_ თქვა:
    1 ივლისი 2012 16:58 - ID: 90,
    ადრიანა ლიმას მაგონებს. ლამაზია თუმცა ეს სექსუალური იერი მაღიზიანებს. წარმატებებს ვუსურვებ winked

« 1 2 3 4 5 6 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top