;
11 ივლისი 2012      sabavachiberidze     50 კომენტარი     ნანახია 11474-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

დღევანდელ შოუბიზნესში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანია, რომელიც მალავს საკუთარ ურთიერთობას შოუბიზნესის სხვა წარმომადგენელთან. ენჯელ.ჯიმ კი გადაწყვიტა უკეთ გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც არც საკუთარ ურთიერთობებს მალავენ და გულახტილ ინტერვიუებზეც არ ამბობენ უარს. „ ვარსკვლავური ცხოვრების „ მორიგი პროექტის სტუმრები : მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი არიან

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი .
facebook.com/DAVIDJONESTBILISI
თბილისი, პეკინის 6



ვარსკვლავური ცხოვრება : ლაშა ღუღუნიშვილი და მარიტა ჯანაშია

ვარსკვლავური ცხოვრება : ლაშა ღუღუნიშვილი და მარიტა ჯანაშია
მარიტა ჯანაშია

fave მსახიობი ქალი: მერილ სტრიპი
fave მსახიობი კაცი: ეშტონ კატჩერი
ბედნიერია, როცა: "როცა ირგვლივ კარგი ამინდია, მზეა და ჩემ საყვარელ ადამიანებთან ვარ <3"
აფასებს : გულწრფელობას

მარიტა ადრეული ასაკიდან დამოუკიდებელი ბავშვია, ამას მარიტას დედა ქალბატონი ქეთიც აღნიშნავს:" ხანდახან მარიტა მგონია დედა, ისეთი მკაცრია. პირადად ჩემი დამსახურებაა, რომ მარიტას ყველაფრის მიმართ საკუთარი აზრი და დამოკიდებულება აქვს. სულ ვეუბნებოდი, მე შეიძლება არ ვიყო მართალი, მაგრამ ეს უნდა დამისაბუთო საფუძვლიანად, რომ დაგიჯერო-მეთქი. ქალისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, გააჩნდეს საკუთარი პოზიცია და შეეძლოს მისი შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, რადგან მე სხვა თაობის ადამიანი ვარ, უწევს საკუთარი პოზიციების დაცვა მსუბუქი პოლემიკის სახით. საერთოდ, ბევრი საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვს, რაც ძალიან მიხარია. პატარაობიდან საკუთარი შრომით თავისი შემოსავალი აქვს. 16 წლის იყო უცხოეთში რომ წავიდა და თვითონ ირჩენდა თავს."

მარიტა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ელიტ მოდელ ლუქის გამარჯვებული გახდა, სხვათაშორის ის ერთ-ერთია იმ მოდელთაგან, რომელთაც უცხოეთშიც დიდი წარმატება მოიპოვეს.

ვარსკვლავური ცხოვრება : ლაშა ღუღუნიშვილი და მარიტა ჯანაშია
ლაშა ღუღუნიშვილი

fave მსახიობი ქალი: კირა ნაითლი
fave მსახიობი კაცი: საშა ბარონ კოენი
fave საჭმელი: სუში

ლაშა ღუღუნიშვილი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფია. მას ჰყავს ტყუპისცალი ძმა ირაკლი ღუღუნიშვილი. მსგავსება აშკარაა და ამას ყველა ამჩნევს. ფოტოგრაფს ხშირად უწევს სხვადასხვა მოდური წვეულებების, ფეშენ ვიქებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გადაღება. მის გარშემო მუდამ უამრავი ახალგაზრდა და ლამაზი გოგონაა, თუმცა ლაშას გული მარიტას ეკუთვნის. პროფესიით ეკონომისტია. დიახ, დიახ ცნობილი ფოტოგრაფის პირველადი პროფესია, სწორედ ეს არის, მაგრამ ის საქმე რასაც დღესდღეისობით ყველაზე მეტ დროს უთმობს რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ცნობილ ფოტოგრაფთან ვიზიტებმა ლაშას ახალი გატაცება გაუჩინა, გატაცება, რომელიც მოგვიანებით კარგი ბიზნესის და დიდი სიამოვნების მთავარი ფაქტორი გახდა.

ლაშა ძალიან ერთგულია, როგორც ამბობენ ლაშა და მარიტა საერთოდ არ ეჭვიანობენ, მათი ურთიერთობის მთავარი ფაქტორი ნდობაა, რომელიც უკვე წლებია გაუტეხელია. LIG სტუდიო დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სტუდიაა. ოჯახური ბიზნესი დღითიდღე ვითარდება და ძმები ღუღუნიშვილებიც მრავალი საქორწილო ცერემონიალის თუ სხვა ღონისძიების სტუმრები ხდებიან. მოკლედ, სხვადასხვა ქორწილები, ღონისძიებები და ფოტოსესიები - ერთად ან ცალ - ცალკე მათ ფოტოობიექტივში ხვდება. და თუკი თქვენც გსურთ ერთი დღით თავი ნამდვილ ვარსკვლავად იგრძნოთ არ დააყოვნოთ, ესტუმრეთ მათ გვერდს ფეისბუქზე LIG Studio



მარიტასთვის პოდიუმი უკვე წლებია მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი ღიმილი კამერებთან სულაც არ ყოფილა კარგი მსახიობური ნიჭი, ის რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან ლაღი და უშუალო ადამიანია. ცელქი გოგონა წლებთან ერთად შეიცვალა და რადიკალურად განსხვავებული ადამიანი გახდა. განვილი წლების ფონზე დედის მადლიერია, რადგან სწორედ მშობელმა ითამაშა მთავარი როლი მარიტას კარიერის განსაზღვრაში.

"ძალიან ცელქი და გიჟი ბავშვი ვიყავი. არავინ ელოდებოდა ჩემგან დადინჯებას და
დასერიოზულებას, მაგრამ ახლა რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ."


როგორ დაიწყო შენი კარიერა. გვიამბე როდის და რატომ გადაწყვიტე მოდელი გამხდარიყავი?

მე სიმართლე გითხრათ არც გადამიწყვიტავს დედაჩემმა მიმიყვანა 16 წლის ასაკში იმიჯ ცენტში,
მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასე წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება,
ძალიან მადლიერი ვარ დედაჩემის რომ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.


ითამაშა თუ არა ვინმემ დიდი როლი შენ გადაწყვეტილებაში?

მთლიანად დედაჩემმა ითამაშა ამაში უდიდესი როლი.

რას გეგმავ მომავალში?

სამომავლოდ უამრავი საინტერესო და სასიხარულო გეგმა მაქვს,
რომელსაც ჯერ ჯერობით სიურპრიზად დავტოვებ.



ლაშა ღუღუნიშვილი: „მე და მარიტა ერთმანეთს უკვე სამ წელზე მეტია ვიცნობთ. ვმეგობრობდით, ვმეგობრობდით და ეს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. მარიტამ თავისი ვიზუალით, ბუნებრიობით და კარგი ხასიათით მომხიბლა. შეიძლება ითქვას, რომ მარიტა ჩემი მუზაა და ყველაზე ხშირად მას ვუღებ ფოტოებს. არ აქვს მნიშვნელობა ქუჩაში, ბუნებაში, თუ სტუდიაში, ყველგან, სადაც საშუალება მომეცემა. ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევ და არც ის მაძლევს. ამის გამო ჩხუბი არასდროს მოგვსვლია, კარგად შევეწყვეთ. სულ ვცდილობ, რომ სიურპრიზებით გავანებივრო"

ლაშა, როდის გააცნობიერე, რომ ფოტოგრაფი უნდა ყოფილიყავი?

5 წლის წინ შევედი სპეციალურ კურსებზე ბატონ იური მეჩითოვთან და
სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე ფოტოგრაფი გავმხდარიყავი.

როგორ მოხდა თქვენი ურთიერთობის დაწყება?

მოდის კვირეულზე მარიტა მოვიდა და მომესალმა, მაშინ უბრალოდ „გამარჯობით“ შემოიფარგლა.

შემდეგ დავახლოვდით და ჩვენი ურთიერთობებიც სხვა ფაზაში გადავიდა.
ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს.

უკვე ძალიან დიდი ხანია ერთად ხართ და ერთ-ერთ სამაგალითო წყვილად ითვლებით.
დაქორწინებას არ გეგმავთ?


ეგ კითხვა მარიტასთვის უნდა დაგესვა ( იცინის ). ჯერ-ჯერობით არა,
თუ კი რაიმეს გადავწყვეთ შეგატყობინებთ.



პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI
თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, ლაშა ღუღუნიშვილი, მარიტა ჯანაშია

50


  • para_para_paradise თქვა:
    4 აგვისტო 2012 16:12 - ID: 50,
    miyvars marita love

  • QueenB თქვა:
    24 ივლისი 2012 16:11 - ID: 49,
    აჰ,როგორ არ მესიამოვნა ასეთი ნეგატიური კომენტარების წაკითხვა... რა თქმა უნდა,ყველას თავისი აზრი გააჩნია,მაგრამ არსებობს აზრის გამოხატვის მსოფლიოში მირებული და საქართველოში არ აღიარებული ხერხი-საკუთარი აზრის კორექტულად გამოთქმა.
    საქართველოში უამრავი მოდელია,რომელიც მარიტამდე საერთოდ ვერ მივა. მარიტას ფეხები აქვს მხოლოდ ჩემს სიგრძე ხალხო:)
    ალესანდრა რო დგას Victoria's Secret-ის ჩვენებაზე ყოველ წელს,მაგას ტანი აქვს იდეალური თუ სახე? belay
    მარიტას მართლა იდეალური მოდელის ტანი აქვს! სახეზე დიდად არ მომწონს,მაგრამ მაკიაჟით ძალიან სიმპატიური გოგოა love
    მარიტას პირადად არ ვიცნობ,მხოლოდ სოციალურ ქსელზე ვადევნებ მას თვალ-ყურს და მართლა საოცრად პოზიტიური და კეთილი ადამიანია!!
    ამდენი ცუდი არაკორექტული აზრის მერე სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებს არ მესმის და თან ძალიან ვაფასებ.
    ძალიან კარგი წყვილია,კარგი მოდელი და კარგი ფოტოგრაფი! ბედნიერებას ვუსურვებ love

  • mari_xundadze თქვა:
    14 ივლისი 2012 21:05 - ID: 48,
    aleksandra, ucxoetshi romeligac models ro aqvs "mingreuli" pexebi eg imas ar nishnavs ro egeti pexebi lamazia...lamazia giselles pexebii..naomis pexebi..wvrilic aqvt da sworic da egaa SAMODELO TANI...samodelo ro uwodo tans tan wvrilic und iyos da tan swooric...am gogos tani am kritemiumebidann marto erts akmayopilebsss:)))

  • miss crazy თქვა:
    14 ივლისი 2012 13:53 - ID: 47,
    aleksandra,

    მაგაში გეთანხმები რო ბევრ მოდელებს საზღვარგარეთ მართლა ცუდი ფეხები აქვთ........ მაგრამ ეს მარიტა აზრზე არ ვარ როგორ ან რომელ პოდიუმზე დადის მარტო "თბილისი ფეშენ ვიქზე" ალბათ სხვაგან სად what

  • aleksandra თქვა:
    13 ივლისი 2012 23:59 - ID: 46,
    sichinava.lika,
    შეიძლება უნაკლო არ აქვს. ძაან ჩამოთლილი,მაგრამ ლამაზი აქვს და უამრავი სუპერმოდელი და ტოპ მოდელია რომელსაც ძალიან ცუდი ფეხები აქვს,რასაც ქვია მინგრეული, პოდიუმზე სასიარულოდ ტანია მნიშვნელოვანი,რაც ამ გოგოს ნამდვილად აქვ :)

  • krist...star თქვა:
    13 ივლისი 2012 22:20 - ID: 45,
    amanda,
    ისე ხო გლეჯვაა lol

  • nanka_nanka17 თქვა:
    13 ივლისი 2012 21:56 - ID: 44,
    Anachkaa ♥,
    დაქიშმიშებული მომეწონა

  • sichinava.lika თქვა:
    13 ივლისი 2012 16:02 - ID: 43,
    სამოდელო ტანს რაას ეძახით გამაგებინეეთ:X გასაგებია რო მოდელი გამხდარი უნდა იყოს და საერთოდ ვგიჟდები ძაან გამხდარ გოგოებზე..მაგრამ მოდელს მაშინ აქვს კარგი ტანი როცა უზომოდ გამხდარია და თან ლამაზი ფეხები აქვს..ეს ძალიან გამხდარია მაგრამ ლამაზი ფეხები ააქვს?????

  • aleksandra თქვა:
    13 ივლისი 2012 10:32 - ID: 42,
    tako_sixarulidze,
    მარი ჯანაში მარიტამ რო გაიმარჯვა იმის შემდეგ წელს იყო ჟიურში და სამოდელო ტანი ნამდვილად აქვს ამ გოგოს,ბევრი ქართველი მოდელისგან განსხვავებით.მე ვუყურე მაგ კონკურს და ნამდვილად არ იყო ბებიამისი ჟიურში.

  • nanka_nanka17 თქვა:
    12 ივლისი 2012 23:40 - ID: 41,
    Anachkaa ♥,
    კი მიგიხვდი მაგრამ მე უფრო სხვა რამე ვიგულისხმე, პოპულარობა და ვარსკვლავობა სხვადასხვაა მე ესე ვთვლი და ის რომ გამაჩერონ და მკითხონ შორენა ვინ არისო მაგის გამო ვერ ვიტყვი რომ ვარსკვლავია,ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ საქართველოში ვარსკვლავები არ არიან ჰოლივუდის დონეზე არც განვიხილავ მაგრამ მგონი გვყავს დამსახურებული მსახიობები და მოღერლები ასე თუ ისე ვისაც ვარსკვლავი ეწოდება, აი თუნდაც ცეკვავენ ვარსკვლავები რომ იყო, რომელი იყო მანდ ვარსკვლავი? როსტო?

  • amanda თქვა:
    12 ივლისი 2012 22:18 - ID: 40,
    miss crazy,

    მარიტას კი,მე ბიჭზე ვთქვი

  • mari_xundadze თქვა:
    12 ივლისი 2012 17:51 - ID: 39,
    Anachkaa ♥,
    გეთანხმები.ისეთი ფოტოგრაფები უღბენ სირცხვილია ასეთი რო გამოდის:))))და ძალიან თვალთმაქცია...მარიტუუუნ გულწრფელი ხარ შეყვარებულთან??:)))))))))

  • el en ika თქვა:
    12 ივლისი 2012 15:35 - ID: 38,
    smile

  • miss crazy თქვა:
    12 ივლისი 2012 14:29 - ID: 37,
    tako_sixarulidze,

    ბებიააააა! wassat ვაიმეეე ეგ აღარ ვიცოდი ნეტა თუ არ უტყდებათ რასაც აკეთებენ! მარაზმია!!!!!

    საქართველო რა გეშველება!!!!! მე მაგალითად გაქცევა მინდა თორე ამდენ უსამართლობას ვერავინ შეცვლის რაც აქ ხდება!


    amanda
    კბილებზე ბრეკეტები არ ეკეთა? კიდე საშინლად რატომ აქვს რა უბედურებაა

  • amanda თქვა:
    12 ივლისი 2012 02:09 - ID: 36,
    krist...star,

    ნუ სანამ პირს გააღებს :D:P

  • Be Original თქვა:
    12 ივლისი 2012 00:21 - ID: 35,
    პირველ წელს ვერ მოახერხა ალბათ ჩაწყობა და მეორე წელს "გაიმარჯვა"
    საცოდაობაა

  • krist...star თქვა:
    12 ივლისი 2012 00:08 - ID: 34,
    amanda,
    ეს არსება გესაყვარლება? wink wink

  • nanka_nanka17 თქვა:
    11 ივლისი 2012 23:52 - ID: 33,
    არცერთი არ მომწონს, როგორც წყვილი არაუშავს ალბათ უგებენ ერთმანეთს

    salYyY,
    მეც ეგრე ვიყავი ზუსტად

    Anachkaa ♥,
    ისე ნუკი ,შორენა , ნანკა, რუსკა არცერთი არ არიან ვარსკვლავები, მაგრამ ქაჩავენ მაინც საქართველოს მაშტაბით

  • tako_sixarulidze თქვა:
    11 ივლისი 2012 22:53 - ID: 32,
    იმ წელს ბებიამისი იყო ჯიურის წევრი)))))იმედია აღარ გაგიკვირდებათ რატომ გაიმარჯვა...)))ძალიან არრ მომწონს...მოდელი გამხდარი იყოს მაგრამ ეს არ არის ლამაზი გამხდარი...საშინლად უჩანს ფეხები.სახეზეც რაღაც საზიზღარია რო ლაპარაკობს ყბა წიმ მოდის : D : X

  • amanda თქვა:
    11 ივლისი 2012 22:32 - ID: 31,
    ეს გოგო საერთოდ არ მომწონს,თან რო ლაპარაკობს კიდე უფრო მეტად აღარ მომწონს :D ბიჭი რაღაცნაირად მესაყვარლება :)

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top