;
30 ივლისი 2012      sabavachiberidze     73 კომენტარი     ნანახია 5492-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ვარსკვლავური ცხოვრება : თამთა ცხვიტავა

ენჯელ.ჯი გთავაზობთ პროექტს სახელწოდებით "ვარსკვლავური ცხოვრება" - სადაც ყოველკვირეულად ჩვენ უკეთ გავიცნობთ ქართველ და არა მარტო ქართველ ვარსკვლავებს.ამ გამოშვების სტუმარი, ცნობილი ქართველი ქართველი მომღერალი და 2012 წლის ნამდვილი სენსაცია თამთა ცხვიტავა

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6

წარმოშობით იმ კუთხიდან არის, რომელიც თითოეული ქართველისთვის დიდ ტკივილად ითვლება. სოხუმელი გოგონა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს მისი ცხოვრება ასე გალამაზდებოდა და მშობლიური ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი გახდებოდა. მისი სტილი ბევრს მოწონს, შესაძლოა ბევრიც ადელს ადარებს, მაგრამ არა როგორც თამთა ამბობს მასსა და ადელს შორის არანაირი მსგავსება არ არის.

ვარსკვლავური ცხოვრება : თამთა ცხვიტავა

ვარ სოხუმელი. 1992 წლიდან ვცხოვრობ თბილისში. 1998 წელს დავამთავრე თბილისის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 2007 წლის ზაფხულამდე ვმუშაობდი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში. პარალელურად, 2001 წლიდან ვმღეროდი თბილისის ბარებში და კლუბებში. 2011 წლის გაზაფხულზე გავაფორმე 5 წლიანი კონტრაქტი "ბრავო რექოდსთან".

ვარსკვლავური ცხოვრება : თამთა ცხვიტავა
როგორ იმოქმედა შენზე მოულოდნელმა წარმატებამ და რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

ვთვლი, რომ ძალიან, ძალიან გამიმართლა, რომ სწორედ მე გავხდი "ბრავოს" რჩეული, ეს იყო "ბრავოს" პირველი პროექტი. ამ წარმატებამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ყველანაირად შევიცვალე: გარეგნულად, შინაგანად, უფრო თავდაჯერებული გავხდი. ახლა ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომელზედაც ვოცნებობდი.

რომელ ქვეყანაში ისურვებდი კარიერის გაგრძელებას?

კონკრეტულად ქვეყანას ვერ დაგისახელებთ, ყველგან ვიმოღვაწევებ, სადაც ჩემი შემოქმედება მოეწონებათ. მე ისეთი ტიპის რეპერტუარტი მაქვს, რომ შეიძლება საფრანგეთშიც მყავდეს მსმენელი, ინგლისშიც და რუსეთშიც.

როდის უნდა ველოდოთ ახალ ალბომს ?

მინდა გითხრათ, რომ ჯერ არ ამომიწურია ჩემი პირველი ალბომის შესაძლებლობები. წარმოიდგინეთ, რომ ახლა უფრო პოპულარული და მოთხოვნადია პირველი ალბომი, ვიდრე მაშინ როცა გამოვიდა. შემდეგ ალბომზე, რა თქმა უნდა, უკვე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გაგიმხელთ.


ადელთან მსგავსება :"მე და ადელს სრულიად განსხვავებული ტემბრი და რეპერტუარი გვაქვს. ერთმანეთს ალბათ იმიტომ გვადარებენ, რომ გარეგნულად მსგავსი იმიჯი გვაქვს შერჩეული"

`თეატრალური დაასრულა. მუსკომედიაშიც კი იმუშავა. პარალელურად საღამოობით ბარებში გამოდიოდა და თავისი ლამაზი ხმით უმალ ახერხებდა გარშემომყოფი საზოგადოების მოჯადოებას. ბოლოს „ პურ-პურში“ გამოდიოდა და დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორედ მის მოსასმენად იკრიფებოდა, თამთას ხომ წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდება შეუძლია საზოგადოებაზე.


„ ყოველთვის ვცდილობდი, თუნდაც ბარში, მემღერა ის, რაც მიხდება. მემღერა ის, რაც მომწონს და არა ის, რაც საჭიროა და რაც პუბლიკას უნდა. შემეძლო მემღერა ისეთ ადგილებში, სადაც უფრო მეტი შემოსავალი მექნებოდა და მემღერა ის, რაც რესტორნებშია საჭირო. რეტრო ტემბრი მაქვს, შესაბამისად ასეთივე რეპერტუარიც. 30-იანი წლების ჯაზი, ფრანგული, ესპანური მუსიკა… ინოლასაც ვმღეროდი. ბარში ინოლას არავინ მღერის. უკვირდათ და თან მოსწონდათ. „

როდესაც მის სიმღერებს უსმენ ცხოვრება ძალიან ლამაზად გეჩვენება, როდესაც ესაუბრები კი მშვიდდები და დიდი ინტერესით უსმენ მის ისტორიას. მართლაც არაჩვეულბრივი პიროვნებაა, როგორც გარეგნულად ასევე შინაგანად, მისგან ის ემოცია , ის განწყობა და ის იმედი მოდის, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აკლია. როცა მღერის სულ სხვანაირია, თავს ყველაზე ბედნიერად ადამიანად მიიჩნევს, როდესაც მღერის..



სულ სხვანაირი ადამიანი ვარ როცა ვმღერი, ყველა მეუბნება ამას, ჩემი მეუღლეც მეუბნება, ჩემი პედაგოგიც. სცენაზე რომ გამოდიხარ, სულ სხვანაირი ხარ და იცვლებიო

თამთას გული დაკავებულია, მომღერალის რჩეული მუსიკოსი პაატა დეისაძეა. ერთმანეთი პეროვსკაიაზე ნახეს, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და მათ შორის ყველაზე წრფელი გრძნობა გაჩნდა, რომელსაც სიყვარული ჰქვია.

ჩემი მეუღლეა პიანისტი პაატა დეისაძე.მას დამთავრებული აქვს თბილისის კონსერვატორია და ასპირანტურა გერმანიაში. ჩვენ ერთმანეთი სამსახურმა დაგვაკავშირა. თუ არ ვცდები, 2004-ში ერთ-ერთ ბარში ერთად დავიწყეთ მუშაობა და მას შემდეგ ერთად ვართ.





წლები გავიდა. ცხოვრება შეიცვალა. ეს ახალგაზრდა მომღერალიც თავისებურად გაიზარდა და წლებთან ერთად ბევრი რამ შეცვალა. უფრო თამამი, თავდაჯერებული და მიმზიდველი გახდა. თამთა განვლილი გზის შემდეგ შესაძლოა თამამად მივიჩნიოთ კარგ მაგალითად. მან ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია, შეძლო და ყველას დაუმტკიცა კიდევ ერთხელ , რომ " ოცნებები ხდება " - მისი ლამაზი და ნათელი ოცნებაც ხომ ახდა, ალბათ თვითონაც ვერ წარმოიდგენდა, რომ შესაძლოა ერთ დღეს ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული და ნათელი გახდეს.
რჩევა : პროფესიონალიზმი და ინდივიდუალურობა - ჩემი აზრით, ეს არის წარმატების საწინდარი

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6



საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.

პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, თამთა ცხვიტავა

73


  • Lucette თქვა:
    11 სექტემბერი 2012 21:04 - ID: 73,
    არ მევასება ამის სიმღერა და ხმა ხო საოერთოდ

  • maco თქვა:
    6 სექტემბერი 2012 11:33 - ID: 72,
    ვინ მიამსგავსა ადელი და ეს უბედური ერთმანეთს angry

  • lady19 თქვა:
    19 აგვისტო 2012 17:15 - ID: 71,
    მაგარი ნიიჭიერია

  • Ana-Rihanna თქვა:
    10 აგვისტო 2012 14:00 - ID: 70,
    miss crazy,
    და მაინც როგორ ვიქცევი???
    და ამერიკაში სელენას და ჯასტინის ნიჭს აფასებენ??

  • miss crazy თქვა:
    8 აგვისტო 2012 15:30 - ID: 69,
    Ana-Rihanna,
    და საქართველოს განუვითარებლობის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ესაა


    ხო და თუ მაგდენიც იცი და ხედავ განვითარებულ ამერიკას ნაგვას რაღას ეძახი.....იქ ნიჭს მაინც აფასებენ what
    შენ თვითონ იქცევი ეხლა ზუსტად ისე როგორც სხვები შენ აქ გექცევიან, ასე რომ შენც მათნაირი ხარ და სხვებს ნუღარ აკრიტიკებ lol

  • Ana-Rihanna თქვა:
    3 აგვისტო 2012 23:00 - ID: 68,
    miss crazy,
    კარგად მომეხსენება რომ ზუსტად ჩემმა თანამემამულეებმა გადამასხეს ცივი წყალი.... და საქართველოს განუვითარებლობის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ესაა...ჯერ-ჯერობით გაღიმებული არ დავრჩენილვარ რომ ამერიკას მატერიალურ და მორალურ ნაგვად მოვიხსენიებ იმის გამო რომ ქართველები საქართველოს პატივს არ სცემენ...!!!!

  • miss crazy თქვა:
    3 აგვისტო 2012 19:32 - ID: 67,
    Ana-Rihanna,
    ხო მაგრამ ფაქტია რო ეგ ცივი წყალი ისევ შენმა თამამემემულე ქართველებმა გადაგასხეს, წადი და ეხლა ამერიკას ეძახე მატერიალური ან მორალური ნაგავი lol lol
    ისევ შენ დარჩები გაღიმებული fellow

  • Ana-Rihanna თქვა:
    3 აგვისტო 2012 13:31 - ID: 66,
    miss crazy,
    მე ამერიკას "ნაგვად" იმიტომ მოვიხსენიებ რომ არის... მეორეც თავიდან არანაირი სურვილი არ მქონდა ამისი დაწერისა და საერთოდ კომენტარის დატოვებისა მაგრამ აქ დაწერილმა კომენტარებმა ცივი წყალი გადამასხეს....

    და მე არა მატერიალურ არამედ მორალურ ნაგავზე გელაპარაკები....

  • tata minashvili თქვა:
    2 აგვისტო 2012 17:40 - ID: 65,
    მომწონს ძალიან ნიჭიერია love

  • miss crazy თქვა:
    2 აგვისტო 2012 16:41 - ID: 64,
    Ana-Rihanna,
    შენ თქვი:
    ნიჭიერ ხალხს არ აფასებენ და ნაგავ ამერიკაში მოღვაწე ჯასტინ ბიბერსა და სელენა გომეზს უსმენენ


    ამერიკას შენ თვითონ აგდებულად და უხეშად მოიხსენიებ, ნაგავს ადარებ და სხვებისგან რატო ითხოვ ცუდი კომენტარებისგან თავი შეიკავონ?

    ჩვენ ვცხოვობთ ნაგავში თუ ამერიკელები what

  • Ana-Rihanna თქვა:
    1 აგვისტო 2012 13:56 - ID: 63,
    miss crazy,
    მე შენთვის არ დამიბრალებია რომ ქართულ ფოლკლორს არ უსმენენ.... ეს შენი ან ჩემი კი არა მთლიანად ქართველების ბრალია რაგან არ აფასებენ იმ დიდ საგანძურს რაც აქვთ....
    არც ის მითქვამს რომ ჯასტინს ან სელენას არ მოუსმინოოო... მე უბრალოდ გამოვთქვი ჩემი აზრი იმის შესახებ რომ ნიჭიერ ქართველს რომელსაც არ უსმენთ საშინლად ლანძღავთ....
    !!!შეიძლება არ მოგწონდეს მომღერალი, მისი რეპერტუარი ან მისი ხმა მაგრამ აუცილებლად უნდა სცემდე მის შემოქმედებას პატივს!!!
    და ამ საიტზე შემოსული თინეიჯერები ჩემი აზრით არც სელენაზე და არც ჯასტინზე არაფრით ნაკლებნი არ არიან..... მერე რა რომ ფული აქვთ??
    ფული გაქვს და ქვეყანა შენიაო, აი ეს არის ყველაზე დიდი სიბრძნე რომელსაც გახრწნილება გვასწავლის....
    tamo,
    მე იმას ვერ უარყოფ რომ ამ ბოლო დროს რიანა ლაივს მაინცადამაინც დიდ ყურადღებას აქცევს მაგრამ ის მაინც ვიცი რომ ცოცხლად შესრულება შეუძლია და ამისი ბევრი მაგალითი არსებობს...


    tatia-tatia777,
    შენ ფიქრობ რომ სელენა თამთაზე ნიჭიერია??

    amanda,
    მართალი ხარ....

  • liliaNN თქვა:
    1 აგვისტო 2012 13:38 - ID: 62,
    ქართUლი რაც იმღერა არ მომეწონა მაგრამ ინგლისურად და ფრანგულად ძაან მაგრად მღერის და მომწონს love თანაც სასიამოვნო ქალია უცებ გახდა პოპულარული მაგრამ არა გაბრენდებით რასაც ახლა აკეთებენ ქართველი ვითOმ ვარსკვლავები არამედ ეს ქალი მის საქმეს აკეთებს love

  • tatia-tatia777 თქვა:
    1 აგვისტო 2012 13:31 - ID: 61,
    შეუძლებელია მისი სახელი და გვარი არ იცოდეთ


    რატომაა სეუზლებელი ?ელტონ ჯონი მყავ ს თუ მაიკლ ჯექსონი . როგორც კი ვინმე გამოჩნდება შოუბიზნესსი ეგრევე ეგ ხმები დადის შეუძლებელია არ იცნობდე და მსგავსები. ვინ მყავს ერტი ასეტი რომა რ ვიცოდე გუშინ გამოჩდა ეკრანზე wink ან ამის ხმის რა მოგწონთ რომ აწუილდება ყური მისკდება მგონია wink ტყუილა ადარებენ ადელსაც და სელენა გომეზსაც ვიღაცისგან გაისმა აქ . მიუხედავად იმისა რომ სელენას ვერ ვიტან ეგ მაინც ისე შორსაა მისგან როგორც ცა და დედამიწა


    შეუძლებელია მისი სახელი და გვარი არ იცოდეთ


    რატომაა სეუზლებელი ?ელტონ ჯონი მყავ ს თუ მაიკლ ჯექსონი . როგორც კი ვინმე გამოჩნდება შოუბიზნესსი ეგრევე ეგ ხმები დადის შეუძლებელია არ იცნობდე და მსგავსები. ვინ მყავს ერტი ასეტი რომა რ ვიცოდე გუშინ გამოჩდა ეკრანზე wink ან ამის ხმის რა მოგწონთ რომ აწუილდება ყური მისკდება მგონია wink ტყუილა ადარებენ ადელსაც და სელენა გომეზსაც ვიღაცისგან გაისმა აქ . მიუხედავად იმისა რომ სელენას ვერ ვიტან ეგ მაინც ისე შორსაა მისგან როგორც ცა და დედამიწა

  • DaTo- თქვა:
    1 აგვისტო 2012 12:50 - ID: 60,
    რა საშინლად წიკვინა ხმა აქვს
    ამას ნეტა ვინ უსმენს :|
    ედიტ პიაფს ვერც კი შევადრებ სად ედიტი პადამს რო მღეროდა და სად ეს რო კნავის :D

  • tamo თქვა:
    31 ივლისი 2012 22:16 - ID: 59,
    ციტატა: tekla.1
    ადამიანი რო იმგერებს უნდა გესიამოვნოს და არა ყურებში წუილი გესმოდეს

    გეთანხმებიი,

    Ana-Rihanna,
    რიანას ხო გაეგება მუსიკის რაა lol
    ისეც კარგი ნაგავია fellow

  • amanda თქვა:
    31 ივლისი 2012 20:07 - ID: 58,
    Ana-Rihanna,

    კიდევ ერთხელ გეთანხმები,თუმცა აქ კიდევ სხვა რამეცაა ძაან დიდი ხელშეწყობა ჭირდება იმას,რომ ჩვენი მუსიკა კომერციული გახდეს,ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს შოუბიზნესი და უსმენენ ძაან იდიოტურ მომღერლებს,უცხოლებეს რო თავი დავანებოთ აგერ საქართველოში ნინო ჩხეიძე რო იქნება ყველაზე გაყიდვადი აი რაღა უნდა ილაპარაკო რაა:D:D

    ხო კიდე რასაც მოგაჩეჩებენ არ უნდა მიიღო თუ არაგემოვნებიანია,მაგრამ დღეს ძაან ბევრია ასე სამწუხაროდ,ურჩევნიათ ყრუ მომღერლების მიერ დადგმულ სანახაობებს უყურონ :D

  • miss crazy თქვა:
    31 ივლისი 2012 19:40 - ID: 57,
    Ana-Rihanna,

    ნეტა თუნდაც ჯასტინის ან სელენას დონეზე მივიდეთ პატარა ბავშვებს მილიონები თავზე გადასდით lol თან რით? უბრალოდ კარგ შოუებს აკეთებენ, და ბევრი ქართველი მომღერლის "მაგარ ხმას" მე მაგალითად მირჩევნია ჯასტინს ვუსმინო ისევ what

    ვიღაცას ქანთრი მუსიკა ქონდა მოხსენიებული......... და მერე ქართული ფოლკლორი რა შედარებებია ვერ ვიგებ belay ამერიკულ ფოლკლორს თუ მთელი მსოფლიო უსმენს და ქართულს არა ეხლა ეგეც ჩვენ დაგვაბრალეთ რაააა

  • tako_takunebi თქვა:
    31 ივლისი 2012 17:53 - ID: 56,
    ძალიან მომწონს მისი ხმა love

  • Cherry_Nanka თქვა:
    31 ივლისი 2012 17:25 - ID: 55,
    ვაუ,მაგარია ძააან :) :* თამთა მართლაც ძალიან კარგად მღერის,ირადათ მე ძალიან მომწონს :)

  • Ana-Rihanna თქვა:
    31 ივლისი 2012 15:17 - ID: 54,
    amanda,
    სწორედაც რომ ასეა... თუნდაც იმას რომ ქართულ ფოლკლოს არ აფასებენ ქართველები და ამერიკულ "ქანთრიზე" გიჟდებიან....
    თამთას ლანძღავენ და საკუთარ ტანამემამულეებს ვიღაცეების გამო ჯიჯგნიან.... აი ამატომ იკარგება უნიკალური კულტურა და ნაგავი დაფრინავს ცაში....

    შეიძლება არ მოგწონდეს ეს სტილი ან მისი ხმის ტემბრი მაგრამ ხომ შეიძლება რომ პატივი სცე მის ნიჭსა და შემოქმედებას??

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top