;
1 აგვისტო 2012      sabavachiberidze     36 კომენტარი     ნანახია 5598-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ვარსკვლავური ცხოვრება : მასტერი


ენჯელ.ჯი გთავაზობთ პროექტს სახელწოდებით "ვარსკვლავური ცხოვრება" - სადაც ყოველკვირეულად ჩვენ უკეთ გავიცნობთ ქართველ და არა მარტო ქართველ ვარსკვლავებს.ამ გამოშვების სტუმარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპერი - მასტერია

პროექტს წარმოგიდგენთ :DAVID JONES ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
DAVID JONES fb / თბილისი, პეკინის 6

ალბათ ძალიან ცოტა თქვენგანმა იცით, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი გიორგი პავლიაშვილია. 23 წლის არის და თბილისში დაიბადა. 2 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა. ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ფეხბურთის თამაში იყო, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა და გიორგიმაც რეპერობა გადაწყვიტა. საყვარელი შავკანიანი რეპერი ლეგენდად ქცეული თუფაქია, აი თეთრკანიანი კი რასაკვირველია ემინემი.

ვარსკვლავური ცხოვრება : მასტერი



„ მე ვარ გიორგი პავლიაშვილი 23 წლის, დავიბადე თბილისში, ვსწავლობდი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 2 წელი ვცხოვრობდი ამერიკაში სადაც ასევე სკოლაში ვიღებდი განათლებას. დავასრულე სკოლა, პარარელურად ვთამაშობდი ფეხბურთს როგორც თბილისში ისევე ამერიკაში.იქ ყოფნისას გავხდი შტატის საუკეთესო ფეხბურთელი, იქ ვეზიარე ასე ვთქვათ რეპის სიყვარულს. შემდეგ დავბრუნდი ჩემ სამშობლობში სადაც დავიწყე აქტიური მოღვაწეობა რეპ ინდუსტრიაში, ჩავაბარე უნივერსიტეტში დავამთავრე იურდიული ფაკულტეტი. ვარ რეპერი იურისტი ნუ ესე გამოდის, ამჟამად ვსწავლობ მაგისტრატურაზე, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით

რატომ დაანებე ფეხბურთს თავი ?

ვიცი ბანალურად ჟღერს, მაგრამ ფეხბურთს თავი ტრამვის გამო დავანებე.ეს არჩევითობა ჩემდაუნებურად მოხდა, რეპის და კონკრეტულად მუსიკის სიყვარულმა გადაწონა ყველაფერი და ამიტომაც ავირჩიე ის რასაც ეხლა ვაკეთებ

ამერიკაში ყოფნის დროს როგორც რეპერმა რა ისწავლე და რა გააკეთე ?

არაფერი ისეთი, იქ ჩამოყალიბებული რეპერი არ მერქვა, უბრალოდ იქ შემიყვარდა ეს ზანგური მიმდინარეობა და სხვა შავკანიანთა მუსიკალური მიმდინარეობები რასაც ჰქვია ჯაზი, არენდბი, სოული და ასე შემდეგ... იქ შავკანიან მეგობრებთან, რომლებიც ძალიან ბევრი მყავდა ვრეპავდი ხოლმე. ისეთი ენა გვაქვს ცოტა კი ეღიმებოდათ მაგრამ აშკარად მოწონდათ რავიცი ნუ ესე გამოხატავდნენ, რეპში სერიოზულს არაფერს არ ვაკეთებდი იქ, უბრალოდ ვმღეროდი სკოლის ჯგუფში და გვქონდა კონცერტები ოღონდ ეს არ იყო რეპთან შეხებაში სხვა მიმდინარეობა იყო იქ...

რომელ რეპერს გამოარჩევდი?

აუ ყოველთვის მიჭირს ესე გამორჩევა რადგან ბევრს ვუსმენ ძალიან ესე არჩეული არ მყავს. რათქმა უნდა თუფაქს, ნოტარიუსს ვუსმენ როგორც მეფეებს მათ ისე ვუყურებ. ასევე ვუსმენ თანამედროვე სკოლას რასაც ეძახიან ანუ ახალ რეპერებს და არ ვიცი ესე ვერ გამოვყოფ ვისი კონკრეტული სიმღერაც მომეწონება მათ ვუსმენ, თეთრ კანიანებში რათქმა უნდა ემინემს... ორი აზრი არ არსებობს




საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპერი ხარ. რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში კარიერამდე და ახლა , როდესაც ყველა გიცნობს?

ყველაფერი თანდათან მოდის ესე არ არის, რომ უცებ გაიღვიძო და პოპულარული იყო, ყოველშემთხვევაში ჩემთან ესე მარტივად არ მოსულა. ზუსტად იგივე ადამიანი ვარ რაც ვიყავი, ყველამ იცის ეს, ძალიან გახსნილი პიროვნება ვარ, ყოველთვის ვპასუხობ მსმენელებს, რომლებიც ყოველდღე მწერენ, ვაფასებ ყველა კარგ ადამიანს და ყოველთვის თავისუფლად შევდივარ ადამიანებთან ურთიერთობაში ვისაც სურვილი აქვს რომ გამესაუბროს... არაფერი არ შეცვლილა საერთოდ ისევ ისეთი ვარ როგორიც ვიყავი...

ოჯახი : დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს , თუმცა დედმამიშვილებთან ხშირი კონტაქტი აქვს. 2 ძმა და ერთი და ჰყავს. დედამისი კემბრიჯ ცენტრის მთავარი მენეჯერია, მამისი კი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.

„ მე ვარ დედის ერთა და მამის ოთხა, ამას ვამბობ ხოლმე ყველგან (იცინის) ცალკე ვცხოვრობ დედასთან ერთად, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია... ასევე მყავს 2 ძმა და ერთი და, რომლებიც ძალიან მიყვარს ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვნახულობთ ერთმანეთს, პრინციპში ერთი ოჯახი ვართ არანაირი განსხვავება უბრალოდ ცალ ცალკე სახლებში ვიძინებთ, ხშირად ერთ სახლშიც პრინციპში . მამაჩემი ამჟამად თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია, დედაჩემი არის კემბრიჯ-ცენტრის ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის მთავარი მენეჯერი"




გოგონები მისი სუსტი წერტილია . მისთვის მთავარია ადამიანი შინაგამნად იყოს ლამაზი და საინტერესო. როგორც ამბობს გოგო, რომელიც მოეწონება კარგი ადამიანი უნდა იყოს და კარგი მოსმენა შეეძლოს. ჰო მართლა, არ უყვარს, როდესაც ეწევიან !

„ ფიზიკურად და გარეგნულად როგორი გოგოები მომწონს ვერ გეტყვი, მართლა არ მაქვს ესეთი სპეციფიური შეხედულება... ჩემთვის მთავარია შინაგანად გოგო იყოს ძალიან საინტერესო და მიგებდეს ესმოდეს ჩემი, არ მიყვარს როცა გოგო ეწევა, არ მიყვარს როცა ბილწსიტყვაობენ გოგოები უფრო ვიცი რა არ მიყვარს, რა მიყვარს ეგ გამორჩეულად არ ვიცი. კარგი ადამიანი უნდა იყოს, მოსმენა უნდა შეეძლოს... უნდა იცოდეს რა დროს როგორ მოიქცეს აი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნარი უნდა ქონდეს სად როგორი უნდა იყოს სიტუაციას უნდა შეეწყოს ადამიანი, ნუ მე ესე ვარ . "

აფასებს : კაცთმოყვარეობას , სიმართლეს, სიყვარულის გამოხატვას, ხელგაშლილობას, გვერდში დგომის უნარს, და იუმორს აუცილებლად !

ONE DAY : გახდება მამა და იქნება ყველაზე მოსიყვარულე მამა მთელ მსოფლიოში.

ვარსკვლავური ცხოვრება : მასტერი


რჩევა: იყავით ისეთები როგორებიც ხართ. არ დაკარგოთ იმედი, გჯეროდეთ საკუთარი თავის.აღმოაჩინეთ და იპოვეთ ის საქმე, რომელიც ძალიან გეყვარებათ

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
DAVID JONES fb / თბილისი, პეკინის 6

ვარსკვლავური ცხოვრება : მასტერი


საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE -ისთვის.
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, მასტერი, რეპი

36


  • lashafcb თქვა:
    24 ივნისი 2015 19:58 - ID: 36,
    ყველაზე მართალს ბაზრობს . კომენტარებს როუყურებ მგონია რომ არც მოგისმენიათ და რაც იცით ვინარის და რატო წერთ ცუდ კომენტარებს თან ამბობთ პირველად ვნახეო და ლამის ისეთი კომენტარები წერეთ რომ სტატის წაკითხვა არ მოუდება ადამიანს,ფეისუქზე ნახოს ვისაც აინტერესებს მისი გვერდი დღეს,როარ მღეროდეს კარგად არექნებოდა 81 000 ლაიქი გვერდზე

  • someone თქვა:
    13 სექტემბერი 2012 14:51 - ID: 35,
    კომენტარებს რომ გადავხედე ეს ბიჭი შემეცოდა....

  • anano-anano თქვა:
    22 აგვისტო 2012 12:47 - ID: 34,
    პროსტა ამ ბიჭს ვინ გონია თავისი თავი რაა. ძაან მაღიზიანებს,ვარსკვლავი არა კვატი wink ამაზე მაგარი ვარსკვლავი მე თუ არ ვიყო wink ტიპი დგას და ანრი ჯოხაძეს ურჩევს საქმეს და თუნდაც გია სურამელაშვილს,როცა თვითონ დგას და ქსენონის ფარებზე და რეიბანებზე მღერის.. ამბიციაა მართლა ურევი,დონე ნული რაა :|||||

  • nat_angel თქვა:
    2 აგვისტო 2012 23:39 - ID: 33,
    არადა რო შეხედავ მოგეწონება:DD რო არ იმღეროს არა ხოო??:DDDD

  • makomako თქვა:
    2 აგვისტო 2012 20:10 - ID: 32,
    ქართველი ვარსკვლავი ,ეგეთები არსებობენ?:D

  • amanda თქვა:
    2 აგვისტო 2012 18:06 - ID: 31,
    ზოგადად რეპს,მითუმეტეს ქართულს არ ვუსმენ,მაგრამ ამ ბიჭის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი,ვფიქრობ ქართველი რეპერებისგან განსხვავებულია

  • tata minashvili თქვა:
    2 აგვისტო 2012 17:38 - ID: 30,
    მისტერ მასტერი wink wink wink

  • mari)) თქვა:
    2 აგვისტო 2012 11:00 - ID: 29,
    ეს ვინღააა |(

  • klementina თქვა:
    2 აგვისტო 2012 03:31 - ID: 28,
    sabavachiberidze არ ვაფასებთ რა შუაშია აბა ვარსკვლავები რა უბედურებაა რომელი ვარსკვლავი ეს მყავს უბრალოდ სასცილოა და არც უხდება ეს სახელი.რატომ გწყინს 1000კაცს გაეცნა ამ სახელზე და ხო უნდა მიხვდე რომ ნიტოა.
    პ.ს შეადარე ეხლა კრისტენი ამ მასტერს ვინ არის ეს საერთოდ პირველად გავიგე და სთარ რომ იყოს დამიეჯრე შენზე ადრე მეცოდინებოდა. ვინც დასაფასებელია ვაფასებ მითუმეტეს ქართველს.

  • miss crazy თქვა:
    2 აგვისტო 2012 01:59 - ID: 27,
    angel.ge
    ვინ მასტერი რა მასტერი lol lol რა გინდა რეიტინგს უგდებ შენ თვითონ ამ საიტს?????


    ვაიმე ვარსკვლავებში მაინც არ ჩაგეგდოთ და ისე ნიუსი გაგეკეთებინათ lol

    საერთოდ რეპის აზრზე არაა ეს ტიპი, ვერ რეპავს ტო
    რა ღადაობააა, აი არ ვიცი რა ვთქვა სხვა რამე იმღეროს რააა ვერ ხვდება რო ვერ რეპავს???????
    თან რეპერი იურისტი შენ და ეგ იქ არ გაგიგონ რააა, 2pac-ი დაბრუნდებოდა მაგის გამო
    what

    PS: ONE DAY გახდება მამა და იქნება ყველაზე მოსიყვარულე მამა მთელ მსოფლიოში. belay იცის ალბათ ამისგან მეტი ვერაფერი გამოვა და drunk ისე კარგი ბიჭია, უბრალოდ ვერ მოვითმენდი ამის "რეპზე" იგნორი რო გამეკეთებინა

  • Love..∞♡ თქვა:
    1 აგვისტო 2012 23:34 - ID: 26,
    პირველად გავიგე wink



    BonoBo,
    კლუჩი wink

  • Thamo თქვა:
    1 აგვისტო 2012 21:57 - ID: 25,
    Are you fucking kidding me ? lol

  • Suck It And See ☮ თქვა:
    1 აგვისტო 2012 21:28 - ID: 24,
    Ana-Rihanna,


    მაგარი დაქნეულია

  • BonoBo თქვა:
    1 აგვისტო 2012 20:57 - ID: 23,
    მასტერი არა კლუჩი კიდე, ყველამ თავის რეიბანებს მიხედოს... wink გული მტკივა ქართველი რო ვარ ხანდახან

  • nanka_nanka17 თქვა:
    1 აგვისტო 2012 20:56 - ID: 22,
    sabavachiberidze,
    ის თუ ძაან გაინტერესებს არანაირი იდეები არ მიჩნდება ამ პროეკტთან დაკავშირებით იმიტომ რომ არანაირი ვარსკვლავები არ გვყავს და კრისტენის და რობერტის მაგალითი თუ მოგყავს ისიც გაითვალისწინე რომ კაკ მინიმუმ მასტერზე და ღუღუნაშვილზე მეტი ვარსკვლავები არიან სულ თუ არაფერი, რა ვქნათ რა ჩვენი ბრალია უმრავლესობა თუ უარყოფიტ კომენტარებს წერს ან შოუბიზნესი რომ არ გვაქვს

  • TaTunebiii თქვა:
    1 აგვისტო 2012 19:57 - ID: 21,
    love

  • sabavachiberidze თქვა:
    1 აგვისტო 2012 19:49 - ID: 20,
    nanka_nanka17,
    პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]

    ეს იმიტომ ეწერა მთელი პროექტის განმავლობაში , რომ მოგეწერათ ვისი ხილვა გსურდათ. ამ ადამინებზე მოთხოვნა იყო : )
    klementina,
    სასაცილო იცი რა არის? კრისტენ სტიუარტი და ვიღაც რეჯისორი რომ იცით და ქართველს არ აფასებთ : ) არასდროს, თუმცა არა აფასებთ, ოღონდ, როცა იღუება !
    სახელის გადარქმევა კი საჭირო არ არის )
    ხვალ თქვენ უკანასკნელ პროექტს იხილავთ : )

  • bunchura თქვა:
    1 აგვისტო 2012 18:58 - ID: 19,
    გაიყვანეთ ეს ვინღააა

  • nanka_nanka17 თქვა:
    1 აგვისტო 2012 18:57 - ID: 18,
    klementina,
    გეთანხმები, ჩვენ რო ვარსკვლავები გვყავს ნუ იტყვი, იმიტო არ ვიცით ნახევარმა საქართველომ ის ადამიანები ვინც ამ სტატიაშია_რამდენიმე ყველას არ ვგულისხმობ

  • klementina თქვა:
    1 აგვისტო 2012 18:11 - ID: 17,
    პირველად ვნახე :D
    ეტყობა ისეთი ვარსკვლავია რომ ცაზე არ ჩანs.:D
    გადაარქვით სახელი სასაცილოა უკვე რა.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top