21 თებერვალი 2013      Mari__Angel     15 კომენტარი     ნანახია 6103-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge



იოგას სახლი
ზოგს იოგა რელიგიური მიმდინარეობა გონია, არადა ფილოფოსია და ფიზიკური დისციპლინაა, თანაც ახლა უკვე მოდურიც:)

გიორგი ბერძენიშვილის იოგას სტუდია იოგას სახლი პირველი იოგას ცენტრია საქართველოში.
"იოგას სახლი" საერთაშორისო იოგას ფედერაციის წარმომადგენლია საქართველოში. მაღალი პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილება ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურშია. გვთავაზობენ მრავალფეროვან იოგას პროგრამას. ფიტნეს-იოგა, სანკურნალო-გამაჯანსაღებელი იოგა, იოგა სტრესის წინააღმდეგ, იოგა ბავშვებისთვის.

იოგას სახლი
facebook.com/pages/ იოგას-სახლი / www.yoga.ge
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 46; ტელეფონი: 298 25 16; 555 11 52 88;
იოგას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი - საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია


იოგა ფსიქო და ფიზიკური დისციპლინისგან შედგება. საზოგადოებაში იოგას მიმართ გამოთქმული მითქმა-მოთქმის მიზეზი რელიგიური მხარე იყო, ახლა ნათელია რომ საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია ემიჯნება რელიგიურ პროპაგანდას, კერძოდ აღმოსავლური მიმდინარეობის. იმისდა მიუხედავად რომ იოგა იმთავითვე იყო აღმოსავლურ რელიგიებთან მჭიდრო კავშირში დღეს საერთაშორისო ფედერაცია იოგის მედიტაციური ვარჯიშებს იყენებს ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისთვის, ადამიანს საკუთარ სულიერ სამყაროში ახედებს, რაც არ არის დამოკიდებული მის რელიგიაზე. საქართველოში, როგორც ევროპასა და ამერიკაში დანერგილია იოგის დახვეწილი ფორმაა, რომელიც გამიჯნულია აღმოსავლური, ტიბეტური თუ ინდური საკულტო მედიტაციისგან. თვითჩაღრმავების ეს ფორმა მისაღები და სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის.



როგორც გიორგი ბერძენიშვილი ამბობს ძირითადად იოგას სახლში მისული ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარ ასაკთან შედარებით ფიზიკურად შეუსაბამოდ გრძნობს თავს, რაც გამოხატება როგორც წონის პრობლემაში, ასევე ხერხემლის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი გზების პრობლემებთან. იოგის მიზანია გააჯანსაღოს და სასიამოვნოდ განტვირთოს ჩვენი სხეული, გახდეს უფრო მოქნილი და პლასტიური, მოგვანიჭოს სულიერი სიმშვიდე და გამოაღვიძოს ჩვენში დაფარული პოტენციური ენერგია, რომელსაც შემდგომ ჩვენდა საკეთილდღეოდ მივმართავთ და ცხოვრების ჯანსაღ წესად ვაქცევთ..

იოგას ვარჯიშის სირთულის დონე და დატვირთვა:

საკითხი ვარჯიშების სირთულის ან გამოცდილ ჯგუფთან ვარჯიშის შესახებ. გასაუბრების შემდეგ ცენტრში მიიღებენ რეკომენდაციას თქვენთვის შესაბამისი კლასის შესახებ. საწყისი კლასები არის იოლი, მაგრამ ინტენსიურ კლასში დატვირთვა უფრო მეტია ვიდრე ფიტნესში.


ვარჯიშისას მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს. ნუ შეეჯიბრებით სხვას. არ არის აუცილებელი რთული ვარჯიშების შესრულება, ჯანმრთელობისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. იქონიეთ მოთმინება. ვარჯიში ნელა, ყურადღებით და ზუსტად შეასრულეთ. ნუ შეასრულებთ გაჭიმვებს ტკივილის შეგრძნებამდე, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და თანაბარი გაჭიმვები.

არ დააძალოთ თქვენს თავს იმაზე მეტი, ვიდრე შესაძლებელია. მეორეს მხრივ კი, სულ მუდამ პროგრესზე უნდა იყოთ ორიენტირებული.
მიზანდასახულად უნდა მიუდგეთ ვარჯიშებს და ეცადოთ დღითიდღე გააუმჯობესოთ შედეგი. ამისთვის ძალისხმევა შეიძლება არც სახლში დაიშუროთ. ვარჯიში რომელიც დარბაზში ცუდად გამოგდით, შეგიძლიათ ცალკე დაამუშაოთ და ამას ყველაფერს ინსტრუქტორი აგიხსნით.



მეცადინეობებს ატარებენ საერთაშორისო ფედერაციის მიერ სერთიფიცირებული ინსტრუქტორები!


1 თვის აბონიმენტის (12 ვარჯიში) საფასურია 100 ლარი.
სტუდენტებზე მოქმედებს 20% ფასდაკლების აქცია!
დეტალურად მეცადიონებების განრიგს და ტარიფებს იხილავთ >> ლინკზე <<

იოგას სახლი
facebook.com/pages/ იოგას-სახლი / www.yoga.ge
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 46; ტელეფონი: 298 25 16; 555 11 52 88;
იოგას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი - საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია





იოგას სახლში ამჟამად ვარჯიშობენ რეალითი შოუ Top გოგო -ს მონაწილე მოდელები.
იხილეთ ფოტოები ალბომში: "TOP გოგო" Yoga House-ში





შოუს მონაწილე გოგოები Evija Vilistere და Yulia Mikhailovna უკვე კარგად ფლობენ იოგას.




ჩანაწერები სტუმართა წიგნიდან yoga.ge/fbcomments :

იოგას სახლი
Elene Kavtaradze: “დიდ სტიმულს მაძლევს! ყველაფერი არ გამომდის, მაგრამ იმედი მაქვს დროთა განმავლობაში გამომივა და კიდევ უფრო კარგ შედეგებს დავინახავ.
დაძაბული დღის რეჟიმის დაწყების წინ ენერგიით ვივსები და დღეც ბევრად უფრო ხალისიანია... ამასთანავე, იოგას ვარჯიშები განსაკუთრებულად რთულ პერიოდში დამეხმარა დამეძლია ჩემი სულიერი მდგომარეობა..... მადლობა გიორგის იმისთვის, რომ ასეთ სასიამოვნო აურას გადმოგვცემს და ჩვენც დადებითი ენერგიით გვმუხტავს! ”


Nino Gogoladze:იოგა ჩემთვის საუკეთესო გზაა განტვირთვისთვის და ამავდროულად ენერგიით მავსებს
იოგას სახლი
Natia Tatia: “2 თვეში 2 კილოგრამი დავიკელი უდიეტოდ და სასიამოვნო ვარჯიშით; მთელი სიამოვნებაა ყოველი დილის იოგით დაწყება, სტიმულს და მოტივაციას მაძლევს, თავდაჯერებულობასაც მმატებს, განწყობასაც მიმაღლებს. მოკლედ, არ ინანებთ..”.





იოგას სახლი
Teona Isiani: “1 თვეა დავდივარ იოგას სახლში და გასაოცარი შედეგი მაქვს. აქამდე მაწუხებდა ხერხემლის პრობლემები, მიმძიმდებოდა ფეხები, მალე ვიღლებოდი და მტკიოდა მთელი ზურგი– ეს ყველაფერი სულ რაღაც 1 თვეში მოგვარდა. გარდა ამისა კიდევ უამრავ პრობლემას აგვარებს, ყველას გირჩევთ იაროთ და გამოცადოთ ყოგას საიდუმლოება საკუთარ თავზე. ალბათ მთელი გვერდი არ იქნება საკმარისი რომ ჩამოვთვალო რამდენ რამეს უხდება. (ნევროზი, უძლობა, კუჭნაწლავის პრობლემა, სქოლიოზი, ნივთიერებათა ცვლა და ა. შ.) მადლობა გიორგის რომ ესე ყურადღებით გვავარჯიშებს და მისი დახმარებით სწორად ვვარჯიშობთ, რითაც ბუნებრივია გვაქვს გასაოცარი შედეგი.




Nino Cholokashvili:I would advise Yoga courses to all business people, because they will definitely feel more relaxed and calm after a hard working day. Yoga training really helps your business because you are then refreshed and able to gain strength during the working day or even during important meetings.” (ამონარიდი ჟურნალიდან The FINANCIAL)

Nino Vashakidze: “Yoga is not intensive and is easily combined with a working schedule. You are not tired after Yoga and are able to go anywhere and even have fun in the evening following the training” (ამონარიდი ჟურნალიდან The FINANCIAL)


თიკა ფაცაცია და ქრისტინე იმედაძე


იოგას სახლი

Marika Sikharulidze: “ ♥ ადგილი სადაც რაც არ უნდა დაღლილი ვიყო სიამოვნებით მივდივარ. რაც არ უნდა დაძაბული დღე გქონდეს, იმხელა განტვირთვას იღებ 45 წუთში, რომ აღარ გახსოვს დაღლა. ”


იოგას სახლი
Nina Iashvili: იოგას დახმარებით მე შევძელი მეპოვა საკუთარი თავი, ვაკონტროლო შინაგანი წონასწორობა, სიმშვიდე..... და რაც მთავარია გავიდე ყოველდღიური ქაოსისაგან. განსაკუთრებით დაძაბული დღის შემდეგ ვარჯიში აბსოლიტურად მიხსნის დაღლილობას,რამაც პირველ ვარჯიშზევე გამაოცა.ერთ საათიანი ვარჯიშის შემდეგ ახალი ენერგიით ვივსები და საერთოდ მავიწყდება განვლილი დღე.იოგაზე ჯანმრთელობოს გამო დავიწყე სიარული და შედეგი ორ თვეში მივიღე....”



იოგას სახლი
facebook.com/pages/ იოგას-სახლი / www.yoga.ge
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 46; ტელეფონი: 298 25 16; 555 11 52 88;
იოგას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი - საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია


იოგას სახლში ამჟამად (თვის ბოლომდე) მიმდინარებს ფოტო-კონკურსი მე ♥ იოგა
გადაიღეთ ფოტო იოგას რომელიმე პოზაში, ან ვარჯიშის დროს. გააგზავნეთ facebook.com/pages/იოგას-სახლი/ შეტყობინების სახით, დააგროვეთ რაც შეიძლება მეტი like და მოიგეთ ერთ თვიანი აბონემენტი იოგას სახლში!


კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags:

15

  • Blackberry თქვა:
    22 თებერვალი 2013 21:08 - ID: 15,
    me viyavi ertxel da ai chamengra yvelaperi rasac qvia otxi dge ver vindzreodi..zustad am saxshi viyavi:D:D

  • mariam.. თქვა:
    22 თებერვალი 2013 13:14 - ID: 14,
    სიამოვნებით ვივლიდი აქ საშუალება რო იყოოს :(

  • Ana smiley თქვა:
    21 თებერვალი 2013 16:03 - ID: 13,
    ნეტა მათლა თუ შველის?

  • tugriki თქვა:
    21 თებერვალი 2013 00:35 - ID: 12,
    ტანტრა იოგას ასწავლით winked

  • Gia Carangi თქვა:
    20 თებერვალი 2013 22:53 - ID: 11,
    რამდენი ხანია მინდა დაწყება და თავი ვერ მოვაბი... სამწუხაროდ დილის საათებში არ შემიძლია უნივერსიტეტის გამო მაგრამ სულ არაფერს საღამოობითაც ხომ კარგიაა? ძალიან მომწონს... <3

  • kristi_ თქვა:
    20 თებერვალი 2013 22:40 - ID: 10,
    სამწუხაროდ არ შეიძლება ფეხის გამო. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა იოგა.

  • nini:)(: თქვა:
    20 თებერვალი 2013 21:43 - ID: 9,
    Mari__Angel,
    ადამ ლევინი ადრეც ხო უგონოდ მომწონდა და ამის წაკითხვის მერე უფრო მომეწონა საყვარელია ძაან love
    მეც მინდა აქ სიარული მაგრამ დრო არ მაქვს:(

  • ELE-elene თქვა:
    20 თებერვალი 2013 21:25 - ID: 8,
    მართლა კარგია....ერთი პერიოდი ბიძა მასწავლიდა, კარგად გამომდიოდა, თვითონ ძალიან მაგარი იოგია... ეხლა მინდა ,რომ ისევ დავიწყო.. winked

  • lindsi თქვა:
    20 თებერვალი 2013 21:22 - ID: 7,
    კაი რაღაცაა მაგრამ მე ნებისყოფა არ მეყოფა არ შემიძლია :D

  • keetaa თქვა:
    20 თებერვალი 2013 21:13 - ID: 6,
    ძაან მაგარია იოგა მაგრამ ძაან მეზარება ხოლმე მერე რო ვამთავრებ ისე მსუბუქად და დასვენებულად ვარ ხოლმე მიხარია :D

  • Mari__Angel თქვა:
    20 თებერვალი 2013 21:01 - ID: 5,
    nini:)(:,
    ხოო, მეც ძალიან:)) როკერი იოგი:))
    აი აქ ნახავ: http://www.details.com/health-fitness/cele...a-workout-video სიმძიმეებს სპორტდარბაზში საერთოდ აღარ ვექაჩები სულ იოგით ვარ დაკავებულიო..
    თუმცა კიდევ კაცებიდან რობი უილიამსი, მეთიუ მაკკონაჰი, რობერტ დაუნი უმცროსი, დევიდ ბექჰემი, ეშტონ კაჩერი, ჯონ ბონ ჯოვი და სტინგი რაღა თქმა უნდა:))
    ა და ქალებიდან ნინა დობრევი, მაგარი ვიდეოები აქვს:))

  • nini:)(: თქვა:
    20 თებერვალი 2013 20:52 - ID: 4,
    Mari__Angel,
    ვა ადამ ლევინზე არ ვიცოდი:დ

  • sophia თქვა:
    20 თებერვალი 2013 20:49 - ID: 3,
    მომინდაა sad

  • Mari__Angel თქვა:
    20 თებერვალი 2013 20:48 - ID: 2,
    barsutka))),
    მეც.. რა ხანია ვერ მივაღწიე .. და ახლა ვიწყებ:)
    ყველა სუპერმოდელი რომლის ტანიც მომწონს იოგით არის დაკავებული: მირანდა კერი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ალესანდრა ამბროსიო (მისი ტანი არ მომწონს ძვლებიანად, თორე კუნთოვანი კი:))) ... თან ორსულობის დროსაც აკეთებდნენ და მაგარია, სულ კარგ ტანზე ხარ:( და ადამ ლევინიც იოგია! :D

  • barsutka))) თქვა:
    20 თებერვალი 2013 20:25 - ID: 1,
    აუ ძალიან მინდა დავკავდე იოგით love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: გურამ ხეცურიანი
    ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შესახებ, წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top