;
6 აპრილი 2013      Tatia_M.     10 კომენტარი     ნანახია 8755-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ინტერვიუ ქართველ ბლოგერთან_ანანო დოლაბერიძესთან

ანანო დოლაბერიძის სახელი თბილისის მოდურ სამყაროში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქტიურად ცდილობდა მოდური ბლოგის კულტურის დამკვიდრებას, დღეს კი მისი ბლოგი Anobano's Blog ძალიან მრავალფეროვან და დახვეწილ სიახლეებს გვთავაზობს: anobanooo.blogspot.com/

ამჟამად ის ლაკო ბუკიას სამოდელო სახლის მენეჯერად მუშაობს და ორ მოდურ ჟურნალთან ეგო_სთან და ბომონდთან _თან თანამშრომლობს. როგორც თვითონ ამბობს მისი ოცნება Givenchy_ის მოდის სახლში Riccardo Tisci_სთან ერთად მუშაობაა.

გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ანანო დოლაბერიძესთან

ინტერვიუ ქართველ ბლოგერთან_ანანო დოლაბერიძესთან
როგორ აღმოჩნდი მოდის სამყაროში?
მოდის სფეროთი ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, შესაბამისად ხშირად ვათვალიერებდი მოდის ტენდენციებს,ჩვენებებს, როდესაც ბლოგი საზღვარგარეთ შემოვიდა და ბლოგერები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ მოდის სფეროში, მაშინ იწყებოდა ჩვენთან ამ ინდუსტრიის განვითარება და გადავწყვიტე გამეკეთებინა ბლოგი,სადაც ყველაფერს რაც მომწონდა და მაინტერესებდა დავწერდი და გავუზიარებდი ხალხს,
ბლოგი დაახლოებით 4 წლის წინ გავაკეთე და როდესაც თბილისის მოდის კვირეულზე გავაგზავნე აკრედიტაცია,როგორც მოდის ბლოგერი, მაშინ ეს ახალი ხილი იყო. აქედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა მოდის სფეროში, თავიდან მხოლოდ ბლოგი,დღეს კი უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემი ცხოვრების ნაწილია ეს სფერო
.


როგორ აღმოჩნდი ლაკო ბუკიასთან და კონკრეტულად რისი გაკეთება გევალება მოდის სახლისთვის?
ლაკომ გააკეთა ,,fashion bloggers competition'' ,სადაც უცხოელ ბლოგერებს შორის მხოლოდ მე ვიყავი ქართველი ბლოგერი, გამოგვიგზავნა ყველას მისი კოლექციის 1 ნივთი და უნდა გაგვეკეთებინა ლუქი, მისი კოსტიუმების გამოყენებით,სადაც გავიმარჯვე, აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა .
ინტერვიუ ქართველ ბლოგერთან_ანანო დოლაბერიძესთან


რა არის მაქსიმუმი,რასაც გინდა,რომ შენს პროფესიაში მიააღწიო?
პირველ რიგში ვაპირებ გავიარო მასტერი fashion marketing_ის განხრით. დიდი სურვილი მაქვს ვიმუშაო Riccardo Tisci_სთან ერთად ჟივანშის მოდის სახლში,თუმცა ჟურნალ ვოგის რედაქტორობაზეც არ ვიტყოდი უარს .

შენი აზრით,როგორი მდგომარეობაა მოდური ბლოგებისა და ჟურნალების კუთხით საქართველოში?
ბლოგერები ნელ_ნელა მრავლდებიან, რაც შეეხება ჟურნალებს,სამწუხაროდ საქართველოში ისეთი ჟურნალი რომელიც მთლიანად მოდას ეხება არ არსებობს. ორ ჟურნალთან მე ვთანამშრომლობ,სადაც მაქსიმალურად ვცდილობ მკითხველს გავაცნო ყველა ის ტენდენცია და სიახლე,რაც მოდის სფეროში არის და აგრეთვე ვიყენებ ყველა შესაძლებლობას ფოტოსესიისთვის,რომ საინტერესო იყოს. თუმცა არ დაგიმალავ, ძალიან რთულია, საქართველოში არ არის იმის ფუფუნება,რომ შენთვის საინტერესო ბრენდები გამოიყენო, გააკეთო ,,სთაილინგი'' ისე როგორც საჭიროა,ამიტომ ის რაც არის, ვცდილობ მაქსიმალურად საინტერესოდ გამოვიყენო .
ინტერვიუ ქართველ ბლოგერთან_ანანო დოლაბერიძესთან

ინტერვიუ ქართველ ბლოგერთან_ანანო დოლაბერიძესთან

ინტერვიუ ქართველ ბლოგერთან_ანანო დოლაბერიძესთან
დიზაინერობა და მოდელობა საქართველოში ძალიან პოპულარული საქმიანობა გახდა, ხომ არ ფიქრობ,რომ ეს ფაქტორი დაწევს ამ სერვისის ხარისხს?
მე ვფიქრობ,რომ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ის არის,რომ ადამიანები ამა თუ იმ საქმეს ირჩევენ,იმიტომ რომ ეს ტენდენციურია,პოპულარულია და არა იმიტომ,რომ ეს საქმე უყვართ, შესაბამისად ასეთ დროს ხარისხიან შედეგს ვერ მიიღებ. ყველა დიზაინერი და მოდელი ვერ იქნება, მე ბლოგერობა იმიტომ არ დამიწყია,რომ ეს ტენდენციური იყო. ვფიქრობ,რომ სეგმენტი მკაცრად უნდა იყოს განსაღვრული ყოველთვის. fashion week ,,ტუსოვკა'' არ არის, ეს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია იმ ადამიანებისთვის,რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში.

როგორ სტილს და სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
ჩემთვის არ არსებობს კონკრეტული სტილი, ყველაფერი რაც ჩემს სტილს ეხება დამოკიდებულია ჩემს ხასიათზე,თუმცა უმთავრესი რაც სტილშია, ეს არის ინდივიდუალიზმი,
რომელიც ყოველთვის უნდა ეტყობოდეს ადამიანს,როგორც სტილსაც არ უნდა ანიჭებდეს უპირატესობას. ქართველებს უყვართ ბრმად ტენდენციების მორგება და ეს არასწორია, შესაბამისად ერთი და იგივე სამოსით ხშირად გვხვდებიან ადამიანები. მთავარი ის არ არის რა გაცვია, ბრენდი იქნება ეს თუ არა , მთავარია როგორ გაცვია
.


ინტერვიუ ქართველ ბლოგერთან_ანანო დოლაბერიძესთან
ბოლოს მინდა, მოდის კვირეულზე გკითხო, უნდა ველოდოტ თუ არა სიახლეებს და სად იქნება ლოკაციები?
პირველი და ყველაზე სასიხარულო სიახლე არის ის,რომ ეს მოდის კვირეული განსხვავებულია ყველასგან იმით,რომ ძალიან საჭირო ხალხი დაესწრება ჩვენებებს. იქნებიან მოდის კრიტიკოსები ,ბაიერები, რედაქტორები,რომელთა აზრი,კრიტიკა და შენიშვნა აუცილებელია თითოეული დიზაინერისთვის,რაც ძალიან მიხარია. კარგ მთქმელს კარგი გამგონე ჭირდებაო და ეს ის შემთხვევა იქნება,როცა დიზაინერების კოლექციებს,ისეთი ადამიანები შეაფასებენ,რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ
რაც შეეხება ლოკაციებს,როგორც ვიცი არის მუზეუმი.ქარვასლა და კიდევ რამდენიმე ლოკაცია,რომელსაც ორგანიზატორები ჯერჯერობით არ ამხელენ, ვფიქრობ ეს მოდის კვირეული საუკეთესო იქნება, რაც ძალიან მახარებს
.

ინტერვიუ ქართველ ბლოგერთან_ანანო დოლაბერიძესთან

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags:

10


  • Queen Q თქვა:
    13 აპრილი 2013 19:59 - ID: 10,
    მესამე ფოტოში არ მომეწონა მისი ჩაცმულობა. არ ვიცი ეტყობა არ შეესაბამებოდა ჩემს გემოვნებას.
    დანარჩენ ფოტოებში ძალიან მომეწონა.
    იცის რა უხდება და როგორც თვითონ აღნიშნა ძალიან ინდივიდუალურია.
    მთლიანობაში super :)
    ყველაფერი აქვს რაც მოდის ნამდვილ მიმდევარს სჭირდება.

  • Bao თქვა:
    6 აპრილი 2013 22:26 - ID: 9,
    ვა რა საყვარელი გოგოა love ლუქებიც მომეწონა, ცოტა ბევრი ფოტო კარგი იქნებოდა, სიმართლე გითხრათ ინტერვიუ არ წამიკითხავს request ხასიათზე რომ ვიქნები წავიკითხავ მერე. feel


    ____________________
    But if you never try, you'll never know...

  • Ana smiley თქვა:
    6 აპრილი 2013 14:47 - ID: 8,
    კარგი ნიუსიაა

  • sophia თქვა:
    6 აპრილი 2013 14:10 - ID: 7,
    love ზალიან კარგი ნიუსია love გოგოც კარგია love

  • barsutka))) თქვა:
    6 აპრილი 2013 13:06 - ID: 6,
    კაიი გოგო ჩაანს :))) love

  • mari mari mari თქვა:
    6 აპრილი 2013 12:24 - ID: 5,
    საინტერესო იყო ძალიან

  • Laaaa თქვა:
    6 აპრილი 2013 12:10 - ID: 4,
    მომწონს ეს გოგოძალიან :))

  • ბუპა J.LO თქვა:
    6 აპრილი 2013 12:03 - ID: 3,
    მეც:)

  • milerka თქვა:
    6 აპრილი 2013 01:44 - ID: 2,
    მომწონს ეს გოგო <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top