;
6 აპრილი 2013      Tatia_M.     15 კომენტარი     ნანახია 9324-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ინტერვიუ მაკო კვიტაიშვილთან

მაკო კვიტაშვილი პროექტ ,,ახალი ხმიდან''გაიცნო ხალხმა და მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ, მისი გარეგნობა და სტილი 19 წლის მაკოს ნამდვილად გამოარჩევს სხვებისგან და ალბათ არცაა გასაკვირი, მის მიმართ გამოხატული ინტერესი. სამხატვრო აკადემიის სტუდენტის ოცნებაა, მის პროფესიაში დიდ წარმატებას მიაღწიოს, და ამისთვის ბევრი იმუშაოს

მაკო სანამ პროექტში მიიღებდი მონაწილეობას, რა ტიპის იყო შენი მუსიკისადმი დამოკიდებულება.?
სანამ კონკურსში მონაწილეობას მივიღებდი,მანამდეც ისეთივე დამოკიდებულება მქონდა როგორიც ეხლა მაქვს,ანუ რო გითხრათ დიდ დროს ვუთმობ_თქო მოგატყუებთ,მაგრამ ეს ჩემი ძალიან საყვარელი საქმეა




ორიოდე სიტყვით მოგვიყევი სად და რაზე სწავლობ? და თუ აპირებ სიმღერა შემდეგშიც გააგრძელო?
ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში,მოდის დიზაინზე, კერძოდ ტყავზე. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს სიმღერასთან დაკავშირებითაც

ძალიან დასამახსოვრებელი იმიჯი გაქვს, ესეთი იმიჯი პროექტისთვის შეიქმენი თუ მანამდეც ატარებდი?
არ ვიცი რატომ თვლიან,რომ რაღაც განსხვავებული ვარ, ესეთი ვარ ალბათ მთელი ცხოვრებაა და ალბათ ვერ ვიტყვი,რომ ეს ჩემი იმიჯია, უბრალოდ ეს მე ვარ. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი ჩაცმას და აქსესუარებს.


რა ჟანრის მუსიკას უსმენ? და თავად რომელი ჟანრის მომღერლობას ისურვებდი ?
არასდროს მიყვარს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.იმიტომ რომ უბრალოდ იმდენად ყველაფერს ვუსმენ, ძნელია ავარჩიო

ინტერვიუ მაკო კვიტაიშვილთან

გამორჩეული მომღერალი ან მუსიკალური ჯგუფი თუ გყავს, და ვისთან ისურვებდი დუეტის ჩაწერას?
გამორჩეული მომღერალი ბევრი მყავს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ამ წუთას ვისურვებდი დუეტი რიანასთან ჩამეწერა


გარდ იმისა,რომ პოპულარული გახდი, კიდევ შენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა ამ პროექტმა?
პროექტმა ძალიან ბევრი რაღაც მომცა და მასწავლა, შევიძინე ძალიან კარგი მეოგრები, გავიცანი ძალიან სასიამოვნო ხალხი, გამიცნო ხალხმა,რომლებიც ეხლა ჩემი გულშემატკივრები არიან და ვუყვარვარ. ეს არის ძალიან დიდი რამ ჩემთვის და, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილება მივიღე,

რა დროს უთმობ შოპინგს და თუ ანიჭებ ბრენდებს დიდ მნიშვნელობას?
შოპინგი არის ჩემთვის ძალიან საყვარელი საქმე, იმდენად მიყვარს ტანსაცმელი,რო ალბათ ვერ აღვწერ. ყველაზე ძალიან მაწყნარებს,როდესაც რაღაცას ვყიდულობ, არ მიყვარს როცა უფულოდ შევდივარ მაღაზიებში, ამიტომ მაშინ შევდივარ,როცა ვიცი რო ძალიან ბევრი რაღაც უნდა ვიყიდო, მაგრამ ყოველი კვირის ბოლოს მაინც უნდა შევიდე და რაღაც სამკაული მაინც უნდა ვიყიდო, ეს ჩვევად მაქვს. ბრენდებს კი დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

ინტერვიუ მაკო კვიტაიშვილთან
საყვარელი ამოჩემებული სამოსი თუ გაქვს და რამდენიმე ნივთი რომლის გარეშეც არსებობა ვერ წარმოგიდგენია?
ამოჩემებული ნივთი მაქვს და ეს არის ბეჭედი,რომლის გარეშეც სახლიდან არ გავდივარ


ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ და რა გინდა რო გამოგივიდეს?
ყველაზე მეტად იმაზე ვოცნებობ,რომ ძალიან კარგად ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად და გავაკეთო ის საქმე ხუთიანზე,რასაც მინდა გავყვე და მივაღწიო დიდ წარმატებას.

ინტერვიუ მაკო კვიტაიშვილთან
როგორი დამოკიდებულება გაქვს სამკაულებთან და მაკიაჟთან ?
სამკაულები ძალიან მიყვარს, თან ძალიან ბევრი მაქვს. მაკიაჟიც მიყვარს, ალბათ არ ყოფილა დღე,როდესაც მე მუქი ტუჩსაცხი და ტუში არ მსმია .ეს არის ყველაზე დიდი მაკიაჟი ყოველდღიურობისთვის, და თუ რამე განსაკუთრებულია მაშინ მაკიაჟიც შესაბამისად იცვლება.


ინტერვიუ მაკო კვიტაიშვილთან

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags:

15


  • ninichka თქვა:
    18 აპრილი 2013 03:01 - ID: 15,

    ამაზე კარგად მომღერლები გაუშვეს ახალი ხმიდან და ეს დატოვეს, სცენას რომ უხდებოდა მაგ პონტში, ამბიციური გოგო კია,ეს კარგიცაა გარკვეულწილად

  • Ana smiley თქვა:
    9 აპრილი 2013 18:33 - ID: 14,
    ეს გოგო მიყვარს თავისი ხმით ჩაცმულობით მაკიაჯჰჯით არ ვიცი ძაან შემაყვარა თავიიი love ულამაზესიი და უნიჭიერესი ადამიანიააა love შემოქმედიი love

  • Le Li თქვა:
    9 აპრილი 2013 14:21 - ID: 13,
    momwons dzaaannnnnn

  • me თქვა:
    8 აპრილი 2013 10:31 - ID: 12,
    მომაბეზრებელია ეს თმააპარსული გოგოები უკვე... ძალით რომ იქმნიან იმიჯს

    lovelygirl
    გეთანხმები, "რიანა გუგუნებს" wink wink

  • tatuu:) თქვა:
    7 აპრილი 2013 15:34 - ID: 11,
    მომწონს მისი სტილი love

  • nini:)(: თქვა:
    7 აპრილი 2013 15:23 - ID: 10,
    აუ არ მომწონს ეს გოგო და რატომ მეც არ ვივი აი რაღაც აქვს გამაღიზიანებელი

  • Smiley :) თქვა:
    7 აპრილი 2013 09:22 - ID: 9,
    ისედაც ჩანდა რომ რიანა უყვარდა. რა ყველა მას ბაძავს ბოლო პერიოდში)))
    ისე კაი გოგოა, ნიჭიერი.

  • Ggvantsa თქვა:
    6 აპრილი 2013 23:50 - ID: 8,
    საოცრად მოწონს ამ გოგოს სტილი და იმიჯი winked

  • BoTuKa თქვა:
    6 აპრილი 2013 23:37 - ID: 7,
    love რიანა რაინა რიანა ))გამიხარდა რომ მისი ფანიაა ^_^ ეს გოგოც ძალიან მომწონს და რიანაზე ვგიჟდები <3

  • Laaaa თქვა:
    6 აპრილი 2013 23:10 - ID: 6,
    ძაან მომწონს ეს გოგო პროექტიდანვე )) მისი სტილიც ძალიან მომწონს

  • keetaa თქვა:
    6 აპრილი 2013 22:52 - ID: 5,
    ესე იგი ეს რიანა რო არა რა? ჩემი მამიდაშვილით დაწყებული ვისით დამთავრებული ვერ გეტყვით ყველას იმისავით აცვია. ჯერ წითელი თმა ქონდა ხალხს ეხლა გვრძე აპარსული. ჩემი დაქალიც აპირებდა აპარსვას და მეთქი ყველას ეgრე აქვს და არ ქნათქო. კარგად აცვია გარეგნობა თითქოს არაფერი მაგრამ რაღაც აქვს და მომწონს

  • marika0704 თქვა:
    6 აპრილი 2013 21:56 - ID: 4,
    კარგად მღერის და ვიზუალურადაც კარგი გოგოა love

  • ANGEL თქვა:
    6 აპრილი 2013 21:44 - ID: 3,
    ეს გოგო რამოდენიმეჯერ მოხვდა ჩვენს სთრით სთაილში, მაგარი სტილი აქვს ♥

  • Bao თქვა:
    6 აპრილი 2013 21:37 - ID: 2,
    ძალიან მომწონს მაკო პროექტიდანვე. საკმაოდ კარგი ლუქები აქვს და ისედაც საყვარელია. დამამახსოვრდა მისი სიმღერა რინგზე :)))
    წარმატებებიი.





    ____________________
    But if you never try, you'll never know...

  • lovelygirl თქვა:
    6 აპრილი 2013 21:33 - ID: 1,
    კარგი გოგოა love მაგრამ აი ეს რიანას მიბაძვა ძააან შემოვიდა მოდაში belay

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top