;
25 აპრილი 2013      Tatia_M.     11 კომენტარი     ნანახია 3807-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ანი გოზალიშვილი პროექტ ,,საქართველოს ვარსკვლავის'' პირველი სეზონის მონაწილე გახლდათ, რომელმაც ფინალამდეც მიაღწია და ლუკა ზაქარიაძესთან დამარცხდა. როგორც ანი ამბობს ამ პროექტმა მას პოპულარობა და ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა.
გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა მომღერალთან ანი გოზალიშვილთან

ინტერვიუ ანი გოზალიშვილთან
მოგვიყევი რითი ხარ დაკავებული ამჟამად და რას აპირებ მომავალში,სწავლას გაყვები თუ სიმღერას?
ამჟამად ვსწავლობ.და ასევე ვმღერი ივენთებსა და კონცერტებზე. ორივეს გავაგრძელებ აუცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სიმღერა,იმიტომ რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ძალიან ცნობილი მომღერალი გავხდე არა მხოლოდ საქართველოში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

როგორ იხსენებ პროექტში გატარებულ დროს და რა შეგძინა მან?

საქართველოს ვარსკვლავმა დიდი გამოცდილება,ხალხის სიყვარული და წარმატება მომიტანა. ძალიან მენატრება პროექტში გატარებული დრო .

საყვარელი მომღერალი გეყოლება ალბათ, და რომელ ცნობილ შემსრულებელთან ისურვებდი თანამშრომლობას?

რა თქმა უნდა მყავს, ვიტნი ჰიუსტონი ჩემთვის #1 მომღერალია. ასევე ბიონსეც, რომელთან ერთადაც ვისურვებდი თანამშრომლობას.


როგორი სტილი უფრო ახლოსაა შენთან სპორტული თუ კლასიკური, და რა როლს უთმობ შოპინგს?

ორივე სტილი მომწონს და ვიხდენ, გააჩნია სად მივდივარ, ამის მიხედვით ვარჩევ ტანსაცმელს. შოპინგი ძალიან მიყვარს და საკმაოდ დიდ დროსაც ვუთმობ.


ინტერვიუ ანი გოზალიშვილთან
საყვარელი ნივთი ან სამოსი თუ გაქვს ,რომელიც სულ გინდა რო გეკეთოს ან გეცვას?
განსაკუთრებულად არც ერთი ნივთი მახსენდება. უბრალოდ ერთი ვერცხლის ბეჭედი მაქვს და ხელიდან არასოდეს არ ვიხსნი .

როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე ,გარდა მუსიკისა კიდევ რითი ერთობი და რა გიტაცებს?
ჩემი ერთი დღე ძალიან ჩვეულებრივია, ზოგჯერ არაჩვეულებრივს მას ჩემი მეგობრები და საყვარელი ადამიანები ხდია, დილით ვმეცადინეობ, შუადღეს სკოლაში ვარ, შემდეგ მასწავლებლებთან გავრბივარ და საღამოს ვმღერი ან მუსიკას ვუსმენ. კვირაში ორჯერ ლაუნჯ_ბარში ვმღერი .

მაკიაჟს თუ იყენებ აქტიურად და როგორ ფიქრობ აუცილებელია თუ არა ის ქალისთვის?

ვფიქრობ რომ კი. მაკიაჟს ვხმარობ მაგრამ ყოველთვის არა. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებსა და დღეებში.


და ბოლოს, რაზე ოცნებობ ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად რაზეც ვოცნებობ ისაა,რომ მივაგწიო იმას რაც ჩანაფიქრში მაქვს და გავხდე ძალიან ცნობილი და წარმატებული მომღერალი
ინტერვიუ ანი გოზალიშვილთან

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags:

11


  • tatuu:) თქვა:
    28 აპრილი 2013 23:40 - ID: 11,
    ლამაზი, საყვარელი და უბრალო გოგონაა... love
    ასე გადაჭრით ვერ ვიტყოდი, რომ ინდივიდუალიზმი აკლიააა...
    ვერ ვხვდები რა არ მოგწონთ, ის რომ "გამოსულ საზოგადოებაში" არ ჩნდება თუ ის რომ, ზოგ-ზოგიერთებივით ყოველ 2 წუთში "მოდური" სამოსის დემონსტრირებას არ ახდენს? :)) feel

  • Ana smiley თქვა:
    28 აპრილი 2013 23:29 - ID: 10,
    რა თვალიები აქ ამ გოგოს love

  • Rainbow თქვა:
    26 აპრილი 2013 23:32 - ID: 9,
    რაღაცნაირი გოგოა ჩვეულებრივი, რომელიც ცდილობს რომ სხვანაირი გამოჩნდეს.
    ფინალამდე როგორ მიბობღდა საინტერესოა

  • ani:) თქვა:
    26 აპრილი 2013 21:36 - ID: 8,
    ძალიან მომწონს ანიი ულამაზესია love

  • Bao თქვა:
    26 აპრილი 2013 17:55 - ID: 7,
    რატო ზაქარიაძესთან არ იღებთ ინტერვიუს?...ეხლა შემდენი ინტერვიუ იქნება ალბად ვინც პირველი გავარდა :)



    ____________________________
    "თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი..."

  • Ṿὶṿί_ÁngéL თქვა:
    25 აპრილი 2013 20:51 - ID: 6,
    აუ ამ გოგოზე ვგიჟდები! ლუკას მერე ჩემი ფავორიტი ეს იყო!

  • liliana თქვა:
    25 აპრილი 2013 20:17 - ID: 5,
    ანი ულამაზესი თვალები გაქვს love love

  • salome55555 თქვა:
    25 აპრილი 2013 14:53 - ID: 4,
    საყვარელია

  • me თქვა:
    25 აპრილი 2013 14:32 - ID: 3,
    საყვარელი გოგოა, მაგრამ დიდი ვოკალით არ გამოირჩევა smile

  • chyipina თქვა:
    25 აპრილი 2013 13:34 - ID: 2,
    კარგი გოგოა მაგრამ ჩვეულებრივი... არ მესმის როგორ გაძლო ფინალამდე პროექტში

  • ina თქვა:
    25 აპრილი 2013 13:18 - ID: 1,
    ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა ძაან მომწონს ნიჭიერიცაა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top