;
7 მაი 2013      Tatia_M.     18 კომენტარი     ნანახია 6116-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

დიდი ხანი არ არის რაც ტელეკომპანია იმედის ეთერში ახალი საბავშვო ხმა დაიწყო. პროექტს ახალი რუბრიკაც დაემატა,The Voice Georgia-BACKSTAGE - ეს არის რუბრიკა მათთვის ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება მეგა პროექტი ! მისი წამყვანი 14 წლის წლის ლიზა მაღრაძეა . იგი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუს გაკეთება.
გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ახალგზარდა და ნიჭიერ ლიზა მაღრაძესთან .
V Reporter _ ლიზა მაღრაძე

ლიზა მოგვიყევი შენზე, შენს ცხოვრებაზე,როგორ ცხოვრობ და როგორია შენი ჩვეულებრივი დღე?

14 წლის ვარ, მთაწმინდაზე ვცხოვრობ, ვსწავლობ პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. ვარ მე_9 კლასში. ჩვეულებრივ დღე სკოლით იწყება, სკოლის მერე V Reporter_ის გადაღებებზე მივდივარ, მერე კი ვმეცადინეობ.

რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა და რა როლს თამაშობს ის შენს ცხოვრებაში?
სამი წლიდან ვმღერი. 4 წლის ვიყავი როცა მე და თათია გიორგობიანმა ჩავწერეთ სიმღერა. 8 წლის ასაკში ესპანეთში ფესტივალზე წავედი და მეორე ადგილი დავიკავე. სერიოზულად სიმღერა დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე და საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში.

როგორ მოხვდი ახალი ხმაში და არ გიფიქრია რომ ამ გადაცემაში მონაწილის სტატუსით გამოსულიყავი?
დამირეკეს იმედიდან და შემომთავაზეს V reporter _ის წამყვანობა.თავიდან ცოტა შემეშინდა და დავფიქრდი, მაგრამ როცა კარგად ამიხსნეს რა ხდებოდა ძალიან გამეხარდა. მონაწილეობაზე არასდროს არ მიფიქრია,თუნდაც იმიტომ,რომ ძალიან ემოციური ვარ.ტელევიზია ჩემს ოჯახს ეკუთვნის და რაც არ უნდა კარგად მემღერა აუცილებლად დაიწყებდნენ ლაპარაკს და არანაირი სურვილი არ მქონდა.

V Reporter _ ლიზა მაღრაძე

მომავალ პროფესიად ჟურნალისტობის არჩევა ხომ არ აპირებ?
მინდა რომ ჩავაბარო სამსახიობოზე და პარალელურად ვისწავლო ჟურნალისტიკაზე.

მოგვიყევი შენს სტილზე, როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?
უპირატესობას თავისუფალ სტილს ვანიჭებ, არ მიყვარს ზედმეტად გადაპრანჭვა.

გარდა მუსიკისა კიდევ რითი ერთობი ხოლმე, რისი კეთება გიყვარს?
მუსიკის გარდა გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით.

ლიზა ძალიან ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ხარ, ალბათ ოჯახის წევრები ძალიან გათამამებენ ?
ჩემთვის ცოტა უცხო სიტყვაა გათამამება, ვარ აბსოლიტურად ჩვეულებრივი ბავშვი და არანაირად არ განვსხვავდები სხვა ბავშვებისგან. არ მიყვარს პრივილეგიები.

V Reporter _ ლიზა მაღრაძე

რაც ახალ ხმაში გამოჩნდი პოპულარული გახდი, როგორია როცა ხალხი გცნობს და სიმპათიას გამოხატავს შენს მიმართ
ყველა ადამიანისთვის ალბათ ძალიან სასიამოვნოა როცა გცნობენ ,მე პირადად ძალიან მსიამოვნებს.


მოგზაურობა თუ გიყვარს და სად იცხოვრებდი დიდი სიამოვნებით?
მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვერსად ვერ ვიცხოვრებდი სხვაგან .

რა დროს ატარებ სარკის წინ და გიყვარს თუ არა შოპონგი?
სარკის წინ სხვათაშორის დიდ დროს არ ვატარებ, მაგრამ შოპინგი ერთ-ერთი ჩემი სუსტი წერტილია

V Reporter _ ლიზა მაღრაძე

V Reporter _ ლიზა მაღრაძე

რომელი ქართველი დიზაინერების სამოსს ატარებ? ავთანდილი ალბათ აუცილებლად,როგორც ვიცი ის შენი ნათესავიცაა?
მხოლოდ და მხოლოდ ავთანდილს.

და ბოლოს როგორ წარმოგიდგენია შენი თავი რამდენიმე წლის შემდეგ?
როგორ წარმომიდგენია არ ვიცი, მაგრამ ვიცი რაზეც ვოცნებობ დიდი ხანია, მინდა რომ რამდენიმე წელიწადში ვცხოვრობდე ჰოლივუდში, მქონდეს ჩემი ვილა და მყავდეს ლიმუზინი. ცოტა ამბიციურია მაგრამ ესაა.

V Reporter _ ლიზა მაღრაძე

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags:

18


  • Unknown:))) თქვა:
    1 აგვისტო 2013 03:36 - ID: 18,
    ხალხო რა გჭირთ რას იბოღმებით რომ ამბობთ რო ჩაწყობაა ისიც ხო უნდა გაითვალისწინოთ რო ძალიან კარგად მიყავს გადაცემა და ძალიან ლამაზიცაა:))))როცა არ იცნობთ ადამიანს არც უნდა შეეხოთ იმ ადამიანის პირადს მდიდარი ოჯახი არაფერ შუაშია რო არ ვარგოდეს არავინ წააყვანინებდა გადაცემას:))

  • Smiley :) თქვა:
    11 მაი 2013 21:53 - ID: 17,
    ჩვეულებრივი ბავშვია ჰო, განსაკუთრებით ფოტოებზე შეიმჩნევა ეს. ვერსად იცხოვრებდა, მაგრამ ჰოლივუდში იცხორებდა..
    ჩემი ტოლია, მაგრამ ძაან ჩამოუყალიბებელი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამაღიზიანა..!

  • Blink-182 თქვა:
    11 მაი 2013 20:04 - ID: 16,
    მოვიყვან მარტივ მაგალითს რომ ეს ყველაფერი ცარიელი ჩაწყობაა:
    ეკამ რომ ლიზა ყენია აიყვანა,ეგ ლიზა ყენია მაგისი ქალიშვილის ქეთოს უახლოესი მეგობარია.ამათ სულ თავისი ხალხი მოყავთ და სულ მაგათ ატრიალებენ.

  • Mariam)) თქვა:
    10 მაი 2013 18:08 - ID: 15,
    "მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვერსად ვერ ვიცხოვრებდი სხვაგან."
    "მინდა რომ რამდენიმე წელიწადში ვცხოვრობდე ჰოლივუდში"
    ალოგიკურია:)

  • MariamiXD თქვა:
    9 მაი 2013 00:53 - ID: 14,
    გარეგნობით მშვენიერი გოგოა,,, მისი საუბარი არც გამიგია პრინციპში მაგრამ... ნუ არ ვიცი მოკლედ რა ვთქვა.
    რაც შეეხება voice-ს. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ეს ჟიურის ფსიქოლოგიური მეთოდებია რომლებსაც ბავშვებთან ასე დებილურად იყენებენ.
    მესმის, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან თუმცა მრჩება შტაბეჭდილება რომ ეს ბავშვები სხვა კრიტერიუმებითაც ირჩევიან. არ ვიცი რატო მრჩება უსამართლობის გრძნობა რა..

    Gika

    პრინციპში შენ უკეთ თქვი ჩემი სათქმელი :D

  • FML თქვა:
    8 მაი 2013 18:06 - ID: 13,
    vamayob im faqtit ro saertod ar vuyureb TV-is ;D :D vgijdebii am gadacemaze magram qartuls saertod ar vuyureb :@ XX namdvilad kargad mgerian magram jiuri gvyavs ragac aranormalurad bandzi XXX ver vitan mdzuls mezizgeba qartuli showbusinessi XX

    da xo pirvelad vxedav am gogos :D

  • FranceLive თქვა:
    8 მაი 2013 18:04 - ID: 12,
    GIKA getanxmebi 100000% xar !

    Anushkianaanuskhi :D :D :D :D :D :D

  • mariland1 თქვა:
    8 მაი 2013 14:30 - ID: 11,
    Cemi skolelia. am fotoebSi sxvanairia da arc ki vicodi patarkacishvilis ojaxidan tu iko :D

  • Ggvantsa თქვა:
    7 მაი 2013 21:52 - ID: 10,
    აჰ პატარკაციშვილების გოგო ყოფილა, მეც არა ვათქვი რა პონტში აარჩიეეს , საშინელი პირის აპარატი აქვს, მოკლედ რომ ვთქვათ ბლუყუნებს რაა, გარეგნობით კი მშვენიერია :)

  • Gika თქვა:
    7 მაი 2013 21:48 - ID: 9,
    Britain


    Shen rom igebne monawileobas da dzalian magrad mgerode , mag rogorc aguilera da ver gaxvide da gadavides vigaca sxva justin bieberis xmit ra grdznoba dagcheboda

    Da qartul voice imis bralia , rom rodesac aset shouebshi biujets ar deben da koveltvis imit shemoifargkebian , rom sul erti da igive stage aqvt sul erti da igive unicho selebritebi , magalitad vigac dato romelic cdilobs kamerastan emociurad da egredwodebul jigrulat moigces magram rom shexedos kacma debili egoneba , an is eka , vitomda momgerali ,stefaneze arafers vambob ert erti normaluria mag sastavshi , da bolos propesionalebism xelsheckoba ara aris sakartveloshi uamravi adamiania visac dzalian kargi proeqtebi aqvs chapiqrebulida amas veravin amchnevs , J.K ese ar iyo magram xo mainc gaicno xalxma (imedia ici vinaa. J.K) ,

    Da am gogos rac sheexeba , mdidari roa , xo unda gaaketos ragaca , ki gaaketos magram damoukodeblad, da ara ojaxis dafinansebit , da am gogos ojaxi magrad gavs kardashianebis ojaxs ,

  • Britain თქვა:
    7 მაი 2013 19:34 - ID: 8,
    რატო გიყვართ ყველაფრის და ყველას გაკრიტიკება%3F მშვენიერი გოგოა და რა ქნას თუ ცნობილი ოჯახიდანაა, აღარაფერი გააკეთოს ცხოვრებაში%3F ლიზა ყენიაზეც იგივე ამბავი ატყდა. რადგან მაია ჯაბუას შვილია იმიტომ გადავიდაო. კარგად მღერის და რადგად ჯაბუას შვილია აღარ იმღეროს%3F მაოცებთ!

    რაც შეეხება ქართულ "Voice"-ს - ალბათ ჯერ ვერ შეედრება ბრიტანულს და ამერიკულს მაგრამ არც უნდა ელოდეთ რომ მათ დონეზე იყოს. ვოისი უცხოური პორექტია, რომელიც იქ უკვე დიდი ხანია რაც მიმდინარეობს. აქ კი მხოლოდ ერთი წელია. ამიტომ, იყავით კმაყოფილები რაღაცით და მოეშვით უაზრო კომენტარებს

  • Gika თქვა:
    7 მაი 2013 18:39 - ID: 7,
    Misma bebom daureka da albat ase utxra , chemo bebo modi da im 10000 lars ro yovel tve gadzlev kidev davumateb 20000 , am dros es dafiqrda eseti qaji gaxades inga grigolia , ver vitan imeds , sul aseti bandzi proektebi aq , am soflur voices , saqartvelos varsklavi mirchevnia , imitom rom iq nichierebs archeven , aq ki nichierebs eubnebia , vai ra sakvareli kopirxar, dachera damaviwydao 😒👏👏👏👏

  • dabidubio თქვა:
    7 მაი 2013 18:36 - ID: 6,
    :D :D :D dzalian bevri vicinee :D

  • SaLuKaAa თქვა:
    7 მაი 2013 17:53 - ID: 5,
    საქართველოში ყველაფერი ნაცნობობით არის.

  • anushkianaanushki თქვა:
    7 მაი 2013 17:53 - ID: 4,
    მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვერსად ვერ ვიცხოვრებდი სხვაგან.
    როგორ წარმომიდგენია არ ვიცი, მაგრამ ვიცი რაზეც ვოცნებობ დიდი ხანია, მინდა რომ რამდენიმე წელიწადში ვცხოვრობდე ჰოლივუდში, მქონდეს ჩემი ვილა და მყავდეს ლიმუზინი. ცოტა ამბიციურია მაგრამ ესაა. hm :DD

  • ANGEL თქვა:
    7 მაი 2013 17:15 - ID: 3,
    ვაჰ.. საინტერესო იყო, პირადად მე არ ვიცოდი მისი ოჯახის შესახებ, თუმცა... არ მჯერა გაქაჩვების და ჩაწყობების, თუ კარგი არ ხარ ვე-ე-ე-რაფერი ვერ გიშველის, ასე რომ... კარგი გოგოა ძალიან love

  • Blink-182 თქვა:
    7 მაი 2013 16:48 - ID: 2,
    Ver vitan rodesac mdidari ojaxebi karieras uketeben tavis shvilikoebs da yvelgan tenian rodesac bevrad nichieri axalgazrda ichagreba.

  • Gika თქვა:
    7 მაი 2013 15:14 - ID: 1,


    Da es qartuli voice xo sashinelebaaa
    drunk

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top