;
2 მაი 2013      Tatia_M.     13 კომენტარი     ნანახია 6766-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

21 წლის ქართველი წარმატებული მოდელი ნუკა ყარალაშვილი 16 წლიდანაა ჩართული მოდის სფეროში , როგორც თავად ამბობს მოდელისთვის აუცილებელი კომუნიკაბელურობა და ბუნებრივობაა. ბევრ ქართველ დიზაინერთან პარალელურად სიამოვნებით იმუშავებდა ივ სევ ლორენისა და ქლოეს მოდის სახლებთან.
გთავაზობთ ინტერვიუს ნუკა ყარალაშვილთან
ქართველი მოდელი ნუკა ყარალაშვილი

ნუკა როგორც ყველა გოგო ალბათ ბავშვობაში შენც ოცნებობდი მოდელობაზე, რა ასაკიდან დაიწყე სერიოზულად ამ საქმის კეთება?
ოცნებით საერთოდ არ ვოცნებობდი მოდელობაზე, მრავალი რამ მინდოდა გარდა მოდელობისა. სერიოზულად ხელი 15-16 წლის ასაკში მოვკიდე,როცა ელიტ მოდელ ლუქზე გამოვედი, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.

აქტიურად იღებდი მონაწილეობას თბილისის ფეშენ ვიკზე, როგორ შეაფასებდი წლევანდელ მოდის კვირეულს?
წლევანდელი მოდის კვირეული როგორც ყოველთვის განსხვავებული იყო. გარემოც სხვა იყო, როგორც იცით ლოკაციები ქარვასლაში იყო. ამასთანავე წელს უფრო ბევრი დიზაინერი იღებდა მონაწილეობს,რაც კარგია ზოგადად მოდის კულტურის განვითარებისთვის .

ქართველი მოდელი ნუკა ყარალაშვილი

მოდელობასთან პარალელურად რითი ხარ დაკავებული, ალბათ სწავლობ?
კი ვსწავლობ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე.

საყვარელი დიზაინერი თუ გყავს, ქართველი და უცხოელი,რომელთან თანამშრომლობასაც ისურვებდი?
ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი მომწონს, გამოვყოფდი ავთანდილს,თამუნა ინგოროყვას და გიორგი შაგაშვილს, და ასევე ატელიე კიკალას,რომელიც წელს პირველად იკო კვირეულზე. ასევე anouki bicholla. უცხოელებიდან კი თანამშრომლობას ივ სევ ლორენთან და ქლოესთან ვისურვებდი.

რომელია შენი ფავორიტი მოდელი, და რის გამოა ის შენთვის საუკეთესო?
ანია რუბიკი,ნატაშა პოლი და ბიანკა ბალტი, სამივე ულამაზესია და ყველასგან განსხვავებულები არიან, ჩემი აზრით მათ ყველაზე ლამაზი ფეხები აქვთ,განსაკუთრებუთ ანია რუბიკს.

ქართველი მოდელი ნუკა ყარალაშვილი

მოგვიყევი შენი ჩაცმის სტილზე, აქსესუარებსა და მაკიაჟზე
ჩემი ჩაცმის სტილი არის კედები და ჯინსი, ყოველდღიურ აქსესუარებს იშვიათად ვხმარობ,სადმე თუ მივდივარ, რა თქმა უნდა, აქსესუარებს, ქუსლებს და მაკიაჟს ვიყენებ.

როგორ უვლი თავს? ბუნებრივი გზით თუ კოსმეტოლოგიური საშუალებებით?
თავს ბუნებრივად ვუვლი, მაგრამ ძალიან მიყვარს body lotion_ები და ასევე ვხმარობ თმის ნიღბებს,რომლებიც კარგია თმისთვის.

ქართველი მოდელი ნუკა ყარალაშვილი

შენთვის როგორც მოდელისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რას ურჩევ დამწყებ მოდელებს?

მოდელისთვის მნიშვნელოვანია იყოს ფორმაში და იყოს კომუნიკაბელური, დამწყებ მოდელებსაც იგივეს ვურჩევდი იყვნენ ბუნებრივები.

საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა პროფესია_მოდელი, ძალიან იმატა მოდელების რიცხვმაც, როგორი კონკურენცია თქვენს შორის და ხომ არ გიშლით ეს ფაქტორი ხელს ერთმანეთთან დამეგობრებაში?
კი ზოგადად იმატა ,,მოდელების'' რიცხვმა,სამწუხაროდ საქართველოში ბევრი იბრალებს მოდელობას და ვინც მართლა მოდელია,და ვინც მართლა მოღვაწეობს ამ სფეროში,მათ არავითარი კონკურენციის გრძნობა არ აქვთ, მეგობრობაში ხელის შემშლელი ფაქტორი კონკურენცია არ არის .
ქართველი მოდელი ნუკა ყარალაშვილი
და ბოლოს შოპინგი, რა როლი უკავია მას შენს ცხოვრებაში, ხარ თუ არა შოპოჰოლიკი?
შოპინგი მგონი ყველას უყვარს, ძალიან მიყვარს, უბრალოდ დიდხანს არ შემიძლია,ძალიან მღლის, მაგრამ თან ვერც ველევი. საქართველოში ვერ ვშოპინგობ ისე როგორც მინდა. ძალიან მიყვარს და ძირითადად შოპოჰოლიკი საზღვარგარეთ ვხდები.

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags:

13


  • mariamininutsa თქვა:
    2 მაი 2013 22:07 - ID: 13,
    მე ძალიან მომწონს ლამაზია love

  • ruskaruskaruska თქვა:
    2 მაი 2013 19:02 - ID: 12,
    ვეთანხმები ანია რუბიკის ფეხებზე

  • Nina√ თქვა:
    2 მაი 2013 18:08 - ID: 11,
    adriana.lima,
    ვიგულისხმე ისეთი რომელიც ამ ბრენდის გარდა თითქმის არსად არ ჩნდება ან იშვიათად

  • Keso39 თქვა:
    2 მაი 2013 17:27 - ID: 10,
    ანია რუბიკი და ნატაშა პოლი ჩემი ორი უსაყვარლესი მოდელი,მაგრამ რათქმაუნდა გინტა ლაპინას შემდეგ love

  • adriana.lima თქვა:
    2 მაი 2013 17:11 - ID: 9,
    love

    Nina√,
    ანია რუბიკი,ნატაშა პოლი და ბიანკა ბალტიც Victoria's Secret-ის მოდელები იყვნენ.

  • ruuus თქვა:
    2 მაი 2013 15:18 - ID: 8,
    ჯერ კიდევ მის საქართველოდან მომწონს და წარმატეტებს ვუსაურვებ!

  • liliana თქვა:
    2 მაი 2013 14:36 - ID: 7,
    ძალიან კარგი გოგოა...ნუ გადასარევი არა მაგრამ ლამაზია...ულამაზესი თვალები აქვს...დარწმუნებული ვარ ამაზე ბევრად დაბალია ვიზუალური თვალსაზრისით აქ ხალხის უმრავლესობა და დაწერენ ეხლა არ მომწონს რას გავს,ქართველია და ასე შემდეგ.კარგი გოგოა და წარმატებებს ვუსურვებ..თან ჯერ ძალიან პატარაა...ნიუსი მომეწონა love

  • chyipina თქვა:
    2 მაი 2013 14:09 - ID: 6,
    რუბიკის ბეხებზე მეც ვგიჟდები ^_^

  • magda:):):) თქვა:
    2 მაი 2013 13:47 - ID: 5,
    ცუდი გოგო არ არის ეტყობა ზოგიერთი მოდელივით ქარაფშუტა არ aris

  • Nina√ თქვა:
    2 მაი 2013 13:39 - ID: 4,
    არაუშავს რა ლამაზი გოგოა request
    და მგონი ერთადერთი ქართველი მოდელია რომელმაც თავისი ფავორიტი მოდელების სიაში კეიტ მოსი ან ვიქტორია სიკრეტის რომელიმე მოდელი არ დაასახელა wink love

  • ninacho თქვა:
    2 მაი 2013 13:24 - ID: 3,
    არ მომწონს არც მე მეტი თავდაჯერებულობა უნდა ქონდეს და ეს არ აქვს

  • Laaaa თქვა:
    2 მაი 2013 12:27 - ID: 2,
    პირველ სურათში მომეწონა :)))

  • adriana.lima თქვა:
    2 მაი 2013 12:12 - ID: 1,
    მე არ მომწონს....

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top