;

20 May 2013      Johnny depp     Views 8584    
Category: Georgians » for ANGEL.ge



სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია იმედის ეთერში მეგაშოუ, ახალი საბავშვო ხმა
დაიწყო. რომლის თვალსაჩინო წარმომდაგენელია ნიკა მელაძე. ნიკას მისი გარეგნობა და
განსხვავებული ხმის ტემბრი უამრავი ადამიანისგან გამოარჩევს . გთავაზობთ ინტვერიუს 15
წლის დამწყებ მომღერალთან
.



-მუსიკის რომელ ჟანრს ანიჭებ უპირატესობას ?

-ძალიან მომწონს ბლუზი, ჯაზი, თუმცა ყველაზე დიდ შთაგონებას რეტრო მუსიკიდან ვიღებ, რომელსაც უმეტესად ვუსმენ.



-დაასახელე საყვარელი მომღერალი/ჯგუფი

-არასდროს ვიციკლები ერთ მომღერალზე/ჯგუფზე, აქედან გამომდინარე რთულია დავასახელო.
ნებისმიერ დროს შემიძლია მოვუსმინო დეივიდ ბოუის.


-უსმენ თუ არა ქართველ მომღერლებს და ვის მიიჩნევ საუკეთესოდ ?

-ირაკლი ჩარკვიანს მივიჩნევ ქართული მუსიკის მეფედ, რთულია არ უსმინო მას.


-ვის კონცერტზე წახვიდოდი დიდი სიამოვნებით ?

-სკანკ ენენსის

-რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა ?

-მსურდა გამომეღწია ჩემი პატარა ოთახიდან და მუსიკის მსმენელთათვის გამეზიარებინა ჩემი ემოციები, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე მიგროვდებოდა.



-რას ელი ახალი ხმისგან ?

-"ახალი ხმა" დამეხმარა საკუთარი თავის რეალიზებაში, რაც სამომავლოდ აუცილებლად დამეხმარება.



-როგორ გაიხსენებ იქ გატარებულ პერიოდს, რამდენად კარგად შეეწყვე მონაწილეებს და მთელ
შემოქმედებით ჯგუფს ?


-"ვოისში" გატარებული პერიოდი ჩემთვის დაუვიწყარი იყო, ფაქტიურად იმედის მეოთხე პავილიონში გვიწევდა ცხივრება იმისათვის რომ მაყურებელს ენახა კარგი შოუ.შემოქმედებითი ჯგუფი - არაჩვეულებრივი! განსაკუთრებულად გამოვყოფ მანანა დოის, რომლისგანაც მთელი პროექტის განმავლობაში ვგრძნობდი მხარდაჭერას. რაც შეეხებათ პროექტის მონაწილეებს, ჩვენ დღესაც ერთი ოჯახივით ვართ.




-გარდა მუსიკისა, კიდევ რას საქმიანობ ?

-ვსწავლობ და ვემზადები უცხო ენებში.



-სამომავლოდ გეგმავ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას?

-კი, აუცილებლად მივიღებ იმას რაც მინდა



-არსებობს თუ არა ვინმე, ვინც შენთვის მისაბაძი მაგალითია

-არა







-საკმაოდ გამორჩეული და განსხვავებული იმიჯი გაქვს, რამდენად ზრუნავ მასზე და რომელ ბრენდს ანიჭებ უპირატესობას


-მოდა ჩემთვის პირდაპირ პროპორციულია ტანისამოსის და აქსესუარების მოხდენასთან. არასდროს ვინტერესდები ბრენდით. ჩემთვის მეგობრის ნაჩუქარი თეთრი სვიტრი უფრო ძვირფასია(რომელსაც მეტად ვიხდენ) შედარებით ძვირადღირებულ ბრენდის პროდუქტთან.


-რა ხდება პირად ცხოვრებაში ,ზოგადად როგორი უნდდა იყოს გოგო რომ შენი ყურადღება მიიპყროს ?

-მოკლე კაბა უნდა ეცვას



-პოპულარობას უარყოფითი მხარეებიც აქვს, რამდენად მოქმედებს შენზე ხალხის აზრი

-დადებით და უარყოფით შეფასებებზე ვთვლი რომ პასუხისმგებლობა მაკისრია, აქედან გამომდინარე მათ ერთნაირად ვხვდები - ვცდილობ მოვძებნო პასუხი, რისგანაცაა გამოწვეული კონკრეტული შეფასებები. მოკლედ, ორივე მხარეს გაგებით ვეკიდები


- როგორია ნიკა მელაძის ერთი ჩვეულებრივი დღე

ყოველი დღე ჩემთვის არაჩვეულებრივია. იქიდან გამომდინარე რომ არ მყავს ვოკალის პედაგოგი და ზოგადად არასდროს უზრუნიათ მშობლებს ჩემს მუსიკალურ განათლებაზე, საკუთარ თავს თავად ვეხმარები განვითარებაში -ვმუშაობ ძალიან ბევრს სასურველი შედეგისთვის.



-ხელოვანი ადამიანების ძირითადი ნაწილი, საკუთარი პროფესიის გარდა კიდევ ხელოვნების სხვა დარგებით , კინოთი თეატრითა და ცეკვით ინტერესედება, შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ?

-არ მომწონს დღევანდელი კინო ინდუსტრია - ამერიკული "ტუალეტის იუმორი".
უპირატესობას ვანიჭებ თეატრს, რაც უფრო დრო გადის მით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ მისგან.



-ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ და რა არის შენი ცხოვრების მიზანი?

-სრულყოფილება საკუთარ საქმეში




Category: Georgians » for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top