;
17 მაი 2016      Tatia_M.     0 კომენტარი     ნანახია 5288-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge



თბილისში სხვადასხვა სეზონზე გამართული ორივე მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და განხილვადი ფიგურა, იმიჯ ცენტრის კიდევ ერთი მოდელია: 18 წლის მოდელი ლიკა რიგვაა . ცოტა ხნის წინ ვოგმა ის ქართველების ტოპ 5-ეულშიც შეიყვანა და მას კლასიკური სილამაზის მქონე შავთმიანი გოგონა უწოდა. სტუმარი გამოცემები და მათი ჟურნალისტები ყოველთვის უსავემენ ხაზს მის არასტანდარტულ სილამაზეს, გამოკვეთილ ნაკვთებსა და დახვეწილ ქეთვოქს.


ლიკა რიგვავა: ახალი სახე ქართულ სამოდელო სფეროში
ANGEL: ლიკა როგორ აღმოჩნდი სამოდელო სფეროში ?

სამოდელო სფეროში Elite model look Georgia-ს კონკურსის საშუალებით აღმოვჩნდი,რამდენჯერმე ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება,თუმცა კარიერის საწყისად მივიჩნევ Mercedes-benz fashion week Tbilis-ის პირველ სეზონს,როდესაც გავბედე და პირველი ნაბიჯები გადავდგი როგორც runway მოდელმა,მიუხედავად ჩემი სიმაღლისა.სწორედ ამ კვირეულზე მოხდა walk of shame-ის ჩვენებაზე ჯიჯი რეჯინის მიერ ჩემი აღმოჩენა.არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ლადო ბოკუჩავა , Atelier kikala-ს კრეატიული დირექტორი და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი რომელთან ერთადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი როგორც გადაღებაზე, ასევე პოდიუმზეც.

ლიკა რიგვავა: ახალი სახე ქართულ სამოდელო სფეროში


რა მიგაჩნია მოდელის გარეგნობაში ყველაზე მნიშვნელოვნად? რა შეგიძლია თქვა საკუთარ თავზე?

ზოგადად ვთვლი რომ გარეგნობას ხიბლს შინაგანი სამყარო აძლევს... მხოლოდ სილამაზე ჩემი აზრით დღეს არაფრის მომცემია,წარმავალია... მაქსიმალისტი ვარ,ყოველთვის ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან,იმაზე მეტს ვიდრე დღეს ვაკეთებ და არ მიყვარს გეგმებზე საუბარი,გეგმები არის ჩემთვის, შედეგები კი თქვენთვის,რომლებსაც აუცილებლად იხილავთ. ვარ რეალისტი, ამიტომაც ბევრს არ ვოცნებობ.

ლიკა რიგვავა: ახალი სახე ქართულ სამოდელო სფეროში

ცოტა ხნის დასრულდა მერსედეს ბენცის მოდის კვირეული, როგორია შენი შთაბეჭდილებები ამ კვირეულიდან?

თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მესამე სეზონი დაიხურა. უდაო წინსვლაა ამ სფეროში , რომელიც დაეტყოთ თავად დიზაინერებსაც, ისინი მეტი სერიოზულობით ეკიდებიან ამ საკითხს. თითოეულ სეზონზე ვხედავ როგორ იზრდებიან და იცვლებიანი , ეს კი ამ მოდის კვირეულის დამსახურებაა! სოფო ჭყონიამ მისცა საშუალება დიზაინერებს გაეტანათ თავიანთი კოლექციები საქართველოს ფარგლებს გარეთ,80 მდე საერთაშორისო სტუმარი იყო ჩამოსული საქართველოში და თითოეული მათგანი კმაყოფილი დაბრუნდა შინ. როგორც ვიცი რამდენიმე დიზაინერის კოლექცია მთლიანად გაიყიდა,ექსკლუზივიც კი ითხოვეს უცხოელმა ბაიერებმა! გასაკეთებელი კიდევ ბევრია ,მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ მესამე სეზონია,რომელმაც უკვე თქვა ნაწილობრივ თავისი სათქმელი!

Instagram photos by Lika Rigvava @likarigvava









ავტორი: თათია მსხვილიძე

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top