;
29 აპრილი 2012      sabavachiberidze     145 კომენტარი     ნანახია 26793-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge


ენჯელ.ჯი გთავაზობთ ახალ პროექტს სახელწოდებით "ვარსკვლავური ცხოვრება" - სადაც ყოველკვირეულად ჩვენ უკეთ გავიცნობთ ქართველ და არა მარტო ქართველ ვარსკვლავებს. მეორე გამოშვების სტუმარი, ცნობილი მოდელი, ტელეწამყვანი და ტელეკომპანია იმედის სახე ნუკი კოშკელიშვილია

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]




ვარსკვლავური ცხოვრება - ნუკი კოშკელიშვილი

მისი კარიერა სრულიად შემთხვევით დაიწყო. სპონტანურად ” მის საქართველოში ” მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე თვეში სრულიად საქართველო ნუკი კოშკელიშვილზე ალაპარაკდა. ქერა ლამაზმანი რამდენიმე ამპლუას ერთად ირგებს. უყვარს სიმართლე და ვერ იტანს ტყუილს. განვლილი პერიოდის ყველაზე დიდ შენაძენად იმ ხალხს მიიჩნევს, რომლებიც ყოველდღიურად აფასებენ ნუკის ცხოვრებას. წარმატების ფორმულაც აქვს ეს კი სილაღე და სიმართლეა, მიიჩნევს, რომ ხალხს ბევრად უფრო ეყვარები თუკი არ მოიტყუები.

”რეალურად ჩემი კარიერა მის საქართველოდან დაიწყო . ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე და კონკურსზე გავედი. საბოლოო ჯამში მართალია კონკურსში წარმატებას ვერ მივაღწიე, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ტელევიზიაში შემიძლია საქმის კეთება. პირველი გადაცემა იყო იმედის დილა, სადაც რეალურად მის საქართველოდან მოვხვდი. ვიღებით პრომოებს , სადაც ხალხს მოვუწოდებდით დაემესიჯებინათ, გენერალური სპონსორი იყო ტელეკომპანია „ იმედი“ , სადაც ბეგი სოლომანაშვილმა და მამუკა მუჩიაშვილმა შემომთავაზეს მეცადა ბედი. მათ მითხრეს, რომ მეთქვა „ დილის 8-ის ნახევარია, მე შემოვიტან ხალხისს თქვენს ცხოვრებაში“ და სწორედ ამის შემდეგ მეორე დღეს კიკალა სტუდიაში ვიმყოფებოდი , როცა დამირეკეს და მითხრესს სასწრაფოდ მოდი აყვანილი ხარო. ბევრი ცდის შემდეგ კი მე და ქრისტინე ეთერში გავედით და გვქონდა საკმაოდ თამამი პრომო. ამ თემაზე ბევრი საუბრობდა და მეშინოდა არ შემქმნოდა სექსუალური ქალის იმიჯი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ასე არ მოხდა და ძალიან მიხარია. მაგრამ ეს პირველი პრომო ძალიან მიყვარს რადგან დასამახსოვრებელი და წარმატების მომტანი იყო”. -ამბობს ნუკი



„ მის საქართველოში „ მონაწილეობა ვინმეს რჩევის საფუძველზე გადაწყვიტე თუ ეს შენი გადაწყვეტილება იყო?

ჩემი გადაწყვეტილება იყო. ქალბატონმა ია კინწმარიშვილმა მითხრა. ვიცოდი, რომ ერთგვარი მის საქართველო არ ვიყავი, მაგრამ ეს ავანტურა იყო და უარი არ მითქვამს. მე ვფიქრობ, რომ წაგებული არ ვარ და თავს გამარჯვებულად მივიჩნევ, რადგან იმ საქმეს ვეწევი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც იმ საქმეს აკეთებ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს.


შენი და ქრისტინე იმედაძის პრომომ მთელი საქართველო აალაპარაკა. არ გამოიწვია გარკვეული კომპლექსები შენში ქუჩაში სიარულის დროს , არ ფიქრობდი, რომ ყველა შენ გიყურებდა?

იცი რა არის ძალიან კარგია, როდესაც ქუჩაში გადიხარ და შენ გიყურებენ. ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს, პირველი შეიძლება შენ ხარ არასოციალური და ხალხისთვის არა მისაღები და მეორე, როდესაც ხალხს აინტერესებ. სწორედ ამით ვამხნევებ საკუთარ თავს, ვფიქრობ, რომ ხალხს ვაინტერსებ. დიდი მადლობა ყველას ვისაც ვაინტერსებ, მადლობა მათ ვინც მიყურებს და მადლობა მათ, ვისაც სიამოვნებთ ჩემი დანახვა.




იყავი და ხარ ტელეწამყვანი, მაგრამ ამავდროულად მსახიობობაც შეითავსე. იყო სერიალი „კლინიკა“, რომელსაც დიდი დაინტერსება ჰქონდა. რას იტყვი ამ ფაქტზე?

ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან ყოველგვარი თეატრალური განათლების გარეშე მივიღე ამ სერიალში მონაწილეობა იყო. ცოტა საშიშიც იყო, ტუმცა ამავდროულად სასიამოვნო, რადგან მგონი ხალხი აგრესიულად არ შეხვედრია. მგონი როლი ნორმალურად შევასრულე, ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ მექნება შანსი რაიმე პროექტში მივიღო მონაწილეობა.მომწონს ყველაფერი რაც საბოლოო ჯამში ხალხისთვის არის გაკეთებული, სწორედ ამიტომ ვცდილობ ყოველთვის კარგად გავაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ ”კლინიკა” დაიხურა ვფიქრობ, რომ ხალხმა შეიყვარა.


რეალურად ხალხისგან მოდის დადებითი ემოცია. არ თვლი, რომ შენ საქმეს იმდენად კარგად აკეთებ, რომ უარყოფითი ზეგავლენა ამიტომ არის ცოტა?

მე ვარ ძალიან მშრომელი, ნუ იმედი მაქვს. ვაკეთებ ჩემ საქმეს ისევე როგორც ყველა. დიდი იმედი მაქვს ხალხს ვუყვარვარ არა იმიტომ, რომ შრომელი ვარ, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელი ვარ. როგორც კი მოატყუებ ხალხს, როდესაც კეთილსინდისიერი ქალის როლს მოირგებ და ხალხს მოატყუო ეს აგრესიას გამოიწვევს. ჩემთვის ჭეშმარიტი წარმატების ფორმულა არის ის, რომ არ მოატყუო მაყურებელს. იყავი ისეთი როგორიც ხარ. თუ კი საზოგადოებას ასეთი პიროვნება მოწონს ნამდვილად პოპულარული იქნები.




”კოდი”

მისთვის უცნობ გარემოში მოხვედრილმა ბევრი ადამიანი გაიცნო და შეიყვარა. ველურმა ბუნებამ ნუკის კიდევ ერთი ცხოვრებიუსელი გამოცდილება მისცა.

რა იყო შემდეგი ნაბიჯი?

სერიალ ”კლინიკის” შემდეგ იყო გადაცემა კოდი, სადაც ჩემი პარტნიორი გიორგი ქორქია იყო. ძალიან გავერთე ამ პროექტში და ბევრი მეგობარი შევიძენი.

ანუ შენთვის უცნობ სიტუაციაში სცადე ბედი .

კი მემგონი ეს არა მხოლოდ ჩემთვის არამედ ყველასთვის უცნობი სიტუაცია იყო. ზოგი სათბურში გაზრდილი ცხოვრელისთვისაც უცხოა. ძალიან რთულია იყო ტყეში გარიყული ყტველაფრის გარეშე. ალბათ , რომ დავბერდები შვილიშვილებს მოვუყვები.




რა მოგცა ამ პროექტმა?

ნებისმიერი რამე რასაც ცხოვრებაში აკეთებ , ექსტრემალური თუ არა ექსტრემალური რაღაცას გვაძლევს. მე ამ პროექტმა დიდი გამცოდილება მომცა. ჩემი თავი გამოვცადე და შევიძინე მეგობრები, სწორედ ამიტომ კმაყოფილი ვარ.


”ყოფილი ცოლების კლუბი”

ეს პროექტი მისთვის გამორჩეული და დასამახოვრებელია. ნუკი ხალხის გასაწირს ისმენდა და მათი პრობლემები გულთან ახლოს მიჰქონდა. როგორც თვითონ ამბობს ყველა ისტორია მისთვის ერთნაირად გულსატკენია. ყველა გმირი კი მისი მეგობარი. მიიჩნევს, რომ ამ გადაცემამ ბევრი ასწვალა მასაც და სხვებსაც, რადგან ადამიანი, სხვის შეცდომებზე სწავლობს რეალობის აღქმას

” ყოფილი ცოლების კლუბი ყოველთვის გამოვყოფ განსაკუთრებულად, მე ეს გადაცემა გულთან ახლოს მივიტანე. ეს არ იყო შოუ, ეს არ იყო დადგმა, ეს იყო რეალობა, ეს იყო ის პრობნლემები, რაც დღესდღეისობით მნიშვცნელოვანია.. ნებისმიერი ქვეყანა შედგება ხალხისგან, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. როდესაც ოჯახში განხეთქილებაა ესეიგი ოჯახშია განხეთქილება , ეს წყვილები მინდა, რომ ერთად იყვნენ, მე მსურს, რომ ოჯახები არ ინგრეოდეს და მათ ურთიერთგაგება ჰქონდეთ. ვფიქრობ ეს გადაცემა ბევრს დაეხმარა და ბევრს მთავარი ასწავლა. ალბათ ყველამ იცის მარკ ტვენის გამოთქმა ” ბრძენი ის არის ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობს” - მე კი ვფიქრობ, რომ გადაცემით ბევრმა ადამიანმა ნახა მაგალითი. ეს გადაცემა სწორედ ამ ადამიანებისთვის ” - ამბობს ნუკი

”მე ძალიან ბევრი ვისწვალე. მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და განვიცადე. ძალიან ვწუხდი, როდესაც ვიგებდი, რომ ვიღაცას უჭირდა. დავფიქრდი, რომ არ შეიძლება, რომ მხოლოდ შენ თავზე იფიქრო. როცა ვინმეს შენი დახმარება სჭირდება თუ საშუალება გაქვს უნდა დაეხმარო და თუ არ გაქ უნდა სცადო. როცა მეზობელს უჭირს მისი დახმარება უნდა შეძლო. ”




შეყვარებული

მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან გვერდში ისეთი ადამიანი ჰყავს, რომელსაც მისი ესმის და მთელი გულით უყვარს. მათი სიყვარულის ისტორია სახალისო და საინტერესოა. დაქალისთვის არჩეული ბიჭი საბოლოოდ ნუკის დარჩა და დღემდე ერთად არიან.

”ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახი, შემდეგ კი კარიერა. ღამის 5 საათზე , რომ დამირეკონ და წასვლა მთხოვონ, მე წავალ და საქმეს დავასრულებ. თუ ეს ადამიანი თავიდანვე ეთანხმება ჩემ ცოხვრების წესს, ეს ადმაიანი ჩემთვის მისაღებია. იმას გარდა, რომ მისაღებია ის გვერდში მიდგას. ის ჩემი მეგობარია., არ მჯერა ქალ - ვაჟის ურთიერთობა მათ შორის მეგობრობა თუ არ არის. მეგობრობა და პატივისცემა ყველაზე მთავარია ”
- ამბობს ნუკი

”ცეკვავენ ვარსკვლავები ”

ნიჭიერმა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ ახალი ამპლუა მოირგო და მოცეკვავე გახდა. მოკლედ ვარსკვლავი აცეკვდა და აალაპარაკა მთელი საქართველო. მომღიმარმა გოგონამ კი პროექტი ღირსეულად დატოვა და ხალხის უზომოდ დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ამ პროექტმა შენი პოპულარობა გააორმაგა. რა სიტყვი პროექტზე?

ძალიან მაგარი პროექტია. ხელებით და ფეხებით მომხრე ვარ ამ პროექტის.ძალიან ყურებადია ესეიგი ხალხს მოწონს. მაგარია როგორც მაყურებლისთვის ასევე მონაწილისთვის. მივიღე გამოცდილება, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მეორე სეზონში. ძალიან მაგარია, როცა ამდენ ადამიანთან მეგობრობ. ძალიან მაგარი, ძალიან სასიამოვნო, აზარტული და კარგია.



ორი თვის განმავლობაში იბრძოდი, რომ გაგემარჯვა.

აი აქ უკვე შეცდომაა. მე არ ვმონაწილეობდი, იმიტომ, რომ გამემარჯვა. მე ვმეგობრობდი, ვვარჯიშობდი, ვიღებდი სიამოვნებას, როდესაც მიზნისთვის ცეკვავ ეს გეტყობა და მაყურებელი ხედავს. როცა ხალისიანად ცეკვავ, ბევრად უფრო თავისუფალი ხარ. ვხალისობდი და ვცდილობდი, რომ ის დადებითი ემოცია რასაც განვცდიდი მიმეტანა მაყურებელთან.


ბოლო ტურში იცეკვეთ ცნობილი ფილმიდან ” ნიღაბი” ლეგენდარული ცეკვა. მიიღეთ მაღალი ქულები, მაგრამ პროექტი დატოვეთ. რა იგრძენი სამორთან ერთად აუთსაიდერობის დროს?

გულით მინდოდა, რომ სამორი დარჩენილიყო. როდესაც აუთსაიდერებში ხვდები სამორთან და ლიკასთან ერთად ძალიან ბოროტი უნდა იყო, რომ მათი გავარდნა გინდოდეს. გული დამწყდა თუმცა გამიხარდა მათი დარჩენა. მითუმეტეს ოთოს წინ აქვს ყველაფერი და მე თუ ვერ გამოვედი და ვერ ვიცეკვე სხვას გავაკეთებ. სამორი ღირსეული ადამიანი, ღირსეული კონკურსანტი და მოგების ღირსეული კანდიდატია. ძალიან ვგულშემატკივრობ თითოეულ მონაწილეს. ყველას ვინც გულით ცეკვავს. გული არ დამწყდა, რადგან ვფიქრობ, რომ გამარჯვება არის ის, როდესაც წაგებაც იცი. თუ არ წააგე ცხოვრებაში ვერც მოიგებ.



რჩევა ნუკისგან: ახალგაზრდები ყოჩაღები არიან. თუ რაღაც გსურთ ბავშვებო ბოლომდე გააკეთეთ და ყველაფერი გამოგივათ. მთავარია მოდომობა, შრომა და სიყვარული. ასევე სიკეთე., სიკეთეს გასცემ და სიკეთე დაგიბრუნდება. მე ვის რა უნდა ვასწალო გამიმართლა და ამიტომ ვარ წარმატებული, თორემ ჩემზე ბევრად ჭკვიანები არიან. ყველაფერი გამოგივათ მთავარია არ დანებდეთ !



პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

145


  • Mariam^^^^ თქვა:
    23 ნოემბერი 2012 21:25 - ID: 145,
    ლიკა ქორქია

    უიი შემეშალაა სხვა გვერდზე ვწერდი :დ

  • anushka7722 თქვა:
    10 სექტემბერი 2012 09:24 - ID: 144,
    salita_canela,
    თუ ასე გიყვარს ამის სიმაღლეც ხომ არ იცი??? wink ძაან მაინტერესებს ან ვინემ არ იცით?

  • Sophie - თქვა:
    1 სექტემბერი 2012 20:39 - ID: 143,
    ძაან მომწონს ნუკი. უმშვენიერესი გოგონაა winked

  • nia_nuki17 თქვა:
    4 აგვისტო 2012 18:26 - ID: 142,
    elenuca44,

    ბოლოს ხო მაინც გამოიხედა თვალი რო ჩაგვიკრა wink

  • butkucuna თქვა:
    3 აგვისტო 2012 20:15 - ID: 141,
    გემრიელი გოგოა!

  • nia_nuki17 თქვა:
    27 მაი 2012 21:12 - ID: 140,
    ძალიან მიყვარს ნუკიიი <3 ძალაინ თავისუფალი კარგი ხასიათების და კეთილია ადამიანია. ძალიან კარგი წყვილი იყო ნუკი და ოთო <3 ვგიჟდები ამ ორ ადამიანზეეე <3

  • anuka9511 თქვა:
    14 მაი 2012 11:39 - ID: 139,
    საყვარელია ნუკიი love

  • Nawka♥ თქვა:
    11 მაი 2012 00:21 - ID: 138,
    ძალიან საყვარელი და ბუნებრივია ))

  • FuCk Off. თქვა:
    10 მაი 2012 21:15 - ID: 137,
    ძალიან კარგი გოგოა მაგრამ მე ადრე უფრო მომწონდა :))
    საოცრად მომწონს მისი სავსე ტანი

  • salita_canela თქვა:
    3 მაი 2012 18:31 - ID: 135,
    ვაიმეეეე ეს ადამიანი აი უზომოდ მიყვარს.... ჩემი ულამაზესიიი კინაღამ ვიტირე ცეკვავენ ვარსკვლავებიდან რომ გავარდა :( აი ძალიან მიყვარს love love :love:

  • tamuna miley თქვა:
    1 მაი 2012 19:01 - ID: 134,
    ულამაზესიაა love აუ ეს უნდა გავარდნილიყო ცეკვავენ ვარსკვლავებიდან და ლელა უნდა დარჩნილიყო

  • Miss Inna თქვა:
    1 მაი 2012 17:11 - ID: 133,
    ვაიმეეე ავტორსს ძააანდიიდი მადლობააა!!!!!!!!!!!! ვაიმეეეე როგორ გამეხარდაა <3<3 ვგგგიიჯდებიი ნუკიზე.

  • Mari.♫ თქვა:
    1 მაი 2012 14:11 - ID: 132,
    ერთს გეტყვით საშინელი ფოტოგრაფი გყავთ fellow
    .. ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგოა ნუკი :)
    თან კარგად საუბარობს :) ბევრისგან განსხავებით tongue

  • CRiMiNAL თქვა:
    1 მაი 2012 12:58 - ID: 131,
    me,
    ტიკომ რა იცეკვა ნუკიზე კარგად ერთი მითხარი რა? სუფთა პუტანკაა ტიკო ვერ ვიტან am
    ნუკი და სამორი უნდა ყოფილიყვნენ ფინალში ძაან მაგარი იქნებოდა love

  • me თქვა:
    1 მაი 2012 10:32 - ID: 130,
    არ მომწონს ეს გოგო გარეგნობით, საშინლად გამოიყურებოდა ცეკვავენ ვარსკვლავებშიც, იმდენი ესვა სახეზე
    ნუკი მართლა ვერ გაუწევს კონკურენტობას სამორის და თიკოს, აი ლელა კი უნდა გავარდნილიყო მაგაზე ადრე

  • elenuca44 თქვა:
    30 აპრილი 2012 19:16 - ID: 129,
    ძააან მიყვარს ეს გოგო love ძაან კეთილი და საყვარელიააა love love რაც მე ამის სახელს ვკიოდი ცეკვავენ ვარსკლვლავებში..... მარა კი არ გამოიხედა :D wink

  • Thamo თქვა:
    30 აპრილი 2012 18:35 - ID: 128,
    როგორ მიყვაარს love

  • demuka თქვა:
    30 აპრილი 2012 17:50 - ID: 127,
    ვგიჯდები ულამაზესია უკეთილესი და სეთი ჩკვიანი ძაან მიყვარს ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს love love

  • niniko♥ თქვა:
    30 აპრილი 2012 17:06 - ID: 126,
    ჩემი ლამაზი გოგო მიყვარს!!!!!!!! love love love love ნუკიიიიიიი love love love

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top