;
7 მაი 2012      sabavachiberidze     88 კომენტარი     ნანახია 29852-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ვარსკვლავური ცხოვრება: შორენა ბეგაშვილი

ენჯელ.ჯი გთავაზობთ ახალ პროექტს სახელწოდებით "ვარსკვლავური ცხოვრება" - სადაც ყოველკვირეულად ჩვენ უკეთ გავიცნობთ ქართველ და არა მარტო ქართველ ვარსკვლავებს. მესამე მოშვების სტუმარი, ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილია.

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]


შორენა: ”ეკრანზე ვჩანვარ სკოლის პერიოდიდან. ჯერ კიდევ რუსთავში ვიყავი, როდესაც ვმუშაობდი ქვემო ქართლის არხზე , სადაც მუსიკალური ათეულს ვუძღვებოდი. ძალიან სასაცილო ვიყავი, თუმცა კონკურსის შედეგად შემარჩიეს და დიჯეი მანო გავხდი. მეთერთმეტე კლასში უკვე საკუთარი გადაცემა მქონდა, ამიტომ არავის ეგონოს, რომ დღეს დავიწყე ყველაფერი. მართალია ხელფასი არ მქონდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. პარალელურად საბავშო თეატრში ვმუშაობდი. უკვე შემდეგში კი თეატრალურში დავიწყე სწავლა და სწორედ ამიტომ წამოვედი არხიდან. ამის შემდეგ დავიწყე სერიალ ” კაბარე 5 ვარსკვლავზე” მუშაობა, სადაც კუკის როლს ვთამაშობდი, სხვათაშორის დღემდე ვერ მცნობენ ქერა თმაში. 1 წლის შემდეგ იყო ” ღამე შორენასთან” . 6 თვის შემდეგ კი გადაცემა დაიხურა და ავიღე ტაიმ აუტი. 1 წლიანი შესვენების შემდეგ კი რუსთავი 2-ზე დავიწყე მუშაობა. ერთი შეხედვით ძალიან მარტივად ჩანს ის რასაც ვყვები, მაგრამ ძალიან რთულია. საერთოდ ძნელია სადმე მოხვდე თუკი პატრონი არ გყავს, გინდაც მოხვდე რთულია კამერებთან შეგუება . ამას წლები სჭირდება, რომ შეეჩვიო.”

მუშაობის ხვედრი ადრეულ ასაკში ერგუნა და საკუთარ მომავალზე ზრუნვა მარტომ დაიწყო. დიდი გზა განვლო და ახლა უკვე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. სექსუალური ქალის მიღმა მოსიყვარულე დედა იმალება, რომლისთვისაც ყველაზე მთავარი საკუთარი შვილია. მიიჩნევს, რომ მისი სამყარო შვილის გარშემო ბრუნავს და გადაწყვეტილებებსაც მასთან შეთანხმებით იღებს.

ვარსკვლავური ცხოვრება: შორენა ბეგაშვილი

სწავლობდი, მუშაობდი. მოკლედ რამდენიმე საქმეს ერთდოულად აკეთებდი არ გიჭირდა?
კი თან ვსწვალობდი, თან ვმუშაობდი. რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებდი,შემდეგ ბავშვი გამიჩნდა და საკმაოდ რთული იყო ეს ყოველივე.

რამდენი წლის იყავი ბავშვი, რომ შეგეძინა?
18 წლის.

არ გაგიჭირდა ასე ახალგაზრდას საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობის აღება?
კი ძალიან. მითუმეტეს ძიძა არასდროს მყოლია და შვილი ჩემით გავზარდე. სულ თან დამყვას, მუდამ ჩემ გვერდითაა.

შენთან ერთად იზრდება. აძლევ რაიმე რჩევებს? აქვს პროფესია, რომელსაც უნდა, რომ გაჰყვეს?
ჩემგან რა რჩევა უნდა მიიღოს? ერთადერთი რაც უნდა ქნას ის არის, რომ იყოს მიზანდასახული. არასდროს ვეხმარები ჩემ შვილს, ყოველთვის ვეუბნები, რომ თვითონ უნდა აირჩიოს მიზანი და მიაწიოს წარმატებას. ჩემი მიყვანილი და დასმული არ მინდა. მინდა, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოს.



ძალიან დატვირთული გრაფიკის გამო შვილთან ურთიერთობაში ხომ არ იზღუდები?

სულ შვილთან ერთად ვარ. დასრულდება ერთი გადაღება და აუცილებლად თუკი მეორე მაქვს ის ჩემთან ერთად მიმყავს, ევა მუდმივად ჩემ გვერდით არის. ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის მნიშვნელოვანი მისთვის. ჩემთვის მთავარი ჩემი შვილია. ამიტომ ყველაფერი ჩემი შვილის გარშემო ბრუნავს. თუკი ჩემ შვილს სცალია მეც მცალია, მის მიხედვით ვუთანხმდები რაიმე შეხვედრაზე საქმეზე ან გადაღებაზე. ის მთავარია და შემდომში სხვა დანარჩენი.

ანუ შენ არ ეკუთვნი იმ ადამინთა რიცხვს, რომელთათვისაც მთავარი კარიერაა?

რა სისულელეა. კარიერა დღეს მაქვს ხვალ არ მექნება და ჩემი შვილი სულ ჩემთან არის. ჩემი შვილი რას იტყვის თავიდან ყურადღება არ მომაქციე და ახლა დაგჭირდიო? არავითარ შემთხვევაში ჩემთვის ჩემი შვილი პირველია !





P L A Y B O Y

ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გაბედა და გაიხადა. ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელმა ქმედებამ შორენას მიმართ დიდი აგრესია გააჩინა, თუმცა უკვე დღეს ყველაფერი დავიწყებულია. მისთვის თანხმობა არ ყოფილა ადვილი, დიდხანს იფიქრა და შვილთან შეთანხმების შემდეგ საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი გადადგა.

იყავი ქართველი ქალი, რომელაც მთელი საქართველო აალაპარაკა. რას იტყვი იმ ჟურნალ ”PLAYBOY”-ისთვის გამართულ ფოტოსესიაზე და იმ ხალხზე , რომელიც შენ მიმართ უარყოფითად განეწყო

ეს იყო საჭირო დროს გადადგმული საჭირო ნაბიჯი. ხალხს ყველაფერი ახალი აღიაზიანებს. ყველაფერს სხვანაირად უყურებენ. დღეისთვის ეს აღაფერია მაშინ კი.. მახოვს რა ამბავი დააწიეს ნინას ამის შემდეგ კი გავრისკე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგი.

ვარსკვლავური ცხოვრება: შორენა ბეგაშვილი
გაგიჭირდა გადაწვეტილების მიღება?
რა საკვირველია საწყის ეტაპზე კი.

არ ნერვიულობდი, რომ შესაძლებელი იყო შენ შვილზე ცუდი გავლენა მოეხდინა ამ საუბარს?

იცი რა თუ კი ხალხის აზრზე ვიყავი არაფერი გამოვა. სახლში, რომ იჯდე სახლშიც მოგიძებნიან რაიმეს, მაგალითად აი საჭმელს მარილი მოაკლოო. ბარემ ისეთ საქმეს გავაკეთებ რაც მომწონს და რაც ჩემთვის შემოსავლის წყაროა. ჩემი შვილი ძალიან კარგად მიცნობს და იცის როგორი ადამიანი ვარ. თუ კი მას ვეტყვი, რომ ეს ასეა საჭირო ის მე დამთანხმდება.

თუკი შენ შვილს რაიმე პროექტი არ მოეწონა. მის გამო შემოთავაზებაზე უარს იტყვი?

კი თუკი ის მე მეტყვის, რომ არ მოწონს რასაკვირველია. მითქვამს ბევრ პროექტზე უარი და ვიტყვი კიდევაც ალბათ, რადგან ყველაფერი მისაღები ვერ იქნება. ბევრი ფილმი იყო შემოთავაზების სახით, მაგრამ ყველაფერზე არ ვთანხმდები. ისეთ პროექტებში ვღებულობ მონაწილეობას, რომელიც მომგებიანია.

შორენა ჰოლივუდში მიდის. არის თუ არა ეს მართალი და აპირებ თუ არა უცხოურ ფლეიბოისთან თანამშრომლობას?

ეს იყო ჭორი, რომელზედაც ძალიან ბევრი ვიცინე. ჰოლივუდში არ მივდივარ. 2 კვირა ვიყავი სახლში ჩაწოლილი, რადგან მქონდა ტვინის შერყევა. ეს ხალხმა არასწორად აღიქვა და კუდები გამოუბა. ინგლისურს ვსწვალობ და ალბათ მომავალში წავალ. რაც შეეხება ფლეიბოის შემოთავაზება შეთანხმების პროცესშია და შესაძლოა მოხდეს თანამშრომლობა.

შემოთავაზება მიმზიდველია?
ძალიან. უბრალოდ არის რაღაცეები, რაზეც დაფიქრება ღირს





კ ი ნ ო ს ა მ ყ ა რ ო
ვარსკვლავური ცხოვრება: შორენა ბეგაშვილი
ის წარმატებული ტელე-წამყვანი და წარმატებული მსახიობია. შორენა ბეგაშვილის ფილმოგრაფია საკმაოდ დიდია და თითოეული ფილმი, რომელშიც მონაწილეობს ძალიან წარმატებული. მთავარი მოწოდება - მიზანდასახულობა , შედეგი კი წარმატება, ისეთივე, როგორიც რუსთავიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა გოგონამ ძალიან მოკლე დროში მოიპოვა

რამდენად დიდი ადგილი უკავია კინოს შენ ცხოვრებაში?

კამერასთან ურთიერთობა ჩემთან ძალიან ახლოს არის, აქედან გამომდინარე კინოში თამაშიც სიამოვნებას მანიჭებს ისევე როგორც გადაცემაში მისვლა ან გადაცემის ჩაწერა. რადგან კარგად ვგრძნობ თავს და ამაში ჰონორარსაც მიხდიან ეს ჩემთვის ძალიან კარგია. ხშირად მეუბნებიან, რომ ჯონი დეპი უფასოდ თამაშობს ფილმბეში და შენ რატო არო?. როდესაც ჯონი დეპის ფული მექნება და მისი გამოცდილება აუცილებლად ვითამაშებ ანაზღაურების გარეშე, მაგრამ იქამდე ჩემ შვილს მოვლა პატრონობა სჭირდება. რამდენიმე რეჟისორმა ამის გამო გამლანძღა. ეს ჩემი შემოსავლის წყაროა. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ მე მიხარია კამერის წინ გახდა ძალიან ცდებით. მაგრამ მე დავიკავე სექსუალური ქალის ადგილი და დავამტკიცე, რომ სექსუალურობას არაფერი კავშირი არ აქვს გარყვნილობასთან.
ვარსკვლავური ცხოვრება: შორენა ბეგაშვილი

უახლოეს პერიოდში რა სიახლე გველოდება. არის რაიმე ახალი?

ძალიან მალე გამოვა ახალი ფილმი და ასევე დავიწყებ ახალ ფილმში გადაღებას. სხვა მხრივ ცვლილებები არ იქნება.

რჩევა შორენასგან: ჩამოვედი რუსთავიდან და მივაღწიე ყველაფერს რაც მსურდა. უნდა იყოთ მიზანდასახულები. ხშირად გამიგია, რომ ამბობენ ” მაგ ჰონორარზე არ ვიმუშავებ”, თუნდაც მსახიობებისგან თუნდაც მოდელებისგან. როცა ჩემ კარიერას ვიწყებდი, მე 50 ლარი მქონდა ხელფასი. ამიტომ არ დაიზაროთ არაფერი და სიზარმაცე ნუ გძლევთ, იყავით მიზანდასახულები და ეცადეთ საკუთარი ოცნებები აქციოთ რეალობად.


პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6


საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]


კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, შორენა ბეგაშვილი

88


  • butkucuna თქვა:
    3 აგვისტო 2012 20:17 - ID: 88,
    აწყობილია, დაბერილი თუ გამობერილი ფაქტია რო ლამაზია) მაგრამ ხმა არ უნდა ამოიგოს(

  • Irishka.†.Morgan თქვა:
    19 მაი 2012 23:32 - ID: 87,
    რა ლამაზია :)

  • freedom თქვა:
    16 მაი 2012 14:02 - ID: 86,
    პირის გაღებამდე მაგარი ქალია wink რა მნიშვნელობა აქვს ააწწყვეს თუ დააწყვეს,ლამაზიაა და მორჩაა

  • Thug Life თქვა:
    13 მაი 2012 17:53 - ID: 85,
    რამხელა ქალია და კაპარაკი არიცის. სოფლელი

  • Mari Lovato თქვა:
    12 მაი 2012 15:28 - ID: 84,
    ვიზუალურად ძალიან ლამაზი და ეფექტური გოგოა. რავიცი არ ჩანს ცუდი ადამიანი. რა კარგად ილაპარაკა შვილზე. ეგ მომეწონა და ვეთანხმები რომ კარიერა პირველ ადგილზე არ უნდა დააყენო :))

  • el en ika თქვა:
    9 მაი 2012 18:35 - ID: 83,
    აუ ჩამოვედი რუსთავიდანო ისე ამბობს თითქოს ქვეყნის დასალიერიდან ან უკაცრიელი სოფლიდან ჩამოსულიყო :D:D

    liia,
    მათ კარგი გარეგნობის გარდა შესაბამისი ინტელექტიც აქვთ

  • lovejohnnydepp თქვა:
    8 მაი 2012 16:27 - ID: 82,
    auuuu johnny deppi rom mouyvanes magalitad magari gamecina wink sad chemi johnny da sad shorena...da shorenam kargi pasuxic gasca..rodesac sxva shemosavali ar gaqvs idzulebuli xar honorari moitxovo

  • ILO. თქვა:
    8 მაი 2012 01:48 - ID: 81,
    კაი ქალია, მაგრამ პირი თუ გააღო და ლაპარაკი დაიწყო ეგრევე მეკარგება სურვილი ... :D

  • Nina ) თქვა:
    7 მაი 2012 20:46 - ID: 80,
    ლამაზია love

  • nelo თქვა:
    7 მაი 2012 18:50 - ID: 79,
    ვაბოდებ ამ ქალზე ჩემი იდეალიააა love ყველაზე მაგარო ქალიააააა

  • koko :)) თქვა:
    7 მაი 2012 16:38 - ID: 78,
    ნუ ადამიანი "Playboy"ით რომ მიაღწევს წარმატებას დიდ დადებით რეაქციას არ იწვევს ჩემგან მაგრამ მაინც კარგია რომ მარტოს მიაღწია წარმატებას :) რაც შეეხება სხვა საკითხს ეტყობა რომ როგორც კი ლაპარაკს იწყებს არც თუ ისე განათლებულია.ძალიან აკრგი ადამიანი მის შვილზე რომ წავიკითხე ჯერ მაგას ვეკითხებიო არამგონია რადგან "ოცნების ქალაქის" სცენები მის შვილს რატომ მოეწონებოდა ვერგავიგე?! რაღაც რაღაცეებს თუ დახვეწს მაგარი ქალი იქნება,ჰოლიოუდში თუ წავა იქ დიდ წარმატებას მიაღწევს ასე მგონია!

  • maisa თქვა:
    7 მაი 2012 16:24 - ID: 77,
    beqa_bb, ეგ მინდოდა დამეწერა love

  • kuskusela777 თქვა:
    7 მაი 2012 15:35 - ID: 76,
    ძალიან ლამაზი სექსუალური და მომხიბვლელია რაც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული მაინც..ბევრს აქვს გაკეთებული პლასტიკურები მაგრამ მაინც რას გვანან.შეიძლება გაშიშვლდა მაგრამ ბევრი ჩაცმული ამაზე გარყვნილია.ადამიანს თვალებსა და ქცევაში ეტყობა რაც არის.მიაღწია იმას რაც უნდოდა და სულ რომ თავი გაიგიჟოთ მაინც ბევრს გჯობიათ

  • aNuKiii01 თქვა:
    7 მაი 2012 15:00 - ID: 75,
    მეც დამეზარა წაკიტხვა მაგრამ მაინც კარგი პროექტია :D :D:

  • Queen Q თქვა:
    7 მაი 2012 11:38 - ID: 74,
    მეზარება წაკითხვა მაგრამ შორენ რა გოგო ხარ რა გოგო:))
    (ჩემი ძმაკაცის აქცენტი wink ) love

  • DuuDa:)♥ თქვა:
    7 მაი 2012 11:15 - ID: 73,
    Magari qalia dzaan ))

  • deu001 თქვა:
    7 მაი 2012 05:49 - ID: 72,
    რას ერჩით ამ გოგოს რაც გაუადვილდა ის გააკეთა. იქნებ ბევრსაც სურს გაიხადოს, მაგრამ ქართველ ქალებს ცელულიტი აქვთ ჭარბად და სხვებზე საუბარს ჯობია საკთარ თავს მოუაროთ. ხომ არ გავიცყდებათ მარტო ზრდის ბავშვს და ეს ადვილი როდია

  • beqa_bb თქვა:
    7 მაი 2012 01:58 - ID: 71,
    გახდაზე არაფერს არ ვამბობ მე , გაიხადოს ვინ უშლის მაგრამ მარტო გარეგნობა არააა საკმარისი , ცოტა წესიერი ლაპარაკიც უნდა ისწავლოს და რაღაც სოფლური გამოხტომები გამოასწოროს ..........:დ:დ ნუ იტოკში მე არ მევასება საერთო ჯამში : )))))))

  • amanda თქვა:
    6 მაი 2012 23:56 - ID: 70,
    maria.143,

    აი ამაში კი მინდა დაგეთანხმო,უცხოელები მართლა რეებს აკეთებენ და იმათზე ჭკუა ეკეტებათ და ქართველებს ჭამენ

  • izavargogelia. თქვა:
    6 მაი 2012 23:44 - ID: 69,
    მაფანატებს <33333333333 love

« 1 2 3 4 5 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top