;
9 მაი 2012      sabavachiberidze     82 კომენტარი     ნანახია 16979-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ჩვენი პროექტის 1 Celebrity = 5 Looks მომდევნო სტუმრად კიაშა სიმპსონს წარმოგიდგენთ,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა თბილისი მერიოტში, რუსთაველის თეატრში, თბილისის ზღვაზე, ზვიად შევარდნაძის ბაღში „გარდენიაში“ და შოპინგის დროს გადაიღო. მოწოდებული სამოსი და აქსესუარებისთვის მადლობა DAVID JONES PARIS, ბუტიკ "მელიზი"-ს და River Island-ს.

კიაშა სიმპსონი = 5 Looks
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
ჟურნალისტი: საბა ვაჩიბერიძე
www.angel.ge -სთვის

Kyausha Simpson = 5 Looks
click here for English Version




კიაშა სიმპსონი საქართველოში სპეციალურად პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-სთვის ჩამოვიდა ტელეკომპანია იმედის მოწვევით: „მე მსახიობი, მოცეკვავე, მასწავლებელი და ქორეოგრაფი ვარ“– განაცხადა კიაშამ ჩვენთან ინტერვიუში. როგორც თვითონ ამბობს ღვთის წყალობა არ აკლია და ყველაფერი რაც ახლა აქვს დიდი შრომის შედეგია. ის ისეთ ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობდა როგორებიც ბიონსე, ჯეი–ზი, რიანა და სხვაა... კიაშას უახლოესი მეგობარია ჯენიფერ ლოპეზი და სოციალური ქსელების წყალობით დღემდე კონტაქტობენ. ქართველი ხალხის სიყვარული სილაღითა და გულკეთილობით დაიმსახურა, მეგა ვარსკვლავი ურთიერთობაში უშუალოა და თანაც კარგი მასწავლებელი.

Facebook: KyaushaSimpson / კადრი ბიონსეს კლიპიდან


„ მიხარია ამდენ კარგ და ნიჭიერ ახალგაზრდას რომ ვხედავ საქართველოში„
– გვითხრა მან მე და ფოტოგრაფს. ურთიერთობაში ისეთივეა როგორიც ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა, გატყუებთ... ერთი პლიუსი აქვს როცა გელაპარაკება შენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და სიცოცხლის ხალისს გმატებს! კიაშა 5 ლუქის ამ პროექტის სტუმარია ოდნავ მოგვიანებით კი ვრცელ და ექსკლუზიურ ინტერივიუს შემოგთავაზებთ პროექტში "ვარსკვლავური ცხოვრება".



პირველი გადაღება რუსთაველის თეატრში შედგა. ტელეკომპანია იმედის პროექტის, "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ციებ-ცხელების მიუხედავად კიაშამ მაინც გამოყო დრო და ჩვენი ფოტოსესიისთვის მოიცალა. კიაშას ამ პროექტისთვის ვთხოვეთ აერჩია სამოსი ადგილობრივი მაღაზიებიდან! და დემონსტრირება გაეწია მისი თბილისური სტილისთვის. კიაშამ არჩევანი მაღაზია „მელიზის“ მბზინავ კაბაზე შეაჩერა, რომელსაც შავი ფეხსაცმელი და რივერ აილენდის საყურეები შეუხამა. რაც შეეხება ჩანთებს პარიზული ბრენდის „დევიდ ჯონსის“ თბილისური ბუტიკიდან აირჩია კრემისფერი ჩანთა, რომელიც დევიდ ჯონსის სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ჩანთაა. ამ ჩანთის ხილვა კი რა თქმა უნდა თბილისშიც შეგიძლიათ: პეკინის 6 / facebook.com/DAVIDJONESTBILISI



რუსთაველის თეატრის შემდეგ კიაშამ გადაწყვიტა განტვირთულიყო და მიმდებარე ქუჩაზე გაისეირნა. ამავდროულად ის თბილისი მერიოტს ესტურა და მორიგო ფოტოები მერიოტის აივანზე გადავიღეთ. ამჯერად კიაშამ არჩევანი ”მელიზის” ჭრელ კაბაზე შეაჩერა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისთვის ჭრელი ფერები ძალზედ მნიშვნელოვანია.
თუმცა დევიდ ჯონსის ამ ჩანთას კვლავ ვერ შეელია :)



მესამე გადაღება ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. გადაღებების ადგილად ბაღი ” გარდენია” ავარჩიეთ და ულამაზესი ყვავილების ფონზე ფოტოსესია გავმართეთ. არაჩვეულებრივ გარემოში კიაშამ არჩევანი ” რივერ აილენდის” ბრენდზე შეაჩერა და სწორედ მათი ლუქი მოირგო. კაბა, ფეხსაცმელი, საყურე და სამაჯური - ძალიან მოუხდა მიმდებარე ტერიტორიას.









აღსანიშნავია ისიც, რომ კიაშას ყველაზე მეტად ნათელი ფერები უყვარს და მიიჩნევს, რომ ეს ფერები მას ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის. მეოთხე გადაღებისთვისაც კიაშამ არჩევანი რივერ აილენდის ბრენდზე შეაჩერა. სექსუალური ჭრელი კაბა, ფეხსაცმელი, საყურეები, რეი ბანის სათვალეები და დევიდ ჯონსის ჩანთა ერთმანეთს იდეალურად შეეხამა და მეოთხე გადაღებაც წარმატებით დასრულდა. მსოფლიოს მეგა ვარსკვლავი საკმაოდ საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა.
”ძალიან მომწონს ეს ადგილები, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, სადაც არაერთი კარგი ადამიანი ცხოვრობს ”





მეხუთე გადაღებისთვის კი ცოტაოდენი თავისუფალი დრო გამოვნახეთ და დევიდ ჯონსის წარმომადგენლებთან ერთად თბილისი ცენტრალში ბოულინგი ვითამაშეთ, რომლისთვისაც კიაშამ რივერ აილენდის მაისური და სამაჯური მოიხდინა ქეჟუალ სტილში. ჩანთად კი სპორტული სტილის ბრიტანული დროშის პრინტით მოხარტული დევიდ ჯონსის ბოულერი აირჩია დევიდ ჯონსის მაღაზიაში, პეკინის 6-ში შოპინგის შემდეგ .

კიაშამ შოპინგისთვისაც მოიცალა და დევიდ ჯონსის მაღაზიაში (პეკინის 6) რამდენიმე ჩანთა აარჩია:
”ძალიან მომწონს ეს ბრენდი, ამერიკაში ამ ულამაზესი ჩანთებით დავბრუნდები”





კიაშა სიმპსონი სახალისო პიროვნება და ძალიან კარგი ადამიანია. მან არაჩვეულებრივად მოირგო
სხვადასხვა ლუქები და ენჯელ.ჯი-ის გადამღებ ჯგუფს რამდენიმე დღე დაუთმო.

ძალიან მალე წარმოგიდგენთ კიაშას ” ვარსკვლავურ ცხოვრებას” და უკეთ გაგაცნობთ მსოფლიო დონის ვარსკვლავს.

ენჯელ.ჯი მადლობას უხდის ”მელიზს” და ”რივერ აილენდს” თანამშრომლობისთვის.
DAVID JONES PARIS - ის წარმომადგენლობას კი სპონსორობისთვის და გაწეული დახმარებისთვის.


კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: 5 looks, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, კიაშა სიმპსონი

82


  • tatia-tatia777 თქვა:
    19 მაი 2012 18:53 - ID: 82,
    ვაიმე როგორც ყოველთვის შურიანებმა რა მოუნახონ გასალანძღი აღარ იციან wink

    პ.ს. მაგარი საყავრელი ქალია და მაგრადაც ცეკვავს love თან ჩემი ბიონსეს და ჯეილოს ქორეოგრაფი love

  • Nawka♥ თქვა:
    14 მაი 2012 23:22 - ID: 81,
    არ მომწონს ეს ქალი..... არაფერი არ უხდება ასე მგონია...

  • Melakoo თქვა:
    12 მაი 2012 19:43 - ID: 80,
    სარაფანებში არ მომწონს,არ შვენის fellow

  • Fashiony... თქვა:
    12 მაი 2012 14:23 - ID: 79,
    ჩვენი სალაპარაკოა კიაშა wink wink love მაგარიაა

  • -mari- თქვა:
    11 მაი 2012 19:33 - ID: 78,
    ნიჭიერია, მაგრამ მომეჩვენა რომ ბიონსე უკეთესად ცეკვავს :)

  • miss crazy თქვა:
    10 მაი 2012 05:30 - ID: 77,
    kotiko,
    ის ბექ ვოკალისტი საერთოდ არ მომეწონა lol და ეს საყვარელი ქალია, love
    ნუ რა ვიცი ცუდი რო ყოფილიყო ბიონსე არ აიყვანდა თავის კლიპში, ესე ადვილი არაა მსოფლიო ვარსკვლავებთან მოხვედრა ასე რომ მაინც დასაფასებელია.

  • elenikojoe თქვა:
    9 მაი 2012 23:43 - ID: 76,
    რაღაც სიცოცხლის ხალისი აქვს )) არა ექნება აბა რა )) რაც ამას.. )) უუ ;D
    სტილი დიდი არაფერი განსაკუთრებული ))

  • elga თქვა:
    9 მაი 2012 21:55 - ID: 75,
    kotiko
    აი გეთანხმები მართალი ხარ

  • Smiley :) თქვა:
    9 მაი 2012 21:17 - ID: 74,
    აშკარად იცის რა უხდება და ნივთებსაც ნამდვილად გემოვნებიანად უხამებს :) .

  • kotiko თქვა:
    9 მაი 2012 20:43 - ID: 73,
    ერთი ესაა მეგა ვარსკვლავების ქორეოგრაფი და მეორე დეჟა გომესია სუპერ ვარსკვლავი. wink
    ზოგადად ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს ბაქიბუქობა.ესენი საქართველოში რომ ჩამოვიდნენ ჟურნასიტებმა ისეთი სიუჟეტი გაუკეთეს გეგონებოდა ეს ქალბატონები უბრალო მოცეკვავე და ბეკ ვოკალისტი კიარა თავად ყოფილიყვნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. სიუჟეტს რომ ვუყურე გავიფიქრე ვინ ჩემი ფეხებია ბიონსე ,ჯეი-ზი ,ჯენიფე ლოპესი მაშინ როდესაც არსებობს კიაშა სიმპსონი ან სტივ ვანდერი საერთოდ ვინ არის?

  • selenator თქვა:
    9 მაი 2012 20:16 - ID: 72,
    love love love

  • Laaaa თქვა:
    9 მაი 2012 18:11 - ID: 71,
    ამდენი სად შეგვიძლია lol

  • Rma_(k) თქვა:
    9 მაი 2012 17:36 - ID: 70,
    როგორ მომწონს love

  • sopho) თქვა:
    9 მაი 2012 17:09 - ID: 69,
    დიდად არ მომწონს, რა მილიონებს გადაუხდიდნენ ამას საქართველოში ჩამოსვლისთვის:)))

  • linda_JB თქვა:
    9 მაი 2012 16:27 - ID: 68,
    ,ბ,,კ,,ნ,ფ

  • barjakuzu თქვა:
    9 მაი 2012 15:43 - ID: 67,
    რას გავს

  • bupa jennifer lopez თქვა:
    9 მაი 2012 15:41 - ID: 66,
    ეტყობა რომ ტბილისელი არა ჩაცმაზე:))))

  • Ggvantsa თქვა:
    9 მაი 2012 15:31 - ID: 65,
    ვა მომეწონაა ტანსაცმელი winked

  • demz-ninz თქვა:
    9 მაი 2012 14:44 - ID: 64,
    მაგარი ქალია love

  • SoFo11 თქვა:
    9 მაი 2012 13:16 - ID: 63,
    კაი ქალია, მომწონს winked

« 1 2 3 4 5 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top