;
29 მაი 2012      sabavachiberidze     84 კომენტარი     ნანახია 19734-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი


ენჯელ.ჯი გთავაზობთ ახალ პროექტს სახელწოდებით "ვარსკვლავური ცხოვრება" - სადაც ყოველკვირეულად ჩვენ უკეთ გავიცნობთ ქართველ და არა მარტო ქართველ ვარსკვლავებს. მეოთხე გამოშვების სტუმარი, ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილია

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]

ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი


ვარსკვლავური ცხოვრება - რუსკა მაყაშვილი


სწავლა 2008 წელს დავასრულე და მეოთხე კურსზე ვიყავი როდესაც რობერტ სტურუამ მე და ჩემი მეგობრები მსახიობებად აგვიყვანა. 1 წლის შემდეგ კი გამოვიდა საქართველოს ბანკის რეკლამა, რომელიც ახალი სიტყვა იყო. სწორედ ამ რეკლამიდან დაიწყო ჩემი კარიერა. დღემდე რუსთაველის თეატრში ვარ.

როგორ მოხვდი რუსთაველის თეატრში ?

მეორე კურსზე ვიყავით როდესაც გვითხრეს, რომ კასტინგი იყო გამოცხადებული. გადავწყვტეთ წავსულიყავით, თვითონ რობერტ სტურუამ თქვა, რომ პატარები ვიყავით, მაგრამ საბოლოოოდ მიგვიღეს.

მაყურებელმა სწორედ ამ რეკლამით გაგიცნო. შემდეგ უკვე იყო ფილმი ოცნების ქალაქი. რას იტყვი ამ ნამუშევარზე ?

”ოცნების ქალაქი” დათო იმედაშვილის მიერ იყო გადაღებული. ამავე პერიოდში ვმუშაობდი სერიალზე ” გოგონა გარეუბნიდან ” თუმცა სერიალი გამოსული არ იყო. ჯერ გამოვიდა ფილმი და უკვე შემდგომ პერიოდში მაყურებელმა სერიალში მიხილა.

”გოგონა გარეუბნიდან ” - ამ სერიალმა ძალიან ბევრი რამ მოგცა. შენი წარმატება მეორე სეზონიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. უკვე დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გაიგივებს შენს პესონაჟთან. რას იტყვი ამ თემაზე ?

ეს არის მასა, რომელიც უკვე მაღიზიანებს. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი არც თეატრში და არც კინოში არ დადის. უკვე საკმაოდ ბევრი ფილმია გამოსული და შეუძლიათ ნახონ. ერთი კაცი მეუბნება არა ზუსტად ვიცი შენ ესეთი ხარ , რადგან ვერ ითამაშებდი ასე კარგადო. არა საერთოდ არ ვგავარ ამ გმირს.



არ გაგიჭირდება ამ პერსონაჟის შექმნა?

არა არ გამჭირვებია. როდესაც ვფიქრობდი როგორი ყოფილიყო ეს გოგო მივედი იმ დასკვნამდე, რომ სასაცილო და ცანცარა შემდეგ უკვე მე თვითონ დავიწყე სხვადასხვა ხუმრობების შეგდება და მიხარია, რომ ხალხმა აიტაცა. ეტყობა კარგად ვთამაშობ, რადგან ფიქრობენ, რომ ვგავარ ჩემ გმირს. ერთადერთი რითიც ანჩოს ვგავარ არის ენერგია.

შენი ბოლო ნამუშევრებია ” სიყვარულის ბალადა ” და ანოს და ვანოს თავგადასავალი”, რომელ მათგანს გამოარჩევ და რომელ გმირთან უფრო ახლოს ხარ?

პეპისთან უფრო ახლოს ვარ, რადგან პეპი ბავშობიდან ჩემი საყვარელი პერსონაჟია. თუმცა ჩემთვის საინტერესო იყო სიყვარულის ბალადა, რადგან განსხვავებული როლი იყო. ყოველთვის ვცდილობ რაღაც განსხვავებული ვითამაშო, რათა იმ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ მე ანჩოს ვგავარ რეალურ ცხოვრებაში გავუფანტო ეს აზრები. ამ ფილმით ხალხმა დაინახა, რომ მე სხვა როლის თამაშიც შემიძლია. და ვფიქრობ ბევჯერ დავამტკიცე, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო განსხვავებული.

ფილმში შენი პარტნიორი კახა კინწურაშვილი იყო. არ გაგიჭირდა მასთან ერთად თამამ სცენაში მონაწილეობა?

თავიდან ცოტა სირთულის მომენტი იყო, რადგან ჩემთვის პირველი იყო მსგავს სცენაში მონაწილეობა. თუმცა ფილმი ისეთი იყო, რომ უყურებ , უყურებ და ბოლოში ესეთი სცენა, რომ არ ნახო ”გაგიტყდება”. აუცილებელი იყო ფილმი ასე დასრულებულიყო. არ გამჭირვებია კახას გამო,რადგან ჩემი უახლოესი მეგობარია.

შენთვის როგორც ხელოვანისთვის, რომელი უფრო ახლოა კინო თუ თეატრი?

იცი ადრე, რომ გეკითხა გეტყოდი, რომ თეატრი , მაგრამ ახლა ორივე. ორივე ძალიან ახლოს არის ჩემთან. დიდი სიამუვნებით დავუთმობ მეტ დროს კინოს.


ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი


ახალი როლი

მონაწილეობა მივიღე ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სადაც პარტნიობას კახა მიწევს. ეს ფილმი გაგზავნილი არის სხვადასხვა ფესტივალებზე და ჯერ არ გვაქვს უფლება აქ გავუშვათ, თუმცაღა უახლოეს პერიოში მაყურებელი აუცილებლად იხილავს

" ცეკვავენ ვარსვლავები"- რუსკა მაყაშვილთან ერთად

მსახიობის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი სიახლეა. მსახიობობასთან ერთად წამყვანობაც მოირგო და სახალხო პროექტის ”ცეკვავენ ვარსკვლავების ” წამყვანი გახდა. მიიჩნევს, რომ კარგი წამყვანი სულაც არ ყოფილა პირიქით ბევრად უფრო მოირგებდა სტატუსს, თუკი მას ყოველ ოთხშაბათს მოცეკვავის როლში მოუხდებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგომა. მომავალ სეზონში დიდი სიამოვნებით მიიღებს ვარსკვლავის სტატუსით მონაწილეობას, თუკი შეთავაზება ექნება. ყველაფრის მიხუხედავად , ფაქტია, რომ რუსკამ წამყვანობასთან ერთად ცეკვაც კარგად აჩვენა და რუსთაველის თეატრის სცენაზე რამდენიმეჯერ შესანიშნავად იცეკვა.
პროექტის მანძილზე მისი ფავორიტი სამორი ბალდე იყო და რჩეულმაც გამარჯვებაც მოიპოვა. ფიქრობს, რომ სამორი მაგალითია თითოეული ადამიანისთვის. ” ის კეთილშობილების განსახიერებაა. არაჩვეულბრივი ადამიანია, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწია.” ..
მიიჩნევს, რომ ყველაფერი საკუთარი თავის რწმენით უნდა გააკეთო. ამ პროექტმა კიდევ ერთი დიდი გამოცდილება მისცა. როგორც თვითონ ამბობს პარტნიორებშიც გაუმართლა.



რუსკა პოპულარობაზე.

მისთვის პოპულარობას მთავარი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კარგად კეთებაა. როგორც თვითონ ამბობს არ ჰქონია გაპოპულარულების მიზანი, პირიქით ყველაფერი თაივისით მოხდა და დღესაც მუშაობს იმიტომ, რომ საკუთარი საქმე უყვარს.

იცი რა არის მთავარი? მე შემიძლია ვაკეთო კარგი საქმე. ჩემთვის არ ყოფილა მიზანი გავმხდარიყავი ცნობადი სახე, მთავარია ჩემი საქმე კარგად ვაკეთო. მივიჩნევ, რომ საქართველოში ვარსკვლავები ცოტა არიან! არ მომწონს, როდესაც ცნობად სახეს მეძახიან მე უბრალოდ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ საქმეს აკეთებს.


ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი


სხვა ვარსკვლავებისგან იმით განსხვავდება, რომ ისეთივე უშუალოა, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. საკუთარი გულშემატკივრები ძალიან უყვარს და თითოეული მათგანი მისთვის ახლოა. მუშაობა ყველასთან უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობა უადვილდება. არ იცის რა ელის მის გმირს მომდევნო სერიებში, რადგან სცენარს ჩაწერის დღეს სწავლობს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად წარსულში დაბრუნება და მშვიდი ცხოვრება არ სურს, დასვენებაც საკმარისი იქნებოდა თუნდაც 10 დღით. საყვარელი ბრენდი არ აქვს, საყვარელი მსახიობი - მერილ სტრიპი .

რჩევა ახლაგაზრდებს : იცი რა არის ? მთავარი არის იღბალი, ყველაფრის მიხუედავად. ასევე მთავარია გჯეროდეს და გიყვარდეს საკუთარი საქმის. როდესაც შენ პროფესიაში ხარ ძლიერი ყველაფერი გამოგივა. რაც მთავარია პოპულარობა მიზნად არ გაიხადოთ, რადგან აქ ყველაფერი მთავრდება. უბრალოდ გიყვარდეთ საკუთარი საქმე და იყავით ის რაც ხართ

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]
ჩაცმულობაზე იზრუნა მაღაზიათა ქსელმა : ” RIVER ISLAND "
მოგვიწონეთ FACEBOOK-ზე

კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, რუსკა მაყაშვილი

84


  • blair and chuck თქვა:
    13 სექტემბერი 2012 17:26 - ID: 84,
    ნუ ხართ შურიანები რა :( ქართველებმა ეგ უნდა ვისწავლოთ რომ ერთმანეთის არ გვშურდეს. რა დაგიშავათ რუსკამ? იცნობთ რომ ასეთ დასკვნებს აკეთებთ? ძალიან ნიჭიერი მსხიობია,კარგი ტანიც აქვს და ისეთი ცვირი უხდება როგორიც აქვს და თქვენი საქმე არ არის რუსკა რეალურ ცხოვრებაში ცანცარაა თუ არა :) თქვენ თუ არ მოგწონთ არცაა აუცილებელი რომ რაიმე ცუდი დაწეროტ მასზე. მაინც ძალიან მაგარი მსახიობია თქვენი კრიტიკის მიუხედავად love love

  • nanata21 თქვა:
    28 ივლისი 2012 19:12 - ID: 83,
    მარტო საქართველოში ეძახიან მაღალ გოგოებს ცხენებს. მთელი მსოფლიოს სამოდელოებში სიმაგლის პარამეტრი 172-დან 184-მდეა და ეს სიმაღლე სილამაზედ არის აღიარებული. ქართველი უნახავები კიდე ეგეთ გოგოებს ცხენებს ეძახიან, იმიტომ რომ უმეტესობა 150სმ-ია ნახტომში. ისე ცხენი გაცილებით ჯობია სილამაზით მაჩვს და ძაან ნუ დაიმშვიდებთ თავს რა wink wink

  • ninakoo1 თქვა:
    19 ივნისი 2012 23:25 - ID: 82,
    ძაალიან მიყვარსს love

  • anii:):):) თქვა:
    8 ივნისი 2012 11:05 - ID: 81,
    მომწონს რუსკა ძაან მაგარი მსახიობია love

  • el en ika თქვა:
    6 ივნისი 2012 23:51 - ID: 80,
    natia91,:D:Dარის არაა მე არ გამომიგონიააა 1.72ის ზემოოთ ქალი უკვე მაღლად ითვლებაა

  • el en ika თქვა:
    3 ივნისი 2012 13:40 - ID: 79,
    natia91,
    გეთანხმებიი მე საშუალო სიმაღლის ვარ მარაა 1.73 უკვე მაღალია,თან აღნაგობასაც გააჩნია :)

  • el en ika თქვა:
    2 ივნისი 2012 15:39 - ID: 78,
    natia91,
    შენი კომენტარის არსს ვერ ჩავწვდიიი მაგრად არაუშავს..შენ გეწერაა დაბალიაოო ბევრადო თან ჩემზეოო და მაგიტოო დავწერე რუსკას სიმაღლე:)შურს რაცშეეხება 1.70ვარ და მართლაა არასდროს მინატრია მეტი ვყოფილიყავიი მშვენივრად ვიხდენ ამასაც

  • anka123 თქვა:
    1 ივნისი 2012 19:09 - ID: 77,
    მაგარი გოგოა love

  • el en ika თქვა:
    1 ივნისი 2012 09:59 - ID: 76,
    natia91,1.73ია რუსკააა...და მშვენიერი სიმაღლიაა შენ თუ ბეევრად მაღალიხარ შენ ყოფილხარ მაშინ ცხენივით:))

  • Nirvanaismydrug თქვა:
    31 მაი 2012 16:46 - ID: 75,
    ბოლოში რამაგარი ჩანთა აქ ^_^ ისე მაგარი უროდი გოგოა.გაუნათლებელი და უნიჭო ხტფუი .იმიტომ გვაქ ქართველებს საქმე კარგად

  • naty თქვა:
    31 მაი 2012 09:46 - ID: 74,
    არა ჯუჯასავით ყოFნა ჯობიაა არაა? wink ჰაააჰ ნუხართ შურიანები ჯუჯებოოო მაგარი გოგოა ძაააააააააააააან

  • milla თქვა:
    30 მაი 2012 21:23 - ID: 73,
    miss sicancare da situtuce:D:D:D

  • mmar თქვა:
    30 მაი 2012 21:02 - ID: 72,
    AR MOMWONS ES GOGOO

  • AnuUsHkiI თქვა:
    30 მაი 2012 10:46 - ID: 71,
    მე ძალიან მმომწონს გარეგნულადაც და ქცევებითაც

    love love love

  • SomebodyYyY თქვა:
    29 მაი 2012 22:42 - ID: 70,
    ამ ინტერვიუს მიხედვით, ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანს და გამიხარდება თუ მართლა არ აქვს თავზე ცრუ წარმოდგენები wink რა მაინტერესებს იცით? ანჩოს საერთოდ არ ვგავარო იძახის და 'ცეკვავენ ვარსკვლავები' რომ მიყავდა, ზუსტად ანჩოსნაირი ქცევები ჰქონდა. შეიძლება თეატრში სხვა უფრო სერიოზულ როლებს ასრულებს, მაგრამ რეალურად, წამყვანი რომ იყო, დიდად არ განსხვავდებოდა ანჩოსგან. ბევრს ცანცარებდა. სხვა უფრო სერიოზულად წაიყვანდა მაგ გადაცემას ვიდრე ეს. სურათებში სწერვას შთაბეჭდილებას ტოვებს და არ ვიცი რატომ wink

  • ttam(: თქვა:
    29 მაი 2012 21:52 - ID: 69,
    ჩვეულებვრივი ქართველი გოგოა რომელსაც მისი საქმე გამოსდის და მის ხასიათზე ტყუილად ლაპარაკობთ არამგონია აქ ვინმე მისი დაქალი იყოს:D:D

  • salYyY თქვა:
    29 მაი 2012 19:42 - ID: 68,
    კაიი ცანცარა ტიპია მე მომწონს .. ;დ ერთადერთი რაც არ მომწონს სიმაღლე ცხენივითაა ;დ

  • knach თქვა:
    28 მაი 2012 22:52 - ID: 67,
    arachveulebrivi adamiani chans namvdilad,magram fizikrad sashinlad ar momwons arc tani ar momwons erti sityvit magis fizikurobas xazs vusvav

  • el en ika თქვა:
    28 მაი 2012 22:12 - ID: 66,
    აუუუ შეეშვით რაა და თქვენ არარაობა თავებს მიხედეთ აი რატო ვერ უნდა იტანდე ადამიანს რომელთანაც არანაირი შეხება არ გაქვს ვერ ვხვდები

  • ninikoo თქვა:
    28 მაი 2012 20:44 - ID: 65,
    საყვარელია

« 1 2 3 4 5 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top