;
30 მაი 2012      sabavachiberidze     27 კომენტარი     ნანახია 5465-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » for ANGEL.ge

ენჯელ.ჯი გთავაზობთ პროექტს "ვარსკვლავური ცხოვრება" - სადაც ყოველკვირეულად ჩვენ უკეთ გავიცნობთ ქართველ და არა მარტო ქართველ ვარსკვლავებს. მეხუთე გამოშვების სტუმარი, მსოფლიო მაშტაბის ქორეოგრაფი კიაშა სიმპსონია

საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის / ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]

ვარსკვლავური ცხოვრება : კიაშა სიმპსონი
ვარსკვლავური ცხოვრება : კიაშა სიმპსონი

ცეკვა მისი განუყოფელი ნაწილი ადრეულ ასაკში გახდა. როგორც თვითონ ამბობს სტუდიაში დედამისმა მიიყვანა და შთააგონა ამ პროფესიას გაჰყოლოდა. მისთვის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია და მათ აზრს ხშირად ითვალისწინებს. ამბობს, რომ ვერასდროს იფიქრებდა თუკი მომავალში მთელი მსოფლიო გაიცნობდა.დღეს ყველაფრის მიუხედავად ყველასთან ისეთია როგორიც ოჯახის წევრებთან. კეთილი გული და განწყობა მოპოვებული სიყვარულის მთავარი ფაქტორია.

კიაშა უკვე წლებია ვარჯიშობს და მიზნის მიღწევა დიდი შრომის საფუძველზე შეძლო . იგი უყურებდა სხვადასხვა მოცეკვავეების გამოსვლებს აკვირდებოდა და სწავლობდა. ნანახს ვარჯიშს უმატებდა და უკვე დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოცეკვავეაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოღვაწეობს



კიაშა უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.გვაინტერსებს როგორ დაიწყო ყველაფერი?

ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც 4-5 წლის ვიყავი დედამ სტუდიაში მიმიყვანა. იქ მისულს ძალიან მომეწონა ის სიტუაცია, რომელიც დამხვდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ვარჯიში დამეწყო. წავედით ჰოლივუდში და სწავლა პროფესიონალ მოცეკვავეებთან დავიწყე, რომლებიც ტელევიზიაში მუშაობდნენ და საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქოდათ. შემდეგ იყო რეალური შოუ ცეკვებზე, ეს პროექტი ძალიან დამეხმარა.



ხარ მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მასწავლებებელი, მსახიობი - რომელი პროფესია
არის შენთვის ყველაზე მეტად გამორჩეული?


ყველაფერი რასაც ვაკეთებ ჩემი გულიდან მოდის. მიყვარს, როდესაც ახალს ვაკეთებ და საერთოდ ახლის ძიებაში ვარ მუდამ. თითოეული მსახიობისთვის მისი საქმე გამორჩეულია, ასევე მოცეკვავისთვის, ჩემთვის კი ეს ყველა პროფესია ძალიან ახლოა, სწორედ ამიტომ მიჭირს გავაკეთო არჩევანი.

როდის გააცნობიერე, რომ ცეკვა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია?

ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ცნობილი სახე. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ დავხვეწილიყავი. ყოველდღიურად ახალ ამოცანას ვისახავდი და მიზნის მისაღწევად ვიბრძოდი. ყოველწუთს ვცეკვავდი. აი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მე ამ საქმისთვის დავიბადე

წლების განმავლობაში უბრალოდ ცეკვავდა. ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქორეოგრაფია. ყველა შემოთავაზებას არ თანხმდება, მაგრამ თუკი საქმემ დააინტერესა ის ბოლომდე მიყვება დასახულ მიზანს. ბიონსე, ჯეი-ზი, რიანა, ჯენიფერ ლოპეზი - დღეს ისინი მსოფლიოს მუსიკალური სივრცის ნამდვილი ჯადოქრები არიან. მღერიან და არაჩვეულბრივად ცეკვავენ, ამის მიზეზი კი მათი ქორეოგრაფია, რომელიც კიაშა სიმპსონია. როდესაც საქმე ცეკვას ეხება მკაცრი და ობიექტურია. მიაჩნია, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ცეკვით ბევრი ვერ ცეკვავს. ამ მხრივ ის თინეიჯერებისთვის კარგად ცნობილ სელებრითებს გამოარჩევს. მიიჩნევს, რომ ელისონ სტონერი, კეტ გრეჰემი და დემი ლოვატო - იმ ახალგაზრდების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთაც ცეკვა გამოსდით.
ვარსკვლავური ცხოვრება : კიაშა სიმპსონი
შენ უკვე წლებია მუშაობ ყველასთვის ცნობილ ვარსკვლავებთან. ბიონსე, რიანა, ჯეიზი. რას იტყვი მათზე?

ისინი ძალიან ძლიერი ადამიანები და საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან. მუდამ მუშაობენ, მათი დღე სტუდიით იწყება და გვიან ღამით ამავე ადგილას სრულდება. თქვენ უყურებთ მათ კლიპებს , მათ შესრულებებს და გგოიათ, რომ ეს ძალიან ადვილია. სულაც არა მათ მთელი ენერგიის დახარჯვა უწევთ. არ არის ადვილი 24 საათიან რეჟიმში იმუშაო. ჩემთვის მათთან ურთიერთობა დიდი სიამუვნებაა.

ვინ იყო პიროვნება, რომლის შთაგონებითაც დაიწყე ცეკვა?

კარგით. ეს დებილი ალენი იყო. როდესაც ამ ადამიანს ვუყურებდი სიამაყით ვივსებოდი და მინდოდა მეც გამეკეთებინა იგივე, რასაც ის აკეთებდა. ის ძალიან ძლიერი მანდილოსანია და ბევრს მუშაობს. დღეს ის დირექტორია, მას აქვს საკუთარი სტუდია, არის მწერალი - დიახ ის შთაგონების წყაროა.

რა ურთიერთობა გაქვს ჯენიფერ ლოპეზთან?

მე მასთან ერთად ვმუშაობდი. დავეხმარე შეექმნა მუსიკალური კლიპი. იგი ძალიან კარგი პიროვნებაა ხშირად მწერს ფეისბუქზე და ახლაც თბილისში ყოფნის დროს ცდილობს, უცხო ქვეყანაში არ მოვიწყინო.

ბიონსე კი არაჩვეულებრივი ქალია.
ის ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს გამორჩეული და დასამახსოვრებელი. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. მშვენიერი პიროვნებაა, როგორც სულიერად ასევე მუშაობის მხრივ.


მე და ბიონსემ ერთად ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. CRAZY IN LOVE მუსიკალური ვიდეო კი ერთ -ერთი საამაყო და დასამახსოვრებელი ნამუშევარია. ფაქტიურად ეს ლეგენდად ქცეული ქალბატონის დასაწყისი იყო.






ვარსკვლავური ცხოვრება : კიაშა სიმპსონი
საქართველოში ყოფნის პერიდში ყველაზე მეტად ვის დაუმეგობრდი?

ნატალის. ის არაჩვეულბრივი ადამიანია. ძალიან ძლიერი ქალბატონი და ერთ-ერთი საუკეთესო კოორდინატორი, რომელიც მყოლია ჩემ ცხოვრებაში. მასთან ერთად არაჩვეულბრივი დრო გავატარე ახლა ბედნიერი ვარ, რომ მისი სახით კიდევ ერთი კარგი მეგობარი შევიძინე.

რჩევა ახალგაზრდებს : ცხოვრება ძალიან რთულია და მოითხოვს ბრძოლას. ბრძოლას ბედნიერებისთვის, წინსვლისთვის, სიხარულისთვის, წარმატებისთვის და უბრალოდ ლამაზი მომავლისთვის. წარმატება ადვილად არ მოდის. მე გირჩევთ იბრძოლოთ და შეეცადოთ საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ. თითოეულ ახალგაზრდას აქვს დიდი პოტენციალი, დიდებული მომავლისა. არასდროს დაიხიოთ უკან, დარჩით ძლიერნი და ეცადეთ თქვენი ყოველი სურვილი რეალობაში მოიყვანოთ


საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის / ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : [email protected]



ვარსკვლავური ცხოვრება : კიაშა სიმპსონი
პროექტს წარმოგიდგენთ :

კიაშა სიმპსონის ლუქებსა და ჟურნალისტის ჩაცმულობაზე იზრუნა
ბრიტანულმა ბრენდმა River Island
თბილისში: პეკინის 4 -ში.

DAVID JONES -ის ჩანთების ბუტიკი / თბილისი, პეკინის 6
პარიზული ბრენდის თბილისურ ბუტიკში ხელჩანთებისა და სამგზავრო ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი

ეგზოტიკური სასიამოვნო და სასარგებლო
სპა პროცედურების ცენტრი ფიშ სპა
ფალიაშვილის 6; 322 14 80 90

ექიმი თევზების ეს უნიკალური სახეობა ცოცხლობს აზიის მდინარეების მტკნარ წყლებსა და წყაროებში. ამ თევზებს არ გააჩნიათ კბილები.
ისინი იყენებენ მძლავრ ტუჩებს რათა მოაშორონ კანს მკვდარი და დაზიანებული უბნები, ისინი ასუფთავებენ ფორებს, ასტიმულირებენ სხეულზე არსებულ ნერვულ რეცეპტორებს და ხსნიან ნერვულ სტრესს და დაღლილობას. ცნობილია, რომ მუშაობის დროს ეს პატარა თევზები გამოიმუშავებენ ფერმენტ ,,დუტანოლს“ , რომელიც აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ ფუნქციებს. ასევე ეს პატარა ,,დერმატოლოგები“ ეხმარებიან ფსორიაზით, ეგზემით, დერმატიტით და კანის სხვა დაავადებების მქონე პირებს.



კატეგორია: ქართველები » for ANGEL.ge
Tags: DAVID JONES tbilisi, ვარსკვლავური ცხოვრება, angel.ge-სთვის, ინტერვიუ, კიაშა სიმპსონი

27


  • ninakoo1 თქვა:
    19 ივნისი 2012 23:23 - ID: 27,
    love

  • harrypotter თქვა:
    31 მაი 2012 18:09 - ID: 26,
    მართლა მაგარი ქალია კიაშა love
    მაგრად ცეკვავს love
    ის როდესაც ცეკვავს მეც მომინდება ცეკვა wink

    ბაჭია♥,
    არ იცი ვინა ჯენიფერ ლოპესი? wink

  • N_JoNaS თქვა:
    31 მაი 2012 00:42 - ID: 25,
    მაგარი ქალია კიაშა <3

  • dalalo123 თქვა:
    30 მაი 2012 22:21 - ID: 24,
    დებილი ალენი ვინ ჯანდაბაა ? :D

  • koko :)) თქვა:
    30 მაი 2012 21:03 - ID: 23,
    რაღაც მიკვირს კიაშას ფეისზე ერთი ვარსკალვვთან ფოტო არ აქვს :) და ვერც "გუგლშიც" ვერ ვიპოვე .. უცნაურია :) ქართველებმა ყველაფრის გაბუქება იციან რა

    ხასიათებით კარგი გოგოა ეტყობა :*

  • Robyn Rihanna Fenty თქვა:
    30 მაი 2012 19:57 - ID: 22,
    მაგარი ქალია

  • ellene-nene თქვა:
    30 მაი 2012 19:43 - ID: 21,
    წავიდა უკვე თუ აქაა?

  • gvanca)) თქვა:
    30 მაი 2012 19:22 - ID: 20,
    კიაშა მაგარი ქალია რაა love

  • anano-anano თქვა:
    30 მაი 2012 19:04 - ID: 19,
    კომენტარები წავიკითხე და გავოცდი. როგორ არ შეიძლება დააფასო,როგორ შრომობს საიტის ადმინისტრაცია და ყველანაირად ცდილობ საინტერესო სიახლეები მოგვაწოდოს. კიაშა შეიძლება არ არის მართლაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი,მაგრამ მართლაც საინტერესო ცხოვრება აქვს და გამოცდილება. ძალიან მაინტერესებს,სხვა რომელი ქართული საიტი შემოგთავაზებთ ინტერვიუს თქვენი ''საყვარელი'' ვარსკვლავების ქორეოგრაფზე და ა.შ .. თუმცა უმეტესობისთვის საინტერესო მხოლოდ ის არის,რომელი სელებრითი სად შევიდა,საიდან გამოვიდა,ვის აკოცა და ვისთან იწვა :))

  • Funny Girl თქვა:
    30 მაი 2012 18:31 - ID: 18,
    საერთოდ არ მომწონს ეს ქალი მორჩა პროექტი და რატო არ ბრუნდებაა: D

  • kristi_ თქვა:
    30 მაი 2012 18:21 - ID: 17,
    ბოდიში მაგრამ უკვე მომბეზრდა ამის ყურება. მომწონს კარგი გოგოა , მხიარულიც მაგრამ სულ პირველი ხოარ უნდა იყოს არაა

  • ninikoo თქვა:
    30 მაი 2012 17:16 - ID: 16,
    love

  • Annous თქვა:
    30 მაი 2012 15:26 - ID: 15,
    ჰაჰა მ ყველაზე სასაცილო ისაა რომ ეს ქალი არის ამერიკელი და კატეგორია გაქვთ ქართველები wink wink ვარკვლავებში მაინც ჩაგეწერათ :D

  • Nina√ თქვა:
    30 მაი 2012 15:02 - ID: 14,
    ფიშ სპაში მინდააა request wink

  • anii:):):) თქვა:
    30 მაი 2012 13:22 - ID: 13,
    magari qalia

  • Nanuka. თქვა:
    29 მაი 2012 22:09 - ID: 12,
    შეიძლება კარგი, უშუალო ადამიანია, პროფესიონალი მოცეკვავეა, მაგრამ მსოფლიო დონის ვარსკვლავი?! :)) ეს უკვე ზედმეტია:))

  • kristi_ თქვა:
    29 მაი 2012 22:06 - ID: 11,
    paparaci,
    wink

  • elee თქვა:
    29 მაი 2012 21:44 - ID: 10,
    ეს ხო იყო ადრე wink

  • salYyY თქვა:
    29 მაი 2012 21:31 - ID: 9,
    belay

  • paparaci თქვა:
    29 მაი 2012 21:26 - ID: 8,
    Anch_Bey,
    ააა,

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top