;
12 მაი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 5006-ჯერ

დასრულდა მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეული
სადაც ქართველმა დიზაინერებმა 2016-17 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. კვირეულის ფარგლებში, რომელიც 5-9 მაისის ჩათვლით გაიმართა ვიხილეთ ავთანდილის, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი, ატელიე 10'ა, GOLA DAMIAN, ELOSHI, დიანა ქვარიანი, გიორგი ქებურია, MATERIEL, LALO და 711-ს დამოუკიდებელი კოლექციები, რუსეთში მოღვაწე დიზაინერის ალექსანდრ არუტუნოვის და ბესარიონის ჩვენებები, ქეთევან მაისაიას ფეხსაცმელების კოლექცია, სოფია გონგლიაშვილი და ვასკას შოუ-გამოფენები. კვირეული აქტიურად გააშუქეს უცხოურ მედიაში. ყურადღების ქვეშ მოექცნენ ქართველი მოდელები და IT girl-ები, განსაკუთრებით გამოირჩეოდა VOGUE-ს საიტის მიმოხილვები. ენჯელ.ჯი- კი წარმოგიდგენთ სტუმრების ჩაცმულობას.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI
Guest Style for www.angel.ge

photographer: Anna Batsikadze

Tags:
7 მაი 2015      chyipina     5 კომენტარი     ნანახია 4813-ჯერ
როგორც უკვე ნახავდით ჩვენი ფეისბუქისფეიჯის ალბომში 24, 25 და 26 აპრილს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა სამდღიანი, ნონ-სტოპ ფესტივალი Tbilisi Jam Fest 2015 სადაც როკის მოყვარული ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი. რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო, სტუმრებმა მოახერხეს ლოკაციის, ამინდისა და ფესტივალის სტილის ერთმანეთთან შერწყმა, ამრიგად საკმაოდ საინტერესო ლუქები შემოგვთავაზეს.

Tags:
1 მაი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 6787-ჯერ

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ჭავჭავაძის #50 ნომერში WEEKEND MAX MARA -ს პირველი მაღაზია გაიხსნა, საზეიმო ცერემონიასაც მრავალი ცნობილი და 'თბილისელი' ქალბატონი დაესწრო, მათი თანხმლები მამაკაცები კი ულამაზესი მეუღლეების მოლოდინში, სანამ ისინი ახალი კოლექციის თვალიერებით იყვნენ გართულნი მაღაზიის წინ შამპანურის ბოკალებით ხელში ელოდნენ მათ. გახსნის ცერემონიაზე სასიამოვნო და მეგობრული გარემო სუფევდა, სწორედ ასეთია MAX MARA-ს ხაზის WEEKEND MAX MARA-ს ქალი: დახვეწილი და გემოვნებიანი, საქმიანი და თავისუფალი, მარტივი ურთიერთობების მოყვარული, იცის როგორ მოახერხოს განტვირთვა.

გახსნის ცერემონიაზე სტუმრების უმეტესობა თაავიანთი საყვარელი ბრენდის - WEEKEND MAX MARA-ს ახალი კოლექციის სამოსში გამოწყობილნი გამოცხადნენ, შემდგომ კი ROOMS Hotel-ში გადაინაცვლეს after-party წვეულებაზე.

Tags:
22 აპრილი 2015      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 9082-ჯერ

თბილისი მოდის კვირეულის ფინალური მე-4 დღე გიორგი ქებურიას ჩვენებით გაიხსნა Art Area-ს საგამოფენო სივრცეში, შემდგომ ვარდების მოედანზე განლაგებულ სივრცეში მარიამ გვასალიას, სალი ფანგანის და რია ქებურიას ჩვენებები გაიმართა. მე-11 მოდის კვირეული ატელიე კიკალასთვის ლაკო ბოკუჩავას კოლექციის პრეზენტაციამ დახურა. შემდგომ სტუმრებმა მოძრაობის თეატრში გამართულ Nargis-ის წვეულებაზე გადაინაცვლეს და თბილისის მოდის კვირეული მომავალ სეზონამდე დაგვემშვიდობა.

თბილისის მოდის კვირეულის #4 დღეს
დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა ენჯელზე

Tags:
21 აპრილი 2015      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 7443-ჯერ


თბილისი მოდის კვირეულის მე-11 სეზონის მე-3 დღეს გაიმართა კვირეულის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერების ჩვენებები, რომლებიც შაბათ დღეს დილიდან დაიწყო. პირველი ანუკი არეშიძემ წარმოადგინა კოლექცია ნაციონალურ გალერეაში, საიდანაც სტუმრები N Duo Concept-მა მიიპატიჟა გრატო პასაჟში გამართულ კოქტეილ-ბრანჩზე. სტუმრებს შორის იყვნენ მოწვეული ჟურნალისტები და ბლოგერები: ქსენია საბჩაკი, დარია შაპოვალოვა, მარია კოსოლოვა, აქსანა ონი, ელენა ზამიატინა, იულიანა ბოიკო, ნინა ვასაძე... შემდგომ სტუმრები ვარდების მოედანზე Iveria Group-ის შენობაში Dalood, დიანა ქვარიანი და ჯორჯ შაღაშვილის ჩვენებებს დაესწრნენ, დღე კი Vinotel-ში დახურულ წვეულებაზე ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.

თბილისის მოდის კვირეულის #3 დღეს
დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა ენჯელზე.

Tags:
19 აპრილი 2015      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 8911-ჯერ

თბილისი მოდის კვირეული , რომელიც უკვე მე-11 სეზონს ითვლის 16-19 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. საშემოდგომო კოლექციების ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად Iveria Group-ის ახლადმშენებარე კომპლექსური შენობა შეირჩა ვარდების მოედანზე, სადაც 30 მეტრიანი პოდიუმი გაიჭიმა, ასევე მოეწყო ქართველი დიზაინერების შოურუმი და მოდის კვირეულის ოფიციალური სპონსორის HONDA-ს ავტომანქანების გამოფენა. ჩვენი ყურადღების ქვეშ ამჯერადაც, დამსწრე საზოგადოების ჩაცმის სტილი მოექცა, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულის გახსნის #1 და მე-2 დღეს გადაიღო ენჯელ.ჯი-ს ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ.

მეტი ფოტოების ხილვა შეგიძლიათ ენჯელის ფეისბუქის ალბომში:
Tbilisi Fashion Week #11 Guests


Tags:
8 ნოემბერი 2014      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 8921-ჯერ
თბილისის მე-10 მოდის კვირეული დასრულდა შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებით და ჟურნალ OK!-ს წვეულებით, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და მოდით დაინტერესებულმა თბილისელმა მოიყარა თავი.

თბილისის მოდის კვირეულმა 5 დღეს გასტანა, წარმოგიდგენთ მე 3-5 დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას Designer Center, თბილისი რუმსში გამართული თამუნა ინგოროყვას და შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებიდან.
სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში, სადაც ყველა ფოტოს ხილვა შეგიძლიათ.

Tags:
7 ნოემბერი 2014      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 7179-ჯერ


წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში მეორე დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით დეტალებმა მიიპყრო, როგორც ირკვევა თბილისელთა უმეტესობა CHANEL-ის ჩანთების დიდი მოყვარულია...

ფოტოები სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის იქნა გადაღებული და აქამდე მათი ნახვა შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქის ფეიჯის ალბომში.

Tags:
6 ნოემბერი 2014      ANGEL     15 კომენტარი     ნანახია 8476-ჯერ
თბილისის მოდის კვირეული ოქტომბრის თვის მიწურულს გაიმართა, სადაც დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხული 2014 და ზამთრის კოლექციაც წარმოადგინეს. სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში. ახლა კი წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას, რომლებიც ბიბლიოთეკაში გამართულ ანუკი არეშიძის ANOUKI ჩვენებას და TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში იმყოფებოდნენ.

Tags:
21 ოქტომბერი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 12952-ჯერ
Tbilisi Street Style -ის მორიგ სერიაში ტრენსპოტერმა ერეკლე ნაკუდაიძეენჯელ.ჯი-სთვის
აღბეჭდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების სტილი

გადაღება ოქტომბრის თვეში, აკადემიაში სწავლის დაწყების პირველ დღეებში შედგა და როგორც ყოველთვის აკადემიის სტუდენტებს გამოარჩევთ თავისებური ეპატაჟური ჩაცმულობა და ცოტაოდენი გრანჟ და ჰიპსტერ-მიმდინარეობა.

Tags:
18 სექტემბერი 2014      ANGEL     10 კომენტარი     ნანახია 14625-ჯერ
Tbilisi Street Style -ის მორიგ სერიაში ტრენსპოტერმა ერეკლე ნაკუდაიძე
სექტემბრის თვის დასაწყისი აღბეჭდა ენჯელ.ჯი-სთვის

back to city - სექტემბრის დასაწყისში გადაღებული ეს ლუქები ქალაქში დაბრუნებული ახალგაზრდების სამზადისს ასახავს ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით. შევნიშნეთ მთავარი ტენდენცია: სპორტული ფეხსაცმელი. ვიმედოვნებთ სულ მალე დაიმკვიდრებს თავს ახალი საშემოდგომო ტენდენციები და ახალგაზრდებში მეტად დახვეწილ და მოდურ ლუქებს დავაფიქსირებთ.

Tags:
17 თებერვალი 2014      ANGEL     25 კომენტარი     ნანახია 21555-ჯერ
Tbilisi Street Style - თებერვალი
www.angel.ge ფოტოგრაფი: ელენე რუხაძე

თბილისის ქუჩის მოდის მორიგ სერიაში, რომლის ნაწილიც იანვრის თვის მიწურულს - თებერვლის თვის დასაწყისში
იქნა გადაღებული ძირითადად კვლავ სტუდენტები მოხვდნენ.

26 დეკემბერი 2013      ANGEL     39 კომენტარი     ნანახია 21074-ჯერ
Tbilisi Street Style - დეკემბერი
www.angel.ge ფოტოგრაფი: ელენე რუხაძე

თბილისის ქუჩის მოდის მორიგ სერიაში, რომელიც დეკემბრის თვეში გადაიღო ჩვენმა ტრენდსპოტერმა თბილ პალტოებსა და ქუდებში გამოწყობილ ახალგაზრდებთან ერთად რამოდენიმე ცნობილი ადამიანიც მოხვდა კადრში: დარკო გლიშიჩი (თბილისის “დინამოს” მაკედონიელი ლეგიონერი), ლევან მდინარაძე (Dj Rembo), სალომე კორკოტაშვილი (Salio)

27 ნოემბერი 2013      ANGEL     39 კომენტარი     ნანახია 15662-ჯერ
ნოემბრის თვის მიწურულს ჩვენს ფოტოგრაფს უკვე გაუჭირდა თბილისის ქუჩებში ლამაზად შემოსილთა გადაღება, რადგან მოახლოვებულ ზამთარს ჯერ ყველანი ვერ შევეწყვეთ. ელენე რუხაძემ კვლავ აკადემიის სტუდენტების სტილი გადაიღო.

Student Style - ნოემბერი
www.angel.ge ფოტოგრაფი: ელენე რუხაძე
Tags:
11 ოქტომბერი 2013      ANGEL     35 კომენტარი     ნანახია 35711-ჯერ
Student Style
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჩაცმულობა,
2013-14 წლის სასწავლო წლის #1 დღე, 7 ოქტომბერი
www.angel.ge ფოტოგრაფი: ელენე რუხაძე

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top