;

6 December 2012      ANGEL     Views 5369    
Category: Georgians » Tbilisi Fashion Week

თბილისის მოდის კვირეული იწყება

მაშინ, როდესაც უკვე ვიფიქრეთ, რომ საქართველოს და თბილისის მოდის კვირეულიც გაუქმდა, გაჟღერდა, რომ
თბილისის მოდის კვირეული 14-16 დეკემბერს გაიმართება!

კომპანია ჯეოფეშენის ორგანიზებით რიგით მე-7 თბილისის მოდის კვირეულს ამჯერად სასტუმრო „Holiday Inn“ უმასპნიძლებს და ის წინასაახალწლო განწყობით ჩაივლის.

14 დეკემბერს TFW დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციის ჩვენებით გაიხსნება. სულ ამ სეზონზე მოდის კვირეულზე 10-მდე დიზაინერი წარადგენს თავის კოლექციას: გიორგი შაღაშვილი, უტა ბექაია, ეკა ბალანჩივაძე, აკა ნანიტაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, ავთანდილ ცქვიტინიძე და TFW-ის დებიუტანტი ნინო ბაბუხადია.

თბილისის მოდის კვირეული იწყება
თბილისის მოდის კვირეული ყველაზე კრეატიური და ინოვაციური ღონისძიებაა საქართველოს მოდის კალენდარში, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს, მოდელებსა თუ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ეძლევათ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.

კვირეულის შემოქმედებით ნაწილზე ნინო იოსელიანი იზრუნებს, კვირეულის კრეატივში თავის წვლილს თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორი კომპანია „აჭარაბეთიც“ შეიტანს.

ენჯელ.ჯი კვლავ განიხილავს თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციებს
და სტუმრების ჩაცმულობას (ფოტო-მასალა)
angel.ge / არქივი / tfw


თბილისის მოდის კვირეული
14-16 დეკემბერი, 2012

გენერალური სპონსორი - „აჭარაბეთი“.
მასპინძელი – სასტუმრო „Holiday Inn”
პარტნიორები - “ჯორჯიან ივენტსი”, სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, „გაბუნია და პარტიორები“.
სპონსორები: „ვულე ვუ“, „ლიგ სტუდიო“, „სარაჯიშვილი“, სალონი "აბაშიძის 31“, რესტორანი „მონოპოლი".
მხარდამჭერები: თბილისის მერია და თბილისის სამხატვრო აკადემია.
საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა“, „Georgia Today“, „Music Box“, „Focus Tv“.
გენერალური მედია პარტნიორი - “რუსთავი 2”.


AVTANDIL
model: LIKA EVGENIDZE / photographed by KIKALA






Fashion House Aka Nanitashvili







Keti Chkhikvadze Fashion House





Category: Georgians » Tbilisi Fashion Week
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top