;
22 დეკემბერი 2012      ANGEL     37 კომენტარი     ნანახია 8265-ჯერ    
კატეგორიაში: Tbilisi Fashion Week, for ANGEL.ge

თბილისის მოდის კვირეული 14-16 დეკემბერს გაიმართა, სწორედ მაშინ, როდესაც უკვე ყველას გვეგონა, რომ Georgian Fashion Week-ის მსგავსად გაუქმებული იყო. TFW დაგვიანებით, თუმცა მაინც ჩატარდა და მას ყველასგან გამორჩეული - საახალწლო სეზონისთვის შექმნილ ქართველი დიზაინერების კოლექციებს მასპინძლობდა. თბილისელები მაინც სიხარულით შეეგებნენ შემდგარ TFW-ს (მიუხედავად დაგვიანების, "უნიკალური" სეზონის და მცირე-მასშტაბურობისა), რომელიც ნამდვილად საახალწლო განწყობით - პირველი თოვლის მოსვლით გაიხსნა.
შემდეგ კი მოვლენები აი ასე განვითარდა:


Tbilisi Fashion Week ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა, რომელიც მინიმალისტურ სტილში, თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი - ოქროსფერი დეტალებით. შემდგომ აკა ნანიტაშვილის ჩვენება გაიმართა ნაზად დატვირთული მაქმანებით და ხის აქსესუარებით, რომლის დასრულების შემდეგ უტა ბექაიას პერფორმანსი იხილეს after party-ზე მისულმა სტუმრებმა.


Day I : Keti Chkhikvadze









თბილისის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრებს ვთხოვეთ გამოეხატათ თავიანთი აზრი
Tbilisi Fashion Week -ის ამ კვირეულთან დაკავშირებით:

სალი გოგიბერიძე

ის უკვე წარმატება და წინსვლა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, ანუ პოლიტიკურად ესეთ ვითარებაში მოიპოვო ფინანსები და გარკვეული ადამიანების მასას მოუყარო თავი და გადართო სხვა რამეზე. ეს უკვე კარგია, როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს ეს არ იყო F.week, არამედ გააკეთეს წინა საახალწლო უიკენდი, ამიტომ ვფიქრობ ეს კრიტიკის საშუალებას არ იძლევა. პროფესიონალურ დონეზე რაც შეეხება ჩემს შენიშვნებს პირველ რიგში დავიწკებდი ბანერის უხარისხობით და გადავიდოდი კარავში -20 გრადუსზე, სადაც გამათბობლებს მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა ქონდა! ასევე ძალიან დიდი შენიშნვა მაქვს ფოტოგრაფების მიმართ (არა ყველას რა საკვირველია ) უმეტესობა მათგანი ხალხში გამოსაჩენად, საჭმელად და ყველაფრის საკეთებლად იყვნენ მოსულნი გარდა გადაღებისა, იგივე უცხოეთის მსგავს სიტუაციებს თუ გადავავლებთ თვალს მივხვდებით, რომ ფოტოგრაფები კარგი კადრის გამო სულის გაყიდვაზეც თანახმანი არიან და ჩვენთან უნდა გააღვიძო და შეახსენო კისერზე რომ რაღაც კიდიათ რა მოვალეობა აქვს მას, მეორე, ასევე დასწრებაა ვინ უფრო სწრაფად გაავრცელებს ინფორმაციას თუ ფოტოებს და აქ საერტოდ მარაზმთან გვაქვს შეეხება! კიდევ ერთი და მთავარი უკვე მეხუთე წელია ტარდება და მინდა გითხრათ, რომ ყველას ვესწრებოდი და ყოველთვის მოვდიოდი გაოცებული, რადგან მინიმუმ 7 საათზე იწყება და ამ დროს სთრით-სტაილის გადაღება შეუძლებელია არადა ეს კვირეულების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტია. რაც შეეხებათ დიზაინერებს უკომენტაროდ!!! საერტოდ არ ვთვლი რომ ისინი შეფასებას იმსახურებენ! შაღაშვილის გამოკლებით.
პ.ს. წარმატებებს ვუსურვებ მომავალში და ვთვლი რომ ეს ცუდიც დიდი წარმატებაა, რადგან მჯერა რომ წლებთან ერთად ჩვენც დავექვემდებარებით წინსვლას.


Day I : Aka Nanitashvili







Uta Bekaia Performance / Afterparty in Holiday Inn






კვირეულის მეორე დღე ნინო ბაბუხადიას ჩვენებით გაიხსნა, რომელიც დებიუტანტი გახლდათ TFW-ზე და საკმაო მოწონება დაიმსახურა. ეკა ბალანჩვაძის კოლექციაში შავი ფერი ჭარბობდა, რომელსაც მასიური ყელსაბამი და თმაში ჩამაგრებული ყვითელი ლენტები ახალისებდა.

საღამოს ქარვასლაში ავთანდილის ჩვენება გაიმართა, მას შემდგომ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება მოყვა TFW-ის ტენტში. მათ ცალკე პუბლიკაციის სახით იხილავთ >> angel.ge/index.php?newsid=106703

Day II : Nino Babukhadia














ანანო დოლაბერიძე www.anobanooo.blogspot.com


ზოგადად TFW რომ არსებობს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან დიზაიენრებს - დამწყებს, ძველებს ეძლევათ თავიანთი თავის რეალიზაციის საშუალება. უფრო მიტივირებულები არიან რომ გააკეთონ კოლექციები და პასუხისმგებლობაც დიდია, რადგან ხალხს უნდა წარუდგინონ. რა თქმა უნდა მოხარული ვიქნებოდი, რომ ჩატარებულიყო ისე, როგორც არის წესი - შემოდგომა, გაზაფხული, სეზონების გათვალისწინებით, მაგრამ მისაღებია და გასაგები მიზეზი რომელიც გამომდინარეობს ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების გამო.

მიხარია ის, რომ ძირითადად დიზაინერებმა წარმოადგინეს s/s 2013 კოლექციები, მაგრამ ვფიქრობ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ კოლექციის შექმნას. ეს მარტო კომერცია არ უნდა იყოს. ვერ ვიტყვი რომ s/s 2013 ტენდენციები იყო დაცული. ძირითადად ყველას გამოყენებული ქონდა თეთრი ფერი. სიახლე არ იყო არაფერი რაც ყოველთვის ნაკლებობაა ქართველი დიზაინერების კოლექციებში და ვისურვებდი უფრო მეტად ეცადონ რომ კრეატივის და კომერციის mix გააკეთონ.

დიზაინერებიდან ვერცერთს ვერ გამოვყოფ. იქიდან გამომდინარე, რომ ლაკო ბუკიას მენეჯერი ვარ არ მინდა ვიყო მიკერძოებული, მაგრამ მართლა ძალიან კარგი კოლექცია წარმოადგინა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მითუმეტეს, რომ ბადე ბაჭერი, თევზის ტყავი და sporty details ტენდენციები დაემთხვა s/s 2013 წლის ტენდენციებს.
დიზაინერებს ვურჩევ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საქმეს და არასდროს არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი. ეს არის ყველაზე მთავარი რომ თითოეულ კოსტუმში ხედავზე რომ ამ დიზაინერის ხედვაა...

კოლექციის აწყობა და დასრულებაც ძალიან მნიშნველოვანია რომ თემატურად არ იყოს ამოვარდნილი და მარტო იმ მიზნით რომ რაოდენობა ლუქების 25-მდე გაზარდო შეურიო ისეთი ტანსაცმელი რაც საერთოდ არ ზის კოლექციაში და ეს დავინახე რამდენიმე დიზაინერში, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.


Day II : Eka Balanchivadze











მესამე დღეს TEYO by TEONA GARDAPKHADZE კოლექცია ვიხილეთ, რომლის სოლო-გამოსვლაც (Atelier informal დაშლის შემდეგ) დებიუტად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. შემდგომ ლაკო ბუკიას კოლექციის ჩვენება გაიმართა და გიორგი შაღაშვილის კოლექციით დაიხურა მოდის კვირეული, რომელსაც ასევე მორიგ პუბლიკაციაში იხილავთ.

მერცია სულხანიშვილი www.mercichic.blogspot.com
www.youtube.com/MerciChic

❝ ზოგადად მიხარია რომ მოდის კვირეული უკვე მეშვიდეთ ჩატარდა. იყო რაღაც გარკვეული მითქმა მოთქმა, რაღაც გარკვეული საფრთხე არსებობდა და შეიძლებოდა ვერ ჩატარებულიყო, საბედნიეროდ ორგანიზატორებმა მოახერხეს და fashionist– ებს წინა საახალწლო fashion weekend მოგვიწყეს. მე როგორც ბლოგერი მოდის კვირეულიდან მოდის კვირეულამდე ვხედავ, რომ მოდის კვირეული უფრო და უფრო იხვეწება. ვამჩნევ, რომ ის უფრო საქმიანი ხდება. საქართველოში უნდა ვისწავლოთ, რომ ეს არ არის უბრალო "ტუსოვკა" თავის გამოჩენის მიზნით ამ მხრივ წინსვლას ვხედავ რაც ძალზედ მახარებს.

ძალიან მომეწონა ორგანიზატორების იდეა, რომ ჩვენებები გამართულიყო ტენტში. გამახარა იმ ფაქტმა, რომ წლების წინ მოდის კვირეულზე თუ კი მხოლოდ ორი, მაქსიმუმ სამი ბლოგერი დადიოდა და ზოგადად საზოგადოებისთვის ბლოგერის დანიშნულება უცნობი იყო წელს ამ მხრივაც წინსვლა გვაქ. ერთადერთი რაზეც კვლავ გული მწყდება და სამწუხაროდ გამოუსწორებელია ეს მოდის კვირეულის დროს street style-ს გადაღების პრობლემაა, მითუმეტეს ზამთარში ჩატარებული ჩვენებების დროს.

რაც შეეხება ჩვენებებს ზოგადად ყველა ჩვენებას ინტერესით ველოდები თუმცა წელს განსაკუთრებულად ავთანდილის ჩვენებას ველოდი, რადგან მას ქართული საზოგადოებისთვის ჩვენება უკვე რამდენიმე სეზონია არ ჰქონია. ჩემზე საოცარი შთაბეჯდილება მოახდინა. მეტიც აღფრთოვანებული დავრჩი.
გამოვყოფდი დანიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის გიორგი შაღაშვილის ჩვენებას. საკმაოდ კარგი და კომფორტული look-ები შემოგვთავაზა მომავალი სეზონისთვის, გარდა ამისა მისი ჩვენება გაჯერებული იყო შოუს ელემენტებით, რომელითაც დიზაინერმა ბევრი რამის თქმა შეძლო.

მომეწონა ქეთი ჩხიკვაძის და ლაკო ბუკიას კოლექციები, რომელიც შექმნილია გაზაფხული ზაფხულის 2013 ტენდენციების გათვალისწინებით. განსაკუთრებით მომწონს ლაკო ბუკიას მიერ კოლექციების შექმნის დროს გამოყენებული დეტალი “თევზის ტყავი”. მომეწონა ნინო ბაბუხადიას ჩვენება, რომელმაც მოდის კვირეულში პირველად მიიღო მონაწილეობა, ასევე გამოვყოფდი თეონა გარდაფხაძეს რომელმაც ახალი ხაზის ქვეშ წარმოადგინა კოლექცია TEYO by TEONA GARDAPKHADZE მისმა კოლექციამ ჩემში მოწონება დაიმსახურა. ❞


Day III : Teona Gardapkhadze













Day III : Lako Bukia














ფოტომასალა: LIG studio

პუბლიკაციაში წარმოდგენილი მოსაზრებები (ფოტოზე): ანანო დოლაბერიძე (anobanooo),
სალი გოგიბერიძე, მერცია სულხანიშვილი (mercichic)

წარმოდგენილი კოლექციებიდან თქვენი ფავორიტები

საერთო ჯამში ყველა მომეწონა
Keti Chkhikvadze
Aka Nanitashvili
Nino Babukhadia
Eka Balanchivadze
Teona Gardapkhadze
Lako Bukia
არცერთი

კატეგორია: Tbilisi Fashion Week, for ANGEL.ge
Tags:

37


  • gvanca1797 თქვა:
    24 დეკემბერი 2012 20:03 - ID: 37,
    კარგი ნამუშევრებია :))მაგრამ ლაკო ბუკია მომეწონა ძალიან love და ნინო ბაბუხადია

  • katokato თქვა:
    24 დეკემბერი 2012 19:31 - ID: 36,
    ბერი რაღაც მომეწონა და მიხარია წარმატებები

  • salome55555 თქვა:
    24 დეკემბერი 2012 16:08 - ID: 35,
    რამოდენიმე ლუქი მომეწონა. საერთოდ კარგია რომ საქართველოშიცაა მოდის კვირეული. ანი ჩიხლაძე რა ლამაზია. კიდევ ის გოგო შავგვრემანი როა და მეორე იაპონელს რომ გავს ნუ არის კიდევაც ნახევრად. სახელები არ მახსოვს ამ გოგოების

  • anotangled თქვა:
    24 დეკემბერი 2012 13:31 - ID: 34,
    avtor nino babukhadias namushevrebi aka nanitahsvilshi gaqvs chagdebuli ramdenime

  • barjakuzu თქვა:
    24 დეკემბერი 2012 12:21 - ID: 33,
    ძონძების გამოფენა!!!

  • aNuKiii01 თქვა:
    23 დეკემბერი 2012 14:51 - ID: 32,
    ჩემი ანნა ყველაზე ლამაზი იყო Fეშენ ვიკზე <3 ჩემი გოგო ანაა <3 )))))))0

  • tinaty თქვა:
    23 დეკემბერი 2012 03:31 - ID: 31,
    ეს ყველაზე კარგი მოდის კვირეულია რაც გვქონია, არც კი მოველოდი ისეთი კარგია. ქართველები სწრაფად სწავლობენ :)

  • tako_takunebi თქვა:
    23 დეკემბერი 2012 02:22 - ID: 30,
    გავგიჟდი ისე მომეწონა ძაან მაგარია love

  • Mari Glonti თქვა:
    22 დეკემბერი 2012 23:33 - ID: 29,
    ნამდვილად განიცადა პროგრესი რაც მახარებს
    თეონა გარდაფხაძეს და ლაკო ბუკიას გამოვარჩევ

  • Karina თქვა:
    22 დეკემბერი 2012 22:40 - ID: 28,
    ესეთი კარგები რომ ხართ მაგიტომაც იყავით გამოსულები TFW-ზე არა? :D :D :D შურიანები ნუ ხართ, ნუუუ! და რაც შეეხება დიზაინერებს, მე ძამიან მომეწონა კოლექციები, აშკარად იგრძნობა წინსვლაა!

  • nata1990 თქვა:
    22 დეკემბერი 2012 21:48 - ID: 27,
    აუუ არ მომეწონა არც მოდელებიი ვაფშე თოვლი drunk

  • sofia-sofia12 თქვა:
    22 დეკემბერი 2012 21:14 - ID: 26,
    მოდელი გამხდარი უნდა იყოს, რა არის ეს ერთი, ან რა აცვიათ...........................

  • natianatia თქვა:
    22 დეკემბერი 2012 20:21 - ID: 25,
    მგონი ყველაზე ნორმალური მოდის კვირეული ეს იყო ..კაია წინსვლა

  • lady19 თქვა:
    22 დეკემბერი 2012 19:41 - ID: 24,
    არაფერი გვეშველება :X

  • Marriiiammiii თქვა:
    22 დეკემბერი 2012 18:34 - ID: 23,
    უდაოდ თეონაა ჩემი ფავორიტი.

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    22 დეკემბერი 2012 17:41 - ID: 22,
    თეონა გარდაფხაძეზე ვიყავი მე და ეხლა რომ გადავავლე თვალი საერთო ჯამში ყველაზე კარგი კოლექცია ეს ყოფილა. კარგი მაააარრრრ love

  • VforVendetta თქვა:
    22 დეკემბერი 2012 17:16 - ID: 21,
    მე ერთი ვერ გავიგე... რატომ არიან ეს ქართველი ' მოდელები ' ასე გამოცარიელებულნი სახეზე?

  • MissDevonne თქვა:
    22 დეკემბერი 2012 16:38 - ID: 20,
    მოდელები არიან ცუდები! )) საქართველოში უკეთესი გოგოებიც არიან და ისინი რატომ არ უნდა იყვნენ აქ?? )) რაც შეეხება მოდას ვვითარდებით ეს აშკარაა მაგრამ საამაყო ჯერ კიდევ არაფერი გვაქვს. ლაკოსგან მეტს მოველოდი რატომღაც... :/ შარაშენიიძის ჩვენება იყო კარგი,ცუდია რომ აქ არ დევს. ;(

  • suslika თქვა:
    22 დეკემბერი 2012 14:46 - ID: 19,
    მე მომწონს ლუქები და სიამოვნებით ჩავიცვამდი ლაკოსი და პირველი ქეთის განსაკუთრებით მომეწონა თეთრი ლუქები ძაან ლამაზია რავიცი აბა ისე მოდელები რას გვანან ;დ

  • lul თქვა:
    22 დეკემბერი 2012 14:44 - ID: 18,
    მაგარია მომეწონა ძალიან ბევრი ყოჩაღ love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top