;
3 აპრილი 2013      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 4155-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » Tbilisi Fashion Week

თბილისის მოდის კვირეული იწყება!

რიგით მე–8 თბილისის მოდის კვირეული 23 – 26 აპრილს გაიმართება!

კომპანია ჯეოფეშენის ორგანიზებით TFW -ს ამჯერადაც სასტუმრო „ Holiday Inn “ და „აჭარაბეთი“ წარმოგვიდგენს. მეიდან ჯგუფის საღონისძიებო სივრცე თბილელის მუზეუმ ქარვასლაში გაიმართება. მოდის კვირეულის მთავარი ლოკაცია შეფუთული იქნება გენერალური სპონსორის ყავა „კარტ ნუარის“ კრეატივით და მასში განთავსებული იქნება როგორც ჩვენებების პოდიუმი, ასევე დიზაინერების კოლექციების შოუ რუმი და აქსესუარების ქართველი დიზაინერების ახალი ნამუშევრების გამოფენა.

შემოდგომა–ზათრის სეზონის კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე 20–მდე დიზაინერი წარადგენს: საზღვარგარეთ მოღვაწე დიზაინერები რია ქებურია და გიორგი შაღაშვილი, ეკა ბალანჩივაძე, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, ატელიე 10ა, ატელიე კიკალა, ატელიე დალოოდი, ატელიე მატერია, ტატუნა ნიკოლაიშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე. დიზაინერები სიმონ მაჩაბელი და თამარა კოპალიანი (პეპელა) პრეფომანსებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე.

ამასთანავე, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება 3 უცხოელი დიზაინერის ჩვენება აინურ ტურისბეკ, უკრაინიდან კსენია შნაიდერი და ამერიკელი მარკ ბაუერის წვეულება , რომელზეც მისი ბოლო კოლექციიდან რამდენიმე კოსტუმს ქართველი მოდელები წარმოადგენენ.





ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართება დამწყებ დიაზინერთა კონკურსი New Comers Day ”, რომლის გამარჯვებულებიც სხვა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან. თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ჩვენება/ღონისძიება იგეგმება, რის შესახებ ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კულტურისა და ძელთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე მასტერკლასი და მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელის დროსაც პროფესიონალი და დამწყები დიზაინერები შეძლებენ უცხოელი სტუმრებისაგან მიიღონ მეტი ცოდნა და გამოცდილება თანამედროვე მოდის სტანდარტებისა და ტრენდების შესახებ, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში შეუწყობს ხელს. ასევე დაგეგმილია მასტერკლასები ფოტო და მოდის ჟურნალისტებისათვის, რაც ასევე ახალი გამოცდილება და ექსპერიმენტი იქნება.


ენჯელ.ჯი კვლავ განიხილავს თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციებს
და სტუმრების ჩაცმულობას (ფოტო-მასალა)
angel.ge / არქივი / tfw

კატეგორია: ქართველები » Tbilisi Fashion Week
Tags:

5


  • qeti :) თქვა:
    4 აპრილი 2013 20:51 - ID: 5,
    ერტი ამატიცც
    ;D

  • Ana smiley თქვა:
    4 აპრილი 2013 15:19 - ID: 4,
    ძველი ცუდი არ იყოო love

  • kristi_ თქვა:
    4 აპრილი 2013 08:40 - ID: 3,
    ინწერესნა ^^

  • Tatia_M. თქვა:
    3 აპრილი 2013 23:50 - ID: 2,
    ვნახოთ აბა რა იქნება :)

  • BarcaFan თქვა:
    3 აპრილი 2013 23:46 - ID: 1,
    ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top