;
29 აპრილი 2013      Tatia_M.     8 კომენტარი     ნანახია 6257-ჯერ    
კატეგორიაში: Tbilisi Fashion Week, for ANGEL.ge

TFW დასრულდა - მერსი სულხანიშვილის მიმოხილვა

რამდენიმე დღის წინ რიგით VIII თბილისის მოდის კვირეული დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით დასრულდა,როგორც ორგანიზატორები და დამსწრე საზოგადოება აცხადებს ეს კვირეული გასული fashion week_ებისგან განსხვავებით უფრო ორგანიზებული და მასშტაბური გამოვიდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბლოგერს, მერსი სულხანიშვილს გავესაუბრეთ

ქართველი ბლოგერი მოდის კვირეულში აქტიურად იყო ჩართული, ყველა ჩვენებას ესწრებოდა და მისი ლუქებიც დიდ მოწონებას იმსახურებდა სტუმრების მხრიდან.


მერსი როგორია შენი შთაბეჭდილებები კვირეულთან დაკავშირებით?
❝ ძალიან ბედნიერი ვარ, რიგით მერვე მოდის კვირეული შედგა და რაც ყველაზე მთავარია ის ასეთი წარმატებული გამოდგა... თბილისის მოდის კვირეულები გასულ წლებშიც გვქონდა, ორგანიზატორები ყოველთვის ცდილობდნენ მაქსიმალურად კარგად ჩატარებულიყო, თუმცა ეს მოდის კვირეული ნამდვილად საუკეთესო იყო რაც კი გვქონია მანამდე. მე ამ მოდის კვირეულს დავარქმევ პირველ ნაბიჯს მსოფლიო მოდის სამყაროში და ვთვლი, რომ ეს ნამდვილად ასეა და არაფერს არ ვამეტებ. მოგეხსენებათ რომ თბილისის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის კალენდარში უკვე აღნიშნულია
TFW დასრულდა - მერსი სულხანიშვილის მიმოხილვა
Tbilisi Fashion Week Day 1
COPYRIGHT @ NobodyKnowsMarc


რა ტენდენციებს გვთავაზობენ ქართველი დიზაინერები ?
❝ წლევანდელი კოლექციებით კმაყოფილი ვარ, არ ვიცი როგორ რანაირად თუმცა ბედნიერი ვარ,რომ მოახერხეს დიზაინერებმა მომავალი FW 2013-14 გათვალისწინება და თან ტენდენციების საკუთარი ხედვაც დაუმატეს, ეს კი ნამდვილად ასაღნიშნი ფაქტია. ქართველ დიზაინერების კოლექციებში აღმოვაჩინე ისეთი ტენდენციები როგორიც არის 60-იანები, Look-ები სადაც გაერთიანებულია მამაკაცის და ქალის სილუეტი, ეს ერთერთი მომავალი სეზონის Must Have ტენდენცია, ასევე კუბოკრული ქსოვილებისგან შექმნილი Look-ები, ბეწვი ასევე "TRANSPARENCY" - გამჭირვალე ქსოვილი რომელიც ასევე ტენდენციაა, დაჭრილი ტყავისგან შექმნილი კოლექცია, რომელიც Atelier Kikala-მ წარმოადგინა .
TFW დასრულდა - მერსი სულხანიშვილის მიმოხილვა
Total Look Atelier Kikala S/S 2013

ამ მოდის კვირეულზე ბევრი უცხოელი სტუმარი იყო მოწვეული, როგორია მათი შთაბეჭდილებები?
❝ დიახ მოდის კვირეულზე უამრავი უცხოელი მნიშვნელოვანი სტუმარი გვყავდა, რომელთა აზრიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იყო. შეფასებებს ყოველი ჩვენების შემდეგ ვისმენდი, მინდა ავღნიშო რომ ჩვენებების უმეტესობამ დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. რამდენიმე კოლექციით და შოუთი კი საერთოდ აღფრთოვანებულები დარჩნენ .


ჯანი ფონტანას მასტერ კლასსაც მინდა შევეხოთ, უმეტესად რაზე იყო საუბარი მასში?
Gianni Fontana-ს მასტერკლასი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩდა, მცირე დროში, საათნახევარში მოგვითხრო მოდა VS სტილი განსხავავება, მათ შორის და იტალიური მოდის განვითარების საფეხურები .
TFW დასრულდა - მერსი სულხანიშვილის მიმოხილვა

როგორი იყო მედიის დაინტერესება თბილისის მოდის კვირეულზე ?
❝ საკმაოდ მრავლად იყვნენ უცხოური პრესის წარმომადგენლები, BURO24/7, L'officiel, ასევე იყვნენ სხვადასხვა გამომცემლობები უცხოეთიდან, ხშირად ვხვდებოდი იტალიელ ჟურნალისტებს. ერთერთი მნიშვნელოვანი ასევე იყო რომ ჩვენს მოდის კვირეულს ესწრებოდა ერთერთი ცნობილი ფოტობლოგერი Gianluca Senese www.NobodyKnowsMarc.com რომელიც არის VOGUE-ს ერთერთი ქუჩის ფოტოგრაფი და H&M მთავარი ქუჩის ფოტოგრაფი.
TFW დასრულდა - მერსი სულხანიშვილის მიმოხილვა

TFW დასრულდა - მერსი სულხანიშვილის მიმოხილვა

სერიოზული ხარვეზები ან პრობლემები ხომ არ შექმენილა საორგანიზაციო კუთხით?
❝ საბედნიეროდ, მოდის კვირეულზე სერიოზული ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

და ბოლოს, როგორ თვლი შედგა თუ არა თბილისის მოდის კვირეული, რა იყო შენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და რას თვლი მის დადებით მხარედ?
ნამდვილად შედგა თბილისი რიგით მერვე მოდის კვირეული FW 2013-14. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის რომ გვყავდა მნიშვნელოვანი სტუმრები. დადებითი და ძალიან სასიხარულო არის ის რომ მათ დაინტერესება გამოხატეს ჩვენს მიმართ, და ქართველი დიზაინერებისთვის უცხოურ ბაზარზე კარი გაიღო.
TFW დასრულდა - მერსი სულხანიშვილის მიმოხილვა
AVTANDIL Teo Gurchiani

www. mercichic.blogspot.com

facebook/pages/MerciChic-Blog
www.youtube.com/MerciChic
twitter.com/MerciChic

კატეგორია: Tbilisi Fashion Week, for ANGEL.ge
Tags:

8


  • keso_love თქვა:
    1 მაი 2013 17:16 - ID: 8,
    Sally )),
    buzguna_teoo,
    აჰააჰაჰაააააააააააააააა wink

  • marika0704 თქვა:
    30 აპრილი 2013 14:43 - ID: 7,
    აშკარად უფრო განვითარდა მოდის მხრივ საქართველო. წინ მივიწევთ ნელ-ნელა.

  • buzguna_teoo თქვა:
    30 აპრილი 2013 11:27 - ID: 6,
    მოდაში ჩვენი მშველელი არარსებობსს.. :))

    keso_love,
    გავდაა და რავიცი :D

  • ninakoo1 თქვა:
    30 აპრილი 2013 09:27 - ID: 5,
    დამწყები მოდელებიის ჩვენებას როოდისდადეებთ?

  • mari mari mari თქვა:
    29 აპრილი 2013 19:06 - ID: 4,
    ძალიან კარგია. იმედია მომავალში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს საქართველო მოდის სფეროში

  • Sally )) თქვა:
    29 აპრილი 2013 17:32 - ID: 3,
    keso_love,
    არა :დ

  • chyipina თქვა:
    29 აპრილი 2013 14:49 - ID: 2,
    ეს კვირეული მართლა გამორჩეული იყო და მეც ძალიან მომეწონა, მიხარია რომ ასეთი წარმატებული გამოდგა...

  • keso_love თქვა:
    29 აპრილი 2013 14:27 - ID: 1,
    WTF მარტო მე წამეკითხა? :დ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top