;
24 აპრილი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 3250-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » Tbilisi Fashion Week



თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა
ზუსტად ერთწლიანი შესვენების შემდეგ, #10 თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა
და 6-დან 10 მაისის ჩაითვლით გაიმართება.
საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად ვარდების ბაღი უმასპინძლებს, სადაც საგულდაგულოდ კვირეულისათვის მოწყობილ სივრცეში, ჩვენებებთან ერთად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება.

თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ატელიე მატერია, დათუნა სულიკაშვილი, გიორგი შაღაშვილი, გოლა დამიან (დალოოდ ჯგუფი), ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, თეონა გარდაფხაძე, სალომე ამანათიშვილი.
უკვე სახელგანთქმულ დიზაინერებთან ერთად, მოდის კვირეულზე წელს ახალი სახელებიც გამოჩნდებიან: წინა წლის საუკეთესო დამწყები დიზაინერი მარიამ მახარაძე, მარიამ გვასალია, MACH & MACH და დიანა ქვარიანი.

ასევე ჩატარდება დამწყებ დიზაინერთა კონკურსი, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. მათ შორის, იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.





წელს თბილისის მოდის კვირეულს ისეთი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დააკვირდებიან და გააშუქებენ, როგორიცაა L’officiel, Style Du Monde, Buro 24/7, Vogue Russia, Fashion Collection, NARGIS Magazine და Esquire (USA).

თბილისის მოდის კვირეულის სპონსორი სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ წარმოადგენს NOKIA X-ს ანდროიდის სმარტფონს. მისი ფრომოუშენი მოხდება კვირეულის ლოკაციაზე, ასევე ონლაინ რეჟიმში განთავსდება NOKIA-თი გადაღებული ფოტოები კვირეულის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში.
ტრადიციულად, გრძელდება იმიჯაკადემია „ნატალის“ და თბილისის მოდის კვირეულის თანამშრომლობა, რომლის ბექსთეიჯში მოდელების მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობაზე სწორად იმიჯაკადემია „ნატალი“-ს პროფესიონალები იზრუნებენ ქრისტინე რეჯინის ხელმძღვანელობით.
6 მაისს, თბილისის მოდის კვირეულის გახსნის წვეულების ოფიციალური მასპინძელია MOET CHANDON, ხოლო მოდის კვირეულის არაფორმალურ საღამოებს უმასპინძლებენ ლაუნჯი „ქალაქური“, რესტორანი „მრგვალი ბაღი“, კაფე „აკადემია“ და „ბოჰემა“.
მოდის კვირეულის სპონსორის, კომპანია „ორიფლეიმის“ საპატიო სტუმარი ეწვევა თბილისს მხოლოდ ერთი დღით, 7 მაისს. იონას ვრამელი ჩაატარებს THE ONE-ის პროდუქციის პრეზენტაციას და 7 მაისს გამართულ ჩვენებებს დაესწრება.

მოდის კვირეულის დღეებში მოეწყობა ირაკლი ღუღუნიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - თბილისის მოდის კვირეულს წელს თავისი დღიურები ექნება ბლოგის სახით, რომლის ავტორებიც არიან Kate’s Cool Attitude . დღიურებში განთავსდება ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა, ბლიც ინტერვიუები და ჩვენებების შეფასებები, სტუმრების კომენტარები და სხვადასხვა საინტერესო და რაც მთავარია ექსკლუზიური მასალა.





ღონისძიების პარტნიორები: ჯორჯიან ივენთსი, დეკერტ ჯორჯია, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი.
სპონსორები: სავაჭრო სახლი გოლეთიანი, ნოკია იქსი, ორიფლეიმ ჯორჯია, „აუთდორ ჯი“, იმიჯაკადემია „ნატალი“.
მხარდამჭერები: თბილისის მერია, სამხატვრო აკადემია,
ოფიციალური მასპინძელი – მეიდან ჯგუფი.

კატეგორია: ქართველები » Tbilisi Fashion Week
Tags:

3


  • Bacmacuna თქვა:
    25 აპრილი 2014 01:49 - ID: 3,
    ჩვენებებზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა და პრესის/ფოტოგრაფების აკრედიტაციებით. მოსაწვევების ძირითადი ნაწილი თავად დიზაინერებს აქვთ, ამიტომ... რაც შეეხება უცხოელი სტუმრების მასტერკლასებს და პრეს შეხვედრებს, 7 და 8 მაისს ღია დასწრებაა ჰოლიდეი ინში გამართულ შეხვედრებზე. ხვალ საღამოს ნახეთ გვერდი www.tfw.ge და დაიგეგმეთ ინტერესის მიხედვით.

  • patella თქვა:
    25 აპრილი 2014 00:08 - ID: 2,
    ციტატა: mary...p
    იცით რა მაინტერესებს. დასწრება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს შეუძლიათ?


    ეგ მეც მაინტერესებს, ძალიან მინდა მანდ წასვლა recourse

  • mary...p თქვა:
    24 აპრილი 2014 22:46 - ID: 1,
    იცით რა მაინტერესებს. დასწრება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს შეუძლიათ?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top