;
5 მაი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 3822-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » Tbilisi Fashion Week



ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა და 6-დან 10 მაისის ჩაითვლით გაიმართება. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად ვარდების ბაღი უმასპინძლებს, სადაც საგულდაგულოდ კვირეულისათვის მოწყობილ სივრცეში, ჩვენებებთან ერთად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება. 6 მაისს, 19 საათზე თბილისის მოდის კვირეულის გახსნის წვეულების ოფიციალურად უმასპინძლებს MOET & CHANDON, რის შემდეგაც ჩვენებები გაიმართება.

თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა. უკვე სახელგანთქმულ დიზაინერებთან ერთად, მოდის კვირეულზე წელს ახალი სახელებიც გამოჩნდებიან და 10 მაისს დამწყებ დიზაინერთა კონკურსი გაიმართება, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. მათ შორის, იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ.

facebook.com/officialTFWgeo



ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის გამოფენა


მოეწყობა LIG STUDIO-ს დამფუძნებლის, ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის გამოფენა, რომელიც არაერთი სეზონი იყო თბილისის მოდის პარტნიორის ერთგული პარტნიორი და მეგობარი. ტრაგიკულად დაღუპული ფოტოგრაფის საუკეთესო ფოტოები გამოიფინება ვარდების ბაღში მოდის კვირეულის მიმდინარეობისას.



მასტერკლასები თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში


ასევე გაიმართება მასტერკლასები პროფესიონალი და ახალბედა დიზაინერებისთვის,
მოდის ბლოგერებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.
facebook.com/events/688391547886530/

ოთხშაბათი 7 მაისი
12:30 - 14:00 Master-Class by Serena Toffetti
Holiday Inn Tbilisi (FREE ENTRANCE)

ხუთშაბათი 8 მაისი
11:00 - 12:00 Master-Class by Gianni Fontana
Holiday Inn Tbilisi (FREE ENTRANCE)
12:30 - 14:00 Master Class by Chass Smith (Esquire Magazine)
Holiday Inn Tbilisi (FREE ENTRANCE)

პარასკევი 9 მაისი - May 9 Friday
11:00 - 11:45 Master-Class by Konul Nagiyeva (Nargis Magazine)
Holiday Inn Tbilisi (FREE ENTRANCE)
12:00 - 13:00 Master-Class by Serena Toffetti
Holiday Inn Tbilisi (FREE ENTRANCE)


განახლებული Flabour-ის გახსნა შარდენის #1


5-15 მაისს, განახლებული Flabour -ში მოეწყობა TFW Show-room. შარდენის პირველ ნომერში განლაგებულ საივრცეში წამყვანი ქართველი დიზაინერების ექსკლუზიური „კაფსულა კოლექციები“ იქნება მოდურად ჩაცმის მოყვარულთათვის. ისინი, ვინც ვერ დაესწრებიან თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს, შეძლებენ Tbilisi Fashion Week-ზე წარმოდგენელი ექსკლუზიური სამოსის დათვალიერებასა და შეძენას Flabour-ში შარდენის #1

გახსნა: 5 მაისი 20:00 სთ.
facebook.com/FlabourGeorgianDesigners


კატეგორია: ქართველები » Tbilisi Fashion Week
Tags: tbilisi fashion week, FASHION WEEK, თბილისის მოდის კვირეული

5


  • AlexanderMcQueen1 თქვა:
    7 მაი 2014 14:31 - ID: 5,
    mshvenieri qaveria ))))) silamazes saertod obieqturi agqma schirdeba . rasac qartvelebi unda sheechvion ))

  • Nicolas Bye თქვა:
    6 მაი 2014 19:50 - ID: 4,
    რას ერჩით, მშვენიერი ქავერია :) დრაკულაზე გადაღებულ ფილმს მოუხდება

  • Laaaa თქვა:
    5 მაი 2014 23:21 - ID: 3,
    ნანახი მაქვს ამ გოგოს სურათები და საკმაოდ ლამაზია მაგრამ ეს ქავერი არ მომეწონა

  • masho თქვა:
    5 მაი 2014 19:21 - ID: 2,
    ამ გოგომ კიდევ უფრო მეტად ვეღარ დაჭიმა სახე და ყბა კიდევ უფრო წინ ვეღარ გამოწია?:D მართლა,მეც დრაკულას ასოციაცია გამიჩნდა.არადა,საკმაოდ ლამაზია ისე...

  • liliana თქვა:
    5 მაი 2014 18:15 - ID: 1,
    ეს ქავერი რატომ უნდა ქონდეს მოდის კვირეულს? https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc1/t31.0-8/778846_533018750138103_5057303189710312456_o.jpg

    გეფიცებით დრაკულას ან ნებისმიერი საშინელებათა ფილმის პოსტერად გამოდგება

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top