;
27 ოქტომბერი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4370-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები » Tbilisi Fashion Week

თბილისის მე-10 მოდის კვირეული იწყება

27 ოქტომბერს, თბილისის მე- 10 მოდის კვირეული გაიხსნება და 5 დღე გაგრძელდება.

TFW გაიხსნება დიზაინერ ანუკი არეშიძის ჩვენებით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, რის შემდეგაც სტუმრები მეიდან ჯგუფის „დიზაინ ცენტრისკენ“ გაემართებიან. კვირეულის მთავარ ლოკაციაზე პირველ ჩვენებას ბრენდი „Dalood” გამართავს, რომელიც აერთიანებს სიმონ მაჩაბელის, იკა ბობოხიძისა და გრეგორი რეჯინის კაფსულა კოლექციებს მიმდინარე სეზონისათვის. ამ ექსპერიმენტული კოლაბორაციის შემდეგ უკვე „Dalood” ჯგუფის დიზაინერის, გოლა დამიანის SS 2015-ს იხილავს საზოგადოება. გოლას ჩვენებას მუსიკალურად გააფორმებს ქეთათო ჩარკვიანი. საღამო დიდი წვეულებით დასრულდება, რომელიც ასევე „დიზაინ ცენტრში“ გაიმართება.

გახსნის დღიდან 5 დღის განმავლობაში იმუშავებს გრანდიოზული შოუ-რუმი , რომელზეც წარმოდგენილია 30-მდე ქართველი დიზაინერის კოლექციები, აქსესუარები, ქუდები და ფეხსაცმელიც კი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღის განმავლობაში მივიდეს „დიზაინ ცენტრში“, დაათვალიეროს და შეიძინოს სასურველი ნივთი.

კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.

კვირეულის მხარდამჭერაში აქტიურად ჩაერთო კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერიის კულტურული ღონიძიებების ცენტრი. სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, კვირეულს მხარს უჭერს ბიზნეს სექტორიც.

თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, გოლა დამიანი (დალოოდ ჯგუფი), ატელიე „კიკალა“, მოდის სახლი „მატერია“, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, Mach & Mach, ლაკო ბუკია, ნინო ბაბუხადია, გვანცა ჯანაშია და სარა ალიევა (ბაქო, აზერბაიჯანი). ასევე, მოდის კვირეულზე კოლექციებს წარმოადგენენ ახალბედა დიზაინერები ტატიანა მეფარიძე და წინა სეზონის დამწყებ დიზაინერთა კონკურსის გამარჯვებული თამთა შინდელიშვილი .

კვირეულის ბოლო დღეს დამწყებ დიზაინერთა კონკურსიც გაიმართება, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. ამასთანავე, მას შესაძლებლობა მიეცემა მომდევნო კვირეულზე სრული კოლექცია გამოიტანოს, მთავარ პროგრამაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მოდის კვირეულს შორის მოლაპარაკებების თანახმად, მოეწყო პრეს ტური, რომლის სტუმრები გაეცნობიან ჩვენ ქვეყანას და მოდის კვირეულსაც გააშუქებენ Grazia Italy, Harper’s Bazaar (Russia & Kazakhstan), Buro 24/7, SNC Magazine, Wanderlust City guide, Interview Russia, NARGIS Magazine.





TBILISI FASHION WEEK SS 2015

განრიგი / Agenda 27-31 October

October 27 / Monday
18:00 – Anouki - at National Library
20:30 – Dalood - at Design Center
21:30 – Gola Damian (Dalood group) - at Design Center
22:30 – After party at Design Center

October 28 / Tuesday
11:30 - 12:30 - Meeting with Governmental representatives supporting
TFW Ministry of Economy, Ministry of Culture, GNTA - Design Center
19:00 – MACH & MACH - Design Center
20:00 – Aka Nanitashvili - Design Center
21:00 – Materiel by George Keburia - Design Center
22:00 - Atelier Kikala - Design Center

October 29 / Wednesday
11:00 – master class - Design Center
12:00 – master class - Design Center
18:00 - Tamuna Ingorokva - Rooms Hotel
19:00 – Tatiana Meparidze - Design Center
20:00 – lolo by LAKO - Design Center
21:00 – Nino Babukhadia - Design Center

October 30 / Thursday
19:00 – Tamta Shindelishvili - Design Center
20:00 – ELOSHI - Design Center
21:00 – Gvanca Janashia - Design Center
22:30 – George Shagashvili - Design Center

October 31 / Friday
12:00-14:00 - Newcomers Competition - Design Center
19:00 – Sara Aliyeva - Design Center
20:00 – Keti Chkhikvadze - Design Center
21:30 - Avtandili – Chateau Mukhrani
22:00 – After party


მისამართები / Locations
Design Center - Agmashebeli ave. 61
National Library - Lado gudiashvili str. 12/7
Rooms Hotel Tbilisi - 14, M. Kostava str.
Chateau Mukhrani - Mukhrani, Mtskheta, 3309, Georgia

კატეგორია: ქართველები » Tbilisi Fashion Week
Tags:

1


  • Irinamzhedlidze თქვა:
    24 ოქტომბერი 2014 13:44 - ID: 1,
    Mოსაწვევები სად შEვიძIნოთ. [email protected]

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top