12 ნოემბერი 2010      Mari__Angel     0 კომენტარი     ნანახია 13517-ჯერ    
კატეგორიაში: ჩემი შემოქმედება » პოეზია

ირაკლი გაფრინდაშვილი - ლექსები


ირაკლი გაფრინდაშვილის ლექსები



ორსულობა - ხილული სასწაული


შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს...
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს...
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი -
გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი...



ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ,
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ...
მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა -
შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა"...



ჩემი პერანგიც აღარ გეტევა,
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას...
ერთი კვირაც და... ივლისის ბოლოს -
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს...





ირაკლი გაფრინდაშვილი - ლექსები



მე-გულები...



მე ბევრს არ ვითხოვ , მინდა სიმშვიდე,
მე-გულები და ეს სულს მიმშვიდებს .
გადაგეყრები - ჩვენ გავზრდით შვილებს
ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.


ჩვენ დავბერდებით , შევივერცხლებით,
მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.
ბუხარი ენთოს , ხურდეს კეცები ,
მერე მე წავალ , აღვიკვეცები ...








შენ ერთს . . .



დღემდე რაც ვხარჯე - საკმარისია ,
რაც მოგაკელი შენ ერთს განცდები,
თუმცა არც იცი... არც მიბრაზდები...
ან იქნებ სულაც დროში ამცდები...



დღეს მინდა მგრძნობდე - სულ ოდნავ მაინც...
ან სულაც ჩემი გერქვას ნაცნობი.
თუ არ ინებებ , არ მოხვალ მალე
გავხუნდები და ალბათ გავცვდები...





ფიქრის ძნა . . .


ფიქრის ძნა ვკონე -
განცდა დავზვინე,
ვნება დავაძინე,
სიტყვა დავამძივე...


მწერე ბარათები -
გულზე დამათბები,
თუ გეღიმილები -
ჩაგეგვირილები ...


კოცნით გამაღვიძე,
კალთაში მაძინე,
მაჩუქე ჩემი ძე -
გულზე დამაწვინე...


ირაკლი გაფრინდაშვილი - ლექსები



მე ...


მე მენატრები ,

მე მენატვრები.

მე მესიზმრები,

მე მემიზნები.


მე მეფიქრები,

მე მეფიფქები.

მე გეწილები,

მე-დახვეწილები . . .





ქვიშის საათი . . .


ქვიშის საათი ჩამოცლის წამებს...
მე უშენობა უკვე მაწამებს,
თუ გადაგულდა გული უშენოდ -
მას დრო მკურნალიც ვეღარ უწამლებს.

დროს შევაჩერებ , ვაბრუნებ საათს...
იქნებ - შენი დრო ჩამომრჩა სადღაც,
ხელებს გავშლი და დავხუჭავ თვალებს -
შენს მოლოდინში დავითვლი წამებს.

ისევ ჩამოცლის საათი წამებს -
მას ჩემი ფიქრი სულ არ ა-წამებს,
მისი მისია არის ი-წამოს -
მე შენმა მოსვლამ უნდა მიწამლოს....

კატეგორია: ჩემი შემოქმედება » პოეზია
Tags:

0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება




მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • Mimi Shelini = 5 LOOKS
    პროექტისთვის 5 looks @mimishelini ანუ მირანდა შელია გადავიღეთ.
  • ART ANGEL: გურამ ხეცურიანი
    ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შესახებ
  • IT BOY: ბაჩანა ჭანტურია
    სუხიშვილების ახალი თაობის ერთერთ ყველაზე გამორჩეულ მოცეკვავედ მოიხსენიებენ.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილის 5 მოდური ლუქი.
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    ლევანი ულტრაიისფერი საღებავებით Op-Art ჟანრში ხატავს და ემზადება გამოფენისთვის.
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო თუ მნახეთ არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - პირადი ოდისეაა, სივრცეა სადაც დრო ჩერდება, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან.“
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top