;
24 ოქტომბერი 2011      Trouble_Maker     0 კომენტარი     ნანახია 3228-ჯერ    
კატეგორიაში: ჩემი შემოქმედება » პოეზია

ღმერთმა იცის რა იმალება ამ დაღლილ და ნამთვრალევ თვალებს უკან…ათასი მომაკვდავი დაისი და სიყვარული რომელსაც გასცემ მაგრამ არავინ გიბრუნებს.

ზოგჯერ მგონია შემიძლია ჩაგისუნთქო, რომ ვიგრძნო გულისცმა უფრო ახლოს და გითხრა ყველაფერი რასაც მხოლოდ მთვრალი თუ გავბედავ.

მთელი მათი ცხოვრება იმედგაცრუება იყო. სამაგიეროდ მათ ახლა გმირებს უწოდებენ და საფლავზე ყვავილები დააქვთ. ომს არ ყავს გამარჯვებულები, მხოლოდ ცხედრები.

ყოფილი სიყვარული არ არსებობს, არც დავიწყებული. არსებობს ის ვინც გიყვარს ახლა და ის ვინც გეყვარება ყოველთვის.

სანამ იტყვი მოისმინე, სანამ იმოქმედებ დაფიქრდი, სანამ დახარჯავ გამოიმუშავე, სანამ ილოცებ მიუტევე.

გინება ეს კარგია. გინება არის პოეტური გამოხატვა იმის რასაც სული სიტყვებით ვერ ამბობს.

Bit of sentimentality



ალბათ ხვალ...
ხვალ გავიზრდები....
გადავეჩვევი ქუჩაში სტვენას
თავს დავანებებ კადნიერებას
და დავეჩვევი ნიღბების ძერწვას.
ალბათ ხვალ..
ხვალ შევივცლები...
თავს დავანებებ "უაზრო" წერას
ხალხს წავეშლები რომანტიკოსად
და შევიქმნები "აზრიან" მწერლად
ალბათ ხვალ...
ხვალ ავმაღლდები...
არ მახსენებენ ხვალიდან ბავშვად
კარში მოვიქნებ დაკონკილ კაბებს
რომ გამიხსენონ "დახვეწილ ქალად"
“ალბათ ხვალ…”
რამდენსაც მკითხავთ მე გიპასუხებთ დახრილი თავით
ხალ გავიზრდები...დღეს დამაცადეთ
ბავშვური ალერსი, უმანკო ბილწი

Bit of sentimentality




მოდი უბრალოდ დავხუჭოთ თვალები…
და გავიღიმოთ გესლის გარეშე
ვითომ არ გვტკენს და არ გვიხარია
ბედნიერება გავითამაშოთ.

საოცარია როგორ ვტირი ფილმებზე მაგრამ როცა მტკივა თვალზე ცრემლი არ მადგება.

კარგი მეგობარი არ მოგცემს ნებას გააკეთო სისულელეები…მარტომ.

სამყარო იცვლება და მეგობრები გვტოვებენ. სიცოცხლე არავისთვის არ ჩერდება.


Bit of sentimentality


გთხოვ შეჩერდი დროვ და დამაბრუნე იქ სადაც ასე ბედნიერი ვიყავი.


მოდი შევწყვიტოთ ფიქრი და დავიწყოთ ცხოვრება.
მე არ ვარ ჯონ ლენონი. ჩემი ჰალუცინაციები ფსიქიკური აშლილობაა და არა გენიალურობის ნიშანი.

ჩვენ ვწევართ სამარისებულ სიჩუმეში გვერდი გვერთ და თუმცა ჩვენს შორის სანტიმეტრებია სულში ვგრძნობ რომ კილომეტრები გვაშორებს.


Bit of sentimentality


აქაც დათბება, გაზაფხულდება
აპრილი ფეხქვეშ სითბოს გაგიდებს
ნუშის ყვავილებს დაგიგებს საბნად
თიბათვის მზისგან სახლებს აგიგებს.

აქაც დათბება, გაზაფხულდება
ატმის რტოები ვნებით იფეთქებს
აპრილს შევრჩებით ჩვენ მარტოები
სხვებს კი მაისი გაინაპირებს.

დაისებს იქით სადღაც ითოვებს
აცეკვდებიან მორცხვი ფიფქები,
როგორ მინდა რომ მაჯისცემაზე
შენ დაგეფანტოს ჩემი ფიქრები.

ღამით წაგიყვან აპრილის მიღმა
ოდნავ მძინარეს მარტთან მიგიყვან
მალე დათბება გაზაფხულდება
ოღონდ ამ ზამთარს თუ გადავიტანთ.


Bit of sentimentality


მეწვიე ძუნწო სიყვარულო უკანასკნელი წელით.

Bit of sentimentality



Ps. ლექსები პირადი შემოქმედებიდან :)

კატეგორია: ჩემი შემოქმედება » პოეზია
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top