;
29 ოქტომბერი 2015      TataNakani     5 კომენტარი     ნანახია 6243-ჯერ
ავსტრალიელმა სუპერმოდელმა მირანდა კერიმ Vogue Living-ის მალიბუს სანაპიროზე სახლში უმასპინძლა. მანჰეტენის შემდეგ მირანდა და მისი 4 წლის ვაჟი ფლინი, სანაპიროს სახლში გადმოვიდნენ. სუპერმოდელი და ბიზნეს ლედი უკვე ერთი წელია 1960 წელს აშენებულ ვერანდიან სახლში ცხოვრობს, რომელიც მისი თქმით ავსტრალიურ ბავშვობას ახსენებს.

"მიყვარს ნიუ-იორკი, თუმცა ფლინისთვის მნიშვნელოვანია მეტი სივრცე ჰქონდეს სათამაშოდ. დილით მას ბაღში გასვლა უყვარს, აკვირდება როგორ იზრდება მარწყვი, უყვარს სკუტერით სეირნობა, ცურაობა და ტრამპლინიდან ხტომა. ასეთი ცხოვრების ტიპი ჩვენ ნიუ-იორკში ვერ გვექნებოდა." - მირანდა კერი.

Tags:
14 აპრილი 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 1996-ჯერ
ლამაზი, ნათელი და კომფორტულად მოწყობილი სამუშაო გარემო წარმატების საწინდარია. მოაწყვეთ თქვენი ოფისი ისე, რომ თქვენი სამუშაო პროცესი დამღლელი აღარ იყოს. შეიტანეთ ცვლილებები თქვენ საოფისე მაგიდაზე და შექმენით ახალი გარემო. გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს რუტინული სამუშაო გარემო
და მუშაობის პროცესი უფრო სასიამოვნო გახდეს.

რჩევები თქვენი ოფისისთვის
Tags:
11 აპრილი 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 4403-ჯერ
ფიქრობთ რომ თქვენს სახლს რაღაც აკლია?
თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, თუმცა მოდური ელემენტების დამატება ურიგო არ იქნებოდა. გთავაზობთ 6 რჩევას , რომელთა დახმარებით შეიცვლება თქვენი სახლის სტილი. თქვენი სახლის მოდური სივრცე თქვენს ყოველდღიურობაზე დადებითად იმოქმედებს. გახსოვდეთ, მოდა ყველგან და ყველაფერში მნიშვნელოვანია.
გაითვალისწინეთ რჩევები და წარმოაჩინეთ სახლის განსხვავებული სტილი.

6 რჩევა მოდური სახლისათვის
Tags:
22 მარტი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 5089-ჯერ
რჩევები თქვენი სახლისათვის
საგაზაფხულო სეზონი ცვლილებებით უნდა დაიწყოთ. გთავაზობთ რჩევებს, რათა თქვენი სახლის გამრავალფეროვნებაში დაგეხმაროთ. სიახლე ახალ სეზონზე აუცილებელია, თითოეულ სეზონს კი მომზადებულები უნდა შეხვდეთ. ცივი ზამთრის შემდეგ თქვენი სახლიც უნდა განათდეს და თბილი გარემო შექმნას. გაითვალისწინეთ რჩევები და განაახლეთ თქვენი სახლი.

დაიწყეთ ახალი სეზონი სიახლეებით!

Tags:
27 თებერვალი 2015      TataNakani     9 კომენტარი     ნანახია 8990-ჯერ
გადატვირთული სამუშაოსა და ყოველდღიური დამღლელი საქმიანობისგან თავის დაღწევა მხოლოდ თქვენს მყუდრო სახლში შეგიძლიათ. მოაწყვეთ თქვენი ოთახები ისე, რომ მათ შეინარჩუნონ სიმყუდროვე და სილამაზე. სახლი ხომ თქვენი მუდმივი დასასვენებელი ადგილია.

გჭირდებათ რჩევები სახლის სიმყუდროვისათვის?

წარმოგიდგენთ 8 რჩევას, რომელთა დახმარებითაც თქვენს სახლში სიმყუდროვე დაისადგურებს. თქვენი დასვენება უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდება. თქვენი სახლის სიმყუდროვისათვის ინტერიერის აქსესუარებით გახალისება დაგჭირდებათ.

იხილეთ 8 სასარგებლო რჩევა

რჩევები თქვენი სახლის სიმყუდროვისათვის
Tags:
26 თებერვალი 2015      TataNakani     9 კომენტარი     ნანახია 8049-ჯერ
თუ თქვენს სამომავლო გეგმებში სახლის გარემონტება შედის, სასარგებლო რჩევებს ჩვენ მოგცემთ!

წარმოგიდგენთ თანამედროვე სასადილო ოთახებს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი სახლის მოწყობაში. თუ რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავთ, წარმოდგენილი სასადილო ოთახების ვარიანტები თქვენს სახლში სიახლის წინაპირობა იქნება. გახსოვდეთ ინტერიერში წვრილმანების შეცვლით, ოთახის ცვლილება აშკარა ხდება. სიახლე ინტერიერში კი თქვენს ყოველდღიურობაზე დადებითად იმოქმედებს.

იხილეთ თანამედროვე სასადილო ოთახები და მიიღეთ შთაგონების წყარო თქვენი მომავალი კეთილმოწყობილი სახლისათვის.

თანამედროვე სასადილო ოთახის ინტერიერი
Tags:
21 თებერვალი 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 8187-ჯერ
თქვენს სახლში არის ინტერიერი, რომელიც მუდმივად ერთსა და იმავე ადგილზეა და სივრცესაც მორგებულია. თუმცა, ყველგან მოიძებნება ის აუთვისებელი და უსარგებლო სივრცე, რომელსაც ვერაფერში იყენებთ. პატარა და გამოუყენებული სივრცე კი შესაძლოა თქვენი ოთახების მთავარი და მიმზიდველი ადგილი გახდეს.

მთავარია, ის ჭკვიანურად გამოიყენოთ!
წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს თუ როგორ შეიძლება შეავსოთ და გამოიყენოთ თქვენი სახლის უსარგებლო სივრცეები.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, გამოიყენეთ თქვენი სახლის თითოეული ცარიელი კუთხე.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად
Tags:
18 თებერვალი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 3775-ჯერ
სახლი ყველა ადამიანისთვის ყველაზე საყვარელი და თბილი გარემოა. ლამაზი, კომფორტული და ჰარმონიული გარემო უმნიშვნელოვანესია. სახლის ინტერიერის ცვლილება, არც ისე მარტივია, თუმცა შესაძლებელია მცირე დეტალებით სრულიად ახალი გარემო შექმნათ. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ყოველდღიური გარემო და იგრძენით ცვლილების დადებითი მხარე თქვენს სახლსა და განწყობაზე. რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც სახლის ერთფეროვნება არ უყვარს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. შეცვალეთ წვრილმანები, რომლებიც ერთ დიდ და მნიშვნელოვან მთლიანობას ქმნიან.
გაიხალისეთ ყოველი დღე თქვენს საყვარელ სახლებში!

შეცვალეთ თქვენი ოთახი დღესვე და გაამრავალფეროვნეთ თქვენი ყოველდღიურობა!

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის
Tags:



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top