;
3 სექტემბერი 2012      NiNi_N     40 კომენტარი     ნანახია 45574-ჯერ    
კატეგორიაში: ჰოროსკოპი

იაპონიასა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მიღებული კალენდრის თანახმად, თორმეტწლიანი ციკლის ფარგლებში ყოველი წელი რომელიმე ცხოველის ნიშნით აღინიშნება. გარკვეულ წელს დაბადებული ადამიანი იძენს თანდაყოლილ თვისებებს. აღმოსავლეთში ეს კალენდარი ძალზედ პოპულარულია. დაბადების წლის მიხედვით ცხრილში ადვილად იპოვით თქვენს ნიშანს. დახასიათების ბოლოს ჩამოთვლილია ადამიანთა სამი ჯგუფი (ცხოველთა სახელებით), რომელნიც ა) იდეალურად შეგეფერებიან , ბ) შეგეფერებიან მეტნაკლებად და გ) სრულიად არ არიან თქვენი შესაფერისნი .
იაპონური ჰოროსკოპი

✯ მაიმუნის წელიწადი ✯
ამ წელს დაბადებულნი ყველაზე არასანდო და წინააღმდეგობით სავსე ადამიანები არიან: ჭკვიანები, მოხერხებულები, ორიგინალურები, ადვილად წყვეტენ ნებისმიერ რთულ პრობლემას. მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში ფართოდ წარმოადგენენ თავიანთ შესაძლებლობებს. მაგრამ მათი დარწმუნება და ყურადღების გაფანტვა ადვილია. პატარა წინააღმდეგობაც კი უარყოფითად მოქმედებს და იწვევს მათი გეგმების არევას. ბევრი მათგანი მერყევია. ისინი ტემპერამენტიანნი, ფიცხნი, თავნებანი არიან, მაგრამ წყენის გულში ჩარჩენა არ იციან. ბევრი მათგანი, თუკი ხელს არ შეუშლიან, საყოველთაო აღიარებას ჰპოვებს.
ა) დრაკონი, ვირთხა
ბ) კურდღელი, ცხვარი, ძაღლი, მაიმუნი
გ) გველი, ტახი, ვეფხვი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ მამლის წელიწადი ✯
ღრმად მოაზროვნენი და ნიჭიერი პიროვნებები არიან. ცდილობენ შეასრულონ ისეთი ვალდებულებებიც კი, რომლებიც მათ შესაძლებლობეს აღემატება. ძალიან განიცდიან წარუმატებლობას. ზოგჯერ ექსცენტრულნი არიან, ძნელად ამყარებენ კონტაქტს, მუდამ დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში. ამ წელიწადში დაბადებულთა შორის ხშირად შეხვდებით მარტოხელებს და გულჩათხრობილებს. მიუხედავად იმისა, რომ გაბედული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ბუნებით მოკრძალებულნი არიან. გეგმებს, რომლებსაც ისინი აწყობენ რეალიზაცია არ უწერია. ახასიათებს განწყობილების მკვეთრი, უეცარი ცვლილება. შეუძლიათ იყვნენ ეგოისტურნი, მაგრამ ზედმეტად გულმართალნი.
ა) ხარი, გველი, დრაკონი
ბ) ვირთხა, მამალი, ძაღლი, კურდღელი
გ) ვეფხვი, ცხენი, მაიმუნი, ცხვარი, ტახი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ ძაღლის წელიწადი ✯
ისინი საუკეთესო ადამიანური თვისებებით აღჭურვილნი - ერთგულნი, პატიოსანნი არიან. იციან საიდუმლოს შენახვა, რითაც ადვილად იმსახურებენ ნდობას. ამასთანავე ეგოისტურნი, ექსცენტრულნი და ჯიუტები არიან. სიმდიდრისკენ არ მიისწრაფიან, მაგრამ ფული მუდამ აქვთ. ზოგჯერ ემოციურად ცივი და ნაკლებად კონტაქტურნი არიან. ისინი ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებენ. იციან, რისთვის იბრძვიან, მუდამ იცავენ სამართლიანობას. ბოლომდე მიჰყავთ საქმე და, როგორც წესი, იმარჯვებენ. მათგან ჩინებული ხელმძღვანელები გამოდიან.
ა) ცხენი, ვეფხვი, კურდღელი
ბ) ვირთხა, გველი, მაიმუნი, ძაღლი, ტახი
გ) დრაკონი, ცხვარი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ ტახის (ღორის) წელიწადი ✯
ისინი მამაცი და თავგანწირულნი, პატიოსანი და პირდაპირი ადამიანები არიან. არ უყვართ უკანდახევა. სხვებთან ძნელად ამყარებენ ურთიერთობას, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ერთგულნი რჩებიან და გაჭირვების ჟამს მხარში უდგანან თავიანთ მცირერიცხოვან მეგობრებს. სიტყვაძუნწნი, მაგრამ ცნობისმოყვარენი, ბევრს კითხულობენ და კარგად არიან ინფორმირებულნი. ხშირად წამოენთებიან, მაგრამ არ უყვართ დავა და კინკლაობა. ნაცნობების მიმართ გულისხმიერები არიან, თუმცა ოჯახში ყოველთვის არ აქვთ სახარბიელო მდგომარეობა. ცდილობენ კონფლიქტებისა და განხეთქილების თავიდან აცილებას.ყველაზე რთულს სიტუაციაშიც კი არ კარგავენ იმედს,
ა) კურდღელი, ცხვარი
ბ) ვირთხა, ვეფხვი, ხარი, დრაკონი, მამალი, ძაღლი, ტახი
გ) გველი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ ვირთხის წელიწადი ✯
ამ წელში დაბადებულებულთ სასიამოვნო გარეგნობა, მიმზიდველობა, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და გამდიდრებისკენ სწრაფვა ახასიათებთ. მომჭირნენი არიან, უყვართ ფულის ეკონომია. გატაცებისა და დიდი სიყვარულის დროს კი ხელგაშლილნი, გულუხვნი ხდებიან მათ მიმართ, ვინც უყვართ. ისინი ბევრ რამეში არალოგიკურნი, პატივმოყვარენი და წარმატებულნი, თავისას აღწევენ. ვერ ინარჩუნებენ გარეგნულ თავდაჭერილობას, ადვილად ბრაზდებიან. გულღიანნი არიან მაგრამ ბევრ მათგანს უყვარს ჭორაობა.
ა) დრაკონი, მაიმუნი, ხარი
ბ) გველი, ვეფხვი, ძაღლი, ვირთხა, ტახი
გ) ცხენი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ ხარის წელიწადი ✯
ეს ადამიანები მომთმენნი და სიტყვაძუნწნი არიან. ნდობით განეწყობით მათ მიმართ. ზოგჯერ ექსცენტრულნი ადვილად კარგავენ წონასწორობას. ამ დროს სჯობს, მოერიდოთ. ხარის მრისხანება უსაზღვროა. ჩვეულებრივ სიტყვაძუნწნი გატაცების დროს ოქროპირებად გადაიქცევიან. აქვთ შესანიშნავი ფიზიკური და გონებრივი მონაცემები. მათ იცნობენ როგორც მსუბუქი ხასიათის ადამიანებს, მაგრამ ხშირად ავლენენ სიჯიუტეს. არ უყვართ წინააღმდეგობა. ზოგიერთი მათგანი სიყვარულს უყურებს როგორც სპორტს, რაც ხშირად გაუგებრობას იწვევს ახლობლებში.
ა) გველი, მამალი, ვირთხა
ბ) დრაკონი, კურდღელი, მაიმუნი, ტახი, ხარი
გ) ვეფხვი, ცხვარი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ ვეფხვის წელიწადი ✯
ამ წლის ადამიანები მგრძნობიარენი არიან, უყვართ განსჯა. ხშირად ღიზიანდებიან. ჩვეულებრივ, სარგებლობენ პატივისცემით. მაგრამ ხშირად მოსდით კონფლიქტი უფროსობასთან. ასევე ხშირად ნაადრევ გადაწყვეტილებებს იღეენ ან, პირიქით, სწორი გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებენ. საერთოდ ძლიერი ადამიანები არიან და ღირსეულ პატივსაც მიაგებენ მათ.
ა) ცხენი, დრაკონი, ძაღლი
ბ) ვირთხა, კურდღელი, ვეფხვი, ცხვარი, მამალი
გ) გველი, მაიმუნი, ხარი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ კურდღლის წელიწადი ✯
გამორჩეულად ინდივიდუალურნი, ნიჭიერნი და პატივმოყვარენი არიან. დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან. საზოგადოებაში საერთო აღტაცებასა და ნდობას იწვევენ. ზოგჯერ წაჭორავება უყვართ, მაგრამ უბოროტონი არიან. ფაქიზად ექცევიან იმათ, ვინც უყვართ, მაგრამ ახლო ნათესაობასთან ნაკლებად აქვთ ურთიერთობა. თითქმის არასდროს არ კარგავენ წონასწორობას. კეთილსინდისიერნი არიან და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. მიდრეკილებას იჩენენ მელანქოლიურობისადმი. ისინი ჩინებული მოთამაშეები გამოვიდოდნენ, მაგრამ რადგან წინდახედული ადამიანები არიან იშვიათად თამაშობენ..
ა) ცხვარი, ტახი, ძაღლი
ბ) ვირთხა, დრაკონი, კურდღელი
გ) მამალი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ დრაკონის წელიწადი ✯
ამ ნიშნის ადამიანები ჯამრთელნი, ენერგიულნი, ადვილად აგზნებადნი, პატიოსანი, შეუპოვარი, ემოციური, სანდომიანი, ზოგჯერ ჯიუტნი და უხეშნი არიან. ახასიათებთ თვითნებობა. გულახდილნი არიან და მათი აზრი ყოველთვის დასაბუთებულია. არ უყვართ ფულის სესხება და არაფრისმთქმელი, უაზრო ლაპარაკი. მიდრეკილება აქვთ გულჩვილობისადმი და ხშირად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ. თუ ქორწინდებიან - ადრეულ ასაკში, თუ არა და საერთოდ არ ოჯახდებიან. იმსახურებენ ირგვლივმყოფთა სიყვარულს.
ა) ვირთხა, გველი, მაიმუნი, მამალი
ბ) ვეფხვი, ცხენი, ცხვარი, ტახი, დრაკონი
გ) ძაღლი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ გველის წელიწადი ✯
ისინი სიტყვაძუნწნი და რთული ადამიანები არიან. დაბადებიდანვე გამოირჩევიან სიბრძნით. მათი საქმეები მუდამ კარგად მიდის. ხშირად ეგოისტურნი და პატივმოყვარენი არიან. შეუძლიათ დახმარების ხელი გაუწოდონ თავიანთ უიღბლო მეგობრებსა და ახლობლებს. საკუთარ თავში დარწმუნებულნი, სხვათა აზრს ყურად არ იღებენ. მტკიცე და მიზანდასახული ხასიათი აქვთ. მწარედ განიცდიან მარცხს. შინაგანი და გარეგნული მიმზიდველობა, მათი ერთგვარი ქარაფშუტობის წყალობით, ოჯახური უსიამოვნების მიზეზიც კი ხდება.
ა) ხარი, მამალი
ბ) ვირთხა, კურდღელი, დრაკონი, ცხენი, ცხვარი, გველი
გ) ვეფხვი, ტახი

იაპონური ჰოროსკოპი

✯ ცხენის წელიწადი ✯
ეს ადამიანები ძალზე პოპულარულნი არიან. მხიარული ხასიათი აქვთ. იციან ფულის ყადრი. ნიჭიერი, ჭკვიანი, შორსმჭვრეტელნი არიან, თუმცა ზოგჯერ ბევრი ლაპარაკი უყვართ. ყურადღებას იქცევენ ჭყეტელა სამოსითა და ძალდაუტანებელი ქცევით. თვითდაჯერებულნი არიან, იციან საკუთარი თავის ფასი. ყველაფერს ივიწყებენ, როდესაც საქმე მათ გრძნობებს ეხება. გართობა და ხალხმრავლობა, მოვლენათა შუაგულში ყოფნა უყვართ. ძალიან დამოუკიდებელნი არიან. სხვათა რჩევას იშვიათად ისმენენ, საკუთარი შეხედულებებით მოქმედებენ.
ა) ვეფხვი, ძაღლი, ცხვარი
ბ) დრაკონი, გველი, მაიმუნი, მამალი, ტახი
გ) ვირთხა

იაპონური ჰოროსკოპი

✯ ცხვრის წელიწადი ✯
ამ ნიშნის ადამიანები დაჯილდოებულნი არიან ნატიფი ხელოვნების ნიჭით. ერთი შეხედვით ყველაფერი სხვებზე უკეთ გამოსდით, მაგრამ ხშირად სიმორცხვისა და გაუბედაობის გამო, ცხოვრებაში უსუსურნი არიან. აქვთ პესიმისტური მიდრეკილებები. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ღვთისმოსაობით გამოირჩევიან. შესწევთ საკუთარი შეხედულებების დაცვის უნარი. ფული, ჩეულებრივ, საკმარისად აქვთ და აფასებენ მასთან დაკავშირებულ ყველა სიკეთეს. კარგი გემოვნება და განსჯის უნარი აქვთ.
ა) კურდღელი, ტახი, ცხენი
ბ) ვეფხვი, დრაკონი, გველი, ცხვარი
გ) ხარი, ძაღლი

იაპონური ჰოროსკოპი

კატეგორია: ჰოროსკოპი
Tags:

40


  • Clint თქვა:
    20 ივლისი 2014 17:37 - ID: 40,
    ჯერ ერთი ყველაზე ძლიერი ნიშანი არ არსებობს. არც დრაკონია ყველაზე ძლიერი და არც ვეფხვი და არც არავინ :დდ სამყარო გონიერია და ყველა ნიშანს მისცა რაღაც ისეთი რაც დანარჩენ 11ს ნაკლებად ახასაითებს. ამიტომ შეიძლება ვისაუბროთ სიძლიერეზე რაიმე კონკრეტულ კომპონენტში და არა განზოგადებულად. რაც შეეხება მოცემულ ინფორმაციას ერთი რამეა საინტერესო მაგალითად წერია რომ მამლისთვის კურდღელი მეტნაკელბად შესაფერისია და კურდღლისთვის მამალი საერთოდ შეუფერებელი და ეს ცალმხრივი შესაფერისობა რა არის?

  • LohanFan თქვა:
    20 თებერვალი 2013 01:51 - ID: 39,
    D-),
    ჰოროსკოპში ყველაზე ძლიერი ვეფხვია მერე დრაკონი tongue

  • cancara ) თქვა:
    20 დეკემბერი 2012 15:28 - ID: 38,
    ჩემიი დაემთხვააააააააააა

  • elva თქვა:
    8 ნოემბერი 2012 20:52 - ID: 37,
    არ დაემთხვა

  • elva თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 21:12 - ID: 36,
    არაფერი არ ემთხვევა

  • draculaura თქვა:
    15 სექტემბერი 2012 21:26 - ID: 35,
    დრაკონი
    love უველაზე ზლიერი ცხოველი

  • marika... თქვა:
    14 სექტემბერი 2012 12:48 - ID: 34,
    დრაკონიიი love

  • D-) თქვა:
    12 სექტემბერი 2012 00:21 - ID: 33,
    ძაან საინტერესო იყო ყოჩღ ავტორო ძაან კაი ნიუსია love


    მე ისე დრაკონი ვარ ყველაზე ძლიერი ცხბოველი
    draculaura
    მართალი ხარ

  • ashley თქვა:
    10 სექტემბერი 2012 20:20 - ID: 32,
    კატა<3

  • LohanFan თქვა:
    8 სექტემბერი 2012 23:09 - ID: 31,
    მე ვეფხვი ვარ :))) ამგრამ უმეტესობა არ დაემთხვა. ის გამიხარდა ძაღლი რო იდეალურად შემეფერება და ჰარი სტაილსიც ძაღლია ჰაჰაჰ ეს რაღაცას ნიშნავს ჰაჰა
    ნიუსი ძალიან კარგი love

  • toto თქვა:
    8 სექტემბერი 2012 20:36 - ID: 30,
    sruli sisulele. arc chemze da arc chems nacnobebze ar daemtxva.

  • Megan ))) თქვა:
    8 სექტემბერი 2012 12:30 - ID: 29,
    მე სასაცილოდ მეჩვენება ასეთი რაღაცეები. კი მე დამემთხვა ზოგი, მაგრამ ჩემს მეგიბარზეე და დაზე სრული საწინააღმდეგო წერია, სიცილით გავიგუდე. wink ასე რომ ამას ვინც ადგენს ერთ-ორს გაარტყამს და მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია მერე.

  • barsutka))) თქვა:
    7 სექტემბერი 2012 19:42 - ID: 28,
    მე კურდღელი ვარ ;))

  • Puws Up თქვა:
    5 სექტემბერი 2012 23:08 - ID: 27,
    საინტერესო ნიუსი იყო

  • Nini)) თქვა:
    5 სექტემბერი 2012 21:56 - ID: 26,

    ✯ კურდღლის წელიწადი ✯
    გამორჩეულად ინდივიდუალურნი, ნიჭიერნი და პატივმოყვარენი არიან. დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან. საზოგადოებაში საერთო აღტაცებასა და ნდობას იწვევენ. ზოგჯერ წაჭორავება უყვართ, მაგრამ უბოროტონი არიან. ფაქიზად ექცევიან იმათ, ვინც უყვართ, მაგრამ ახლო ნათესაობასთან ნაკლებად აქვთ ურთიერთობა. თითქმის არასდროს არ კარგავენ წონასწორობას. კეთილსინდისიერნი არიან და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. მიდრეკილებას იჩენენ მელანქოლიურობისადმი. ისინი ჩინებული მოთამაშეები გამოვიდოდნენ, მაგრამ რადგან წინდახედული ადამიანები არიან იშვიათად თამაშობენ..
    ა) ცხვარი, ტახი, ძაღლი
    ბ) ვირთხა, დრაკონი, კურდღელი
    გ) მამალი
    მაგარი ნიუსიაა love

  • MARAUDER თქვა:
    4 სექტემბერი 2012 16:57 - ID: 25,
    საიმტერესო სტატია იყოოოოოოოოოოოოოო love

  • sopho) თქვა:
    4 სექტემბერი 2012 15:13 - ID: 24,
    არცთუ ისე დაემთხვა ჩემზე:) ხარის წელიწადში ვარ.

    პირველ სურათში ხო წერია მამალი და მერე ძაღლი და რატომღაც მამაძაღლი წავიკითხე:)))))))))))))))

  • salome55555 თქვა:
    4 სექტემბერი 2012 14:48 - ID: 23,
    ძაან საინტერესო ნიუსიაა love რაღაცეები დაემთხვა ჩემზეე smile

  • MaRrIaMi ♥ ) თქვა:
    4 სექტემბერი 2012 13:52 - ID: 22,
    კატა-კურდღელი love wink

  • elene...♥ თქვა:
    4 სექტემბერი 2012 12:52 - ID: 21,
    ვეფხვიიი winked

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top