;
31 დეკემბერი 2013      Astrologia.ge     8 კომენტარი     ნანახია 11558-ჯერ    
კატეგორიაში: ჰოროსკოპი, საინტერესოა

2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური მონაცემები 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური მონაცემები
ქეთი ვაწაძისგან, Astrologia.ge

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
2014 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ლურჯი (მწვანე) ხის ცხენის წელს შეესაბამება

ფერებია – ლურჯი (ცისფერი), მწვანე.
წლის კოსმიური ელემენტია – ხე
სიმბოლო – მოუთვინიერებელი, თავნება, უმართავი ცხენი.
თილისმა – ლურჯი ხის ცხენი.
წლის ამულეტი – ნალი.

2014 წლის მახასითებლებია: პრაქტიკულობა, სისწრაფე, მერყეობა, ფეთქებადობა.
ეს წელი ბევრს დაამახსოვრდება თავისი დინამიზმით, აქტიურობით, მკაფიო და მნიშვნელოვანი მოვლენებით.
ეს არის ჩინური ზოდიაქოს მე-7 ნიშანი
ცხენის წლებია: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026

2014 წელს ძლიერი და ცოცხალი ცხენის ენერგეტიკა ჩაანაცვლებს ცივსისხლიან და ნელ წყლის გველს, ასე რომ მოგვიწევს მყარად ვიჯდეთ უნაგირზე!

მართალია ბევრი ჩვენგანი უკვე ემზადება ახალი წლის შესახვედრად და ყიდულობს კიდეც ცხენის გამოსახულებიან ფიგურებს, მინდა შეგახსენოთ, რომ ოფიციალურად ცხენის წელი 2014 წლის 31 იანვარს შემოვა და 2015 წლის 18 თებერვლამდე გასტანს.

დარწმუნებული ვარ ცოტა ვინმე თუ შეხვდება 31 იანვარს ახალ წელს ისე, როგორც 31 დეკემბერს, ამიტომ, თუ ადამიანებს სურვილი აქვთ, 31 დეკემბერს, წინსწრებით შეხვდნენ ცხენის წელს მთელი თავისი რიტუალებით და განწყობით, დაე იყოს ასე! ამაში ცუდს ნამდვილად არაფერს ვხედავ. ,,სჯობს...…ადრე, ვიდრე არასდროს,,! :)

მთავარია ის პოზიტივი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ახალ წელთან აიგივებს, რომელსაც სამყაროში აგზავნის!
განეწყვეთ პოზიტიურად ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს ირგვლივაა, სთხოვეთ სამყაროს ახალ წელში გამოგიგზავნოთ სიკეთე, სიხარული. დაივიწყეთ წყენები..…გაუზიარეთ ადამიანებს გულის სითბო, სიხარული და რა მნიშვნელობა აქვს რისი წელი მოდის ან ზუსტად, როდის დგება?:)



ხის ცხენის წლის ზოგადი დახასიათება

ეს არის სწრაფი გამარჯვებების, მოულოდნელი თავგადასავლებისა და გასაოცარი რომანტიკის წელი. ჩინურ ჰოროსკოპში ცხენის წელი, ზოგადად, წარმატებულ და იღბლიან წლად მიიჩნევა.საერთოდ ცხენი ხასიათდება ერთგვარი მეამბოხე, ბობოქარი სულით, მაგრამ, 2014 წელს, ჩვენდა სასიხარულოდ, რადგან წლის ელემენტი ხეა, ის ცხენის ამ მეამბოხე სულს ცოტათი გაანეიტრალებს, ამიტომ, ეს წელი, სხვა ცხენის წლებისგან განსხვავებით – უფრო მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი იქნება.
ეს წელი აუცილებლად იქნება საქართველოსთვის 2011-2013 წლებზე უკეთესი!! და საერთოდ, ჩვენთვის დიდი აღმავლობის პერიოდი – სწორედ 2014-2015 წლებიდან იწყება და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო საკმაოდ დიდ გარღვევას გააკეთებს ყველა თვალსაზრისით! ეს წინსვლა ჯერ ჯერობით შესაძლოა შესამჩნევი დიდად არ იყოს, თუმცა ეს სასიკეთო ტენდენცია, ნამდვილად დაწყებულია!
რაც ეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხენის წელში საშუალო არ არსებობს!

მოსალოდნელია ძლიერი რყევები, მოგიწევთ მყისიერი რეაგირება, გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება – თუმცა სწორედ ეს მოგიტანთ წარმატებას, მაგრამ ასი პროცენტით უნდა იყოთ დარწმუნებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში.

ნამდვილად არ მიყვარს ზედაპირული პროგნოზების კეთება, ვინაიდან ვისთვის როგორი წელი იქნება ეს მხოლოდ ადამიანის პირად რუქაში ჩანს, ზოგადად კი ცხენი, ვეფხვი, ძაღლი და ცხვარი– ყველაზე მეტად ისარგებლებენ 2014 წლის სასიკეთო გავლენით. დანარჩენი ნიშნებისთვის კი ეს წელი მისაღები იქნება.
რაც ეხება დასავლურ ნიშნებს – ესეც ზოგადად (!) წლის პირველ ნახევარში მეტად გაუმართლებთ მიწისა და წყლის ნიშნების წარმომადგენლებს – პირველ რიგში თევზებს, კირჩხიბსა და მორიელს (მიუხედავად მათთან მთავარი დამსჯელი პლანეტის, სატურნის სტუმრობისა, რის გამოც ბევრი მორიელი რთულ პერიოდს გადის თავის ცხოვრებაში), ასევე კუროს, ქალწულსა და თხის რქას, ხოლო წლის მეორე ნახევარი - მეტად სასიკეთო იქნება ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის – პირველ რიგში მშვილდოსნისა და ვერძისთვის, ასევე ტყუპების, სასწორის და მერწყულისთვის (ეს არის, რასაკვირველია ზოგადად). რაც ეხება ლომს – წლის მეორე ნახევარი მისთვის უდავოდ უკეთესი იქნება, ვინაიდან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, რომელიც ჯერ კიდევ კირჩხიბშია, ამ დროისთვის სწორედ მასთან გადაინაცვლებს, ეს ნამდვილად სასიკეთო მოვლენაა ლომების და ასევე ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, თუმცა ლომმა არ უნდა დაივიწყოს ასევე ე.წ. მაცდუნებელი ლილიტის შესახებ, რომელიც ასევე ესტუმრება მას უკვე მარტის დასაწყისში და შესაძლებელია ხელი შეუშალოს, აცდუნოს ან შეცდომები დააშვებინოს ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში – ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა იქნება აუცილებელი, მითუფრო 11 ივლისამდე, სანამ იუპიტერი გადავა ლომში.
გაითვალისწინეთ, რომ ცხენი თავნება, მხურვალე, ველური ბუნებისაა, გააჩნია კარგი ინტუიცია და მიჩვეულია საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით ქმედებას, ამიტომ ამ წელს სასურველი იქნება ინტუიციის გაღრმავება, ინტუიციის მოსმენა.




2014 წელს ბევრი ადამიანისთვის შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება, ბიზნესის დაწყება, მოგზაურობა, ან დაწინაურება სამსახურში.
ამას გარდა ცხენს, გველისგან განსხვავებით ფულისადმი უფრო უდარდელი დამოკიდებულება აქვს. ის უფრო მფლანგველია, ამიტომ არის ალბათობა გაჩნდეს მრავალი ცდუნება ფულის ფლანგვისა დღესასწაულებსა და გართობაზე.

2014 წელს შესაძლოა ბევრ ადამიანს ჰქონდეს მატერიალური თვალსაზრისით არასტაბილურობა, ამიტომ აუცილებელია ისწავლოთ გონივრული ხარჯვა. ე
ს არ ნიშავს, რომ არაფერი შევიძინოთ, უბრალოდ სწორად დაგეგმილი და გაანალიზებული უნდა იყოს მსხვილი შენაძენები. 2014 წელს არ არის რეკომენდებული მსხვილი სესხების აღება ან საეჭვო ფინანსურ გარიგებებში ჩაბმა.
ბიზნესის კუთხით ამ წელს უფრო მოსალოდნელია, რომ სპონტანურად მიიღოთ გადაწყვეტილებები, ვიდრე ელოდოთ ძველი გეგმების გახორციელებას. მოვლენების ასეთი განვითარება ცხენისთვის, ჩვეული მომენტია.

2014 წელი ჩვენგან მოითხოვს პირველ რიგში მიზნების დასახვას და მთელი ენერგიისა და ძალების მიმართვას სანუკვარი მიზნების ასრულებისკენ
ცხენს მოსწონს ყველანაირი წამოწყებები. დინამიურობა, მუდმივი წინსვლა, განვითარება – სწორედ ესაა ამ წლის მთავარი ტენდენციები.
ცხენს აქვს ორიგინალური აზროვნება და უყვარს ექსპერიმენტები, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტებისა და ორიგინალურობის გამოჩენა. თამამად განაცხადეთ თქვენს შესახებ და გაბედულად იმოქმედეთ.




ამ წლის საკვანძო ფრაზაა – თავისუფალი თვითგამოხატვა!

ცხენის წლის უმთავრესი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, იმპულსურობამ და ექსცენტრულობამ გონება არ დაგიბინდოთ
საერთოდ ცხენის წელი არასდროს მიმდინარეობს მდორედ. პირიქით, გამოირჩევა ფორიაქით, მკაფიო, დასამახსოვრებელი მოვლენებით, თუმცა, ამავდროულად გამოცდებითა და რაღაც წილ სირთულეებითაც. აუცილებელია მზად შევხვდეთ ნებისმიერ რთულ სიტუაციას და ცხოვრების დარტყმებს, მოახდინოთ მყისიერი რეაგირება.

როგორც ცნობილია ცხენი მხურვალე და რომანტიკული ბუნებისაა.

შეყვარებულ ცხენს საყვარელი ადამიანისთვის თავდადება, თავგანწირვა შეუძლია. 2014 წელს მოსალოდნელია ბევრ ადამიანს სწორედ ასეთი მწვავე და მხურვალე გრძნობები ეწვიოს, ბევრ მათგანს ექნება ბობოქარი ვნებებისა და სასიყვარულო თავგადასავლების მოთხოვნილება, ამიტომ ძალიან ცხელი ტემპერამენტის მქონეებმა ყურადღება გამოიჩინეთ, რათა რამე შარში ან გაუგებრობაში, ავანტიურაში არ ამოყოთ თავი.
ცხენი საკმაოდ სექსუალური ნიშანია და კეთილგანწყობილი იქნება უფრო იმ სახის ურთიერთობების მიმართ, სადაც ინტიმი, სექსუალური მიზიდულობა იქნება ძლიერი, სადაც ჰარმონიულად იგრძნობს თავს. თუმცა ასევე მოსალოდნელია, რომ მგრძნობელობა და ძლიერი ვნებები მალევე ჩაქრეს, ამიტომ არ ღირს ვალდებულებების აღება ან შეუსრულებელი დაპირებების მიცემა.

მიუხედავად იმისა რომ 2014 წელს ბევრი რომანტიკული შეხვედრა იქნება, ურთიერთობის შენარჩუნება ცოტას თუ გამოუვა.
წყვილები უფრო მგრძნობელობას, გრძნობებს დაეყრდნობიან, ვიდრე გონიერებას და საღ აზრს. სწორედ ესაა პრობლემა, რომ მხურვალე ვნებები იშვიათად გადაიზრდება ხოლმე დიდ გრძნობებში. სწორედ ამ მიზეზით, ნუ იჩქარებთ 2014 წელს ოჯახის შექმნას.

დაოჯახებული წყვილებისთვის კი 2014 წელი საუკეთესო დროა ბავშვის ჩასახვისთვის,
ვინაიდან ამ წელს დაბადებული ადამიანები ყოველთვის ისარგებლებენ პოპულარობით, იქნებიან მხიარულები და კომუნიკაბელურები, გონებამახვილნი. ექნებათ კარგი ჯანმრთელობა, ლიდერული თვისებები.
ცხენი, თავისი ბუნებით ღირსეული, ამაყი , ოპტიმისტური, სიცოცხლისმოყვარეა, უყვარს სივრცე, გართობა, ხალხმრავლობა. ის ადამინების მოყვარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის მანძილზე კარგი იქნება სტუმართმოყვარეობის, ყურადღებიანობის, დიდსულოვნების გამოვლენა.

ნუ მოერიდებით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, მეგობრებთან ვიზიტს, იარეთ გამოფენებზე, წვეულებებზე და სხვ. ამ წლის სიმბოლოს უყვარს გართობა და თქვენც უნდა შეიყვაროთ.
თუმცა, რამდენადაც საზოგადოებრივი ცხოვრებითაც არ უნდა ცხოვრობდეთ, არ დაივიწყოთ პირადი ცხოვრების შესახებაც, კერძოდ კი თქვენი ყურადღება უნდა იყოს მიპყრობილი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისკენ.
ამრიგად, აუცილებელია ახალ წელს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ერთად შევხვდეთ.


ქეთი ვაწაძე
გაეცანით 2014 წლის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს თორმეტი ნიშნისთვის Astrologia.ge ზე

კატეგორია: ჰოროსკოპი, საინტერესოა
Tags:

8


  • maru2001 თქვა:
    2 იანვარი 2014 01:25 - ID: 8,
    winked საინტერესო ნიუსია

  • Ann Glambertt თქვა:
    1 იანვარი 2014 15:20 - ID: 7,
    მაგარია ძალიან !!!

  • SuZiii თქვა:
    31 დეკემბერი 2013 16:18 - ID: 6,
    winked

  • elga თქვა:
    31 დეკემბერი 2013 13:27 - ID: 5,
    ცხენის წელში დაბადებული ვერძი ვარ და ასტროლოგები კარგ წელიწადს გვპირდებიან და ვნახოთ. მიყვარს ცხენი.
    კარგი ნიუსია შთამბეჭდავი

  • smileyz_xato თქვა:
    30 დეკემბერი 2013 16:30 - ID: 4,
    დაველოდები წლის მეორე ნახევარს მერწყლებს დიდად არ წყალობს ეს წელი :D

  • liii :) თქვა:
    30 დეკემბერი 2013 14:38 - ID: 3,
    სასწორი ვარ love laughing

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    30 დეკემბერი 2013 13:28 - ID: 2,
    ''ეს წელი აუცილებლად იქნება საქართველოსთვის 2011-2013 წლებზე უკეთესი!! და საერთოდ, ჩვენთვის დიდი აღმავლობის პერიოდი – სწორედ 2014-2015 წლებიდან იწყება და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო საკმაოდ დიდ გარღვევას გააკეთებს ყველა თვალსაზრისით! ეს წინსვლა ჯერ ჯერობით შესაძლოა შესამჩნევი დიდად არ იყოს, თუმცა ეს სასიკეთო ტენდენცია, ნამდვილად დაწყებულია!'' no belay belay lol


    ''ამ წლის საკვანძო ფრაზაა – თავისუფალი თვითგამოხატვა! '' love

  • tamusa777 თქვა:
    30 დეკემბერი 2013 12:45 - ID: 1,
    კარგი ნიუსია. winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top