20 January 2014      ANGEL     Views 7 941    
Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თამუნა ინგოროყვა

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძეთამუნა ინგოროყვას უმასპინძლა. საუბარი შედგა მოდაზე, სტილსა და ჩანთებზე. რისი ჩაცმა არ უყვარდა თამუნა ინგოროყვას ბავშვობაში და რა არის საჭირო ქართული მოდის სფეროს განსავითარებლად. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი




„ბავშვობიდან მქონდა თავისუფლება, რომ რაც მინდოდა და რაც მომწონდა ის ჩამეცვა.
ყოველთვის მიწყობდნენ ხელს მშობლები, ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.“


როდის მიიღე გადაწყვეტილება, რომ გამხდარიყავი დიზაინერი?

აკადემიაში მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი,ტანსაცმლის დიზაინზე ვსწავლობდი,თუმცა,მაშინ არ მეგონა თუ ამ პროფესიით ვიცხოვრებდი.ვფიქრობდი სხვა პროფესიებზეც,მაგრამ მაშინ მივხვდი,რომ ეს იყო ის ,რისი გაგრძელებაც მინდოდა.ამისათვის უნდა მესწავლა,დამეხარჯა ჩემი ენერგია და დრო.შემდეგ წავედი პარიზში.იქ მივხვდი, რომ ამ პროფესიის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო.

როგორ ფიქრობ, ადამიანის გემოვნება დაბადებიდანვე ყალიბდება თუ ნელ-ნელა იხვეწება?

არიან ადამიანები,რომელთა გემოვნებაც დროთა განმავლობაში იხვეწება .ჩემი აზრით,გემოვნება შინაგან ინტელექტთან არის დაკავშირებული.ადამიანი თავისი ჩაცმულობით გამოხატავს მის სულიერ მდგომარეობას.გემოვნება დაბადებიდანვე ყალიბდება,თუმცა სხვადასხვაგვარად ვითარდება.

როდის დაიწყო შენი გემოვნების ჩამოყალიბება?იყო სამოსი,რისი ჩაცმაც არ გიყვარდა ?

ბავშვობაში არ მიყვარდა თმის დავარცხნა,ხვეული თმა მქონდა .არასდროს ვიცვამდი ფუშფუშა კაბას,როცა დედა მთხოვდა.მახსოვს,რომ სულ დაძაბული ვიყავი.ფეხსაცმელებს არასწორად ვიცვამდი.არ მიყვარდა ბალეტზე სიარული,ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი.ბავშვობიდან დავდიოდი: ხატვაზე,ძერწვაზე,ქანდაკებაზე.ბაღის ასაკიდან მოყოლებული განსაკუთრებულად ვხატავდი.შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი .თოჯინებს კი არ ვუკერავდი კაბებს ,თმებს ვჭრიდი და საჭმელს ვაჭმევდი.ყოველთვის მიყვარდა სადად ჩაცმა.არ მომწონდა ბანტები და გადატვირთული სამოსი.



„ჩემი აზრით, გემოვნება შინაგან ინტელექტთან არის დაკავშირებული.“


შენი შვილების ჩაცმულობაში თუ ერევი,თუ დამოუკიდებლად ირჩევენ სამოსს?

არ ვერევი,რადგან მინდა, რომ სრული თავისუფლება მივცე.
ბავშვობიდან მქონდა თავისუფლება,რომ რაც მინდოდა და რაც მომწონდა ის ჩამეცვა.ყოველთვის მიწყობდნენ ხელს მშობლები,ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. დედას კონსერვატული გემოვნება აქვს,მე უფრო მამას ვგავარ,განსხვავებული გემოვნება მაქვს .არასდროს არ ჩავუკეტივარ მათ,ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ჩემ შვილებთანაც ასე ვარ,რა თქმა უნდა ყოველთვის ვაძლევ რჩევებს.ჩემი მეუღლე უფრო ჩართულია ბიჭების ჩაცმულობაში.

შენი აზრით ,რა არის საჭირო ქართული მოდის სფეროს უფრო განსავითარებლად?

რა თქმა უნდა ,განათლება.აკადემიაში არ არის საკმარისი განათლება,ეს ძნელი მისაღწევიც არის,რადგან საჭირო იქნება აკადემიის ლექტორებმა სამ თვეში ერთხელ იარონ მოდის კვირეულებზე,მათ მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მოდაზე.ეს ხელოვნების სფეროა.შეიძლება შეიქმნას უბრალო მაისური მომხმარებლისთვის,მაგრამ მის უკან კონცეფცია,იდეა და ისტორია იდოს.აუცილებელია,გაფართოვდეს აზროვნება,ცოდნა.სოციალური ქსელით არის შესაძლებელი მეტი ინფორმაციის მიღება,თუმცა ეს არ არის საკმარისი,ამისათვის საჭიროა ძირფესვიანი განათლება.



instagram: @fashionhousetamunaingorokva; @kristiglen


როდის იმუშავე შენს ბოლო კოლექციაზე? ვიცი,რომ პარიზისთვის ემზადები
გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გავაკეთე 2014 წლის, რომელიც ახლა მზადდება ზომებში.

ასევე, ვმუშაობ 2015 წლის ზამთრის კოლექციაზე.

გიფიქრია ჩანთების შექმნაზე?ყოფილა შენს კოლექციაში?
კი, ერთხელ იყო. ვფიქრობ,რომ აუცილებელია ხელით შექმნილი ჩანთა იყოს ხარისხიანი, შესაბამისად ეს დიდ თანხებსაც უკავშირდება. სარისკოა ევროპულ ბაზარზე მაღალ ფასიანი ჩანთების გატანა.

რა ადგილი უჭირავს ჩანთას შენს ცხოვრებაში?
სერიოზული ადგილი აქვს,რადგან ძალიან მიყვარს ჩანთები.ფულს ვხარჯავ ჩანთებში,ფეხსაცმელებსა და სათვალეებში.მნიშვნელოვანია არა მარტო ვიზუალურად იყოს ლამაზი, არამედ გამოსაყენებლადაც კომფორტული იყოს ჩემთვის.




„წავედი პარიზში. იქ მივხვდი, რომ ამ პროფესიის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო.“

არის კონკრეტული მოდელი,რომლის ერთგულიც ხარ?
მიყვარს მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები,გრძელი ჯაჭვით ან საკიდით.ჩემი ჩანთა აუცილებლად უნდა იკეტებოდეს კარგად,რადგან ხშირად მეფანტება ნივთები.

რომელია შენი ჩანთის ყველაზე აუცილებელი ნივთი?
საფულე,რომელიც აუცილებელია, ასევე,სათვალე, ტუჩსაცხი,რუჟი,ბლოკნოტი და ფანქრები.

როგორ მოდის შენი ინსპირაციის წყარო,შეიძლება უცბად დახატო ესკიზი?
ძალიან ხშირად, თუმცა თბილისში არასდროს არ მომდის მუზა.
მონახაზებს ვაკეთებ,თუმცა ინსპირაციის წყარო უცხოეთში მომდის.

Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO angel.ge-სთვის კრისტი ინტერვიუ თამუნა ინგოროყვა

Share it
Comments
Back to Top