მთაწმინდის პარკი ''ბომბორა''

მთაწმინდის პარკის ისტორია...
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა. პარკს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს და მალე მის ტერიტორიაზე ევროპული დონის გასართობი ცენტრი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოებს ამერიკული მხარე აწარმოებს. პირველი ნაწილის დასრულება 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა.
მთაწმინდის პარკამდე ორი გზა გადის: ფუნიკულიორით და სამანქანო გზით.მთაწმინდის პარკი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო ინფრასტრუქტურით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია.
განახლებული მთაწმინდის პარკი მრავალი ატრაქციონით დამშვენდა:
“მოცეკვავე ხე” – ხე რომ ტრიალებს კარუსელი საკმაოდ სწრაფია და მაღლაც ადის;
წყლის ატრაქციონი – “მორების რაფტინგი” – ხელოვნური მორების მატარებელი ამერიკული მთების მსგავს კონსტრუქციაზე ადის და სიმაღლიდან წყალში ეშვება ორჯერ, პირველად ცოტა დაბლიდან, მეორედ ცოტა მაღლიდან, ამოდის და წყლით იწუწები.
ტრამვაი, რომელიც შიდა ტერიტორიაზე დადის (დაახლოებით 7 წუთი);
“დიდი მანქანები” – დასაჯახებელი მანაქანები დიდი მოედნით და მანქანებით;
“მოჩვენებათა ციხე-კოშკი” – საშიში სურპრიზებით, ურჩხულებით;
ტირი.
აშენებენ:
“ბანჯი ბატუტი” – ფუნიკულიორის შენობის გვერდით;
ექსტრემალური ზონის ატრაქციონები:
“სავარძელი შურდული” – მაღლა გისრვის სწრაფად (16 წლიდან);
“X ველოსიპეტი”;
“მეგა დაცემა” – მაღალ ღერძზე ავარდნა და ჩამოშვება (12 წლიდან);
“რვაფეხა” – კარუსელი ადის მაღლა, ფორმებს იღებს, ბზრიალებს, მთის ნაპირზეა და ზემოდან უშველებლი სიმაღლე მოჩნას.
გიგანტური სასრიალო;
გიგანტური ბორბალი (ეშმაკის ბორბალი);
ამერიკული მთები.
ნამდვილად არაჩვეულებრივი გასართობია... : **))

















სხვა პუბლიკაციები არქივიდან:
ქართული სახელების მნიშვნელობა “ვამპირის დღიურების” ვარსკვლავი პოლ ველსი დაქორწინდა! ბინდის მსახიობების პროექტები 2011 წელს რა დღესასწაული იყო მაშინ როცა შენ დაიბადე? შარვლის ისტორია
შეაფასეთ სტატია:













