;
4 მაი 2012      TAMO _ ANGEL     40 კომენტარი     ნანახია 7314-ჯერ    
კატეგორიაში: main

ისტორიას მრავალი საშინელი ფაქტი,თემა თუ მოვლენა ახსოვს,რომელიც დღემდე შოკში აგდებს საზოგადოებას. დადასტურებული სტატისტიკით სერიული მკვლელების უმეტესი წილი მამაკაცებზე მოდის, თუმცა ამ „საქმეში“ როგორც აღმოჩნდა, მათ არც ქალები უდებენ ტოლს. 11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი! რომლებმაც თავიანთი სასტიკი ქმედებებით ისტორიას წარუშლელი სისხლიანი კვალი დაამჩნიეს.

11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი

11) დარია ნიკოლაევნა სალტიკოვა("სალტიჩიხა")_1730-1801

დარია ნიკოლაევნა სალტიკოვა("სალტიჩიხა")-რუსი ფეოდალი,რომელიც ისტორიაში შევიდა,როგორც უსასტიკესი სადისტი მკვლელი,რომელმაც მოკლა 139 გლეხი,ძირითადად ქალები და გოგონები."სალტიჩიხაზე" გლეხები მუდმივად ჩიოდნენ ხელისუფლებასთან,თუმცა რადგან ის მიეკუთვნებოდა სამეფო გვარის წარმომადგენელს,გლეხების ჩივილი ამაო და უშედეგო რჩებოდა.თუმცა საბოლოოდ სამართალმა მაინც იზეიმა და იმპერატორ ეკატერინე II-ის ბრძანებით,მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ერთ-ერთი მონასტრის ციხეში,სადაც ის მალევე გარდაიცვალა.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი

10) დედოფალი მარია I_1516-1558

დედოფალი მარია I-მეფე ჰენრი VIII-ს ქალიშვილი ისტორიაში შევიდა როგორც მონარქი,რომელიც ცდილობდა ქვეყნისთვის დაებრუნებინა რომის კათოლიკური ეკლესია.ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობდა უდანაშაულო მოსახლეობის სასტიკი წამებებისა და მკვლელობების ფონზე,რის გამოც მას უწოდეს სისხლიანი მარია.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი


9) მაირა ჰინდლი_1942-2002


მაირა ჰინდლი-სერიული მკვლელი,რომელმაც თავის თანამზრახველთან,ბრაიენ იენთან ერთად მიიღო მეტსახელი:"ინგლისელი ბონი და კლაიდი".ამ მოძალადე დამნაშავეებმა ათამდე ბავშვი წამებით მოკლეს.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი


8) იზაბელა კასტილსკაია_1451-1504

იზაბელა კასტილსკაიამ სერიული მკვლელობების ისტორიაში სახელი გაითქვა უსასტიკესი დამოკიდებულებით არაკათოლიკეების მიმართ.სასტიკმა კათოლიკე ქალმა საფუძველი დაუდო სერიულ მკვლელობებს რელიგიური ნიშნის მიხედვით.მის დროს უამრავმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.მათ ვინც დარჩა,აიძულეს ქრისტიანობის მიღება,ხოლო ვინც ამაზე უარი განაცხადა სასტიკად აწამეს და მოკლეს.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი


7) ბევერლი ელიტი_1968

ბევერლი ელიტი-ინგლისელი მედდა,მეტსახელად "სიკვდილის ანგელოზი".მან 1991 წელს 4 მცირეწლოვანი პაციენტი მოკლა და კიდევ 5-ის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა.ის ბავშვებს უკეთებდა ინსულინს იმისთვის,რომ მათში გამოეწვია ძლიერი გულის შეტევა.მკვლელობების მოტივი ჯერ კიდევ უცნობია.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი

6) ბელ განესი_1859-1931

ბელ განესი-ყველაზე ცნობილი მკვლელი ქალის სახელითაა ცნობილი მთელს აშშ-ს ისტორიაში.მან მოკლა თავისი ორივე ქმარი ,თავისი ქალიშვილები,რამდენიმე თაყვანისმცემელი და რამდენიმე საყვარელი.მის კისერზე 30 მკვლელობაა.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი

5) მერი ენ კოტონი

მერი ენ კოტონმა მოწამლა 20 ადამიანი.მისი ცხოვრების განმავლობაში ამ სასტიკმა მკვლელმა ქალმა მოკლა რამდენიმე ქმარი,თავისი შვილები და თავისი დედაც კი.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი

4) ელზა კოხი_1906-1967

ელზა კოხი-"ბუჰენვალდის ალქაჯი" კონცეტრაციული ბანაკის კომენდანტის ცოლი იყო.აწამებდა ბრალდებულებს და კლავდა მათ.1967 წელს მან სიცოცხლე ციხეში დაასრულა თვითმკვლელობით.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი

3)ირმა გრიზი_1923-1945

ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კონცენტრაციული ბანაკის ხელმძღვანელი.ბრალდებულების წამებისას ის იყენებდა როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას;ცემდა ქალებს,სიკვდილამდე მიჰყავდა ისინი,საბოლოოდ ცხრილავდა და ამით ერთობოდა.ის აშიმშილებდა ძაღლებს და შემდეგ მსხვერპლით კვებავდა.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი

2)კეტრინ ნაიტი_1956


კეტრინ ნაიტი-ავსტრალიის ისტორიაში პირველი ქალი,რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.2001 წელს მან თავისი თანამცხოვრებს დანით მიაყენა ჭრილობა და შემდეგ სასტიკად აწამა.


11 ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი

1)ელჟებეტ ბატორი_1560-1614

ელჟებეტ ბატორი-გრაფინია,რომელიც ცნობილია "სისხლიანი ქალბატონის" სახელით.აწამებდა და კლავდა მოსამსახურეებსა და გლეხებს;ცემდა,უწვავდა ხელებს,სახეს და სხვა სხეულის ნაწილებს გახურებული რკინით,კანს აძრობდა ჯერ კიდევ ცოცხალ მსხვერპლს,აშიმშილებდა და აუპატიურებდა მათ.1610 წელს შინა-პატიმრობა მიესაჯა მკვლელობების ბრალდებით.სასამართლო პროცესზე მოსამსახურე ქალმა სადისტის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვის დასახელება ვერ მოახერხა.თუმცა დადგინდა მკვლელობების მიახლოებითი რაოდენობა:ეს იყო 40-50 მკვლელობა.მოსამსახურეები ირწმუნებოდნენ,რომ მათ ბევრად მეტი გვამის გატანა მოუხდათ.ეს სასტიკი და ამაზრზენი არსება გარდაიცვალა საკუთარი სიკვდილით 1614 წელს.

კატეგორია: main
Tags:

40


  • LohanFan თქვა:
    24 მაი 2012 13:21 - ID: 40,
    შეიძლება გაგიკვირდეთ მაგარამ მე ამ ხალხს არ ვადანაშაულებ , ისინი ფსიქიურად აშლილები არიან რასაც ვერაფერ მოუხერხებ და ეს მარტო მათი ბრალი არ არის ხშირად საზოგადოებაა დამნაშავე მკვლელების მიერ ჩადენი დანაშაულებში"))

  • marita)) თქვა:
    22 მაი 2012 17:36 - ID: 39,
    crying crying საშინელებაა crying crying

  • _somebody_ თქვა:
    6 მაი 2012 18:46 - ID: 38,
    lady dracula_S saxelitacaa cnobili Elizabeth Bathory :)

  • robsten-sally თქვა:
    6 მაი 2012 18:10 - ID: 37,
    უიმე დედა no

  • demuka თქვა:
    6 მაი 2012 14:08 - ID: 36,
    ვაიმე რა საშინელებააა wassat

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    5 მაი 2012 16:22 - ID: 35,
    KeSso13
    მოგეწონა?ვინ მოგეწონა მკვლელი და სადისტი? crying

  • KeSso13 თქვა:
    5 მაი 2012 14:52 - ID: 34,
    მარია I-ზე არ ვიცოდი უმიზეზოდ თუ ხოცავდა და აწამებდა ხალხს.. წიგნი მაქვს წაკითხული და მე პირადად ძალიან მომეწონა მარია ყველაფრის მიუხედავად ))

  • Laaaa თქვა:
    5 მაი 2012 00:35 - ID: 33,
    საინტერესო ნიუსიაა feel და ამ არსებებზე რა გიტხრატტ!!

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    4 მაი 2012 21:14 - ID: 32,
    jivime : ))
    დიდი მადლობა:)

  • FuNnYbUnNy თქვა:
    4 მაი 2012 20:50 - ID: 31,
    ფუ რატო უნდა იყო ასეთი სატანა

  • jivime : )) თქვა:
    4 მაი 2012 20:36 - ID: 30,
    TAMO _ ANGEL, ნუ მიაქცევ ყურადღებას .. : X ყველა ერთი კატეგორიის ხომ არაა .. მთავარი რო უმრავლესობამ მოიწონა ნიუსი როგორც საინტერესო ფაქტებად .. კაი იყო მართლა .. :*

  • Taamoo თქვა:
    4 მაი 2012 20:26 - ID: 29,
    wassat what

  • bubunia:) თქვა:
    4 მაი 2012 19:39 - ID: 28,
    ნიუსი-ძალიან საინტერესო,ამ ქალებზე კიდე რა ვთქვაა.მეცოდებიან...საშინელებააა

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    4 მაი 2012 19:35 - ID: 27,
    ყველას გმადლობთ ვისაც მოგეწონათ:) love :* აქ შენიშვნები იყო სახელთან დაკავშირებით.ყველა სხვადასხვა სახელს ამბობთ და სადაც მე ვნახე იქ "სისხლიანი მარია" აი ასე იყო და ასევე დავწერე.მეც მსმენია სისხლიან მერიზე,მაგრამ რადგან წყაროში მარია ეწერა მეც ასევე დავწერე.

  • anka_ano თქვა:
    4 მაი 2012 19:12 - ID: 26,
    როგორ მიყვარს ესეთი საინტერესო სიახელლები.ყოჩაღ ავტორო love

  • anna_ anna თქვა:
    4 მაი 2012 18:17 - ID: 25,
    ვაიმეე.. wassat
    პ.ს. საინტერესო ნიუსი იყოო..))

  • gretta თქვა:
    4 მაი 2012 17:55 - ID: 24,
    ჯოჯოხეთის კლიენტები არიან ყველანი

  • krist...star თქვა:
    4 მაი 2012 17:27 - ID: 23,
    ძალიან საინტერესო ნიუსი იყო, მადლობა ავტორს, ამათზე კიდე რა უნდა ვთქვა, არანორმალურები, ფსიქიკურად აშლილები. საღ გონებაზე მყოფი ამას ვერ გააკეთებს, უბრალოდ შეუძლებელია!

  • NataMorgan♥ თქვა:
    4 მაი 2012 17:25 - ID: 22,
    lady19,
    მერი არა მარი სწუარტს ეძახიან <3
    ჩემი <3

  • gossip girl თქვა:
    4 მაი 2012 17:24 - ID: 21,
    მიაკვდა სუყველას ძაღლი.. კარგ ადგილას იქნებიან ახლა გველებიი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top