;


After long waiting, American designer TOM FORD introduced a New York Fashion Week's Fall and Winter Womens 2016 collection, which was an inspiration for 70 years. The designer satisfied the demands of the people and welcomed the changes in the fashion business with the principle 'SEE NOW, BUY NOW. We will explain that the last season was missed by the New York Fashion Week, where the autumn-winter collections were presented. Instead, the designer chose the tactic to show seasonal collections and then sell it as a finished product.

Tags:

Designer Felipe Oliveira Baptista presented a summer collection for Lacoste in the New York Fashion Week in 2017, with Lacoste's female brand's favorite yellow, orange, pink green and striped sport-retro dress. We also presented a collection of men, which is perfectly aligned.


Tags:

Edadoral Under Control Online Magazine Fucking Young! , For which stylist Nista Permpoon designers Comme des Garçons, Vetements, Alexander Wang, Nicopanda, Saint Laurent, a fashionable model for men Dane Bell.


Tags:



იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება მოდის სამყაროსადმი ინტერესი, იზრდება ამ სამყაროში მოღვაწე საინტერესო ადამიანთა რიცხვიც. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი დათა ალექსეევიც მოდის სამყაროში მოღვაწე ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა, კრეატიული და საინტერესო ფიგურაა.

IT BOY: დათა ალექსეევი
საქმიანობა: მოდური ბლოგერი, 18 წლის
მიუხედავად იმისა, რომ დათა ძალიან ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება და მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანია. ამრიგად, მისი საუბარი საკუთარ ცხოვრებაზე უამრავი საინტერესო ფაქტით არის მდიდარი. ვფიქრობთ, რომ დათა შესანიშნავი მაგალითია დამწყები ბლოგერებისთვის და მოდის სამყაროთი დაინტერესებული არტისტებისთვის.


Tags:


2016 წლის საშემოდგომო მამაკაცების სამოსის ჩვენებების სტუმრებთა ლუქები საინტერესო და განსხვავებულია. მოდის ჟურნალმა Vogue მათ შორის გამორჩეულები წარმოადგინა, რისი ხილვის საშუალებაც Angel.ge-ს მკითხველსაც აქვს. იხილეთ 2016 წლის საშემოდგომო სამოსის ჩვენებების სტუმართა ქუჩის სტილი სხვადასხვა ქალაქიდან.
Tags:



წვერ-ულვაში მუდამ აქტუალური და ტენდენციური იყო ქართველ მამაკაცებში; თუმცა მან მნიშვნელოვნად იცვალა სახე ამ ბოლო პერიოდში. ჩვენს აპოქაში - მილენიალების თაობას მკაფიოდ გამოარჩევს დახვეწილი თავის მოვლის კულტურა, რაც წვერ-ულვაშისა და თმის ვარცხნილობის უხეში იმიჯით, თუმცა ამავდროულად კონტრასტულად მოვლილი იერით გამოიხატება. რამდენად რთულია მოირგოს მამაკაცმა ასეთი სტილი?

THE GENTLEMAN'S GUIDE TO GROWING A BEARD
სტილისტი შაკო საჯაია ერთერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც მამაკაცის თმისა და წვერის სთაილინგზე დაიწყო ზრუნვა #Man Grooming. შაკომ გაგვიმხილა თუ როგორ უნდა იპოვოს მამაკაცმა მისი სტილი, როგორ წამოზარდოს წვერი და გაუწიოს ყოველდღიური სთაილინგი სახლის პირობებში. წვერების მთავარი პრობლემა ჰიგიენის დაცვაა, რომელმაც შესაძლოა სახის კანის ფორების დაბინძურება გამოიწვიოს; უშუალოდ წვერის მოვლის პრობლემა კი გაყოფილი ბოლოები და დატეხილი ღეროებია, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ..


Tags:

საინტერესო ფაქტები ნორმან რიდუსის შესახებ
საინტერესო ფაქტები ნორმან რიდუსის შესახებ

ნორმან რიდუსი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მხატვარი, რომელიც დაიბადა 1969 წლის 6 იანვარს, ფლორიდაში. ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელოვნებით, თუმცა მსახიობობაზე არასოდეს უფიქრია მანამ, სანამ უცნობმა ადამიანმა ერთ-ერთ წვეულებაზე ურჩია თეატრალურ დადგმაში მიეღო მონაწილეობა. სწორედ აქედან დაიწყომისი კარიერული წინსვლა, როგორც მსახიობისა და მოდელის.

ნორმანს არაერთ ფილმში მიუღია მონაწილეობა, თუმცა საქვეყნო აღიარება სუპერპოპულარული სატელევიზიო შოუს ‘The Walking Dead’-ის წყალობით მოიპოვა. დღესდღეობით, ის ერთ-ერთი მოთხოვნადი სახეა ჰოლივუდში. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ნორმან მარკ რიდუსის შესახებ.



საინტერესო ფაქტები ნორმან რიდუსის შესახებ
Tags:

Burton Christmas 2015 Advertising Campaign
მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების მწარმოებელი ლეიბლი Burton
2015 წლის საახალწლო კოლექციით სრულად მოიცავს მამაკაცის გარდერობს,
რომელიც გალანტურად შემოსილი შეხვდება დღესასწაულებს, შემდგომ მიაშურებს თავს ზამთრის კურორტს და ქალაქში დაბრუნებული დაბალანსირებული სოლიდურ-ქეჟუალ სტილით დაუბრუნდება სამუშაო გრაფიკს.

Tags:

Massimo Dutti და J.Crew წარმოგვიდგენენ,
თუ როგორ უნდა შეიმოსოს მამაკაცი 2015 წლის ზამთრის სეზონისთვის

ჯოფრი ჯონკჰირმა Massimo Dutti-ს შემოდგომა-ზამთრის ლუქბუქისთვის მოირგო მუქი ლურჯი ტონალობის პერანგები და სვიტერები, მოდელმა სოლიდური და საქმიანი, ამავდროულად ახალგაზრდული და ენერგიული სტილი შექმნა; ხოლო J.Crew გადმოსცემს სადღესასწაულო წვეულებისთვის განკუთვნილ კოსტუმებსა და ზამთრის არდადაგებისთვის პიჯაკებისა და კუბოკრული მატერიის საინტერესო მიქსს.

Tags:

დღიური გრძელდება! ამჯერად პროექტის მასპინძელია კაფე-სანაყინე Luca Polare. ახალი სეზონის განსხვავებული და საინტერესო პროექტის სტუმარი საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი- ჯაბა დიასამიძეა. დიზაინერის შემოქმედების მოტივაციაზე, ხედვასა და მუშაობის პროცესზე "დღიურის" მკითხველი ყველაფერს გაიგებს. პროექტის ფორმატი არ შეცვლილა, მკითხველს აქვს საშუალება სტუმრის ხელწერაც იხილოს. ჯაბა დიასამიძის დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისათვის!

- ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია...
- მეგობრობა.
- ჩემი შთაგონების წყაროა...
- ჩემი წარმოსახვის უნარი.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- ყველაფერი კარგად იქნებოდა.
Tags:



იდეალური მამაკაცი
ჰიუ ჯეკმანი


ჰოლივუდის ერთ-ერთი მისაბაძი მამაკაცი 47 წლის გახდა. მსახიობი, მომღერალი, სანიმუშო ქმარი, მამა, კულინარი... უამრავი დადებითი მხარის გამო, მას იდეალურ მამაკაცადაც კი მოიხსენიებენ. გულშემატკივრებში კი "ყველასათვის საყვარელის" ტიტული აქვს მინიჭებული. ვნახოთ, რითი გააოცა ავსტრალიელმა მსახიობმა მსოფლიო.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება ჩემი ცოლია. ის მე საუკეთესოდ მიცნობს. იცის რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ... ჩენ ძალიან გახსნილები ვართ ერთმანეთთან. მას სჯერა ჩემი. იცით, ბევრი რამ მაკვირვებს ჩემ კარიერაში. თუნდაც ის რომ ამ წარმატებას მივაღწიე და ა.შ. ის კი ამაში არასოდეს ეჭვდებოდა, მეუბნებოდა ამაზე პირველივე შეხვედრიდან, და ყოველთვის მართალი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ზუსტად ასე დაწერეთ: ჩემი ცოლი მუდამ მართალია."


Tags:

საინტერესო ფაქტები მეთ დეიმონის შესახებ

მეთ დეიმონი გახლავთ ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 8 ოქტომბერს, ბოსტონში. ადრეული ასაკიდან მსახიობობა სურდა და მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში. შემდგომ ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ბენ აფლეკთან ერთად დაწერა სცენარი, რომელიც შემდგომ ფილმ ‘Good Will Hunting’-ის შექმნის დასაბამი გახდა, ხოლო მეთისა და ბენისთვის ოსკარის მომტანი. მისი ფილმოგრაფია ჯერჯერობით 72 ფილმისგან შედგება და დღესდღეობით ის გახლავთ ‘A-List’-ის ერთ-ერთი მისაბაძი და მოთხოვნადი მსახიობი. მსახიობობასთან ერთად დეიმონი აქტიური ქველმოქმედიო, ხოლო რაც შეეხება პიროვნულობას ახასიათებენ, როგორც თავმდაბალ და დადებით ადამიანს, რომელსაც არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს მეთ დეიმონის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

Tags:



ლეგენდარული Toyota Corolla და RAV4 წარმოუდგენელ ფასად
Toyota-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, ლეგენდარულ Toyota Corolla-სა და RAV4-ზე დაუჯერებელი საშემოდგომო ფასდაკლებების აქცია დაიწყო. ამ შესანიშნავი სიახლით სარგებლობა, მომხმარებლებს, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა სურთ, ტოიოტას ორივე ოფიციალურ დილერთან შეუძლიათ.

„ლეგენდარული სედანი“ - Toyota Corolla მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ამის საუკეთესო დადასტურებაა ამ მოდელის აბსოლუტურად რეკორდული გაყიდვები რომლებმაც უკვე 40 მილიონს გადააჭარბა და გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსით მოხვდა. Toyota-ს საშემოდგომო კამპანია, უნიკალური შანსია მათთვის, ვისაც ტოიოტას ხარისხიანი ავტომობილის ყიდვა საუკეთესო ფასად სურს.

Tags:

საინტერესო ფაქტები სკოტ ისტვუდის შესახებ
სკოტ ისტვუდი გახლავთ ამერიკელი მსახიობი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1986 წლის 21 მარტს, კალიფორნიაში. მამამისი ლეგენდარული რეჟისორი და მსახიობი კლინტ ისტვუდი გახლავთ, თუმცა მიუხედავად ამისა, სკოტმა თავისი შრომით მიაღწია დასახულ მიზანს და გახდა ერთ-ერთი წარმატებული სახე ჰოლივუდში.

2013 წლიდან საზოგადოების ფართო მასამ გაიცნო, გამოვიდა მისი არაერთი სერიოზული ფილმი და 2015 წელს მონაწილეობა მიიღო ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოშიც. მიუხედავად ცნობადობისა გამუდმებით თავს არიდებს პრესასა და პაპარაცებს და ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ამერიკელი. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს სიმპატიური სკოტის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.


საინტერესო ფაქტები სკოტ ისტვუდის შესახებ
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 14
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top