19 April 2014      liliana     Views 3 545    
Category: Man

Gabriel García Márquez, Nobel laureate writer, dies aged 87
მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული კოლუმბიელი მწერალი,ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ესპანურ ლიტერატურაში 17 აპრილს რამდენიმე კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მწერალი 3 აპრილს პნევმონიის შეტევით მეხიკოში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გასულ თვეში მწერალმა საკუთარი 87-ე დაბადების დღე აღნიშნა. მეგობრებმა და ახლობლებმა მას ფანტასტიური საჩუქარი მოუწყვეს, ტორტით და ყვავილებით გაფორმებული სახლის ეზო დაახვედრეს, თუმცა მწერალი თურმე საკუთარ დაბადების დღეზე საერთოდ არავის ელაპრაკებოდა და მარტო იჯდა.

Gabriel García Márquez, Nobel laureate writer, dies aged 87

გაბრიელ გარსია მარკესი ყველა რეიტინგებით მიგელ დე სერვანტესის შემდეგ ყველაზე ცნობილი ესპანურენოვანი მწერალია, რომლის წიგნებმა ყველა რეკორდი მოხსნეს. მისი წიგნები გაყიდვებით "ბიბლიის" შემდეგ აბსოლიტურად ყველა დროის ყველაზე გაყიდვად წიგნებად ითვლება. მარკესის ყველაზე ცნობილი წიგნი "One Hundred Years of Solitude", რომელიც 1967 წელს გამოვიდა და 25 ენაზეა ნათარგმნი და ათეული წლებია პოპულარობას არ კარგავს. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა:

“One Hundred Years of Solitude” (1967)
“The Autumn of the Patriarch” (1975)
“Collected Stories” (1984)
“Love in the Time of Cholera” (1985)
“The General in His Labyrinth” (1989)

Gabriel García Márquez, Nobel laureate writer, dies aged 87

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების სიტყვებს გაბრიელ გარსია მარკესის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით:

"ჩვენ დავკარგეთ ყველაზე მეოცნებე მწერალი. გაბოს ნიჭი და შემოქმედება თაობებს გაყვება."
- ბარაკ ობამა
"100 წლიანი მწუხარება გამოიწვია ჩემში ყველაზე დიდი კოლუმბიელის სიკვდილმა.სოლიდარობას ვუცხადებ მის ოჯახს.ასეთი გენიოსები არასოდეს კვდებიან"
-კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი
"ძალიან ვწუხვარ ყველა დროის ყველაზე დიდი მწერლის დაღუპვის გამო"
-მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენა ნიეტო

"ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება შენი სიცოცხლე ძვირფასო გაბო,როგორც ყველაზე უნიკალური და განუმეორებელი საჩუქარი,სავსე ორიგინალური ისტორიებით"
-მომღერალი შაკირა


Gabriel García Márquez, Nobel laureate writer, dies aged 87

მარკესის ბოლო ათეული წლების განმავლობაშიც არ შეუწყვეტია მოღვაწეობა თუმცა 2002 წელს მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. უფრო ადრე კი 1999 წელს მწერალმა ქიმიოთერაპიის კურსები ჩაიტარა ,რათა ლიმპური ძარღვების სიმსივნე დაემარცხებინა.

1981 წელს მარკესს შეეკითხეს რას ნიშნავდა მისთვის ნობელის პრემია, მან კი უპასუხა: "საშინელებაა როცა მწერალი სახელისთვის და დიდებისთვის წერს, იგი თითქოს იჭრება შენს პირად ცხოვრებაში და იზოლაციას უკეთებს საკუთარ შინაგან სამყაროს. კატასტროფულად მიმაჩნია, როცა მწერლები დაობენ ვის ეკუთვნის ნობელის პრემია, მაგრამ ძალიან მინდა რომ ვიყო კარგი მწერალი, ჩემი წიგნები მკითხელს მოსწონდეს და ჩემი სიკვდილის შემდეგაც დაიბეჭდოს."

Gabriel García Márquez, Nobel laureate writer, dies aged 87

Category: Man
Tags:

Share it
Comments
Back to Top