20 June 2014      AnnLennon1     Views 8 009    
Category: Man / Stars

/ბიოგრაფია/კარიერა/საინტერესო ფაქტები/ფოტომასალა/

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


ჯოზეფ ჯეისონ ნამაკაეჰა მომოა, იგივე ჯეისონ მომოა ამერიკელი მსახიობი, მოდელი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი გახლავთ, რომელიც დაიბადა 1979 წლის 1 აგვისტოს, ჰანალულუში, ჰავაიზე. პოპულარობას მიაღწია სატელევიზიო შოუს ‘Stargate: Atlantis’-ის წყალობით, მაგრამ აღიარების ზენიტი ცოტა მოგვაინებით HBO-ს სერიალში ‘Game of Thrones’-ში ჰქონდა, სადაც მან მეომარ დროგოს როლი მოირგო. 2014 წლის 11 ივლისს, ფილმ ‘Road to Paloma’-ს პრემიერა შედგება, რომლის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი თავადვე გახლავთ.


ადრეული ცხოვრება

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა


დედისერთა მომოა დაიბადა ჰანალულუში, ჰავაიზე ფოტოფრაფი დედისა და მხატვარი მამის ოჯახში. იზრდებოდა დედასთან ერთად აიოვაში. ბავშვობიდან მუდამ მოგზაურობდა, სამხატვრო ხელოვნება შეისწავლა პარიზში, ტიბეტში კი ბუდისტურ მეცნიერებებს ეზიარა. შემდგომ კი დაბრუნდა ჰავაიში და იქაურ კოლეჯში ჩააბარა.

კარიერა

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


1998 წელს, სამშობლოში დაბრუნებულ მომოას ბედმა გაუღიმა და საერთაშორისო დონის დიზაინერმა ტაკეო კობაიაშიმ აღმოაჩინა. სწორედ მან გაუკვალა გზა ჯეისონს სამოდელო კარიერაში და უზადო გარეგნული მონაცემების წყალობით ჰავაის წლის მოდელი გახდა, ხოლო შემდგომ კი ‘Miss Teen Hawaii’-ის კონკურსის წამყვანის პოზიცია დაიკავა.

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა


1999-2001 წლებში მან ჯეისონ ლოანის როლი განასახიერა სატელევიზიო შოუში ‘Baywatch Hawaii’-ში, საიდანაც დაიწყო მისი აქტიური სამსახიობო წინსვლა. შემდგომ, მონაწილეობა მიიღო რიმეიქში ‘Conan the Barbarian’, სადაც ზუსტად მოერგო პერსონაჟს. 2004-2009 წლებში, მომოა საზოგადოებამ კვლავ სატელევიზიო შოუში ‘Stargate Atlantis ‘-ში იხილა, რამაც მას გზა გაუკვალა შემდგომი წარმატებისკენ.

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა


2011 წელს კი მისმა სამსახიობო კარიერამ აღიარების ზენიტს მიაღწია, როდესაც ‘სამეფო კარის თამაშების’ ქასთა რიგებში მოხვდა. მომოამ სერიალის პროდიუსერებს გაუგზავნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასრულებდა უძველესი ტომის მაორების საბრძოლო ცეკვას ‘ჰაკას’. ჩანაწერის ხილვის შემდგემ ჯორჯ მარტინი პირადად დაუკავშირდა მას, რათა სერიალში სისხლისმსმელი და მამაცი მეომარი დროგო განესახიერებინა.

2014 წლის 11 ივლისს, მისი პირველი ფილმის, როგორც რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის ‘Road to Paloma ‘ პრემიერა შედგება, სადაც თავადვე მონაწილეობს მეუღლესთან ლიზა ბონეტთან ერთად.

პირადი ცხოვრება

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


მომოა თავის პირველ სერიოზულ სიყვარულს სიმონე ჯეიდ მაკინონს ‘Baywatch’-ის გადასაღებ მოედანზე, 1999 წელს შეხვდა. 2004 წლის ივნისში წყვილი დაინიშნა, ხოლო ქორწილის თარიღად კი 2007 წელი დასახელდა. თუმცა, ყველაფერი ლიზა ბონეტის გამოჩენით დასრულდა. ლისა დაორსულდა, ხოლო მომოა და მაკინონი კარგ მეგობრებად დარჩნენ და დღემდე ინარჩუნებენ ახლო, მეგობრულ ურთიერთობას.

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


მსახიობი ლიზა ბონეტი მომოამ 2005 წელს გაიცნო, ხოლო 2007 წელს კი მათ იქორწინეს. იმავე წელს გოგო ეყოლათ, რომელსაც ლოლა ლოლანი მომოა დაარქვეს. 2008 წელს კი ბიჭი შეეძინათ, სახელად Nakoa-Wolf Manakauapo Namakaeha Momoa. ლიზა ცნობილი მუსიკოსის ლენი კრავიცის მეუღლე გახლდათ 1987 – 1993 წლებში და მისგან გოგონა ზოი კრავიცი ჰყავს.


- საინტერესო ფაქტები -

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


- მისი სიმაღლეა 1.93 სანტიმეტრი.

- 1999 წელს, ‘ჰავაის წლის მოდელის’ ტიტული მოიპოვა.

- როგორც მოდელი, მონაწილეობდა ‘Governor's Fashion Show’-სა და ‘Liberty House’ მოდურ ჩვენებაზე.

- 1999 წელს, ‘Miss Teen Hawaii USA’ კონკურსის წამყვანი გახლდათ.

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


- გატაცებულია მთასვლელობით, ველოსიპედით მთის დალაშქვრით, სნოუბორდით და ჰოკეით.

- თავისუფალ დროს ბუდისტური მეცნიერებებით და ბუდიზმის შესწავლითაა დაკავებული.

- თინეიჯერობის ასაკში ‘Gulf’-ის სანაპიროს ყველაზე ახალგაზრდა წყლის მაშველი გახდა.

- ჯეისონი ცნობილი სერფერის ბრაიან კეაულანას ძმისშვილია.

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


- 2008 წლის 15 ნოემბერს, მსახიობს თავს დაესხნენ მძარცველები და გადატეხილი ლუდის ბოთლით რამოდენიმე სერიოზული ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა მოხდა, დასავლეთ ჰოლივუდში, კალიფორნიაში. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევები, შედეგად ჯეისონს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯამში 140 ნაკერი დაადეს.

- მამამისი წარმოშობით ჰავაიდან გახლავთ, ხოლო დედას კი გერმანული, ირლანდიური, ამერიკული ფესვები აქვს.

- მომოა ცნობილი მუსიკოსის ლენი კრავიცის შვილის ზოე კრავიცის მამინაცვალი გახლავთ.

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა


- სერიალ ‘Stargate Atlantis’-ში მონაწილეობისას მას განსაკუთრებული ვარცხნილობა ჰქონდა, რაც ხშირ თავის ტკივილებს იწვევდა და ამასთანავე მსახიობს არ აძლევდა საშუალებას მკვეთრი მოძრაობების შესრულებისა. სწორედ ამიტომ, პროდიუსერები დათმობაზე წავიდნენ და გადაწყვიტეს მომოას ვარცხნილობა შეეცვალა და ეს ფაქტი ახსნეს სერიალის ერთი ეპიზოდის საშუალებით, რომელსაც ‘Broken Ties’ დაარქვეს.

- მისი სამარკო ნიშანია შრამი წარბთან, რომელიც ‘სამეფო კარის თამაშებში’ მონაწილეობისას ფანების უმრავლესობას პერსონაჟისთვის გამოგონილი შტრიხი ეგონა. თუმცა, შრამი 2008 წელს თავდასხმის შედეგად მიაყენეს და რეალურია.

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


მიუხედავად იმისა, რომ კინოში ხშირად ძლიერ, ველურ და რთულ პერსონაჟებს განასახიერებს, რეალურ ცხოვრებაში ჯეისონი ნამდვილი ბუდისტია, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს მედიტაციას უთმობს. მიყვარს კითხვა, არ მაქვს ტელევიზორი, არ მაქვს იმეილი და გაგიკვირდებათ არც ტელეფონი. ვკითხულობ, ბავშვებს ვუვლი, ვუკრავ გიტარაზე. მიყვარს იაპონური პოეზია და ამასთან ჩარლზ ბოდელერის ბიოგრაფიების კითხვით ვარ გატაცებული.’

Jason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა



Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა



Jason Momoa/ჯეისონ მომოა


Jason Momoa/ჯეისონ მომოა



Jason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა



Jason Momoa/ჯეისონ მომოა

Jason Momoa/ჯეისონ მომოა



Jason Momoa/ჯეისონ მომოაJason Momoa/ჯეისონ მომოა


Category: Man / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top