23 June 2014      liliana     Views 4 088    
Category: Man / Stars



Peter Dinklage

პიტერ დინკლეიჯი - ამერიკელი მსახიობია, რომელიც დაიბადა 1969 წლის 11 ივნისს მორისტაუნში აშშ-ში. მამამისი სადაზღვეო კომპანიის თანამშრომელი იყო, ხოლო დედამისი დაწყებითი სკოლის მუსიკის მასწავლებელი. პიტერს ამერიკული, გერმანული,ინგლისური და ირლანდიური წარმომავლობა აქვს. იგი დაიბადა აქონდროპლაზიის დიაგნოზით და დღემდე მცირეწლოვანი ბავშვის სიმაღლეა, თუმცა მისი ნიჭი შეუჩნეველი არ დარჩენიათ ჰოლივუდში და მიუხედავად თვალშისაცემი ფიზიკური ნაკლისა პიტერი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ვარსკვლავად ითვლება.

Peter Dinklage Peter Dinklage Peter Dinklage

მისი როგორც მსახიობის დებიუტი მოხდა 1995 წელს ფილმში Living in Oblivion, რომლემაც პიტერს გზა გაუხსნა ისეთი ფილმებისაკენ როგორებიცაა Safe Men, 13 Moons, The Station Agent Lassie, The Chronicles of Narnia: Prince Caspian,The Last Rites of Ransom Pride, Low Down. მეორეხარისხოვანი როლების ჩათვლით პიტერის ფილმოგრაფია 30-მდე ფილმს ითვლის, თუმცა მაყურებლის სიყვარული პიტერს HBO-ს სერიალში, Game of Thrones-ში ტაირონ ლანისტერის შესრულებულმა როლმა მოუტანა, რომლისთვისაც მას 2011 წელს ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები გადაეცა როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვან მსახიობს. პიტერი Game of Thrones-ის მეოთხე სეზონშიც გამოჩნდა და სტაბილურად რჩება რეიტინგული სერიალის გმირი, თუმცა სერიალის პარალელურად მისი მონაწილეობით გამოდის ჰოლივუდური ფილმებიც The Angriest Man in Brooklyn, X-Men: Days of Future Past, ხოლო 2015 წელს გამოვა ფილმი Pixels, სადაც პიტერი ერთ-ერთ პერსონაჟს ახმოვანებს.






წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს პიტერ დინკლეიჯის ცხოვრებიდან:

2005 წელს პიტერი დაქორწინდა ერიკა შმიტზე და ყავს ქალიშვილი უცნაური სახელით ზელიგი.
პიტერი ვეგეტარიანელია, ხოლო საყვარელი საქმიანობა მებაღეობაა.
მისი სიმაღლე 135 სმ-ია ხოლო წონა 42 კგ.
ბავშვობაში პიტერი ძმასთან ერთად ხშირად დგამდა თოჯინების თეატრის წარმოდგენებს მეზობლებისათვის.
პიტერი ბრუს სპრინსგსტინის მეზობელია და ისინი ხშირად უკრავენ ერთად გიტარაზე.
კინოს გარდა იგი თეატრშიც აქტიურად მონაწილეობს.
მას ხშირად უთამაშია შექსპირის პერსონაჟი რიჩარდ მესამე.













Category: Man / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top