6 February 2015      ANGEL     Views 13 419    
Category: Man / Georgians / for ANGEL.ge / Stars



It Boy : პიტო სეთურიძე @Pito stf

პიტო სეთურიძემ დიდი ხნის წინ მიიქცია ჩვენი ყურადღება თავისი განსხვავებული სტილითა და უცხო გარეგნობით, ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ის ყოფილი-მეგობარი გოგონას ნინა სუბლატის გვერდით გამოჩნდა... დღეს პიტო გოგონების ყურადღების ცენტრშია და თავადაც ზრუნავს მათზე - ის ფიტნეს ტრენერია "ფორმა"-ში, ბავშვობიდანვე სხვადასხვა სპორტით იყო დაკავებული, ტრენერობის გარდა ხშირად იწვევენ, როგორც მოდელს სხვადასხვა კამპანიებსა და ფოტოსესიებში, სამომავლო გეგმები კი ხელოვნებას უკავშირდება. მოდით, ერთად უფრო მეტი რამ გავიგოთ ამ საინტერესო ადამიანის შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ



მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ჟურნალისტი: თათა დოლიძე
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია


მისი მომავალი პროფესია არქიტექტურაა, ფიქრობს ლანდშაფტის არქიტექტურაზე განაგრძოს სწავლა მაგისტრატურაზე. მისი ჰობი ჯირითი და ვარჯიშია, მუშაობს როგორც ტრენერი "ფორმა"-ში და ამბობს: ❝ვავარჯიშებ გოგონებს, ვახდუნებ და ვაყენებ ფორმაში:) დაკავებული ვარ სწავლით, მუშაობით და 'გულაობით' :)

ჩემთან ძალიან ახლოს არის ხელოვნება, მიყვარს ფერწერა, კინო, აქიტექტურა. შეიძლება ითქვას ძიების პროცესში ვარ... ამერიკაში ვაპირებ წასვლას სექტემბრიდან და შეიძლება განვაგრძო სწავლა სამსახიობოზე. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, შეიძლება ისევ ლანდშაფტი განვაგრძო..



როდის დაიწყეთ ვარჯიში და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით ტრენერი?

ვარჯიში დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე, თუმცა მთელი ბავშვობა სხვადასხვა სპორტით ვიყავი დაკავებული.
ტრენერობა ჩემმა მეგობარმა გადამაწყვეტინა, რომელიც ავარჯიშებდა გოგოებს და მეც ვეხმარებოდი, შემდეგ იყო შემოთავაზება ფორმადან, რასაც დავთანხმდი. კარგი შედეგები გვქონდა, თბილისში რაღაც რომ გავრცელდება ყველას შენთან უნდა მოსვლა, რაც ძალიან მიხარია, რადგაც ბევრი გოგო დადის, რომელიც ძალიან მიყვარს, ვუყვარვარ და ერთობლივად ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ.



როგორ ანახლებთ გარდერობს, თბილისში რომელ მაღაზიებს ანჭებთ უპირატესობას?

სიმართლე გითხრათ თბილისში იშვიათად ვყიდულობ ტანსაცმელს, წელიწადში ერთხელ მაინც ვცდილობ წავიდე საზღვარგარეთ და იქ ვყიდულობ ძირითადად, თუმცა თბილისში ხშირად ვყიდულობ Vintage store-ში, მეორადებშიც ბევრჯერ მიყიდია, თუნდაც ჯინსის კურტკა, მერე გადამიკეთებია და ძალიან მაგარი გამოსულა, დღემდე მაქვს და ვთვლი, რომ საქართველოში ბევრად მაგრად შეიძლება ჩაიცვა მეორადებში და ვინტაჟ-მაღაზიებში, ვიდრე ზარაში, თუმცა ზარაშიც ვყიდულობ ხოლმე რაც მომეწონება.

სამოსის შერჩევისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ბრენდებს?
რა თქმა უნდა არა იმიტომ, რომ მაცვია ყველა ბრენდი, მაცვია მეორადიც და ძვირადღირებული ბრენდის სამოსიც...
თუმცა, რაღა თქმა უნდა ძვირადღირებული ბრენდი უფრო ხარისხიანია და ორ თვეში შეიძლება არ გახდეს გადასაგდები.




მნიშვნელოვანია მოდის ტენდენციები თუ გაცვიათ ის რაც მოგწონთ?

მაცვია ის რაც მომწონს, ხშირად მომდის იდეები და ჩემი დიზაინითაც ვიკერავ სამოსს,
რომლებიც შემდეგ ბევრს მოსწონს და მეკითხებიან თუ სად შევიძინე. თუმცა ყოველთვის ვეცნობი მოდის ტენდენციებს და რაღაც დეტალებს ვითვალისწინებ.

ბავშვობიდანვე თუ გამოგარჩევდათ თვითმყოფადი და ასეთი განსხვავებული სტილი?

ამბობენ, რომ კი - მაშინდელი გადმოსახედიდან განსხვავებული იყო,
თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვეულებრივად მიმაჩნია.



დღეს რამდენად დამოუკიდებელი პიროვნება ხართ და თუ არის ჩარჩოები, რომელშიც ექცევით საქართველოში?

საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ჩემი შეხედულებები მაქვს ყველაფერთან დაკავშირებით და ვმოქმედებ ისე, როგორც სწორად მიმაჩნია, თუმცა არის რაღაცები რასაც აუცილებლად ვითვალისწინებ.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც მამაკაცისთვის, რომ გოგონა, რომელიც მოგეწონებათ იყოს ფიზიკურად კარგ ფორმაში?

ძალიან მნიშვნელოვანია, უპირატესობას მოვლილ და კარგ ფორმაში მყოფ გოგოებს ვანიჭებ, არ არის აუცილებელი გენეტიკურად იყოს ულამაზესი სხეულის მფლობელი, შეიძლება ვარჯიშით და თავის მოვლით მიაღწიოს იმავე შედეგს, ძალიან კარგ ვიდზე დადგეს და აჯობოს კიდეც ძალიან ბევრ გრძელფეხება გოგოს, რომელიც რბილია და მოშვებული ცომივით.


ინსტაგრამზე პიტოს პროფაილია: @Pitostf



რომელ საერთო ინტერესს უნდა იზიარებდეს თქვენი პარტნიორი ?
მთავარია ნდობა, თუ ასი პროცენტით არ ვენდობი და არ მენდობა გამორიცხულია რაიმე სახის სერიოზული ურთიერთობა. გააჩნია ურთიერთობასაც:)

ჩანს რომ ძალიან მეგობრული ადამიანი ხართ, გყავთ ბევრი
მეგობარი გოგონა, ამ ეტაპზე სერიოზული ურთიერთობა გაქვთ ვინმესთან?


ამჟამად სერიოზული ურთიერთობა არავისთან არ მაქვს,
დაკავებული ვარ პატარ-პატარა მეგობრული ურთიერთობებით.

აქტიურობთ სოციალურ ქსელში და ღია პროფილს აწარმოებთ,
სავარაუდოდ პოპულარობა და ხალხის ინტერესი არ გაღიზიანებთ


საინტერესოა როცა ხალხი გაფასებს, კარგს ან ცუდს გეუბნება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და გამოგიტყდებით - ცუდი უფრო მაინტერესებს, გვერდიდან ვუყურებ საკუთარ თავს და შეიძლება სიმართლის ნაპერწკალიიც იყოს მათ ნათქვამში, ყოველთვის ვცილობ საკუთარი თავი გავზარდო ამ შენიშნვებით. ბევრ კარგ მესიჯს ვიღებ ბევრს ცუდსაც, მე ორივე მიხარია.


მომზადებულია სპეციალურად www.angel.ge-სთვის
ჟურნალისტი: თათა დოლიძე
ფოტო-რეპორტაჟი: ელენე გოგელია


instagram: @Pitostf










Category: Man / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top