16 February 2015      AnnLennon1     Views 3 423    
Category: Man / Stars

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


შაია ლაბაფი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1986 წლის 1 ივნისს, ლოს ანჟელესში. მსახიობობა გადაწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას და მის ოჯახს უკეთეს პირობებში ეცხოვრათ, თუმცა შემდგომ აღმოაჩინა, რომ ეს მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი საქმიანობაა. შაიამ ადრეული ასაკიდანვე მოახერხა საკუთარი თავის გამოცდა და მთელი ჰოლივუდი აალაპარაკა. ჯიმ ქერი მას ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიან ადამიანად მოიხსენიებს, ხოლო ბრედ პიტი კი ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მსახიობად, რომელთანაც უმუშავია. მოდით გავიგოთ გაცილებით მეტი შაია სეიდ ლაბაფის შესახებ და გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


✖ ✖ ✖
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებსაინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


◕ შაია ლაბაფი დაიბადა 1986 წლის 1 ივნისს, ლოს ანჟელესში, კალიფონიაში.

◕ მისი სრული სახელია: შაია სეიდ ლაბაფი

◕ მისი სიმაღლეა: 1.76 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


◕ დედამისი შეინა გახლათ მოცეკვავე და ბალერინა, ვიზუალური ხელოვნების არტისტი და დიზაინერი, ხოლო მამამისი არის ვიეტნამის ომის ყოფილი ვეტერანი. დედა ებრაელია, ხოლო მამა კი კაჯუნების შთამომავალი, ფრანგი. ბავშვობაში მამის ალკოჰოლიზმიდან გამომდინარე ოჯახს ძალიან უჭირდა, ხოლო შაია კი სტრესულ მდგომარეობაში იზრდებოდა. განქორწინების შემდეგ დედას შვილის რჩენა არ შეეძლო და სურდა შაია ბიძისთვის მიეშვილებინა. დღესდღეობით, ლაბაფს დედასთანაც და მამასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და ორივეს ეხმარება ფინანსურად.

◕ ამბობს, რომ ორივე რელიგიას ბავშვობიდან ძალიან კარგად ითავსებდა. იყო
იუდაიზმის მიმდევარიც და ამასთანავე ქრისტიანული წესითაც მოინათლა.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


☞ ბავშვობისას მშობლებთან ერთად კლოუნის სამოსში იმოსებოდა და ჰოდ დოგს ჰყიდდა პარკში.

☞ ხშირად აღუნიშნავს, რომ მისი მეორე მამა და მენთორია ანჯელინა ჯოლის მამა ჯონ ვოითი.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


☞ აღიარებს, რომ მსახიობობა გადაწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა. დაახლოებით 11 წლის იყო, როდესაც ჟურნალში აგენტი მოძებნა და დაუკავშირდა მას. ამის შემდეგ, მისი დებიუტი შედგა ორეოს რეკლამაში, ხოლო 13 წლის ასაკში კი პირველ როლს გამოჰკრა ხელი.

☞ დისნეის არხზე მან ივან სტივენსი განასახიერა ახალგაზრდულ სერიალში. მხოლოდ და მხოლოდ
13 ის იყო. 2003 წელს კი ‘Daytime Emmy Award’-ის ჯილდო დაიმსახურა ივანსის როლის განსახიერებისთვის.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებსაინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


Δ თავისუდალ დროს უკრავს დრამზე და ასევე მეგობრებთან ერთად იღებს მოკლემეტრაჟიან ინდეფენდენტ ფილმებს.

Δ მისი ფავორიტი ფილმებია ‘Dumb & Dumber’, ‘American Beauty’ და ‘Saving Silverman’.

Δ ძირითადად უსმენს System of a Down, 50 Cent, Eminem, D12, Led Zeppelin,Jack Johnson, Ben Folds.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


Δ ფლობს ჰიპ-ჰოპის სტუდიას და ფილმის სტუდიას საუკეთესო
მეგობართან და მსახიობთან ლორენსო ედუარდოსთან ერთად.

Δ ის აქტიურად უჭერს მხარს ჯო ტორეს საბავშვო ფონდს.

Δ მისი შთაგონების წყარონი არიან ჯონ ვოითი, დასტინ ჰოფმანი, ჯუდი ფოსტერი და ჯონ ტურტურო.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებსაინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


★ 2006 წელს განიხილებოდა ჯიმი ოლსენის როლზე ფილმში ‘სუპერმენის დაბრუნება’.

★ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანია პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი,
რომელმაც სრულიად შემთხვევით გაიცნო შაია ერთ-ერთი დაჯილდოების კულისებში.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


★ ფილმ ‘Nymphomaniac Part 1‘-ის პრემიერაზე ქაღალდ ჩამოფარებული გამოცხადაა, რომელსაც ეწერა ‘I am not famous anymore’. ამავე ფილმის პრეს კონფერენციაზე მან პროტესტის მიზნით,რომელიც მედიის წინააღმდეგ იყო მიმართული ადგა და დარბაზი დატოვა.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებსაინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებსაინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


▼ 2007 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა თრილერი ‘Disturbia’. როლის მოსარგებად ის გადაღებების
დაწყებამდე ესაუბრებოდა რეალურ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო შიდა პატიმრობაში იყვნენ.

▼ ფილმის პროდიუსერმა სტივენ სპილბერგმა შაია სახელდახელოდ შეარჩია
როლისთვის მას შემდეგ, რაც მისი პერფორმანსი იხილა ფილმში ‘Holes’.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


▼ 2007 წელს კი კიდევ ერთხელ ითანამშრომლა სტივენ სპილბერგთან ფილმში ‘ტრანსფორმერები’. თავდაპირველად მაიკლ ბეი არ იყო
დარწმუნებული, რომ შაია თინეიჯერის როლს მოირგებდა, თუმცა ქასთინგზე მან ყველა ძალიან მოხიბლა და სემის როლიც მოიპოვა.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


● 2012 წელს მან ტომ ჰარდთან, ჯესიკა ჩესტინთან და მია ვასიკოვსკასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Laweless’. ის იმდენად შეიჭრა როლებში, რომ გადასაღებ მოედანზე სვამდა და აგრესიულად იქცეოდა რის გამოც მიამ არაერთხელ დატოვა გადასაღები მოედანი.

● მან როლისთვის 18 კილოგრამი მოიმატა.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


● 2014 წელს კი მისი მონაწილეობით გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ‘Fury’, სადაც
პარტნიორობა ბრედ პიტს გაუწია. როლისთვის მან კბილი ამოიძრო და გადაღებების პერიოდში არ ბანაობდა.

შრამი, რომელიც სახეზე აქვს ნამდვილია. თვითონ გაიკაწრა სახე,
რათა საკუთარი პერფორმანსი უფრო დამაჯერებელი
ყოფილიყო.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


● საჯაროდ აღიარა, რომ ‘Fury’-ზე მუშაობისას ნამდვილი ქრისტიანი გახდა
და იპოვა ღმერთი. ‘გავხდი ქრისტიანი, რეალური და მორწმუნე.


ბრედ პიტმა განაცხადა, რომ შაია გახლავთ ერთ-ერთი
საუკეთესო მსახიობი, რომელთანაც ოდესმე უმუშავია
.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


★ 2015 წელს კი ითანამშრომლა სიასთან მომღერლის მუსიკალური ვიდეოსთვის
‘Elastic Heart’,
სადაც პარტნიორობა გაუწია მოცეკვავე მედი ზიგლერს.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებსაინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებსაინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


♥ ♥ ♥
პირადი ურთიერთობები


საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


2007 წელს, რამოდენიმე მოკლე ტექსტური მესიჯის შემდეგ რიანამ და შაიამ გადაწყვიტეს ერთმამენთს შეხვედროდნენ და ახლო ურთიერთობა ჩამოეყალიბებინათ. მართლაც, მათ პაემანი მოიწყვეს და რომანტიკულ ვახშამზე წავიდნენ, თუმცა ურთიერთობა მალევე დასრულდა. ‘ნდობა არ იყო. ვნებით არ ვუყურებდით ერთმანეთს აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მეგობრებად დავრჩენილიყავით.’ - განაცხადა ლაბაფმა.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


2008 წელს, ‘ტრანსფორმერების’ გადასაღებ მოედანზე მან გაიცნო ულამაზესი მეგან ფოქსი. მათ უმალვე ჩამოუყალიბდათ ახლო ურთიერთობა და პაპარაცებმა რომანტიკულ ვახშამზეც კი შენიშნეს. თუმცა, არც ერთ მათგანს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია და არც ის დაუდასტურებიათ,რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ისინი დღემდე მეგობრობენ.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


2009 წელს, შაიამ რომანი გააბა ‘Wall Street 2: Money Never Sleeps’-ის პარტნიორთან კერი მალიგანთან. თუმცა, წყვილის ურთიერთობა მხოლოდ ერთწლიანი აღმოჩნდა. ‘მე ჯერ კიდევ მიყვარს ის. ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ადამიანია და ასევე მსახიობი.’- განაცხადა შაიამ.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


2012 წლიდან ხვდება ფილმის პარტნიორს მია გოთს, რომელთანაც საკმაოდ
სერიოზული ურთიერთობა აქვს. ისინი მეოთხე წელია ერთად ცხოვრობენ.

ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებსაინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ


Category: Man / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top