30 March 2015      Ancho.     Views 5 460    
Category: Man / Stars

https://33.media.tumblr.com/860d2c660e09a887b121c3362d9be8a7/tumblr_n1bpfl5DYu1svpz47o1_500.gif


გასაოცრად გარდასახული ვარსკვლავი ბიჭები

ეს არის 6 ისტორია იმის შესახებ თუ როგორ გახდნენ უკეთესები ჩვენთვის ცნობილი მამაკაცები. ზოგის შემთხვევაში გასაგებია, რომ მათი საგრძნობელი სახეცვლილება წონის დაკარგვასთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მთლიან სახეცვლილებაში იღებს მონაწილეობას, ვარცხნილობის ცვლილებაა. ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ მხრივ გახდა გაცილებით მომხიბვლელი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ვამჩნევთ იდეალურ ქათქათა ღიმილს.



ყველა გმირის უპირატესობა მაინც მათი ახალგაზრდობაა და კიდევ ერთი მამაკაცური ეშმაკობაა: არასრულყოფილი პროპორციები და კანი მათ ადვილად შეუძლიათ დაფარონ წვერით ან მსუბუქი გაუპარსველობით.





მეთიუ ლუისი



მოუქნელი ნევილ დოლგოპუპსის სასწაულებრივი გრდასახვა - მეთიუ ლუისმა ჰარი პოტერის ფანები იმაზე ნაკლებად არ გააოცა, ვიდრე რონისა და ჰერმიონას კოცნამ და ჰარისა და ჯინის ქორწინებამ. ცვლილებები, რაც ფანტასტიკური საგის მსახიობმა 10 წლის განმავლბაში განიცადა, ჯადოქრობასთან სულაც არაა კავშირში. გრიმიორები სპეციალურად ხდიდნენ მის იმიჯს მეტად კომიკურს. მეთიუს უწევდა ეტარებინა ყალბი კბილები, პლასტიური საფენები ყურებთან, ბალიშები პირში და კოსტუმი, რომელიც ვიზუალურად კილგრამებს მატებდა პატარა ბიჭს.

მიუხედავად დიდი სიყვარულისა მისი პერსონაჟის მიმართ, ლუისს მოუწია გამომშვიდებოდა რეკვიზიტებს და უკვე განახლებული იმიჯით წარდგომოდა გულშემატკივრებს.



ზაკ ეფრონი



ზაკმა გადაღება 15 წლიდან დაიწყო. მან მიიღო პატარა როლები პოპულარულ სერიალებსა და ფილმებში. ეფრონს, მისი "სათუთი" გარეგნობა ყოველთვის უწყობდა ხელს, მაგრამ მომავალ ვარსკვლავს ხასიათს უფუჭებდა თავისი ტუჩ-კბილი. შესაძლოა სწორედ მათი კვნეტის გამოსწორების გამო მოხვდა 2006 წელს ის მიუზიკლში, რისი წყალობითაც უამრავი თინეიჯერი გოგონას სიყვარული მოიპოვა და მათი კუმირი გახდა.

ფრანშიზის სამი ფილმის შემდეგ გადაწყვიტა გამომშვიდობებოდა რომანტიკოსის ხასიათს და კარდინალურად შეეცვალა სტილი. 2011 წლის დაჯილდოებაზე People’s Choice Awards, მაყურებელმა სულ სხვანაირი ზაკი ნახა. გამხდარი, შეუხამებელი ვარცხნილობის მქონე ბიჭუნადან ის დაკუნთულ, მოდურ მოკლე ვარცხნილობის მქონე მამაკაცად გარდაიქმნა. ასეთი ცვლილება მან პროტეინების შემცველ კოქტეილებსა და ვარჯიშს მიაწერა.



სეტ როგენი



კიდევ ერთი სუპერგმირი, რომელიც როლის გამო ერთბაშად 30 კილოგრამს გამოემშვიდობა, მაგრამ ეფექტური იერისათვის მან სხვა დეტალებიც შეიცვალა. მსახიობი გამოტყდა, რომ ვარჯიშებიდა დიეტა ძნელად გადაიტანა. "მე არანაირი ექსპერიმენტალური ვაქცინა არ გამომიცდია ჩემ თავზე, უბრალოდ სწორად ვიკვებებოდი და ვვარჯიშობდი. მაგრამ სიგამხდრე ეს პიკნიკი არ არის. ხალხნო დარჩით მსუქნები!"-ხუმრობს მსახიობი. საბოლოოდ სეტს ისევ მოუწია "პუტკუნა კომედიანტის" როლის მორგება.



ტეილორ ლოტნერი



ტეილორ ლოტნერი სპორტთან ყოველთვის მეგობრობდა. ბავშვობაში პროფესიონალურად მისდევდა კარატეს და თავის საბრძოლო ხელოვნების უნარების დემონსტრაციას თავის ფილმებშიც ახდენდა. ტეილორი ფილმმა "ბინდმა" "დააკაცა". მან კუნთების ხარჯზე მარტივად მოიმატა 13 კილო. ტრანსფორმაცია მეორე ფილმის დროს შეინიშნა, როდესაც მისი გმირი მოკლე ვარცხნილობითა და იდეალური პრესით იწონებდა თავს.



ჯონა ჰილი



2011 წლამდე არც ის ფიქრობდა რაიმე ცვლილებას და კომედიებში უიღბლო გმირების თამაშით ირთობდა თავს. მაგრამ, ფილმში Moneyball, ჯონს ახალი ამპლუის მორგება მოუწია-ის სერიოზული, გენიოსი ეკონომისტი გახდა. ამ როლისათვის პირველად წარსდგა ოსკარის ნომინანტთა შორის. ფილმის პრემიერის დროს მან უფრო მეტად გააოცა მაყურებელი: დაკლებული 18 კილო, გაპარსული წვერი და მოკლე თმა-გახდა ის განმაპირობებელი ნიშნები, რამაც ჰილი ჰოლივუდის სასურველ მამაკაცთა სიაში მოახვედრა. მსახიობმა ტრანსფორმაცია არა კარიერას, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუკავშირა. "მე რა თქმა უნდა ვისურვებდი რაიმე აბით ან ჯადოქრობით დამეკარგა წონა, მაგრამ მე უბრალოდ მივედი დიეტოლოგთან, რომელმაც მირჩია როგორ შევცვალო ჩემი რაციონი და თვისებები."



ზაკ გალიაფინაკისი



კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც თავს თავისუფლად გრძნობდა ექსცენტრიკული როლების ამპლუაში. ამ დროის განმავლობაში არ იპყრობდა ყურადღებას მისი მოღვაწეობა და შერჩეული ჰაბიტუსი. "ერთხელ ვეგასში"ს შემდეგ კი ზაკმა ტრანსფორმაცია განიცადა და მაყურებელთა სიყვარულიც სწრაფად მოიპოვა. ამის შემდეგ "ბირდმენშიც" მოგვხიბლა და განაცხადა, რომ სერიოზული როლებისათვის წონასთან გამომშვიდობებასაც დათანხმდება.


https://38.media.tumblr.com/531229e9630763ff76e67c08f16472f2/tumblr_mrl32e0lrG1rf0j0eo1_500.gif
https://38.media.tumblr.com/58a2dfd8415a27783a987d41be9fcc55/tumblr_n1qcb2LrYH1t77ydgo1_500.gif


Category: Man / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top